ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
30-06
22:30

სამეზობლოშიც პირველნი

   სამოამ შვიდკაცის მსოფლიო სერიის მოგება არ იკმარა და ირბ-ის "წყნარი ოკეანის თასზეც" პირველად იჩემპიონა, ნალიგარმა სონი-ბილ ვილიამსმა კი ზელანდიის გუნდებიდან აირჩია ქენთებრი/კრუსეიდერზი, რათა საგაისო მსოფლიო თასზე "ოლ ბლექსში" მოხვდეს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
2
9-06
20:40

ბრძოლა ბოლო წამამდეა

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) მესამე ორიჯინის წინა, მე-16 რაუნდი 13-კაცა ბურთაობაში ქალთა განუმეორებელ როლს რომ მიეძღვნა, ხაზები ვარდის ფრად გაივლო, მასპინძლებიც მაგ ფრად შეიმოსნენ და ოსტატთა მეტმა წილმაც ეგრევე უცნაური ბუცები მოირგო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
2
8-06
22:50

რეკორდი 28-მდე აიყვანეს

   ზეპური რაგბის სამხრეთული ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე მთავარი მოვლენა ჩვენებურად ნაშუაღამევს მოხდა: შოტლანდიისგან ორჯერ გაბითურებულმა არგენტინამ სარეკორდო სხვაობით მოუგო საფრანგეთს, ვინც ორი კვირით ადრე აფრიკამაც მოსრა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
25-
06
23:15

არ დასუსტდება

   ზეპური რაგბის სამხრეთული ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე ორივე გემრიელი თამაში ჩვენებურად შუა დღესაა, ღამით კი ალბათ მორიგი ულელოო ცოდვილობის მოწმენი შევიქნებით  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
2
3-06
22:55

დროული არეკნებით

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) მეორე ორიჯინის შემდგომ, მე-15 რაუნდში ორი მატჩის ბედი დროულმა არეკნმა გადაწყვიტა და ორშიც გამარჯვების ლელო ბოლოსღა დაიდო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
2
2-06
24:55

"ბეიბი ბლექსი" უბადლოა

   ჭაბუკ მორაგბეთა მსოფლიო პირველობა მესამედა და უწინდელზე მეტი უპირატესობითაც მოიგო ახალმა ზელანდიამ; კანადა "ჩერჩილის თასზე" პირველად შეწვდა მეორე ადგილს, საქართველო კი ნამიბიასთან წაგების გამო რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
21-
06
23:
10

ჯონოს ზეობაში საუკეთესოდ

   ზეპური რაგბის სამხრეთული ტესტების შუა, მეორე ვიქენდზე ინგლისმა ავსტრალიას მოუგო 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალის რე-მატჩი; ზელანდიამ უელსი 1953 წლის აქეთ ზედიზედ მეოცედაც ძლია; შოტლანდიამ კი ისტორიაში პირველად მოიგო ტესტ-სერია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
20-
06
23:
50

დაბლა და ანტი-რეკორდით

   სავალალოდ დასრულდა "ბორჯღალოსანთა" მესამე ბუქარესტული მატჩიცა და ბოლო ოთხ წელში მესამევე კარპატული ლაშქრობაც: ნამიბიასთან 13-ქულიანი ფორა დავანიავეთ და გაუთავებელმა თავ-დაცვამაც ისე გაგვთანგა, რომ დასკვნით ათ წუთში უწესობა ძალუმად შეგვეტყო. ამით "ირბ-ის ერთა თასზე" უმაგალითოდ დაბლა დავაფინიშნეთ და რეიტინგშიც ორი საფეხურით დავეშვებით  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
18-
06
23:
00

სახელისა და რეიტინგისთვის

   "ირბ ერთა თასის" ფინიშზე "ბორჯღალოსნები" თუ ბარაქიანად და თანაც პრემიით ძლევენ ნამიბიას, ხოლო მასპინძელი რუმინეთი იტალიას დაამუხრუჭებს, პირველობასაც შევწვდებით, სხვაფრივ კი მოგება უსიკვდილოდ გვმართებს, რადგან ქველ სახელსა და გარჯით გახერხებულ რეიტინგსაც ჭირდება მოფრთხილება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
17-
06
21:
20

რაგბი ხომ ბურთაობაა

   ზეპური რაგბის სამხრეთული ტესტების შუა, მეორე ვიქენდზე ჩრდილოელთაგან უქმობს საფრანგეთი; მარაქაში უელსი და იტალია ერევიან, თამაშთა თამაში კი - 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალის რე-მატჩი, სიდნეის ოლიმპიურ სტადიონზეა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
16-
06
23:
55

ქვინზლენდმა მეხუთედაც!

