ახალი თვის დადგომის გამო დაცალეთ სარდაფი [Clear History]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
31-08
21:55

85 ათასი "მშრომელი"

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) დასკვნით რაუნდში პლეი-ოფის ბოლო ორი საგზურისთვის ოთხი გუნდიღა იბრძოლებს, ინგლისში კი "ვორინგთონ ვულვზმა" შეინარჩუნა შარშან მოპოვებული "ჩელენჯ ქაფი"  >>>

შემდეგი

ცხრილი
წინა

ორ
30-08
21:25

გაისად თავიდან

   სევდიანად, მაგრამ მაინც იმედიანად დავასრულეთ "ევრო ბასკეტის" შესარჩევი: პორტუგალიის მსგავსად, ბულგარეთიც მეორედ დავამარცხეთ და ბელგიის კვალად პულში მეორე ადგილზე გავედით, მაგრამ ჩაგდებულ-მიღებულის ფარდობა კონკურენტებზე უარესი რომ აღმოგვაჩნდა, 15 გუნდში მეექვსე ადგილიღა დავიკავეთ. ჰოდა, ლიტვის საგზურისთვის გაისად თავიდან უნდა ვიბრძოლოთ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
29-08
23:45

დასცა და გააგდებინა

   სამხრეთის "სამი ერის" მეშვიდე შაბათს, ექს-ჩემპიონი აფრიკა შინ თავიდან ბევრით, ზედიზედ ჩამორჩა ავსტრალიას, მაგრამ მესამე მეოთხედში გარდატეხა თამაში, ბოლოს კი ამჩატებული მეტოქის შტურმიც მოიგერია და ოთხ-წაგებიანი ნავსი გატეხა  >>>

საზოგადოება მოხიბლეს

   შაბათის წყვილი მატჩის შემდეგ ვაკეში მიმდინარე პირველი "შავი ზღვის თასის" პულებს ქართული კლუბები რომ ლიდერობენ, იმის შანსი დიდია, კვირის ფინალი ამერ - იმერის ჯახად იქცეს  >>>

შემდეგი

ცხრილი
წინა

პარ
27-08
21:55

ფინიშზე ცოტა გვაკლდება

   მოგვიხდა უქმობაცა და ჩარტერიც: გათანგულ პორტუგალიას მისსავე დარბაზში 23 ქულით მოვუგეთ, მაგრამ ლაშქრობის ერთადერთ ჩავარდაში - შინ, ბელგიასთან, მაგდენივეთი რომ დავმარცხდით, ფინიშზე ვეღარ გვყოფნის პროცენტი - ჩაგდებულისა და მიღებულის ფარდობა, რათა ორ უკეთეს მეორე-ადგილოსანში მოვხვდეთ და "ევრო ბასკეტის" საგზური ახლავე დავიბევოთ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
26-08
23:15

მეტფილდის ჯერი დამდგარა

   ზელანდიამ სამხრეთის "სამი ერის" ჩემპიონობა ვადამდე და მეათედ კი მოიპოვა, მაგრამ მაგით დარჩენილ მატჩებს მუღამი არ მოკლებიათ. ჰოდა, აფრიკა მეშვიდე შაბათს, დედაქალაქ პრეტორიაში რომ მიიღებს ავსტრალიას, ოთხ-მარცხიანი ნავსის გატეხვას დაეშურება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
25-08
23:30

აქ რაუნდი, იქ ფინალი

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) ბოლო ორი რაუნდის წინ პლეი-ოფის რვა მონაწილიდან ოთხი ცნობილია და დარჩენილი ოთხი ადგილისთვისაც რვა გუნდი იბრძვის, ბრიტანეთში კი შაბათს, უემბლიზე, ძველის ძველი "ჩელენჯ ქაფის" ფინალია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
24-08
[24:50]

ბურთი კარს აცდა

   სამშაბათს ვაკეში პირველი "შავი ზღვის თასი" წყვილი მატჩით გაჩაღდა: ჯერ ჩვენმა ფალავანმა "ლელომ" იოლად, პრემიით გაასაღა უკრაინის ვიცე-ჩემპიონი ოდესა, მერე კი "ლოკომოტივმა" 21-ქულიანი ფორა გაუბათილა რუმინეთის "არადს" და კინაღამ მოუგო  >>>

შემდეგი

ცხრილი
წინა

სამ
24-08
[12:15]

ამდენი სად გვიფრენია

   საგაისო "ევრო ბასკეტის" შესარჩევის მერვე რაუნდში რომ ვიუქმეთ, რიცხვობრივად გადავამოწმეთ ვარაუდი, შედეგებზე ფრენის სიშორე ფრიად ზეგავლენას ახდენს და ამად ევროპის აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე საქართველო სხვებზე მეტად იჩაგრებაო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
23-08
23:10

