და მაინც რიჩი!

   შემოდგომის ზეპური ტესტები და საერთაშორისო სეზონიც ლოგიკურად დასრულდა: ზელანდიის "ოლ ბლექსი" და მისი ჭარმაგი გურუ, გრემ ჰენრი ირბ-ის ჟიურმა მეოთხედ ცნო წლის საუკეთესოებად, ხოლო კივთა კაპიტანი და მღლეტელი, რიჩი მაკქოუ მესამედ დაჯილდოვდა ბროლის ოსკარით.

სეზონის კულმინაციამ 22 ტესტი მოიცვა. ირბ-ის დაფასებული დუჟინის ექვსმა წევრმა სამ-სამი თამაში გამართა, ოთხმა ფხიანმა ოთხი, ორმა უძღებმა კი ხუთიც! მახვშთა დიდი ხნის ოცნებაა, რომ ნოემბრის მატჩებიც ქულობრივად შეფასდეს და ადგილები განაწილდეს. ჰოდა, დუბლინის მცონარა ოფისის ფუნქცია "ოლიმპმა" რომ იტვირთა, საყოველთაოდ მიღებული პრემიალური ნიხრით აი, რა გამოუვიდა:

>>>     შემოდგომის ტესტები

ზელანდია

24:26

3/4

ავსტრალია

ინგლისი 16:26 1/2 ზელანდია
უელსი 16:25 1/3 ავსტრალია

ირლანდია

21:23

2/2

აფრიკა

ინგლისი 35:18 2/2 ავსტრალია
უელსი 25:29 3/2 აფრიკა
შოტლანდია   3:49 0/7 ზელანდია
ირლანდია 20:10 2/1 სამოა
საფრანგეთი 34:12 3/0 ფიჯი

იტალია

16:22

1/1

არგენტინა

უელსი 16:16 1/1 ფიჯი
იტალია 14:32 1/2 ავსტრალია
ინგლისი 26:13 2/2 სამოა
შოტლანდია 21:17 0/1 აფრიკა
ირლანდია 18:38 2/4 ზელანდია

საფრანგეთი

15:9

0/0

არგენტინა

იტალია 24:16 0/1 ფიჯი
ინგლისი 11:21 1/2 აფრიკა
შოტლანდია 19:16 1/1 სამოა
უელსი 25:37 1/5 ზელანდია
საფრანგეთი 16:59 1/7 ავსტრალია
ირლანდია 29:9 2/0 არგენტინა

>>>     ნახევარ-სფეროთა შუღლი

ჩრდილოეთი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ლელო

პრ

ირლანდია 9

2-2

88:80 8/7 1
ინგლისი 8

2-2

88:78 6/8 0
საფრანგეთი 8

2-1

65:80 4/7 0
შოტლანდია 8

2-1

43:82 1/9 0
იტალია 5

1-2

54:70 2/4 1
უელსი 3

0-3*1

  82:107 6/1 1

სამხრეთი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

ლელო

პრ

ზელანდია 20

4-1

174:88    21/8 4
ავსტრალია 18

4-1

160:105 18/8 2
აფრიკა 13

3-1

90:78 7/6 1
არგენტინა 5

1-2

40:60 1/3 1
ფიჯი 2

0-2*1

44:74 2/4 0
სამოა 1

0-3

39:65 4/5 1

სულ: 22 თ, 967 გატ (საშ 44.0, 80 ლ (საშ 3.6)

თვალის გასახარად

სტატისტიკა უტყუარი რამაა და ემპირიულ დასკვნებს ამყარებს ხოლმე. ზელანდიამ ავსტრალიასთან ბოლო ჯერზე, ნეიტრალურ ჰონკონგში კი წააგო წამატებულ დროში, მაგრამ ჯამში მაინც ოდნავ უკეთეს გუნდად რჩება. "სამი ერის" მაჩანჩალას, აფრიკასაც არა უშავს, ევროპელთაგან კი ოთხმა ქვეყანამ მოიგო ორ-ორი, მაგრამ სქოთები და გალები თითოჯერ საზარლად მოისრნენ.

რაგბის სანახაობრივმა ღირებულებამ წინა, კრიზისულ წლებთან შედარებით იმატა. ლელო უწინდელზე მეტი გადის და ქულაც ბლომად გროვდება, მაგრამ თუ ცხრილებს დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ მასსა - ათი გუნდი კვლავაც ტრადიციულ-კანონიკურად ირჯება, ხოლო გემოზე, თვალის გასახარად მხოლოდ "ბლედისლოუს თასით" დაძმობილებული მეზობლები, ზელანდია და ავსტრალია უბერავენ.