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) სეზონის თვალი, "სთეით ოვ ორიჯინი" (სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ) ზედიზედ მეხუთედ და თანაც ვადამდე, მოიგო ვარსკვლავთა კრებულის მყოლმა ქვინზლენდის "მორუნზმა, ძლეულმა, ახალი სამხრეთი უელსის "ბლუზმა" კი თავი უწესობითღა გამოიჩინა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
1
5-06
24:10

ხვატში უშანსოდ წავაგეთ

   ვარაუდში მწარედ მოვტყუვდით და გეგმებიც სასტიკად ჩაგვეშალა: იტალიის დუბლმა, რომელიც "არკულზე" უწინ ორჯერ გვეძლია, გვაჯობა რაგბის უმეტეს კომპონენტში და ცხრილის კენწეროშიც მოკალათდა, მაგრამ ტურნირის ირბ-ული ფორმულა იმდენად უკუღმართია, რომ კვირას შეიძლება ნამიბიამ იჩემპიონოს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
14-
06
24:
20

ჩრდილოელები დალახვრეს

   ზეპური რაგბის სამხრეთული ტესტების პირველ ვიქენდზე ევროპის ღირსება შოტლანდიამღა დაიცვა არგენტინაში მოგებით, "სამმა ერმა" კი დალახვრა ჩრდილოელი სტუმრები: ზელანდიას არგეს ჯეელებმა, ხოლო ირლანდია უწესობამ დაღუპა; შერკინებაში უმწეო ავსტრალიამ ხერხით მაინც აჯობა ღონიერ ინგლისს, ხოლო აფრიკამ ბლიცი მოუწყო საფრანგეთს, ვისაც ფეხბურთის მაცქერალი ფანობაც ამოუდგა მხარში  >>>

პირველობის იმედი

   სამშაბათს, ჩვენებურად 16 საათიდან, "გლობალის" ერთბაშად ორი არხით - ინგლისურ-ენოვანი "შოუ სპორტ სამითა" და რუსულად დუბლირებული "ევრო სპორტ ორით" გადმოიცემა ბუქარესტის ტურნირის სამივე მატჩი, რომელთაგან პირველი ორი თუ ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა, მაგით "ბორჯღალოსნები" ერთპიროვნულად გალიდერდებიან  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
1
3-06
23:55

ფრეები და არეკნები

   კვირას ვაკეში ამერი და იმერი ორ ასაკში შეიბნენ გია რაფავას თასზე, ქართულმა შვიდკაცამ კი კვიპროსში, კახა ალანიას სარდლობით, უპრობლემოდ დაიჭირა მესამე ადგილი და მოსკოვში დანიშნულ, 12-გუნდა ევრო-ფინალში ტრადიციულად გავიდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

შაბ
1
2-06
00:35

ეს ერთი და სხვა მრავალი!

   სანიშანსვეტო გამარჯვება მოიპოვა ქართულმა რაგბმა: სანაკრებო დონეზე, რაგინდარა ასაკში, აქამდე ვერაფრით გვეძლია ბრიტები, პარასკევს კი, რუმინულ პაპანაქებაში, ნავსი ჩვენთვისაც უეცრად გავტეხეთ: 13 ქულით ჩამორჩენილმა "ბორჯღალოსნებმა" თამაში შემოუბრუნეს შოტლანდიას, ვინც იმითაა ცნობილი, რომ წასაგებს ყოველთვის აგებს, მაგრამ მოსაგებსაც უთუმცაოდ იგებს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
1
1-06
16:
20

რვა საათი ეკრანებთან

   შაბათს რაგბეთშიც ზეიმია: სამხრეთული ტესტების პირველ ვიქენდზე მომავალი "ოთხი ერის" ქვეყნებში თითო გამორჩეული რკენა რომაა, "გლობალის" მეოვალე აბონენტები ეკრანებთან ბარემ რვა საათს გაატარებენ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
10-
06
22:20

თედო მეოცე კაპიტანია!

   სამ ფრონტზე ვრაგბობთ ამ უქმეებზე, ივნისის პაპანაქებაში: ბუქარესტში, "ირბ ერთა თასის" სტარტზე, შარშანდელ ჩემპიონ შოტლანდიასთან ბრძოლაში თედო ზიბზიბაძე მიგვიძღვება; კვიპროსზე ბესიკ ხამაშურიძე და გიორგი შკინინი გვაშვიდკაცებენ ბოლო ევრო-ეტაპზე; გია რაფავა კი კვირას, ვაკეში, "ამერ - იმერის შერკინებას" მართავს ორ ასაკში  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
9-
06
22:
05

ვინაა ორივეში მაგარი?

