ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
31-03
22:
25

მაორი ბენჯის გენია

   უფერულ ირბ-ულ ამაოებებზე - სტრატეგიულ პინგ-პონგზე, მიწაზე ჭიდილსა და შერკინების ჩაქცევაზე რომ არ ეხარჯებათ ძალა, ავსტრალიური ლიგის (ნრლ) ვარსკვლავები ყოველ ვიქენდზე ახარებენ ფანობას ბურთაობითა და ბათქით, და მთელ ამ სეირს "გლობალით"' ცოცხლადა ვჭვრეტთ დედა-თბილისში  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ზე 14 განრიგი
წინა

სამ
30-03
23:30

სათადარიგოთა გადამკიდე

   სამხრეთული ზე 14-ის მეშვიდე რაუნდში ტურნეზე წასულმა შარშანდელმა ჩემპიონმა, აფრიკის ბულზმა მეტად ჩამოიტოვა ორი მოუქმე მდევარი, ზელანდიის სამმა გუნდმა კი ბოლოსღა, სათადარიგო ჰავბეკ-მგეზავთა შეცდომების გამო წააგო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
29-03
21:30

ნაბატონარს გადაუსწრეს

   წლეულს თავდაყირა დადგა შვიდკაცის სამყარო: ციცქნა, მაგრამ დიდ-გულა სამოამ ზედიზედ მესამე ტურნირიც რომ მოიგო და მსოფლიო სერიაში თვით ზელანდიას გადაუსწრო, ჰონკონგში ჩასული ოლიმპიზმის მახვში, თავადვე ძველი მორაგბე, ჟაკ როგი იფიქრებდა, სწორად მოვქცეულვარ, სახალისო ბურთაობა რიოს 2016 წლის თამაშების პროგრამაში რომ ჩამირთვევინებიაო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
28-03
23:05

შეგვეყრებიან პამერსთონში?

   რუმინეთმა ესპანეთი გაანადგურა "ერთა თასის" გადმოდებულ მატჩში, მაგრამ გახდა თუ არა წლევანდელი ჩემპიონი, მაგაზე ფირა აერ საეჭვოდ დუმს. სამაგიეროდ, წყალი არ გაუვა იმას, რომ "სტეჟარმა" 2011 წლის მსოფლიო თასის ბოლო, მეოცე საგზურის ასაღებად წლის ბოლომდე სამი მეტოქე უნდა ძლიოს  >>>

12 კერის ნაკრები

   ტრევიზოში (იტალია) კვირას დაწყებულ 18 წლამდელთა ევროპის პირველობაზე ნორჩმა "ბორჯღალოსნებმა" 25:7 ძლიეს მოძმე რუმინეთი და 8-გუნდა ელიტაში დარჩენა ამთავითვე გაინაღდეს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
25-03
21:
40

ოზურ ოვალზეც სამოამ

   შვიდკაცის მსოფლიო სერიაში სამოამ პირველად რომ მოიგო ზედიზედ ორი ეტაპი, ჰონკონგის 24-გუნდა ტურნირის წინ ორ ქულამდე წამოეწია ლიდერ ზელანდიას, ვინც უკვე ოთხჯერ უძლევია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
24-03
23:00

თითქო საქანელააო

   თრაბზონს არ-წასული რაგბის ფანობა ერთობ იხალისებდა ავსტრალიური ლიგის (ნრლ) მეორე რაუნდით, რომელიც კვლავ ცოცხლად გადმოიცა "გლობალით" და თითქო საქანელააო, რვიდან ოთხი მატჩი იმ გუნდმა მოიგო, ვინც თავიდან ბევრით ჩამორჩა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ზე 14 განრიგი
წინა

