ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
29-07
13:20

ემანდ არ დაიხვნესო

   სამხრეთის "სამი ერის" მეოთხე შაბათს ექს-ჩემპიონი აფრიკის სამგზის გამაბურთავებელნი, ზელანდია და ავსტრალია შეიბმებიან მელბურნში, სადაც კივებს ქომაგი ოზებზე ნაკლები როდი ჰყავთ, და მოედანიც ოვალური და სრიალაა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
28-07
22:55

"ტულონმა" ოსტატები აიმატა

   სამხრეთის "სამ ერზე" ორი კვირის შემდეგ, შუა აგვისტოში უქმე შაბათი რომაა, მაგ ვიქენდზე საფრანგეთში გაჩაღდება სრულიად რაგბეთში უმდიდრესი და უგრძესი ტოპ 14  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
27-07
21:3
5

მაინც უფრეოდ

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) მეოცე რაუნდში ხუთიდან ოთხი ლიდერი რომ დამარცხდა და ორი მატჩის ბედიც "ოქროს ქულამ" გადაწყვიტა, მოწინავე "დრეგონზი" ოთხი ქულით უსწრებს მდევრებს მაშინ, როცა პლეი-ოფამდე ყველას 6-6 თამაში რჩება გასამართი  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
26-07
23:10

ლარქემი შინ ბრუნდება

   სამხრეთის "სამ ერზე" აფრიკამ სტუმრად სამივე მატჩი რომ წააგო, მსაჯები შემოეთათხა, მაგრამ ირბ მაგრად დადგა; მამებმა შორს დაიჭირეს ახლებური თამაში, რომლის ტურნირსაც 2012 წელს აფრიკულივე ჯგუფი აწყობს; ჭორად დაირხა, აფრიკისვე "საზერნ კინგზი" 2013 წელს ზე 16-ში ჩაებმებაო, ავსტრალიის "ბრამბიზს" კი ზე 15-ში შეტევას გაისადვე დაამუღამებინებს სთივენ ლარქემი  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
25-07
21:15

ტრადიციული სინბინი

   სამხრეთის "სამი ერის" მესამე შაბათს ავსტრალიამ ზელანდიისებრ ეშხიანად და პრემიით ვერა, მაგრამ მაინც უსიტყვოდ ძლია შარშანდელი ჩემპიონი აფრიკა და ტიტულზე ხელი ააღებინა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
22-07
22:35

მთავარი სისწრაფეაო

   სამხრეთის "სამი ერის" მესამე შაბათს დასვენებული, მაგრამ რაზმ-დაულაგებელი ავსტრალიის "ვოლაბიზი" ზელანდიაში ორჯერ გაბურთავებულ აფრიკას უხვდება ბრისბენში, სადაც "ბოკეს" წინა ოთხ ჩასვლაზე ერთი ლელოც ვერ გაუტანია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
20-07
20:
50

ფანტაზია მდიდარი აქვთ

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) სეზონის თვალის, ორიჯინის შემდგომ პირველსავე სრულ რაუნდში, ჩამორჩენილმა ბარემ ოთხგან რომ გადაუსწრო დაწინაურებულს, ლიდერმა "დრეგონზმა" ოთხი ქულით მოიტოვა მდევრები, მელბურნის გამო კი დადგინდა, რომ კლუბს "სელერი კეპი" ნავარაუდევზე 86 პროცენტით მეტად დაურღვევია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
19-07
22:
00

შეთხელებული დასი

   გაზაფხულზე, შვიდკაცით გახსნილ საშინაო სეზონში ზაფხულის არდადაგებიც შვიდკაცით დაიწყო; საგაისო მსოფლიო თასის ბოლო, მეოცე საგზურს ორი მაძიებელიღა შემორჩა, ირბ-მა კი ზელანდიას უარი ტკიცა კანონის შესწორებაზე, რაიც მულღაზანზარს გააძლიერებდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
18-07
21:
10

ვირტუოზული ფინტებით

   ზელანდიამ სამხრეთის "სამი ერის" მეორე შაბათსაც ეშხიანი ბურთაობით, პრემიით ძლია ჩემპიონი აფრიკა და ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს, მაგრამ არც იაპთა ჩივილია უსაფუძვლო, ესაო და ტესტ-რაგბში მსაჯობა სათანადო დონეზე ვერააო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
15-07
20:25

ახალზე, ოდნავ შეცვლილით

   უკუღმართი სისტემისა გამო, სამხრეთის "სამი ერის" მეორე შაბათსაც ზელანდია და აფრიკა შეიბმებიან, ოღონდაც ოდნავ შეცვლილი რაზმებით და ოქლენდის ნაცვლად, ველინგთონში  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
14-07
24:1
5

დიქსონი და ლელოს ტრიპლი

   ოთხშაბათი მოვლენა-უხვი დღე იყო ქართულ რაგბში: კავშირმა მედიას ორზე დაუდასტურა "ბორჯღალოსანთა" ოზი გურუს, თიმ ლეინის მოხსნა და მის ნაცვლად სქოთი რიჩი დიქსონის დანიშვნა, ათზე კი "ლელომ" ზედიზედ მესამედ მოიგო ქანდაკად-ქცეული თასი. >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
13-07
21:10

მესამე, მთლად უკეთესი!

