გახდება სამგზისა?

   ზეპური ჩრდილოური ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე, 2008 წლის თარგის მიხედვით, ჯერ ინგლისი ხვდება აფრიკას, მერე უელსი ზელანდიას, ბოლოს საფრანგეთი ავსტრალიას, "წლის მორაგბე" კი ოთხშაბათსღა, 1 დეკემბერს აირჩევა ექვსი ნომინანტიდან.

ტიტულზე წარდგენილია შარშანდელი ლაურეატიც, "ოლ ბლექსის" კაპიტანი და მღლეტელი რიჩი მაკქოუ, ვინც თუ იმარჯვებს, პირველი სამგზის საუკეთესო შეიქნება ისე, როგორც შარშან გახდა ორგზისა.

ზელანდიას უელსთან ბოლოჯერ 1953 წლის დეკემბერში, 8:13 წაუგია. კივები თუ ახლაც იმარჯვებენ, მორიგ "ბრიტანულ სლემს" გაასრულებენ. მათ დაუბრუნდნენ სასჯელ-მოხდილი კვაჭი კევენ მეალამუ, მოკეთებული მეორე ხაზელი ბრედ სორნი და ოფლოუდების ოსტატი, ნალიგარი სონი-ბილ ვილიამსი.

ოთხიდან ოთხი

ზელანდიამ "მილენიუმზე" შარშანწინ 29:9 მოიგო, შარშან 19:12, წლეულს კი, ივნისში, სამხრეთში სტუმრად მყოფი ტაფიები 42:9 და 29:10 გააბურთავა.

ავსტრალიამ საფრანგეთს ბოლო მსოფლიო თასის აქეთ გამართული ოთხი მატჩიდან ოთხივე მოუგო, მათ შორის, შარშანწინ, სან დენშიც 18:13. ოზებს შეემატნენ ჰავბეკი ვილ გენია და ფრთა ჯეიმზ ოქონორი, ხოლო კიკერი მეთ გიტოს მჯობნი ბერიქ ბარნსი იქნება.

ინგლისს აფრიკასთან ის გუნდი გაყავს, ვინც ორი კვირის წინ ავსტრალია გააბითურა. აფრიკამ 8 ნომრად პიერ სპისი აღიდგინა, ცხრად კი რუან პინარი. სხვაფრივ, "ბოკემ" ბოლო მსოფლიო თასზე ორჯერ (36:0 პულში, 15:6 ფინალში) ხომ ძლია რაგბის სამშობლო და შარშანწინაც, თვიქნემში 42:6 მოსრა.

>>>     ჩრდილოეთის ტესტები

მესამე ვიქენდი @ შაბ-კვი 27-28/11

<<    იტალია - ფიჯი

იტა: მაკლეინი მაზი კანალე სკარპი მი.ბერგამასკო <10-9> ორკერა გორი / პერუჯინი ონგარო კასტროჯოვანი; დელფავა ხელდენჰეისი; ძანი ბარბიერი პარისე^კაპ

ფიჯ: ლინგაირი ნგონევა ვულივული ლოვომბალავუ ნალანგა <10-9> მბაი-კეინუკუ კენატალე / ქ.მაფუ ტალემაიტონგა მანუ^კაპ; ლევარავუ ნქოვუ; საუკავა ნქერა კოიამაიმბოლე

რეფ პირსონი (ინგ) მოდენა, ბრალია @ შაბ 18.00

უწინ (1980-2006) 7: 3-4 (169:171) ლ 17/20

<<    ინგლისი - აფრიკა

ინგ: ფოდენი ეშთონი თინდოლი ჰაპე კვეიტო <10-9> ფლადი იანგსი / შერიდანი ჰართლი ქოული; ლოზი პამერი; კროფთი მუდი^კაპ ისთერი

აფრ: კერშნერი აპლონი ფ.სტეინი დეფილიერსი მვოვო <10-9> მ.სტეინი პინარი / მთავარირა ბ.დიუპლესი ი.დიუპლესი; ბკ.ბოთა მეტფილდი^კაპ; სტეხმანი ჟ.სმითი სპისი

