არა-შვიდკაცური ბოლო

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეორე ეტაპზე, რომელიც ბოლოჯერ გაიმართა სამხრეთი აფრიკის კურორტ ჯორჯში, ზელანდიამ ფინალი ჯარიმის გატანით მოუგო ინგლისს და ჯამში ოთხ ქულამდე წამოეწია.

ჯორჯი მყუდრო ქალაქია და მონაწილეებს ძაანაც შეაყვარა თავი, მაგრამ ჩვენს დროში მთავარი სარფი რომაა, მახვშებსა და ეტაპის სპონსორ "ემირეითსაც" ურჩევნია კეიპთაუნის ახალი, 64-ათასა სტადიონი, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო თასისთვის აშენდა. ჰოდა, ეგრე გამოდის, რომ შვიდკაცას ბოლოჯერ, მეცხრედ (!) უმასპინძლა 8-ათასა "უტენიკვა პარკმა, საიდანაც ამავე სახელის მთა მოჩანს.

ზელანდიამ დუბაის ეტაპზე გამარჯვებული ინგლისი პულში ძლია. ბრიტებმა მეოთხედფინალში მასპინძელი "ბლიც ბოკე" იმსხვერპლეს და ზედიზედ მეორედ სინს დააჯერეს. კივებს ნახევარფინალში დამატებით დროში ჯახირი მოუწევდათ, ჯექსონ ორმონდს რომ არ დაელელოვებინა ფიჯი, ფინალში კი თავიდან პომები დაწინაურდნენ წყვილი ლელოთი.

მერე ზელანდიამ დადო სამი, მაგრამ ინგლისმა გაათანაბრა ანგარიში. სირენის შემდეგ ბურთაობა კიდევ სამ წუთს გაგრძელდა. კივებს გაუსინბინეს ბრაის ჰიმი, მაგრამ კაც-ნაკლულმა გუნდმა მაინც გამოიმუშავა ჯარიმა და ჯიშით ფიჯელმა ტომასი თამამ კარში არა-შვიდკაცურად დაკრა. ჰოდა, ასე უცნაურად დასრულდა ჯორჯის ტურნირის ისტორია.

>>>     ირბ-ის შვიდკაცის XII სეზონი

II ეტაპი. 10-11/12 @ ჯორჯი (აფრიკა)

<<    პულები (# ხიზანი)

(ა) უელსი 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია 1-2, საფრანგეთი 0-3
(ბ) ფიჯი 2-0*1, სამოა 2-0*1 / შტატები 1-2, ნამიბია# 0-3
(გ) ზელანდია 3-0, ინგლისი 2-1 / რუსეთი# 1-2, კენია 0-3
(დ) აფრიკა 3-0, არგენტინა 2-1 / პორტუგალია# 1-2, ზიმბაბვე# 0-3

<<    ბოლო რაუნდი

(ა) ავსტრალია 21:7 შოტლანდია
(ბ) ფიჯი 14:14 სამოა
(გ) ზელანდია 20:7 ინგლისი
(დ) აფრიკა 29:5 არგენტინა

<<    მოულოდნელობა

(გ) კენია 5:34 რუსეთი

<<    თასის მეოთხედფინალი

სამოა (ბ2) 19:14 უელსი (ა1)
ინგლისი (გ2) 19:10 აფრიკა (დ1)
ზელანდია (გ1) 26:0 არგენტინა (დ2)
ფიჯი (ბ1) 33:5 ავსტრალია (ა2)

<<    ნახევარფინალი

სინი
აფრიკა 22:21 უელსი (6ქ)
არგენტინა 14:12 ავსტრალია (6ქ)

თასი
ინგლისი 22:12 სამოა (16ქ)
ზელანდია 26:19 ფიჯი (16ქ)

<<    ფინალი

ფარი (XIII) ზიმბაბვე 14:5 კენია
ფიალა (IX) შოტლანდია (4ქ) 26:0 რუსეთი
სინი (V) აფრიკა (12ქ) 10:5 არგენტინა (8ქ)
თასი (I) ზელანდია (24ქ) 22:19 ინგლისი (20ქ)

ზელანდია: 2 თიმ მიქელსონი, 4 დიჯეი ფორბსი^კაპ, 5 ლოტე რაიკამბულა, 6 ტომასი თამა, 8 დექლან ოქონელი, 9 ფრენკ ჰალაი, 10 თობი არნოლდი * 1 სქოთ ვოლდრომი, 3 სქოთ ქარი, 7 ბრაის ჰიმი, 11 ჯექსონ ორმონდი, 12 ჯექ მაკფი ^ მწ) გორდონ ტიეჩიენსი

<<    ქულა

44 ინგლისი (თ: დუბაი; 40 ზელანდია (თ: ჯორჯი; 36 სამოა; 32 ფიჯი; 24 აფრიკა; 14 ავსტრალია; 12 არგენტინა უელსი; 6 შტატები; 4 შოტლანდია

<<    გასამართია

2011: 4-5/02 ველინგთონი (ზელ; 12-13/02 ლას ვეგასი (აშშ; 25-27/03 ჰონკონგი (ჩინ; 2-3/04 ადელაიდა (ავს; 21-22/05 ლონდონი (ინგ; 28-29/05 ედინბურგი (შტლ)

<<    თასის მფლობელი

1999-2010 (94 ეტაპი: 38 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი, 11 აფრიკა - 8 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<< >>> 

www.000webhost.com