სამ
23-03
21:
05

აიშვეს ბლუზის ბეკებმა

   სამხრეთული ზე 14-ის მეექვსე რაუნდში შარშანდელმა ჩემპიონმა ბულზმა ბოლოსღა, ჯანით აჯობა ჰარიქენზს; 7-გზის ჯილამ, კრუსეიდერზმა მაჩანჩალა ლაიონზთან ლიდერები დაასვენა; პირველად იმარჯვა უიღბლო შარქსმა; წყალწაღებულმა ფორსმა კინაღამ მოუგო ვორათაზს; ბლუზმა კი ბეკებით ხუთჯერ დაალელოვა ბრამბიზი  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
22-03
[24:
15]

სლემი პრაგმატიზმის წილ

   "ექვსი ერის" ბოლო რაუნდში, რომლის სამივე თამაშიც თრაბზონურ შაბათს, ორ-ნახევარი საათის შუალედებით დაიწყო, უელსმა იტალიასთან მეორე ტაიმშიღა გაილაღა; შოტლანდიამ "ქროუქ პარკთან" დამშვიდობება ჩაამწარა ირლანდიას და თავად ბოლო ადგილს დააღწია თავი; ტიტულ-დაბევებულ საფრანგეთს კი გემოზე ერაგბა ინგლისი და წვიმაში რომ ვერ აჯობა, "ლე ბლემ" სლემიც გაახერხა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
21-03
[24:55]

ჯიგრით და ნამუსიანად

   დიდი ბრძოლა მოიგეს ბორჯღალოსნებმა: ქართულ და რაგბულ გაგებათა თანახმად, არად ჩააგდეს არა-სპორტული ანგარიშიანობა; მოედანზე მოსაგებად გავიდნენ; ითამაშეს ისე, როგორც ეხერხებათ; სარეკორდო სხვაობით ძლიეს რუსეთი; ევროპულ შესარჩევში პირველი ადგილი დაიჭირეს და რაც მთავარია, დამგზავრებული ქომაგები გაახარეს გარემოში, სანახევროდ შინაური რომ ეთქმოდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
19-
03
06:25

ლაზეთში, გასადუჟინებლად!

   ბორჯღალოსნები ერთმორწმუნე რუსეთს ყოველ წელს რომ არ ამარცხებდნენ, XXI საუკუნის ქართველობას რაგბი აგრერიგად არ ეყვარებოდა. ჰოდა, საბჭოეთის ორ მემკვიდრეს უკვე რომ დაუბევებია მსოფლიო თასის საგზური, ბიჭებს ისღა რჩებათ, რომ ლაზეთის იქეთა კიდეზე მეთორმეტედაც ძლიონ ჩრდილოელი მეზობელი და შესარჩევი ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულონ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
17-
03
23:40

ერთი თავით მაღლა

   ჩვენი რაგბის თემი, მეტადრე კი წვრილ-ფეხობა, თვალსაწიერს გაიფართოებდა, თუ დაკვირვებით და არა ამრეზით უცქერდა ავსტრალიური ლიგის (ნრლ) საწყის რაუნდს, რომელიც ცოცხლად და სრულად გადმოიცა "გლობალით" და ძაანაც ასიამოვნა ხელდახელ ბურთაობისა და მწარე ჯახების ხილვას დანატრებული გურმანები  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ზე 14 განრიგი
წინა

სამ
16-03
23:
35

ვახტანგურად მოწინავეობენ

   ბოლო, მეხუთე ზე 14-ის მეხუთე რაუნდში აფრიკის გუნდებმა, შარშანდელმა ჩემპიონმა ბულზმა და მოღონიერებულმა სთორმერზმა რომ მოსრეს ზელანდიელი სტუმრები, ტურნირს ვახტანგურად ლიდერობენ; 7-გზის ჯილამ, კრუსეიდერზმა ბურთაობაშიც რომ აჯობა ჩიფსს, მესამე ადგილზე აბრძანდა, ოთხეულის ზღურბლზე კი განლაგდა სამი ავსტრალიური კლუბი, რომელთაგან ორმა უიმედო მაჩანჩალა დაარბია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
15-03
22:
50

