ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
30-
04
20:
35

გოულდის შეცვლას ითხოვს

   სამხრეთული რაგბის მმართველი სანზარ ახალ, ხუთ-წლიან კონტრაქტზე მოურიგდა ტელე-ბარონებს და მარაქაში არგენტინის გასარევად ირბ-საც დაიხმარებს; მელბურნი ნელნელა კრებს ზე 15-ში ჩასაბმელი "რებელზის" რაზმს; აფრიკის "ბოკეს" გურუ პიტერ დეფილიერსი ამალის გადახალისებას ითხოვს; ზელანდიის "ოლ ბლექსი" და ავსტრალიის "ვოლაბიზი" კი "აზიურ ბლედისლოუზე" ჰონკონგში ჩავლენ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
29-04
2
0:20

"სთორმი" ბოლოზე გავა

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) მეშვიდე რაუნდის წინ მეხი გავარდა: მელბურნის "სთორმი" "სელერი კეპის" დარღვევაში რომ ამხილეს, ორი ტიტული ჩამოართვეს, თან ბარაქიანად დააჯარიმეს და წლეულს ბოლო ადგილზე დაფინიშებაც მიუსაჯეს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
27-04
21:4
5

დესანტის მოსაგონარზე

   სამხრეთული ზე 14-ის მე-11 რაუნდში 7-გზის ჩემპიონი, ზელანდიის "კრუსეიდერზი" რომ ძლია გაყოჩაღებულმა მაჩანჩალამ, ავსტრალიის "ფორსმა, წინ ისევ შარშანდელი ჯილა, აფრიკის "ბულზი" გაიჭრა, ოზთა იმედმა, "რედსმა" კი წესი მესამე გრანდსაც აუგო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
25-04
2
1:
45

ჯონის და ტანას ხელქვეით

   ბოლო სამი კვირაა, რაგბი ბევრგან გადაიდო: საქართველოში წვიმის, პოლონეთში გლოვის, შვეიცარიაში კი ვულკანური კვამლის გადამკიდე. და მაინც, საფრანგეთში ტოპ 14-ის წრიული სტადია მოყომარდა, ხოლო აზიაში მსოფლიო თასის შესარჩევი დაიწყო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
22-04
2
0:
45

ბანკის მეოხებით

   აზიაში მსოფლიო თასის გადამწყვეტი შესარჩევი ახლაღა, შაბათს იწყება, ფინალის ბოლო, მეოცე საგზურის მფლობელი კი ნოემბერში, რეგიონთა შორის რეპეშაჟში გამოვლინდება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
21-04
2
0:50

400 მეტრით მეტზე

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) მეექვსე რაუნდში ოთხი ლიდერიდან ერთმაღა, "დრეგონზმა" რომ იმარჯვა, ერთპიროვნულადაც დაწინაურდა, შარშანდელმა პრემიერმა, მელბურნის "სთორმმა" კი ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და თანაც შინ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
20-04
23:
10

ოზთა ახალი იმედი

   სამხრეთული ზე 14-ის მეათე რაუნდში შარშანდელი ჩემპიონი, აფრიკის "ბულზი" რომ ძლია ავსტრალიის ახალმა იმედმა "რედსმა" და ოთხეულშიც შეიჭრა, ზე-რაგბის 7-გზის ჯილა, ზელანდიის "კრუსეიდერზი" უკეთესი სხვაობით გალიდერდა  >>>

რაგბი
გლობალზე

საქართველოს პირველობა  >>>
ფოტოები  >>>    ჭანოსთან

შემდეგი

წინა

ოთხ
14-
04
[22:25]

ლიდერს გაუთანაბრდნენ

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) მეხუთე რაუნდში პირველი მარცხი რომ იწვნია შარშანდელმა პრემიერმა, მელბურნის "სთორმმა, მძლეველი "თაითანზის" გარდა, ლიდერობაში "დრეგონზი" და "თაიგერზიც" შეეზიარნენ  >>>

შემდეგი

წინა

სამ
13-
04
2
1:
50

არაქათ-გამცლელ ჭიდილში

   სამხრეთული რაგბის ზე 14-ის მეცხრე რაუნდში შარშანდელმა ჩემპიონმა, აფრიკის "ბულზმა" ბოლოსკენ რომ დააშამათა ზელანდიის "ჩიფსი, ლიდერობაც დაიბრუნა ავსტრალიის "ვორათაზისგან, ვისაც 7-გზის ჯილამ, კივეთისვე "კრუსეიდერზმა" არაქათ-გამცლელი ჭიდილი მოუგო  >>>

შემდეგი

წინა

ორ
12-
04
20:
05

ორგზის საფრანგეთი - ირლანდია

   ევროპის საკლუბო რაგბის ელიტარული "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალის მასპინძლები წილისყრით ადრევე რომ აირჩა, მაისის დამდეგს ორი ფრანგი ბობოლა ორ ირლანდიელ გრანდს უმასპინძლებს, ფინალი კი თვის ბოლოს სულაც პარიზის მიდამოშია დანიშნული  >>>

საქართველოს პირველობის 1. რაუნდი ფოტოებით  >>>    ჭანოსთან

შემდეგი

წინა

ხუთ
8-
04
18:40

სანამ მედგრობდა დაცვა

   ავსტრალიის ლიგას (ნრლ) მეოთხე, სააღდგომო რაუნდის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით შარშანდელი ჩემპიონი, "მელბურნ სთორმი" ლიდერობს, პლეი-ოფამდე კი გუნდები კიდევ ოც-ოც მატჩს გამართავენ  >>>

შემდეგი

წინა

ოთხ
7-
04
2
3:
20

მეასეში პირველად!

   სამხრეთული ზე 14-ის მერვე, სააღდგომო რაუნდში ზელანდიის "ბლუზმა" ბურთაობით რომ დაამარცხა ჩემპიონი, აფრიკის "ბულზი, ლიდერი ავსტრალიის "ვორათაზი" გახდა, ორი მატჩის ბედი კი სირენის შემდეგღა გადაწყდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
6-04
22:45

თავი დაიჯილდოვეს

   სააღდგომოდ ფირა აერ-მა "ერთა თასის" წლევანდელ მფლობელად რუმინეთი გამოაცხადა, ნორჩმა ბორჯღალოსნებმა კი იტალიაში სამაგალითო ბრძოლის-უნარიანობა გამოიჩინეს და პირველად მოიპოვეს ევროპული ბრინჯაო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ

20:
16

რიოში, უკარებოდ!

   ირბ-მა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) დაჟინებით, შვიდკაცის წესთა შესაცვლელად დაიწყო ფიქრი, რაღაი რიოს 2016 წლის კარნავალისთვის შეგულვებულ რაგბის სახალისო ვერსიას იმდენად ქარაფშუტული იერი დაკრავს, რომ ბრაზილიური მსუბუქი ყოფა-ქცევისა და გაგების ფარგალშიც კი ვერა ჯდება  >>>