რევანში ცოტამ აიღო

   ზეპური საკლუბო ევროპული რაგბის "ჰაინეკენის თასის" მეოთხე რაუნდი თოვლის გამო ხუთ დღედ, პარასკევიდან სამშაბათამდე გაიწელა.

ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, დეკემბრის მომდევნო ვიქენდებზე ერთი და იგივე წყვილები ორჯერ შეიბმებიან ხოლმე, რაც რევანშის მოტივს წინა პლანზე წამოწევს.

აი ახლაც, ედინბურგმა, ლენსთერმა, ოსფრიზმა და ბიარიცმა მძლეველებს რომ უმასპინძლეს, სამაგიეროც გადაუხადეს; შინ დამარცხებულმა სარასენსმა სტუმრად იმარჯვა, ნორსჰემპთონმა, ტულონმა, ალსთერმა, ჰლანეჰლიმ, ტულუზმა და ვოსფსმა კი ისევ აჯობეს გასვლაზე ძლეულებს.

დამღუპველი ბარათები

ერთი მატჩი ფრედ დასრულდა: პერპინიანელმა ნიკოლა ლარაგმა ლესთერში ბოლო დარტყმით გაათანაბრა ანგარიში. საფრანგეთში მოღვაწე სამმა ბორჯღალოსანმა მარჯვენა (!) ბურჯმა ძირითადში დაიწყო რკენა, მაგრამ იმარჯვა ერთადერთმა >>  ოქმები

სამგან გარდატეხა გაძევებას მოყვა: კარდიფი ზელანდიელი ზებიერ რაშის წითელმა ბარათმა დაღუპა; ბასი აფრიკელმა ბუჩ ჯეიმზმა დააღალატა, აირიშს კი ორი ყვითლის გამო რომ გამოაკლდა სამოელი საილოსი ტანგითაკიმბაუ, ლონდონის კლუბი გამწარდა და ტულონს დაეწია, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა.

ლინზებიც გვჭირდებაო

გააზიზებულ ევროპაში ავდარმა ნორმალური ყოფა-ცხოვრება მოშალა. ბასში მოედანი მოხალისეებმა გადახვეტეს; ვოსფსი თამაშს ვერ იწყებდა, რაკი სასწრაფოებს რაგბისთვის ვეღარ ეცალათ; ედინბურგში გზები ისე მოიყინა, რომ მარიფილდზე ფანებს მისვლა აუკრძალეს; გლაზგოს კი ტულუზში ბარგმა დროით ვერ ჩააკითხა.

მატჩი ამის გამო სამი დღით გადაიდო. ფრანგებმა სქოთებს სამოსი და საჭურველი შესთავაზეს, მაგრამ ამათ მიუგეს, (ბუცებში) სპეც-ჩასაფენები და (თვალში ჩასადგმელი) კონტაქტური ლინზებიც გვჭირდებაო. ამის შემტყობი ტულუზი შპს "ევროპის თასს" ზარალის ასანაზღაურებლად 100 ათას ევროს თხოვს.

ჰაი-ვიქემში, ვოსფსის თამაშზე მაინც მივიდა 1,236 ქომაგი. ედინბურგმა უკაცრიელ სტადიონზე ბოლოსღა დაალელოვა კასტრი და გარდასახვით მოუგო, პარიზში კი ისე ბარდნიდა, რომ 1924 წლის ოლიმპიადის მთავარი არენის ტრიბუნიდან არაფერი ჩანდა, ხოლო "რასინგს" ფაღარათის გამო სამი დამწყები (თვით შაბალიც) აკლდა.

>>>     XVI "ჰაინეკენის თასი"

მეოთხე რაუნდი

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (^) პრემია

>>    პირველი პული

<<    კარდიფი^(უელ) 19:23 ნორსჰემპთონი (ინგ)

ლ: მასთოუ; გ 3ჯ ა: პარქსი სბ ბრ.დევისი; წბ რაში - ლ: კლარკი; 6ჯ: მაილერი სბ დაუნი კლარკი ^ რეფ გარსეზი (სფრ) 0:3(3) 3:3(15) 3:6(20) 6:6(31სბ) 9:6(36) 9:9(40+) / 16:9(44) 16:12(49სბ) 16:15(54წბ) 16:18(60) 19:18(64ა) 19:23(74) სბ(78ნ)

<<    ედინბურგი (შტლ) 24:22 კასტრი^(სფრ)

3ლ: ფისერი ჯოუნზი ვებსთერი; 3გ: პატერსონი 2, ბლერი; ჯ: ბლერი სბ ლეიდლოუ - 3ლ: კაპო საჯ ტიუ-ბორდი; 2გ: მბაი-კენუკუ; ჯ: ბერნარი ^ რეფ ბარნსი (ინგ) 0:3(4) 7:3(9) 7:10(15) 14:10(23) / 17:10(48) სბ(66ე) 17:17(68) 17:22(73) 24:22(79) * ანტონ ფეიქრიშვილი (კსტ) 53-ე წუთზე შეცვალეს

<<    ქულა: ნორ 16, კსტ 10, ედნ 7, კდფ 6

>>    მეორე პული

<<    რასინგი^(სფრ) 14:19 სარასენსი (ინგ)

2ლ: მი.ბერგამასკო დიურანი; 2გ: ვისნიევსკი - ლ: ბარითი; გ 3ჯ ა: ო.ფარელი ^ რეფ ქლენზი (ირლ) 0:3(4) 0:6(9ა) 0:13(36) 0:16(39) / 7:16(49) 14:16(54) 14:19(80+)

<<    ლენსთერი (ირლ) 24:8 კლერმონი (სფრ)