ფრე ულელოო ცოდვილობაში

   "ექვსი ერის" ბოლოსწინა, მეოთხე რაუნდში საფრანგეთმა გემოზე გააბურთავა იტალია და სლემის გასახერხებლად ინგლისის გასაღებაღა ჭირდება; ირლანდიამაც უპრობლემოდ ძლია უელსი და ბრიტანულ "სამ გვირგვინს" უმიზნებს, შოტლანდიისა და ინგლისის ულელოო ცოდვილობა კი ფრედ დასრულდა და "კალკუტის თასი" რაგბის სამშობლოს დარჩა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
14-
03
24:05

თასი კარპატეთში დარჩა

   მსოფლიო თასზე მესამედაც გასულმა "ბორჯღალოსნებმა" ბუქარესტის "არკულზე" ვერაფერი გააწყვეს დარაზმულ "სტეჟართან, ბოლო სამ წელში პირველად წააგეს "ერთა თასის" მატჩი და სამეზობლო, ანთიმოზ ივერიელის თასი კარპატეთში დატოვეს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
12-
03
23:
20

ქართულადა და რაგბულად?

   გვირაგბია ციმბირულ თოვლში და კარპატულ ლაფშიც, მაგრამ თუ წუხელ მოყინავდა, ბუქარესტის "არკულზე" შაბათს ეგებ ვეღარც შეიბნენ საქართველო და რუმინეთი, რაც ჩვენს მეტოქეს მაინცდამაინც არ უნდა ეწყინოს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
10-
03
24:
00

ბურთაობა, ჯახი, ჭადრაკი

   მართალია, წმიდათაწმიდა "ექვსი ერის" მადლი ლაივში ვეღარა წვდება სრულიად პოსტ-საბჭოეთს, მაგრამ აგერ თვეა, რაც ძველებურად, სრულად ვუჭვრეტთ სამხრეთის მშვენება ზე 14-ს, ხოლო ამ პარასკევიდან, ვიდრე 3 ოქტომბრამდე, ხელდახელ რაგბობის, მწარე ჯახისა და ათლეტური ჭადრაკის ტრფიალნი უფრო გემრიელ სეირს, ავსტრალიის ნრლ-საც დავაჭაშნიკებთ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ზე 14 განრიგი
წინა

სამ
9-03
13:00

მოუქმეც ლიდერად დარჩა

   ბოლო, მეხუთე ზე 14-ის მეოთხე რაუნდში იუქმა შარშანდელმა ჩემპიონმა, აფრიკის ბულზმა, მაგრამ ზელანდიელმა მდევრებმა, ჩიფსმა და ჰარიქენზმა რომ წააგეს, ბურები ლიდერებად დარჩნენ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
8-03
23:50

რეიტინგებზეც აისახა

   თებერვალში დაწყებულ წყვილ ტურნირს მორაგბე ევროპა მარტში დაასრულებს. საფრანგეთს თითქმის დაბევებული აქვს "ექვსი ერის" ჯილობა; საქართველო "ერთა თასს" ლიდერობს და ორივე მოწინავე ირბ-ის რეიტინგშიც უშუალო მეტოქეებზე მაღლა დგას  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
ზე 14 განრიგი
წინა

სამ
2-03
23:
45

ზეგანზე ყველას აშთობენ

   ბოლო, მეხუთე ზე 14-ის მესამე რაუნდში იმარჯვა ზელანდიის ყველა გუნდმა და ოთხმა პრემიაც კი აიღო, მაგრამ ტურნირს კვლავაც ჩემპიონი, აფრიკის ბულზი ლიდერობს ქულათა მაქსიმუმით  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
1-
03
[
24:
00]

ადათი არად ჩააგდეს

   "ექვსი ერის" მესამე რაუნდში საფრანგეთმა ორი ჩაჭრით იმარჯვა უელსში; შოტლანდიამ იტალიაში ზედახორაში ორჯერ ვერ დაამიწა ბურთი და დამარცხდა, ირლანდიამ კი თვიქნემში ბეკებით სამი ლელო დადო და ბოლო შვიდ შეყრაზე მეექვსედ ძლია ინგლისი  >>>