   ინგლისური თამაშები, რაგბი და ფეხბურთი ერთი, ლიანგური ბურთაობის განაყოფები რომ არიან, სამხრეთ აფრიკაში "მუნდიალის" გახსნის წინ უპრიანია რეიტინგულად გავარკვიოთ, თუ ერთში ძლიერნი მეორეში რისი მაქნისები ბრძანდებიან  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
8-
06
23:
05

მარგი იდეა ისესხეს

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) შუა, მე-13 რაუნდის კვალად "ორიჯინ მეორის" მონაწილე წყვილმა, "მორუნზმა" და "ბლუზმა" მაინც ოპტიმალური რაზმები დაასახელა, მახვშებმა კი ირბ-ს რომ მიბაძეს, მოთამაშის მიერ კუთხის სარის შეხება ამიერიდან ლელოს კიდეზე გადასვლად აღარ ჩაითვლება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
7-06
21:50

რიგ-გარეშე ხეირი

   სამხრეთული ტესტების წინა მოთელვაზე მსოფლიო თასის მფლობელმა აფრიკამ განახევრებული გუნდიდაც ძლია უელსი; ავსტრალიას ფიჯთან სპარინგი ორ ტრავმად დაუჯდა; ირლანდიამ კი "ბარბაროსებს" თავიდან დუბლი რომ გაუყვანა და მერეღა ჩააბა ბრძოლაში თითო-ოროლა ლიდერი, მატჩი ვეღარ გადაარჩინა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
6-06
2
2:30

** 7-კაცა
7-06
^8-06
10:25
^
09:45

ევრო სპორტზე, საათით ადრე

   რუმინეთში გასამართი "ირბ ერთა თასის" ყველა მატჩს ცოცხლად, "ევრო სპორტ ორზე" ვუცქერთ, ოღონდაც თითო საათით ადრე; ტურნირის მასპინძლები უკრაინის მოსრვით მოითელნენ; რუსეთი კოლორადოში, "ჩერჩილის თასზე" მაგრად დაუდგა შტატებს, "ქართულ შვიდკაცას" კი, ევრო-ფინალში საჩაუქოდ, კვიპროსში მესამე ადგილის დაჭერა მართებს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
4-
06
2
1:25

"პრემიერ რაგბი" გაჯიქდა

   ამ არა და იქეთა შაბათს დასაწყები ზეპური ტესტების წინ სამი სამხრეთელი ბობოლიდან ორი მოთელვას მართავს: მსოფლიო თასის მფლობელი სამხრეთი აფრიკა არცა მთლად ძლიერი გუნდით სწვევია სარფს დახარბებულ უელსს, ავსტრალია კი ლამის ულეგიონერებო ფიჯის სამაგალითოდ გაბურთავებას აპირებს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
3-06
2
1:25

* დროები
6-06
14:45

ნაცნობ არკულზე, ჯეელთა იმედად

   საქართველოს პირველობის პირველი წრის ფინიშზე "ვისოლ ყოჩებმა" 9-ქულიანი ფორა რომ გაუბათილა "ლოკომოტივს, პირისპირ შებმებში უკეთესი ბალანსით, ქუთაისის "აიას" კვალად, მეორე ადგილამდე აღზევდა, "ბორჯღალოსნები" კი პარასკევს, გამთენიისას, რუმინეთში, "ირბ-ის ერთა თასზე" მომავლის რაზმით - 19 გამოცდილი მოთამაშის გარეშე გაემგზავრებიან  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
2-06
22:
00

ფოლაუმ ჰანთს მიბაძა

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) მე-12 რაუნდი "ორიჯინ პირველის" კვალად მოეწყო, მერე კი მოსალოდნელი სენსაციაც გაცხადდა: 21 წლის იზრაელ ფოლაუ "ბრონქოუზიდან" გადავიდა 18-კაცა, ეროვნული ბურთაობის ლიგის (აფლ) ახალ კლუბში, რომელიც მარაქაში 2012 წელს უნდა გაერიოს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
1-06
21:4
5

მეორე ოვერტაიმში!

   შვიდკაცის მსოფლიო სერია მე-11 სეზონში პირველად მოიგო ციცქნა სამოამ. გულად კუნძულელებს პულში მარცხი შეემთხვათ, მაგრამ მეოთხედფინალში მაინც აცდნენ მდევარ ზელანდიას, ხოლო ნახევარფინალი საარაკოდ, მეორე ოვერტაიმის ბოლოსღა, ჯარიმით მოუგეს ინგლისს და კივთათვის მიუწვდომელნი შეიქნენ  >>>