3ლ: ჰილი (1 2) ობრაიენი; 3გ ჯ: სექსთონი - ლ: ნალანგა; ჯ: პარა ^ რეფ ოუენსი (უელ) 7:0(9) 7:3(17) 10:3(39) / 17:3(44) 24:3(52) 24:8(69) * დავით ზირაქაშვილი (კლრ) 73-ე წუთზე შეცვალეს

<<    ქულა: ლნს 14; რას კლრ 9; სარ 6

>>    მესამე პული

<<    ოსფრიზი (უელ) 19:15 მანსთერი^(ირლ)

ლ: ფილიპსი; გ 4ჯ: ბიგარი - 2ლ: ბაქლი ერლსი; გ ჯ: ოგარა სბ მაფი ^ რეფ პუატი (სფრ) 0:3(4) 3:3(17) 3:10(23) 10:10(26) 13:10(36) / 16:10(55) 16:15(58) 19:15(68) სბ(80+მ)

<<    ტულონი^(სფრ) 38:17 აირიში (ინგ)

5ლ: მისუ ივალდი კონტეპომი მეი ლოამანუ; 5გ ჯ: კონტეპომი - 2ლ: მელოუნი კორვისიერო; 2გ ჯ: მელოუნი / სბ^წბ: ს.ტანგითაკიმბაუ ^ რეფ როლანი (ირლ) 3:0(6) სბ(23ა) 10:0(25) 17:0(40+2) / წბ(45ა) 17:3(50) 17:10(55) 17:17(65) 24:17(68) 31:17(72პ) 38:17(76) * დავით ქუბრიაშვილი (ტულ) 66-ე წუთზე შეცვალეს

<<    ქულა: ტლნ 13, მნს 11, ოსფ 10, აირ 5

>>    მეოთხე პული

<<    ბიარიცი^(სფრ) 34:3 აირონი (იტა)

4ლ: ბოლშოუ საჯ ნგვენია ოგიუ; 4გ 2ჯ: იაშვილი - ჯ: ბოკინო ^ რეფ სმოლი (ინგ) 3:0(3) 10:0(11) 13:0(17) 20:0(23) / 27:0(47) 34:0(57პ) 34:3(61)

<<    ბასი^(ინგ) 22:26 ალსთერი (ირლ)

2ლ: კარარო ბანაჰანი; 4ჯ: ბარქლი სბ ბ.ჯეიმზი - 2ლ: დარსი სპენსი; 2გ 4ჯ: ი.ჰამფრიზი სბ სპენსი ^ რეფ გოზერი (სფრ) 5:0(2) 8:0(9) 8:7(12) 11:7(15) 11:10(17) 14:10(24) 14:13(40) / სბ(45ბ) 14:20(57) 14:23(59) 17:23(68სბ) 22:23(69) 22:26(72)

<<    ქულა: ბრც 16, ალს 13, ბას 8, აირ 4

>>    მეხუთე პული

<<    ტრევიზო (იტა) 15:38 ჰლანეჰლი^(უელ)

2ლ: ბარბიერი ფილიპუჩი; გ ჯ: დევალი - 4ლ: დეი ნიუთონი მოლი ფაკამატუაინუ; 3გ: ფრისთლენდი; 4ჯ: ფრისთლენდი 3, ნიუთონი სბ ვ.კუპერი ^ რეფ ალენი (შტლ) 3:0(2) 3:3(10) 3:6(18) 3:13(29) 3:18(38) 10:18(40+3) / 10:21(46) 15:21(54სბ) 15:28(59) 15:31(72) 15:38(77პ)

<<    ლესთერი (ინგ) 22:22 პერპინიანი (სფრ)

ლ: ალ.ტუილანგი; გ 5ჯ: თველვთრიზი - ლ: მელე; გ 4გ ა: ნ.ლარაგი სბ ალვარესი ^ რეფ ფითსგიბონი (ირლ) 0:3(7ა) 3:3(12) 6:3(27) 6:6(30) 13:6(34) 13:9(40+) / 13:16(43) 16:16(46) 19:16(56) 19:19(63) 22:19(66) სბ(73პ) 22:22(80)

<<    ქულა: ჰლნ 15, ლეს 13, პრპ 12, ტრვ 1

>>    მეექვსე პული

<<    ვოსფსი^(ინგ) 37:10 დრეგონზი (უელ)

4ლ: ვორდი ფანხისბერხენი ვარდნელი ბერი; 4გ 3ჯ: ვოლდერი - ლ: ბრუ; გ ჯ: მ.ჯოუნზი ^ რეფ ბერდოზი (სფრ) 0:3(8) 3:3(40) / 6:3(42) 13:3(50) 16:3(53) 23:3(66) 30:3(71) 37:3(73პ) 37:10(79)

<<    ტულუზი^(სფრ) 36:10 გლაზგო (შტლ)

5ლ: მედარი ლაკონბი პუატრანო დიუზოტუარი კლერკი; 4გ ჯ: სკრელა სბ ალვასეტე - ლ: დტჰ.ფანდერმერვე; გ ჯ: ჯექსონი სბ გრეი ველში ^ რეფ ლეისი (ირლ) 7:0(11) 7:3(18) 14:3(22სბ) / 14:10(45) 17:10(46) 24:10(57) სბ(64გ) 31:10(67პ) 36:10(69) სბ(73ტ)

<<    ქულა: ტლზ 17, ვსფ 15, გლზ 4, დრგ 1

>>    საგაისო განრიგი

ბოლო ორი რაუნდი: 14-16, 21-23/01

პლეი-ოფი:

მეოთხედ ფინალი 8-10/04,
ნახევარ ფინალი 30/04-1/05,

ფინალი 21/05
(კარდიფი)

<<< >>>