რაგბეთმა ისიამოვნა

   ზეპური ჩრდილოური ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე ზელანდიამ უელსი მაინც დააშამათა და ბრიტანული სლემი გაასრულა; ავსტრალია საფრანგეთმა შერკინებაში აბუჩად კი აიგდო, მაგრამ "ლე ბლე" ბურთაობაში გაპამპულავდა და 43 ქულით მოისრა, ხოლო აფრიკამ მეთოდურად გამოუყვანა წირვა ტრავმებ-მიძალებულ ინგლისს.

ზელანდიამ 1953 წლის აქეთ ზედიზედ 24-ედ (!) ძლია უელსი, ტურნეზე კი ბოლო ექვს წელში მესამედ დაამარცხა ოთხივე ბრიტანული ქვეყანა. რეკორდი დაამყარა კივთა კიკერმა დენ კარტერმაც - 12 ქულა რომ მოკრიფა, ტესტ-რაგბის სამარადჟამო სიაში ათით გაუსწრო ინგლისელ ჯონი ვილქინსონს, ვინც ტრავმის გამო უქმობს.

უელსი სტუმრებს ბურთაობაში გაეჯიბრა, რითაც ერთობ ისიამოვნა სრულიად რაგბეთმა. კივებმა ხუთიდან ოთხი ლელო გადაკიდებულის გამოქცუნებით დადეს. "მილენიუმის" უვარგის მოედანზე სტუმართა შერკინებამ ფეხი ვერ მოიკიდა და ბევრჯერ დაჯარიმდა, რამაც "ოლ ბლექსის" უფროსობას მსაჯთა აუგი ათქმევინა.

სიქა გაძვრათ

ანგარიში "ურჩხულებმა" გახსნეს, მაგრამ უმალ სონი-ბილ ვილიამსმა ოფლოუდი მიართვა ისაია ტოიავას, ამან კი ოთხი მბოჭავი გააბითურა და ოფლოუდითვე ახეირა ჰოსეა გიარი. პირველი მეოთხედის ბოლოს ისე უწყვეტი თამაში გაჩაღდა, რომ უელსს სიქა გაძვრა და მალილი მულიაინა არეულ მწყობრში იოლად გაუძვრა.

ზელანდიის ფულბეკმა მერე ჯეიმზ ჰუქი დაიჭირა ლელოსთან, მაგრამ ტაფიათა ფორვარდებმა იძალეს და სთივენ ჯოუნზმა კიდევ სამი ჯარიმა შეაგდო, კარტერმა კი თუმც რეკორდი მოუხსნა "ვილქოს, შესვენებამდე ხუთი დარტყმიდან ოთხი ააცილა კარს.

კოჭში წვდა

სხვაობა ერთ ქულამდე (12:13) დავიდა და კივებს ფლანკერიც გაუსინბინეს, მაგრამ ლი ბერნმა ბურთი კიდეს ვერ მიაწვდინა, ზელანდიამ კი "მარაო გაშალა" და გიარმა დააგვირგვინა იერიში. ამას მოყვა ჯოუნზის მორიგი ორი გოლი (18:23) და ჰუქის ლაფსუსი - მოგერიებისას მულიაინა კოჭში რომ წვდა, დარტყმა მოეჭრა. ჰოდა, ჯერომ კაინომ, ბრედ სორნმა და ენთონი ბორიჩმა ტოიავა დაგეზეს.

უელსი წახდა, ჯიმი ქოაუნმა და მულიაინამ კი მოკლე პასებით კარზე შეუშვეს ბურჯი ჯონ აფოა. მერე ენდი პაუელი ურჯუკად მოეპყრო რიჩი მაკქოუს, მაგრამ მსაჯებმა თავი დაიბრმავეს, ბოლოს კი "იქეთ მიძალებითა და აქეთ ჩამოთამაშებით" ბერნმა მაინც გაიტანა პრესტიჟის ლელო.

