ოდინდელი კრედოს თანახმად

   შემოდგომის ტესტების ჩაროზად ორად-ორი ბრიტის მყოლმა "ბარბაროსებმა" გათოშილ თვიქნემზე გააბურთავეს "ბოკეს" დუბლი, საფრანგეთის ტოპ 14-ში კი პირველი წრე დასრულდა.

აფრიკამ 15-ეულში სამი ძირითადიღა დაიტოვა, ხოლო იტალიისა და ვარსკვლავთა ბურმა მწურთნელმა, ნიკ მალითმა ხაზში ხუთი ოზი დააყენა და ორი კივი დაუმატა. ბარბაროსები 120 წლისა რომ მოიყარნენ, თავიდან სულ ხელდახელ შეუტიეს. ერთ მომენტში ბურთის გაქცუნებათა თანაფარდობა 36/2 იყო, ბოკე კი მოედანზე თითქო იმადღა გასულიყო, რომ ჯარიმები კარში ერტყა და ეცდინა.

წვეულმა კლუბმა შესვენებამდე სამი ლელო გაიტანა: ვილ გენიას შექცეული პასით დრუ მიჩელი ახლოდან, ძალით ეწია მიზანს; ნემია ტიალატას რეიდიდან მა ნონუმ მოსხეპილი პასით დაგეზა ჯეიმზ ოქონორი; ადამ ეშლი-კუპერის გაგორებულისკენ გამართული სპრინტი კი მიჩელმავე მოიგო. აფრიკამ ერთი ბარაქიანი მოლი ააგორა და ვილემ ალბერციც მიეძალა, ელტონ იანჩისს კი სადგამზე შეყენებული ოვალი ორჯერ წაექცა და აცუნდრუკებულმა ააცილა.

მეორე ტაიმში შეცვლები გახურდა და ბურთაობა წახდა. ნონუს აკვიატებული პასი ოდვა ნდუნხანემ ჩაუჭრა და მარტომ ირბინა. ბოკეს კიდევ გაუცუდდა ჯარიმა, ბარბაროსები კი, ოდინდელი კრედოს თანახმად, სამ ქულას არ გამოკიდებიან: ჯარიმა კიდეს დაუმიზნეს და რომ აკინძეს ფაზები, იტალიელმა ბურმა, კვენტინ ხელდენჰეისმა იქეთა ფრთაზე მიწიდან ყოჩაღად აიტაცა ბურთი. ბოლოს ორი ლელო ბოკემაც დადო, სტადიონის ზემო ორი იარუსი კი ლამის ცარიელი იყო.

>>     ბარბაროსები 26:20 აფრიკა

ბარბ: ოქონორი როკოთოკო (რამბენი 65) ეშლი-კუპერი ნონუ (დონალდი 64) მიჩელი <10-9> გიტო^კაპ გენია (ელისი 49) / პერუჯინი მური (მეალამუ 41) ტიალატა (იეპი 65) ფანსეილი ჯექი; სოიალო (ხელდენჰეისი 49) მ.ვილიამსი (ხელდენჰეისი 24-29) ბერქი (ბრეიდი 24) - 4ლ: მიჩელი (1 3) ოქონორი ხელდენჰეისი; 3გ: ოქონორი

ბოკე: ლემბი ო.ნდუნხანე იაკობსი ანდ.სტრაუსი (მაკლაუდი 64) მვოვო <10-9> ე.იანჩისი (აპლონი 73) ფ.ჰუხარდი / უსტჰეიზენი (მთავარირა 46 * კრიერი 68) ადრ.სტრაუსი (მაკუ 60) ფანდერლინდე; ბოთა (ფანდერმერვე 30-38) ჰარგრივზი (ფანდერმერვე 41) ალბერცი ჟ.სმითი^კაპ კანკოვსკი (დენიელი 56) - 3ლ: ნდუნხანე ბოთა მაკუ; გ ჯ: იანჩისი

რეფ გოზერი (სფრ) ლონდონი, თვიქნემი (31 318)

5:0(6) 5:3(10) 12:3(17) 19:3(23) /
19:10(45) 26:10(63) 26:15(70) 26:20(80+)

>>     სამხრეთელთა გაცილება

ბარბაროსები (ამ საუკუნეში) -

აფრიკა   2-1   31:41 (2000,  22:5  (2007,  26:20 (2010)
ავსტრალია   0-2   35:49 (2001,  11:18 (2008)
ზელანდია   1-1   19:47 (2004,  25:18 (2009)

განახლების-თანავე შეწყდა

საფრანგეთის პირველობაზე თვალ-სასეირო რამ ცოტა რომ ხდება, ბორჯღალოსან ფორვარდთა ნაღვაწსღა მოვიკითხავთ ხოლმე, სხვაფრივ კი შეჯიბრება ერთი თვის შემდეგ განახლდა და ისევ შეწყდა, რაკი დეკემბრის ბოლომდე ჯერ "ჰაინეკენისა" და "ემლინის" წყვილი რაუნდია, ხოლო მერე ქრისტე-შობაც.

პირველი წრის ბოლო ტურში დამარცხდა ორივე ლიდერი, მაგრამ პრემიის წყალობით ტულუზმა ერთი ქულითაც გაუსწრო მონპელიეს, ვისმა 8 ნომერმა მამუკა გორგოძემ შეუცვლელად ირაგბა. ბურჯი გიორგი ჟღენტი მოედანზე 57-ე წუთზე შეუშვეს, ამისი ტულონელი ვიზავი, დავით ქუბრიაშვილი კი, ექვსი წუთის შემდეგ.

ჩემპიონ კლერმონში თავიდან ბოლომდე იბურჯა დავით ზირაქაშვილმა. კასტრმა ბოლო 23 წუთში დაასაქმა ანტონ ფეიქრიშვილი და ხუთში აქვსენტ გიორგაძე. აჟენის 3 ნომერი, ბექა შეყლაშვილი საათის თავზე შეცვალეს, ბრიველი ვასილ კაკოვინი კი მარქაფიდან შესვენებაზე იხმეს, მაგრამ ბოლო ათი წუთი სინბინში გაატარა.

>>     საფრანგეთის "ტოპ 14"

XIII რაუნდი $ პრემია/კომპენსაცია) @ 3-5/12

ტულონი 29:13 მონპელიე, რასინგი 15:13 სტადი$, ბეიონი 23:14 ლაროშელი, ბრივი 12:30 აჟენი$, კასტრი 23:13 პერპინიანი, კლერმონი 32:25 ტულუზი$, ბაირიცი$ 37:20 ბურგუენი

13/26 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

ტულუზი 43 8-4*1 400:248 9
მონპელიე 41 9-4 308:216 5
რასინგი (პარ) 39 8-4*1 333:272 5
ბიარიცი 38 8-4*1 272:241 4
ტულონი 36 8-5 285:248 4
კასტრი 35 7-5*1 309:259 5

კლერმონი

34

7-6

302:217

6

ბეიონი 32 7-6 272:259 4
სტადი (პარ) 29 6-7 314:282 5
პერპინიანი 28 6-5*2 254:280 0
აჟენი 20 4-8*1 228:371 2
ლაროშელი 19 4-9 223:341 3

ბრივი

19

3-9*1

215:302

5

ბურგუენი 10 2-11 200:379 2

შემდეგი რაუნდი 29/12, ბოლო 7/05, ფინალი 4/06

<<< >>>