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) ვითომც უაზრო, მესამე "ორიჯინმა" წინა ორს აჯობა და მათსავით ქვინზლენდის გამარჯვებით დასრულდა, "ტელსტრას პირველობაზე" კი ბოლო წყვილმაც რომ იუქმა, პლეი-ოფამდე 16-ვე გუნდს რვა-რვა თამაში დარჩა გასამართი. >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
12-07
20:30

შემტევის სასარგებლოდ

   სამხრეთის "სამი ერის" სტარტზე ზელანდიის "ოლ ბლექსმა" ისე დაიბრიყვა ჩემპიონი, აფრიკის "ბოკე, რომ ბურთი დროის ორი მესამედი ეპყრა და პრემიის მომტანი მეოთხე ლელოც დადო. >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
11-07
[21:30]

ევროპული სინი, დათხოვნილი თიმი

   კვირას ევრო-შვიდკაცაზე კვლავ მეხუთე ადგილი დავიჭირეთ და სინი შევმართეთ; პარასკევს "ბორჯღალოსანთა" გურუობიდან გაათავისუფლეს თიმ ლეინი; ოთხშაბათს კი თასის ფინალი საღამოს რვაზე, პროჟექტორთა შუქზე მოეწყობა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
9-
07
12:30

"გარადოკზე" საჩაუქოდ

   "ქართული შვიდკაცა" ამ საუკუნეში მეოთხედაც ეწვია მოსკოვს, რათა უქმეებზე, ევრო-ფინალში, რიგიანი ადგილი დაიჭიროს და ჩვენში რაგბის ოლიმპიური სახეობის განვითარებას ბიძგი მისცეს. >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
8-
07
18:30

ნახევარფინალის არენაზე

   სამხრეთის "სამი ერი" შაბათს ბათქით იხსნება: ზელანდიის "ოლ ბლექსი" ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზე ჩემპიონს, აფრიკის "ბოკეს" მასპინძლობს ოქლენდის "იდენ პარკზე, სადაც მასვე, გაისად, 16 ოქტომბერს, მსოფლიო თასის ნახევარფინალშიც გადაეყრება. >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
7-07
23:35

უმძლავრესი მოლით

   საქართველოს თასის ფინალში რომ გავიდნენ ბოლო წლების მარადი მეტოქენი, ლელო და ლოკომოტივი, პაპანაქება ზაფხულის გადამწყვეტი რკენა შარშანდელი დასკვნითი თამაშის რე-მატჩი გამოვა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
6-07
16:
05

ნრლ-ური წრთობა ჰკლებია

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) ბოლო, მესამე ორიჯინისთვის, უკვე გამარჯვებულმა ქვინზლენდმა 17-კაცა რაზმში ერთადერთი მობურთალი შეცვალა, ზედიზედ მეხუთე წელს მოსრიალებულმა ახალმა სამხრეთმა უელსმა კი, ერთბაშად რვა. >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
რუქა
წინა

ორ
5-07
20:0
5

"ბოკე" თუ "ოლ ბლექსი"

   შაბათიდან რაგბის თემში ზეიმია: ორი თვის განმავლობაში, ათიდან ცხრა ვიქენდზე, საუკეთესო ტელე-დროს, სამი სამხრეთელი ბუმბერაზის თითო გამორჩეული მატჩი რომაა, მთელს ამ შოუს, დადგენილი ტრადიციით, ცოცხლადა და ჩაწერილსაც ვუცქერთ "გლობალის" შოუ-სპორტებზე  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
4-
07
21:
45

ამაგდარი დაგვიფასეს

   მალტაზე გამართულმა ფირა აერ-ის ყრილობამ შეათანხმა საგაისო "ერთა თასის" სისტემა და კალენდარი; შემოიღო ქულათა სამხრეთული ნიხრი; ჩემპიონს სტიმულად შორებლებთან გაჯიბრება დაუდგინა და ბრინჯაოს მედლითაც დაგვიჯილდოვა ღვაწლ-მოსილი განვითარების მენეჯერი გია ჭუმბურიძე  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
1-07
22:00

მოედნები რომ გვექნება

   ქველ-მოქმედ "ქართუს" შეწევნით დედა-ქალაქის ორ ბოლოში ორი კეთილ-მოწყობილი ცენტრის შენება შემოდგომაზე რომ დასრულდება, რაგბის საშინაო სეზონიც მსოფლიო ყაიდაზე გადაეწყობა: ზაფხულის პაპანაქების ნაცვლად ვიბურთავებთ წლის დანარჩენ დროს, რაც ყველასათვის შეღავათი იქნება  >>>