სამი ახმახი

მცდარ იდეალებზე გადაგებულმა საფრანგეთმა "ხაზის შუაწელში" სამი ახმახი - დამიან ტრაი, იანიკ ჟოზიონი და ორელიან რუჟრი დაიყენა. ესენი მთლად გაამასხარავეს ქვეიდ კუპერმა, ბერიქ ბარნსმა და მეტადრე ადამ ეშლი-კუპერმა, ვინც ძაანაც მაღალი ვერაა, მაგრამ სასწაული ჯიგარი აქვს და ხელის კვრაც ეხერხება.

პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა: ბარნსმა და ჯეიმზ ოქონორმა დერეფნიდან ფრონტის შუაში გააჭენეს ეშლი-კუპერი. საფრანგეთმა დრუ მიჩელის უხეირო დარტყმას მოლი რომ მოაყოლა, უღონო ოზებმა ხუთ წუთში ბლომად მიიღეს ჯარიმა, ფრანგებმა კი ზედიზედ მოითხოვეს შერკინება და საჯარიმო ლელოს ჩაროზად სინბინიც დააყოლეს.

ისევ ალბერცმა

ავსტრალიამ ბურჯად ბენ რობინსონი რომ შეიყვანა, ცოტათი გამოასწორა ვითარება, მესამე მეოთხედში კი დაცვის გაწელვით ახლოდან უცებ გაიტანა წყვილი ლელო. ბოლო მეოთხედი რომ დაიწყო, "ვოლაბები" 14 ქულით (30:16) იგებდნენ, მერე კი მიჩელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და პუბლიკამაც "ლე ბლეს" ქოქოლა დააყარა.

აფრიკამ წინა შაბათს შოტლანდიაში კი წააგო, მაგრამ დაირაზმა და ინგლისი ზედიზედ მეშვიდედ დაამარცხა. პომებს პირველ ტაიმშივე დაემტვრნენ ფლანკერი თომ კროფთი და მგეზავი თობი ფლადი. საათის თავზე სამით (9:6) რომ იგებდა, "ბოკემ" დერეფნიდან ფრთამდე ჩაათამაშა ოვალი და შეცვლაზე შესულმა ვილემ ალბერცმა ზედიზედ მესამე ტესტში დადო ლელო, მერე კი ზანგმა ლუაზი მვოვომაც გახსნა პირადი ანგარიში.

>>>     ჩრდილოეთის ტესტები. ბოლო ვიქენდი

<<    იტალია 24:16 ფიჯი

იტა: მაკლეინი მაზი (ბენვენუტი 58) კანალე სკარპი მი.ბერგამასკო <10-9> ორკერა (ბოკინო 51) გორი / პერუჯინი (ლოჩიჩერო 62) ონგარო (ფესტუჩა 51) კასტროჯოვანი სბ 40; დელფავა (დელაპე 8) ხელდენჰეისი; ძანი ბარბიერი პარისე^კაპ - 8ჯ: ბერგამასკო

ფიჯ: ლინგაირი ნგონევა (რამბენი 62) ვულივული ლოვომბალავუ ნალანგა <10-9> მბაი-კეინუკუ კენატალე / ქ.მაფუ (რარავა 70) ტაუპატი (ვეიკოსო 75) მანუ^კაპ; ლევარავუ ნქოვუ; ნაევო ნქერა (ნაიკანდრავა 70) კოიამაიმბოლე (კალოუ 54) - ლ: ტაუპატი; გ 3ჯ: მბაი

რეფ პირსონი (ინგ) მოდენა, ბრალია

0:7(9) 3:7(12) 6:7(20) 6:10(25) 6:13(28) 9:13(36) 9:16(40სბ) /
12:16(46) 15:16(53) 18:16(61) 21:16(76) 24:16(80)

