ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
28-02
[19:
00]

ფრიადი გარჯით, მესამედაც!

   საქართველო მესამედ გავიდა რაგბის მსოფლიო თასზე. ბორჯღალოსნებმა უსიტყვოდ, მაგრამ ფრიადი გარჯის ფასად კი ძლიეს უტეხი ესპანეთი და ზელანდიის საგზური ვადამდე მოიპოვეს. იგივე შეიძლო რუსეთმაც, ფრეს დაჯერებულ რუმინეთს კი რეპეშაჟში მოსახვედრად პორტუგალიის სტუმრად ჯობნა ჭირდება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ერთა თასი 2010
წინა

პარ
26-02
19:4
5

უთუოდა და უთუმცაოდ

   მართალია, რაგბის თემს მარტის მესამე შაბათს თრაბზონში გალაშქრება და ბილეთების ნაკლებობა უშფოთებს სულს, მაგრამ ჯერ მცირედი, სულ სხვა ფორმალობები გვაქვს მოსაგვარებელი: ამ შაბათს, დღის ორზე, ეროვნულზე ესპანეთი უნდა ვძლიოთ და 2011 წელს, ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე ასპარეზობა შესარჩევთა ფინიშამდე ორი რაუნდით ადრე დავიბევოთ  >>>

ექვს ერს ცოცხლად ვეღარ ვუცქერთ და წინათქმა, აბა, რისღა მაქნისია?

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ზე 14 განრიგი
წინა

სამ
23-02
21:
15

კომედია "კოკა კოლაზე"

   ბოლო, მეხუთე ზე 14-ის ორი რაუნდის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ერთპიროვნულად ლიდერობს ჩემპიონი ბულზი, ვინც ბოლო მეოთხედშიღა აჯობა ბრამბიზს; რედსმა ამ საუკუნეში პირველად ახლაღა ძლია 7-გზის ჯილა კრუსეიდერზი, მაგრამ კაპიტანი დაემტვრა; ლაიონზმა და ჩიფსმა კი რაგბის ნაცვლად "ორი დროშა" რომ ითამაშეს, 137 ქულისა და 18 ლელოს გატანით რეკორდი მოხსნეს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
21-02
13:45

ოლიმპიური ანბანი ა მეოთხე უნაღდესი

   ვანკუვერის ოლიმპიადის გამო საითი ასეღა განახლდება:
   23/02 ზე14)2   
25/02 6ე(3    26/02 ესპ(   28/02 ესპ)

   სხვაფრივ, დაამუღამეთ ზამთრის სპორტები და
   დედა ენაზე დაიგემოვნეთ *ყინულის რაგბი* ჰოკეი 
 >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
1
7-02
23:
35

საამაყოდ ექნებათ

   "შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეოთხე ეტაპის ფინალში კი შეემთხვა მარცხი ლიდერ ზელანდიას, მაგრამ მდევარი ფიჯი რომ სინზე დაეშვა, კივები ლას ვეგასში გამარჯვებულ სამოას 14 ქულით უსწრებენ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ზე 14 განრიგი
წინა

სამ
16-02
24:45

პრინციპული შინაომები

   ბოლო, მეხუთე ზე 14-ის სტარტზე ბოჭვის არის განსჯა რომ გამკაცრდა, ჰარიქენზმა ბლუზს ცხრა ჯარიმა გაუტანა; ვორათაზმა რედსს, ხოლო ჩიფსმა შარქსს ბოლო წამებზე წაღლიტა მოგება; ჩემპიონმა ბულზმა ჯიუტი ჩიტაზი მას შემდეგ დააშამათა, რაც სტადიონზე შუქი ჩაქრა, ბრამბიზის ბებერმა ორღაშმა სთერლინგ მორთლოქმა კი პირველმა დაძლია 1000-ქულიანი მიჯნა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
15-02
23:35

ჩემპიონი დაჯაბნეს

   "ექვსი ერის" მეორე რაუნდში უელსმა სასწაულად ძლია შოტლანდია; საფრანგეთმა დაჯაბნა შარშანდელი ჩემპიონი ირლანდია; ინგლისმა კი იტალიაში რის-ვაინაჩრობით იმარჯვა  >>>

შემდეგი

ერთა თასი 2010
წინა

კვი
14-02
24:
20

ჭიდილ-ჭიდილ, ლელოსაკენ!

   კარგია, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. გუნდი ნაწილ-ნაწილ ჩაფრინდა რკენის ადგილზე და საჭურველიც გვიან ჩაუვიდა, მაგრამ დაქანცულმაც საოცრად სწორად და გმირული შემართებით ირაგბა. ამით პორტუგალია გზიდან ჩამოვიცილეთ. ჰოდა, ორი კვირის თავზე, შინ რომ ვძლევთ ესპანეთს, მესამედ და თანაც ფინიშამდე ორი რაუნდით ადრე, მოვიპოვებთ მსოფლიო თასის საგზურს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ერთა თასი 2010
წინა

პარ
12-02
21:
05

საბოლოოდ ჩამოვიტოვებთ?