რეფ ქლენზი (ირლ) ლონდონი, თვიქნემი @ შაბ 18.30

უწინ (1906-2008) 31: 12-18*1 (480:640) ლ 33/59

<<    შოტლანდია - სამოა

შტლ: საუსველი ვოქერი ანსბრო მორისონი შ.ლამონთი <10-9> პარქსი რ.ლოუსონი^კაპ / ჯექობსენი ფორდი მარი; ჰაინსი გრეი; ბრაუნი ბარქლეი ვერნონი

სამ: პ.ვილიამსი ლემი ჯ.პისი მაპუსუა ალ.ტუილანგი <10-9> ლავეა ფოტუალიკი / ტაულაფო შვოლგერი^კაპ ჯონსთონი; თომფსონი ლევი; ტრევირანუსი სალავეა ჯ.სთაუერსი

რეფ ვოლში (ავს) აბერდინი, ფითოდრი @ შაბ 18.30

უწინ (1991-2005) 6: 5-0*1 (165:63) ლ 17/6

<<    უელსი - ზელანდია

უელ: ბერნი ნორსი შენქლინი ჰუქი თ.ჯეიმზი <10-9> სთ.ჯოუნზი ფილიპსი / ჯენქინსი მ.რისი^კაპ ად.ჯოუნზი; ბრ.დევისი ავ.ჯოუნზი; ლიდიეთი ვორბერთონი რ.ჯოუნზი

ზელ: მულიაინა ტოიავა კ.სმითი სბ.ვილიამსი ჰ.გიარი <10-9> კარტერი ქოუანი / ვუდქოქი მეალამუ ო.ფრენქსი; სორნი ვაითლოქი; კაინო მაკქოუ^კაპ რიდი

რეფ ლუისი (ირლ) კარდიფი, მილენიუმი @ შაბ 21.15

უწინ (1905-2010) 27: 3-24 (256:812) ლ 22/103

<<    საფრანგეთი - ავსტრალია

სფრ: პორიკალი იუჟე რუჟრი ჟოზიონი პალისონი <10-9> ტრაი პარა / დომინგო სერვა მა; პიერი ნალე; დიუზოტუარი^კაპ უდრაოგო შაბალი

ავს: ბილი ოქონორი ეშლი-კუპერი ბარნსი მიჩელი <10-9> ქ.კუპერი გენია / სლიფერი მური ელიგზანდერი; სიმონსი შარფი; ელსომი^კაპ ფოქოქი მაკქალმანი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) პარიზი, სან დენი @ შაბ 23.45

უწინ (1928-2009) 40: 16-22*2 (688:805) ლ 74/74

<<    ირლანდია - არგენტინა

ირლ: ხუთშაბათს არ გამოქვეყნებულა

არგ: როდრიგესი აგუჯა ტიესი ვოსხი გონსალესი <10-9> კონტეპომი^კაპ ვერგაჯო / რონსერო ლედესმა შელსო; გალარსა ალვასეტე; ფესია კავეჯო ხ.ფერნანდესი

რეფ მ.ლორენსი (აფრ) დუბლინი, ავივა @ კვი 18.30

უწინ (1990-2008) 11: 6-5 (204:216) ლ 17/14

<<    წლის მორაგბე

ნომინანტები: ემანოლ არენორდოკი (სფრ, ქერთლი ბილი (ავს, რიჩი მაკქოუ (ზელ, ვიკტორ მეტფილდი (აფრ, მალილი მულიაინა (ზელ, დევიდ ფოქოქი (ავს)

ჟიური: ჯონ ილზი (ავს) თავკაცი; ვილ გრინვუდი (ინგ, პოლ ვოლესი (ირლ, რაფაელ იბანიესი (სფრ, ფრანსუა პინარი (აფრ, აგუსტინ პიჩოტი (არგ, ტანა უმანგა (ზელ, სქოთ ქვინელი (უელ, გევინ ჰეისთინგსი (შტლ)

აქამდელი ლაურეატები: 2009 მაკქოუ, 2008 შეინ ვილიამსი (უელ, 2007 ბრაიან ჰაბანა (აფრ, 2006 მაკქოუ, 2005 დენ კარტერი (ზელ, 2004 სხალკ ბერგერი (აფრ, 2003 ჯონი ვილქინსონი (ინგ, 2002 ფაბიან გალტიე (სფრ, 2001 ქის ვუდი (ირლ)

<<< >>>