ჰოდა, ნუ გაგვიკვირდება, რომ ავტორიტეტულმა, კეიპთაუნში ფეხ-ადგმულმა მსოფლიო საითმა შემოდგომის ორ ნაკრებში, ანუ 30 რჩეულში, ცხრა კივი და ექვსი ოზი ჩაწერა, და ზედ შვიდი იაპიც რომ მიაყოლა, "სამი ერის" წილმა 73 პროცენტი შეადგინა.

>>>    "პლანეტ რაგბის" ნოემბრის რჩეულნი

პირველი (ზელ 8, აფრ 3, ინგ 2, ავს უელ 1)

ბეკ) 15 მალილი მულიაინა (ზელ, 14 მარკ კვეიტო (ინგ, 13 ადამ ეშლი-კუპერი (ავს, 12 სონი-ბილ ვილიამსი (ზელ, 11 ჰოსეა გიარი (ზელ; 10 დენ კარტერი (ზელ, 9 ბენ იანგსი (ინგ) /

ფორ) 1 ბისთ მთავარირა (აფრ, 2 ბისმარკ დიუპლესი (აფრ, 3 ადამ ჯოუნზი (უელ; 4 სემ ვაითლოქი (ზელ, 5 ვიკტორ მეტფილდი (აფრ; 6 ჯერომ კაინო (ზელ, 7 რიჩი მაკქოუ (ზელ, 8 ქიარან რიდი (ზელ)

მეორე (ავს 5, აფრ 4, ინგ 3, ზელ სფრ შტლ 1)

ბეკ) 15 ქერთლი ბილი (ავს, 14 ქეიმზ ოქონორი (ავს, 13 კონრად სმითი (ზელ, 12 ჟან დეფილიერსი (აფრ, 11 დრუ მიჩელი (ავს; 10 თობი ფლადი (ინგ, 9 ვილ გენია (ავს) /

ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი (ინგ, 2 ვილიამ სერვა (სფრ, 3 იანი დიუპლესი (აფრ; 4 ქორთნი ლოზი (ინგ, 5 რიჩი გრეი (შტლ; 6 ჟოან სმითი (აფრ, 7 დევიდ ფოქოქი (ავს, 8 პიერ სპისი (აფრ)

შვიდით ნაკლებში

ირბ-მა წლის ბოლო სამი ლაურეატი 1 დეკემბერს დაასახელა. ჰენრის სარდლობითა და მაკქოუს ყოჩობით "ოლ ბლექსმა" 14 ტესტიდან მოიგო 13, დაიბრუნა "სამი ერის" ჩემპიონობა, შეინარჩუნა ბლედისლოუ და კვლავ შეასრულა "ბრიტანული სლემი.

9-კაცა ჟიურმა 59 ტესტის ვიდეო, ანუ 78 საათი გააანალიზა. ყოველი მსაჯული თითო მატჩის სამ უკეთესს ირჩევდა და ქულები იჯამებოდა. ნოემბრის ბოლო ვიქენდის წინ გამოიკვეთა და გაცხადდა ექვსეული, საინადაც გამოვლინდებოდა გამარჯვებული. ჰოდა, მაკქოუმ ტურნეზეც რომ ძაან იოსტატა, პირველი სამგზის ოსკაროსანი შეიქნა.

29 წლის რიჩი და მისივე გუნდელი, ფულბეკი მალილი მულიაინა ნაკრებში ნამსახურობით ახლახანს ეროვნული რეკორდის თანა-მფლობელებიც შეიქნენ, მგეზავმა და კიკერმა დენ კარტერმა კი იმის წყალობით, რომ უკეთეს გუნდში თამაშობს, ინგლისელი ჯონი ვილქინსონის მიღწევა შვიდი ტესტით ნაკლებში დაძლია.

>>>    ირბ-ის წლის მორაგბე

გამარჯვებული: რიჩი მაკქოუ (ზელ)

სხვა ნომინანტები: ემანოლ არენორდოკი (სფრ, ქერთლი ბილი (ავს, ვიკტორ მეტფილდი (აფრ, მალილი მულიაინა (ზელ, დევიდ ფოქოქი (ავს)

ჟიური: ჯონ ილზი (ავს) თავკაცი; ვილ გრინვუდი (ინგ, პოლ ვოლესი (ირლ, რაფაელ იბანიესი (სფრ, ფრანსუა პინარი (აფრ, აგუსტინ პიჩოტი (არგ, ტანა უმანგა (ზელ, სქოთ ქვინელი (უელ, გევინ ჰეისთინგსი (შტლ)