   ურთულესი გამოცდა ელით ქართველ "ბორჯღალოსნებს: მეტოქე, პორტუგალიის "ლობუში" შაბათს, ჩვენებურად საღამოს შვიდზე, ყველაფერს იღონებს, რათა ბოლო სამ წელში "ერთა თასზე" პირველი მარცხი გვაგემოს და თავად მსოფლიოზე გასვლის შანსი შეინარჩუნოს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ექვსი ერი 2010
წინა

ხუთ
11-02
21:50

ჭერი ახდილი იყოსო

   "ექვსი ერის" მეორე რაუნდის მთავარი რკენა პარიზის მიდამოშია, კარდიფში კი სტუმრები ჭერქვეშ ბურთაობას უარობენ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
10-
02
21:
55

ფიჯი წამოეწიათ

   "შვიდკაცის მსოფლიო სერიის მესამე ეტაპზე შინ მოჩაუქე ზელანდიამ ნახევარფინალი წააგო ყმად-ნაფიც სამოასთან, ვისაც მერე ფიჯმა აჯობა და მოწინავე კივებს ცხრილში ოთხ ქულამდე წამოეწია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ზე 14 განრიგი
წინა

სამ
9-02
23:30

სამხრეთის იმედი

   ბოლო, მეხუთე ზე 14-ს იმ იმედით იწყებს სამხრეთი, რომ წესთა სწორი გააზრებითა და ზუსტი გამოყენებით რაგბი ძველებურად საამოდ საცქერი გახდება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ექვსი ერი 2010
წინა

ორ
8-
02
21:50

ბეკები ჰყავთო?

   "ექვსი ერის" პირველ რაუნდში ფავორიტებმა, ირლანდიამ და საფრანგეთმა უპრობლემოდ გაასაღეს მაჩანჩალები, იტალია და შოტლანდია, ინგლისმა კი უელსს სინბინზე ხეირობით, პასის ჩაჭრითა და ჯონი ვილქინსონის ჩუბინობით მოუგო  >>>

შემდეგი

ერთა თასი 2010
წინა

კვი
7-02
18:45

11-ლელოიანი ვარჯიში

   "ერთა თასის" სტარტს აღმოსავლეთ ევროპაში ავდარი რომ შეხვდა, თბილისში თამაშის დაწყება ერთი საათით დაგვიანდა, სოჭში მოასპარეზეებმა ტალახის აბაზანა მიიღეს, ბუქარესტში კი მატჩი ფრიად საეჭვო ვითარებაში ჩაიშალა  >>>

შემდეგი

ერთა თასი 2010
წინა

პარ
5-02
24:00

მზად რამდენადა ვართ?

   ცივა და ნალექიცაა მოსალოდნელი, მაგრამ სანაკრებო რაგბი რომ გვეწვია, ეგ იმას ნიშნავს, რომ ოვალური ბურთის მიმდევარმა თემმა და საზოგადოდ სპორტის ფანობამაც ყოფითი პრობლემები განზე უნდა გადადოს და "ბორჯღალოსნებს" ეროვნულის ტრიბუნიდან უქომაგოს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ექვსი ერი 2010
წინა

ხუთ
4-
02
22:30
[12:0
0]

100 წლის თავებზე

   "ექვსი ერის" პირველ რაუნდში უწინდელი, უნაღდესი "ხუთი ერისა" და ინგლისური რაგბის ტაძრის, თვიქნემის საუკუნოვანი იუბილეები ერთბაშად აღინიშნება  >>>

შემდეგი

ერთა თასი 2010
წინა

სამ
2-
02
15:05

"ბორჯღალოსანთა" სამრეკლოდან

   ""ერთა თასი" გაქანებითა და ავტორიტეტით ძაან რომ ჩამოუვარდება ნეტარ "ექვს ერს, ისღა გვრჩება, ყოველი ახალი სეზონის წინ შეჯიბრს ჩვენი "ბორჯღალოსნების" სამრეკლოდან შევხედოთ, მით უფრო, თუ ბიჭებს მარტშივე ხელეწიფებათ მსოფლიო თასზე ზედიზედ მესამედ გასვლა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ექვსი ერი 2010
წინა

ორ
1-
02
20:50

გულები გადაუშალეს

   "შაბათს რომ იწყება ევროპული რაგბის მშვენება, 2000 წლიდან "ექვს ერად" წოდებული ერთ-წრიანი ტურნირი, იმისი პრეზენტაცია წინა კვირაში, ლონდონში, ჰერლინგემის კლუბში მოეწყო. ჰოდა, მონაწილეთა კაპიტნებმა თასიანად ტრადიციულად გადაიღეს ფოტო, ხოლო მწურთნელებმა მედიას გულები გადაუშალეს  >>>