<<    ინგლისი 11:21 აფრიკა

ინგ: ფოდენი ეშთონი (ბანაჰანი 72) თინდოლი ჰაპე კვეიტო <10-9> ფლადი (ჩ.ჰოჯსონი 34) იანგსი (ქეა 62) / შერიდანი ჰართლი (თომფსონი 73) ქოული (ვილსონი 68) ლოზი (შოუ 68) პამერი; კროფთი (ჰ.ფური 22) მუდი^კაპ ისთერი - ლ: ფოდენი; 2ჯ: ფლადი

აფრ: კერშნერი (იაკობსი 48) აპლონი (ფ.ჰუხარდი 61-67, ლემბი 80) ფ.სტეინი დეფილიერსი (ჰუხარდი 68) მვოვო <10-9> მ.სტეინი პინარი / მთავარირა ბ.დიუპლესი (სტრაუსი 80) ი.დიუპლესი (ფანდერლინდე 53) ბკ.ბოთა (ფანდერმერვე 67) მეტფილდი^კაპ; სტეხმანი (ალბერცი 49) ჟ.სმითი სპისი - 2ლ: ალბერცი მვოვო; გ 3ჯ: მ.სტეინი

რეფ ქლენზი (ირლ) ლონდონი, თვიქნემი

3:0(6) 3:3(11) 6:3(18) 6:6(36) /
6:9(43) 6:14(59) 6:21(71) 11:21(79)

<<    შოტლანდია 19:16 სამოა

შტლ: საუსველი ვოქერი ანსბრო (მ.ევანსი 59) მორისონი შ.ლამონთი <10-9> პარქსი (რ.ჯექსონი 59) რ.ლოუსონი^კაპ (მ.ბლერი 57) / ჯექობსენი ფორდი (ჰოლი 75) მარი (ლოუ 60) ჰაინსი გრეი (ჰემილთონი 60) ბრაუნი ბარქლეი ვერნონი (რენი 75) - ლ: ვოქერი; გ: პარქსი; 3ჯ: პარქსი 2, ჯექსონი; ა: პარქსი

სამ: პ.ვილიამსი ლემი (ოტო 74) ჯ.პისი მაპუსუა ალ.ტუილანგი <10-9> ლავეა ფოტუალიკი / ტაულაფო შვოლგერი^კაპ (პაულო 62) ჯონსთონი (პერენისე 60) თომფსონი (ტეკორი 62) ლევი; ტრევირანუსი (აიონო 66) სალავეა (ლეო 74) ჯ.სთაუერსი - ლ: ფოტუალიკი; გ 3ჯ: ვილიამსი

რეფ ვოლში (ავს) აბერდინი, ფითოდრი

3:0(3) 3:7(11) 10:7(15) 13:7(30) 13:10(37) /
13:13(42) 16:13(53ა) 16:16(56) 19:16(80)

<<    უელსი 25:37 ზელანდია

უელ: ბერნი ნორსი შენქლინი (ბიშოფი 80) ჰუქი თ.ჯეიმზი <10-9> სთ.ჯოუნზი ფილიპსი (რ.რისი 79) / ჯენქინსი (პ.ჯეიმზი 79) მ.რისი^კაპ ად.ჯოუნზი; ბრ.დევისი ავ.ჯოუნზი; ლიდიეთი (პაუელი 49) ვორბერთონი (მ.ვილიამსი 75) რ.ჯოუნზი (ჯ.თომასი 49) - ლ: ბერნი; გ 6ჯ: სთ.ჯოუნზი

ზელ: მულიაინა ტოიავა (ნონუ 6 დრ) კ.სმითი სბ.ვილიამსი (ნონუ 50) ჰ.გიარი <10-9> კარტერი (დონალდი 79) ქოუანი (ელისი 78) / ვუდქოქი მეალამუ (ჰორი 75) ო.ფრენქსი (აფოა 63) სორნი ვაითლოქი (ბორიჩი 56) კაინო მაკქოუ^კაპ რიდი (ბრეიდი 38 * სბ 52) - 5ლ: გიარი (1 3) მულიაინა ტოიავა აფოა; 3გ 2ჯ: კარტერი