>>>    ათი სეზონის ყველა ლაურეატი

წელი

      მოთამაშე

# გუნდი

მწურთნელი

     გუნდი

2001

ქის ვუდი

2

ირლ

როდ მაკქვინი

ავს

ავსტრალია

2002

ფაბიან გალტიე

9

სფრ

ბერნარ ლაპორტი

სფრ

საფრანგეთი

2003

ჯონი ვილქინსონი

10

ინგ

ქლაივ ვუდვორდი

ინგ

ინგლისი

2004

სხალკ ბერგერი

6

აფრ

ჯეიქ ვაითი

აფრ

აფრიკა

2005

დენ კარტერი

10

ზელ

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2006

რიჩი მაკქოუ

7

ზელ

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2007

ბრაიან ჰაბანა

11

აფრ

ჯეიქ ვაითი

აფრ

აფრიკა

2008

შეინ ვილიამსი

11

უელ

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

2009

რიჩი მაკქოუ

7

ზელ

დეკლან ქიდნი

ირლ

აფრიკა

2010

რიჩი მაკქოუ

7

ზელ

გრემ ჰენრი

ზელ

ზელანდია

>>>    ტესტ-რაგბის მექულეთა მოწინავე ათეული

^ ლომებიანად, $ თამაშობს)

ქულა

პერიოდი

დენ კარტერი (ზელ) $ 1188 79 2003-2010
ჯონი ვილქინსონი^(ინგ) $ 1178 86 1998-2010
ნილ ჯენქინსი^(უელ) 1090 91 1991-2002
დიეგო დომინგესი (არგ იტა) 1010 76 1989-2003
რონან ოგარა^(ირლ) $ 982 105 2000-2010
ენდი მერთენსი (ზელ) 967 70 1995-2004
სთივენ ჯოუნზი^(უელ) $ 912 101 1998-2010
მაიკლ ლაინაფი (ავს) 911 72 1984-1995
პერსი მონთგომერი (აფრ) 893 102 1997-2008
მეთ ბერქი (ავს) 878 81 1993-2004

ბოკეს გააცილებენ

ტესტები მორჩა, მაგრამ გასამართია ჩაროზი - "ბარბაროსთა" მიერ ერთ-ერთი სამხრეთელის შინ გაცილება. ჯერმა აფრიკას უწია, მაგრამ როგორც ბოლო წლებში ხშირად მომხდარა, "ბოკესაც" ისე მოყირჭდა ამდენი რაგბობა, რომ შოუსთვის ინგლისის მჯობნ 15-ეულში 12 კაცი გამოცვალა და ჯეელებს აბურთავებს.

ბარბაროსები აფრიკელმავე, იტალიის მწურთნელმა ნიკ მალითმა შეკრიბა. შვიდი ბეკიდან ხუთი ავსტრალიელია; კაპიტანია "ვოლაბთა" ძირითადიდან ამოვარდნილი მეთ გიტო; უკეპონი არიან ზელანდიელი ქოლინ ბერქი (ჩიფსი) და აფრიკელი ანტონ ფანსეილი (სტორმერზი; ბოკე - ბააბასის აქამდელი ბალანსი კია 3-3 და ბოლო შეყრაზე, 2007 წელს, ვარსკლავებმა 22:5 მოიგეს.

>>>    ბარბაროსები - აფრიკა

ბარბ: ოქონორი (ავს, როკოთოკო (ზელ, ეშლი-კუპერი (ავს, ნონუ (ზელ, მიჩელი (ავს) <10-9> გიტო^კაპ (ავს, გენია (ავს) / პერუჯინი (იტა, მური (ავს, ტიალატა (ზელ; ფანსეილი, ჯექი (ზელ; სოიალო (ზელ, მ.ვილიამსი (უელ, ბერქი * მრქ) რამბენი (ფიჯ, დონალდი (ზელ, ელისი (ზელ) / მეალამუ (ზელ, იეპი (უელ; ხელდენჰეისი (იტა, ბრეიდი (ზელ)

ბოკე: ლემბი ო.ნდუნხანე იაკობსი ანდ.სტრაუსი მვოვო <10-9> ე.იანჩისი ფ.ჰუხარდი / უსტჰეიზენი ადრ.სტრაუსი ფანდერლინდე; ბოთა ჰარგრივზი; ალბერცი ჟ.სმითი^კაპ კანკოვსკი * მრქ) აპლონი მაკლაუდი / მაკუ მთავარირა კრიერი; ფანდერმერვე დენიელი

რეფ გოზერი (სფრ)    შაბ 4/12    თვიქნემი 18.30 საქ

<<< >>>