კაცთათვის პირველად

   სამშაბათს ვაკეში იწყება საკლუბო "შავი ზღვის თასი, რომლის ცხრიდან სამი მატჩიც ცოცხლად გადაიცემა პირველი არხით  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
22-08
21:10

ნათლობა ჩამწარდათ

   სამხრეთის "სამი ერის" მეექვსე შაბათს ზელანდიამ სტუმრად, მაღალ მთაში, გადაჭედილ სტადიონზე, დასკვნით სამ წუთში ორჯერ დაალელოვა მანამდე ყოჩაღად მებრძოლი აფრიკა და ვადამდე, 15 სეზონში მეათედ, ბოლო ექვს წელში კი მეხუთედ, გახდა ჩემპიონი  >>>

შემდეგი

ცხრილი
წინა

შაბ
21-08
[
*]

ამიერიდან ვუქომაგოთ ბელგიას

   პარასკევს ბელგია თუნდაც ერთი ქულით რომ გვეძლია, პულში პირველ ადგილზე ავიდოდით, შესარჩევის მოწინავე სამეულში მოვკალათდებოდით და საგაისო "ევრო ბასკეტის" ფინალისკენაც გზა გაგვეხსნებოდა, მაგრამ შინ არნახულად, 23 ქულით წავაგეთ. ჰოდა, ამიერიდან ჩვენსავე მძლეველს უნდა ვუქომაგოთ, რათა მის კვალად დავაფინიშოთ და უკეთესი ფარდობით საგზური წელსვე ავიღოთ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
20-08
21:15

13 დღით ადრეღა?

   შაბათ საღამოს, "სამი ერის" კვალად, "გლობალის" აბონენტებს აფრიკის "ქარრის თასის" ლიდერთა რკენის ცქერაც შეეძლებათ; "ბოკეს" კაპიტანი ჯონ სმიტი მე-15 ცენტურიონი ხდება; ირლანდიის კავშირი ნოემბერში ფანებს გაყვლეფს, საგაისო სამი ერი კი მსოფლიო თასის გახსნამდე 13 დღით ადრეღა დასრულდება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
19-08
20:30

ზეგანზე ქულის ასაღებად

   სამხრეთის "სამი ერის" მეექვსე შაბათს, მძლეთა-მძლე ზელანდია ზეგანზე, ბარემ 90 ათასი ფანის თვალწინ თუ ერთ, კინკილა პრემიას აართმევს მასპინძელ აფრიკას, ვადამდე ჩაიბარებს ბოლო ექვს წელში მეხუთე ტიტულს  >>>

შემდეგი

ცხრილი
წინა

ოთხ
18-08
[
20:45]

პირველზე ავდივართ

   საგაისო "ევრო ბასკეტის" ფინალისკენ მიმავალ გზაზე მორიგი ორი წინაღობა დავძლიეთ - კონკურენტის, ბულგარეთის სტუმრად ჯობნის შემდეგ გასვლაზევე, პოლონეთში დასაშვებზე ორჯერ ნაკლებით წავაგეთ. ამით პულში მეორე ადგილზე დავრჩით, ხუთი საგზურის 15 მაძიებელს შორის კი კვლავაც მეექვსენი ვართ და პერსპექტივაც საუკეთესო გვაქვს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
17-08
22:05

გა-როჯერს-დება კუპერი?

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) 23-ე რაუნდის შემდეგ პლეი-ოფში გამსვლელი რვეული არ შეცვლილა, კულუარებში კი მთავარი ის მოხდა, რომ მეთ როჯერსმა კარიერის დასრულება დაგეგმა, ხოლო ირბ-ული რაგბის ნაკრების მგეზავი ქვეიდ კუპერი "პარამატას" შეეხმიანა 13-კაცაში გადასვლაზე  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
16-08
20:50

ექვსმა ჩვენებურმა

   უქმეებზე ქვიშის შინაური პირველობა კვლავ "აიამ" მოიგო; ჩასწორდა ერთ კვირაში დასაწყები "შავი ზღვის თასის" პულები და განრიგი; საფრანგეთის ტოპ 14-ის სტარტზე კი ექვსმა ბორჯღალოსანმა მორკინალმა ითამაშა  >>>

შემდეგი

ცხრილი
წინა

კვი
15-08
[19:2
5]

პირისპირ თუ პროცენტი?

