სამი ლელო სამ წუთში

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის ახალი, მე-12 სეზონის სტარტზე, დუბაის "ზი სევენსზე, ინგლისმა პულში წააგო პორტუგალიასთან, მაგრამ თასზე მაინც გაძვრა და ფინალში თვით სამოა გააბურთავა.

სამოა სერიის მოქმედი ჩემპიონია. სეზონი ტრადიციულად არაბეთში გაიხსნა. მთავარი სიახლე ისაა, რომ შეჯიბრს მოსახელე სპონსორი, მსოფლიოს სულ სხვადასხვა კუთხეში რაგბის მეოხებით განთქმული ბანკი, "ეიჩ ეს ბი სი" გამოუჩნდა.

ეტაპი უწინდებურად რვაა, ოვალური ბურთის სამყაროში ფეხ-გადგმული პატრონ-ყმობის გადამკიდე კი ევროპის 7-გზის ჩემპიონი პორტუგალია არ შედის იმ 12 ბობოლაში, რომლებიც, ხიზნებისგან განსხვავებით, ყველა ტურნირში მონაწილეობენ.

ყველას ეთამაშა

"ლობუშმა" ახალ ყაიდაზე, ნარინჯისფერ-ყვითლად (!) შემოსილი ინგლისი ფრედერიკუ ოლივეირას წყვილი ლელოთი ძლია. პულის ბოლო შებმაში ბრიტები ფიჯს ვერ უგებდნენ და ბრძოლის ფიალაზეღა გაგრძელება ელოდათ, მაგრამ შეცვლაზე შესულმა საიმონ ჰანთმა სირენის შემდეგ ივაჟკაცა და ლუზიტანები მესამე ადგილზე დატოვა.

ინგლისმა მეოთხედფინალში ავსტრალიაც ბოლო წუთზე ძლია დენ კაპრისის ლელოთი, ნახევარფინალში კი დუბაის შარშანდელ ჯილასა და ოქტომბერში, ბრიტანეთის თანამეგობრობის თამაშებზე გამარჯვებულ ზელანდიასაც აჯობა. ეს გასაკვირი არაა, რაკი პომების 12-კაცა რაზმის ყოველ წევრს უკვე ეთამაშა მსოფლიო სერიაზე, მაშინ როცა კივებს, აფრიკასა და ფიჯსაც ექვს-ექვსი ახალბედა ჰყავდათ.

ბრიტებს განუმარტეს

ფაუტუა ოტომ რომ დაალელოვა ფიჯი, ფინალში გავიდა სამოაც, ვის დუჟინსაც ჯამში 246 ეტაპზე უშვიდკაცია. მულღაზანზრელები გადამწყვეტ შებმას ცხრა ქულით იგებდნენ, მაგრამ ინგლისმა ბოლო სამ წუთში სამი ლელო გაიტანა და იმარჯვა. ჰოდა, მთავარი ჯილდო - სადგამზე შესმული ბურთი ჩაიბარა ბენ გოლინგსმა, ვინც რაგბეთში ერთადერთია, თორმეტივე (!) სერიაში რომ უშვიდკაცია.

სინი ერგო აფრიკის "ბლიც ბოკეს, ვისაც ავსტრალიასთან ჰეთ-თრიქი შეაწია სესილ აფრიკამ; ტურნირს დაესწრო ჯონა ლომუ, ვინც თავის დროზე ფანობას თავი სწორედ რომ სახალისო რაგბით გააცნო; ზელანდიელმა ბაბუმ, გორდონ ტიეჩიენსმა კი გუნდს სერიის მე-500 თამაშში უსარდლა.

და კიდევ, ზვიად ბრიტებს განუმარტა ირბ-ის დიდ-მოხელემ, მარკ იგანმა, თუმც ცალ-ცალკე გუნდების ყოლა გსურთ, ოლიმპიურ წესებს უნდა დაემორჩილოთ და 2016 წელს, რიოში, ერთიანი გუნდით გახვიდეთ, მანამდე კი, ევროპულ შესარჩევშიც ივარგოთო.

>>>     ირბ-ის შვიდკაცის XII სეზონი

I ეტაპი. 3-4/12 @ დუბაი (არაბეთი)

<<    პულები (# ხიზანი)

(ა) სამოა 2-0*1, უელსი 2-0*1 / კენია 1-2, არაბეთი# 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, შტატები 2-1 / ზიმბაბვე# 1-2, არგენტინა 0-3
(გ) ავსტრალია 3-0, აფრიკა 1-1*1 / შოტლანდია 1-1*1, რუსეთი# 0-3
(დ) ფიჯი 2-1, ინგლისი 2-1 / პორტუგალია# 2-1, საფრანგეთი 0-3

<<    ბოლო რაუნდი

(ა) სამოა 26:7 კენია
(ბ) ზელანდია 24:19 არგენტინა
(გ) ავსტრალია 19:14 აფრიკა
(დ) ინგლისი 26:21 ფიჯი

<<    მოულოდნელობანი

(ა) სამოა 21:21 უელსი
(დ) ინგლისი 12:14 პორტუგალია
(გ) აფრიკა 19:19 შოტლანდია

<<    თასის მეოთხედფინალი

სამოა (ა1) 38:5 შტატები (ბ2)
ფიჯი (დ1) 21:19 აფრიკა (გ2)
ინგლისი (დ2) 24:21 ავსტრალია (გ1)
ზელანდია (ბ1) 35:7 უელსი (ა2)

<<    ნახევარფინალი

სინი
აფრიკა 24:10 შტატები (6ქ)
ავსტრალია 26:12 უელსი (6ქ)

თასი
სამოა 24:21 ფიჯი (16ქ)
ინგლისი 19:14 ზელანდია (16ქ)

<<    ფინალი

ფარი (XIII) კენია 26:0 საფრანგეთი
ფიალა (IX) არგენტინა (4ქ) 21:0 ზიმბაბვე
სინი (V) აფრიკა (12ქ) 19:12 ავსტრალია (8ქ)
თასი (I) ინგლისი (24ქ) 29:21 სამოა (20ქ)

ინგლისი: 1 ისოა ნდამუ, 4 დენ ნორთონი, 5 ჯეიმზ როდველი, 8 დენ კაპრისი, 9 ოლივერ ლინდსი-ჰეიგი, 10 ბენ გოლინგსი^კაპ, 12 კრის ქრექნელი * 2 გრეგ ბარდენი, 3 თომ პაუელი, 6 საიმონ ჰანთი, 7 ჯონ ბრეიქი, 11 მეთ თერნერი * მწ) ბენ რაიანი

<<    ქულა

24 ინგლისი (თ: დუბაი; 20 სამოა; 16 ფიჯი ზელანდია; 12 აფრიკა; 8 ავსტრალია; 6 შტატები უელსი; 4 არგენტინა

<<    გასამართია

10-11/12 ჯორჯი (აფრ) * 2011: 4-5/02 ველინგთონი (ზელ; 12-13/02 ლას ვეგასი (აშშ; 25-27/03 ჰონკონგი (ჩინ; 2-3/04 ადელაიდა (ავს; 21-22/05 ლონდონი (ინგ; 28-29/05 ედინბურგი (შტლ)

<<    თასის მფლობელი

1999-2010 (93 ეტაპი: 37 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი, 11 აფრიკა - 8 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<< >>> 

www.000webhost.com