რეფ ლუისი (ირლ) კარდიფი, მილენიუმი

3:0(2) 3:5(5) 3:8(8) 3:13(22) 6:13(33) 9:13(40) /
12:13(52სბ) 12:20(55) 12:23(62) 15:23(64) 18:23(69) 18:30(74) 18:37(77) 25:37(80+)

<<    საფრანგეთი 16:59 ავსტრალია

სფრ: პორიკალი იუჟე რუჟრი ჟოზიონი (ესტებანე 54) პალისონი (ონდრო 41) <10-9> ტრაი პარა (იაშვილი 74) / დომინგო (შუსტერი 51) სერვა (გირადო 35) მა; პიერი ტიონი (მიო-შლუსკი 69) დიუზოტუარი^კაპ უდრაოგო შაბალი (ბონერი 61) - ლ: საჯ; გ 3ჯ: პარა

ავს: ბილი ოქონორი ეშლი-კუპერი (თერნერი 76) ბარნსი (გიტო 80+) მიჩელი <10-9> ქ.კუპერი გენია (ბერჯესი 76) / სლიფერი მური (პოლოტა-ნაუ 74) ელიგზანდერი სბ 31 (რობინსონი 43) სიმონსი შარფი (ჩიზომი 66) ელსომი^კაპ ფოქოქი მაკქალმანი (რობინსონი 37-42 * ჰიგინბოთამი 65) - 7ლ: ეშლი-კუპერი რობინსონი გენია მიჩელი (4 5 6) ოქონორი; 6გ 4ჯ: ოქონორი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) პარიზი, სან დენი

0:7(6) 3:7(8) 3:10(14) 6:10(20) 6:13(25) 13:13(31სბ) /
16:13(42) 16:20(50) 16:27(53) 16:30(61) 16:37(68) 16:40(73) 16:47(75) 16:54(78) 16:59(80)

<<    ირლანდია 29:9 არგენტინა

ირლ: მერფი ბოუ ბ.ოდრისქოლი^კაპ (ერლსი 69) დარსი თრიმბლი <10-9> სექსთონი (ოგარა 69) სთრინგერი (რედენი 77) / ჰილი ქრონინი (ვერლი 64) ბაქლი (ქორთი 64) ოკალაჰენი მ.ოდრისქოლი (თოუნერი 67) ფერისი (ლიმი 61) დ.ვოლესი ჰიზლიფი - 2ლ: ფერისი დარსი; 2გ: სექსთონი ოგარა; 5ჯ: სექსთონი

არგ: როდრიგესი აგუჯა ტიესი (ვორხესი 61) ვოსხი გონსალესი <10-9> ფ.კონტეპომი^კაპ ვერგაჯო (იალანი 69) / რონსერო (აიერსა 67) ლედესმა (კრივი 62) შელსო (ფიგაჯო 50) გალარსა (გუსმანი 76) ალვასეტე; ფესია კავეჯო ხ.ფერნანდესი - 3ჯ: კონტეპომი

რეფ მ.ლორენსი (აფრ) დუბლინი, ავივა

3:0(14) 10:0(22) 13:0(29) 13:3(31) 16:3(34) 19:3(40+2) /
19:6(58) 22:6(66) 22:9(68) 29:9(80+)

>>   ირბ-ის რეიტინგი

29/11) 1 ზელანდია 9319, 2 ავსტრალია 8745, 3 აფრიკა 8644, 4 ინგლისი 8248, 5 ირლანდია 8179, 6 საფრანგეთი 8166, 7 შოტლანდია 8120, 8 არგენტინა 7897, 9 უელსი 7704, 10 ფიჯი 7405, 11 სამოა 7402, 12 იტალია 7331

პლუს/მინუსი: ავს 155 სფრ, აფრ 113 ინგ, იტა 96 ფიჯ, ირლ 89 არგ, ზელ 0 უელ, შტლ 0 სამ

<<< >>>