   ძნელი, ერთობ საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ ბულგარეთში, მაგრამ იქეთა პულში ისრაელმა რომ დაამარცხა მონტენეგრუ, თავად დაწინაურდა, ძლეული კი ჩვენ შეგვიამხანაგა. ჰოდა, პირველი წრის ფინიშზე მეორე ადგილოსნებში უარესნი აღმოვჩნდით, ანუ დღევანდელი მდგომარეობით, "ევრო ბასკეტის" საგზური ვერ გვერგება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
12-08
23:05

ქვიშისთვის ვინც ვერ მოიცლის

   ამ შაბათს "სამ ერზე" უქმეა, მაგრამ სამხრეთში სიახლეს რა გამოლევს: გადაიდო ზელანდიის პირველობაზე სონი-ბილ ვილიამსის დებიუტი; აფრიკის გურუ პიტერ დეფილიერსი გაამართლეს; ფრანსუა სტეინი პარიზიდან ბოკეში არ გამოცხადდა; მელბურნის "რებელზს" კი გაისად, ზე 15-ში, მუქი ლურჯი, ხუთ-ვარსკვლავა კვართი ეცმება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
11-08
20:15

ფოლაუს ინგლისი შეცვლის

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) 22-ე რაუნდში ლიდერმა სენთ ჯორჯმა ბოლო მეოთხედშიღა გატეხა მდევარი რუსთერზი; კანბერამ პენრითს 14-ქულიანი ფორა გაუბათილა და მოუგო; რებითოზი თაიგერზთან 16-ით აგებდა, მაგრამ ოქროს ლელოთი მაინც იმარჯვა, გრეგ ინგლისი კი დასჯილი მელბურნიდან საგაისოდ ბრისბენში გადავიდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
9-08
18:40

რაგბი ნაირ-ფერადი

   ზაფხულის პაპანაქებაში კავშირმა დააჯამა საქართველოს შვიდკაცის ორი ეტაპი და ათი ფინალისტი გამოავლინა; სეზონის განახლებამდე თვით ადრე დაზუსტდა ყველა ლიგის კალენდარი და ფინალთა ვადებიც; "შავი ზღვის თასს" კი ხარკოვის "ოლიმპმა" უგანა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
8-08
20:2
5

ბრძოლაცა და ბურთაობაც!

   სამხრეთის "სამი ერის" მეხუთე შაბათს ზელანდიამ უმედგრესი დაცვით, წლეულს მეორედაც, სულ კი ზედიზედ მეცხრედ რომ ძლია ავსტრალია, მერვე წლითაც შეინარჩუნა სამეზობლო "ბლედისლოუს თასი, დარჩენილ ორ გასვლაზე კი ერთი, კინკილა პრემიაღა ჭირდება, რათა ბოლო ექვს წელში მეხუთედ იჩემპიონოს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
5-08
21:40

ეშხიანად ვიბურთავებთო

   სამხრეთის "სამი ერის" მეხუთე შაბათს, ფაქტობრივად ტიტულ დაბევებული ზელანდია წინა რაუნდში 21 ქულით ძლეულ ავსტრალიას იღებს ქრაისთჩერჩში, რომლის სტადიონის ახალი ტრიბუნაც ოზთა კივი გურუს, რობი დინსის სახელობისაა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
4-08
23:10

ლიტვაში წასასვლელად

   ქართული კალათბურთი საერთაშორისო ასპარეზზე ტრადიციის საკადრის ადგილს რომ იბრუნებს, უპრიანია სხარტად, კონსპექტურად დავსახოთ ნაკრების უახლოესი მომავალი და წარსულიც სტატისტიკურად გავიხსენოთ, მით უფრო, თუ "ფიბა ევროპის" სრულ-ყოფილი საითის გარჩევა ფრიადი ნეტარებაა სპორტზე მწერლისა და ფანისთვისაც  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
3-08
19:40

რუსთერზმა ფინიშზე უმატა

   ავსტრალიის ლიგის (ნრლ) 21-ე რაუნდში ბრისბენმა შინ რომ დაამარცხა ლიდერი სენთ ჯორჯ ილავარა, პლეი-ოფში გამსვლელ რვეულში რებითოზის ნაცვლად შეიჭრა, სიდნეელივე მდევრები - პანთერზი, რუსთერზი და თაიგერზი კი დრეგონზს ორ ქულამდე წამოეწივნენ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
1-08
21:50

კლასით გააპამპულავეს

   სამხრეთის "სამი ერის" მეოთხე შაბათს საათივით აწყობილმა, ლაღმა ზელანდიამ სტუმრად შვიდჯერ დაალელოვა უწესო, უნიათო ავსტრალია და პრაქტიკულად გაინაღდა პირველობა  >>>