ახალი თვის დადგომის გამო
დაცალეთ სარდაფი [Clear History] და დაჰკარით [F5]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
30-09
[
23:00]
[დროები]

შენიშვნები აკმარეს

   ნოემბრის ბრიტანულ ტურნეზე აფრიკის "ბოკეს" კვლავაც მულატი პიტერ დეფილიერსი გაუძღვება; ირბ-მა ბრძანა, ზელანდიის "ოლ ბლექსის" მისალმებას, "ჰაკას" პატივი უნდა სცეთო; ავსტრალიაში კი, "დიდ ფინალთა" გამო, ვიღას ახსოვს რაგბი - შაბათს 18-კაცა აფლ-ის გადათამაშებაა, ხოლო კვირას, 13-კაცა ნრლ-ის ჯახთა ჯახი  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
29-09
23:
00

მობრუნებულმა იფრთხილა

   რჱგბის დანერგვას შეჭიდებულმა სტრუქტურებმა ტფილისს "სტალიციდან" რამდენჯერმე მოუთითეს, პასიურობთო და ამიერ-კავკასიის ფედერაციის დედაქალაქში 1935 წლის ბოლოს საკავშირო სკოლის გახსნაც ჩაიფიქრეს, მაგრამ საქმე მაქედან წელიწად-ნახევრის შემდეგღა დაიძრა და მალევე მინავლდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
28-09
[
23:25]

საფსონო სამოთხე

   ისე უშეღავათოდ, ალალადა და ნამუსიანად რაგბობენ ჩვენი გუნდები, რომ შემოდგომის მატჩებისთვის თვალის დევნებას არაფერი ჯობს. ერთი კია, უმაღლესის ბოლოდან მეოთხე რაუნდი ერთსა და იმავე დროს რომ გაჩაღდა ოთხ სტადიონზე, კავშირის აქტივი და თავდადებული ფანობა მობილურებს ჩაუჯდა, რათა სხვაგან მომხდარი ციმციმ შეეტყო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
27-09
22:55

ძნელი არჩევანი

   უწინდელზე ადრე რომ ბინდდება, სამშაბათს "უმაღლესი ლიგის" ყველა მატჩი დღის ოთხზე დაიწყება; რუსთაველმა გოდერძი შველიძემ "მონპელიეს" პრემიის მომტანი ლელო რომ შეაწია, კლუბი საფრანგეთის "ტოპ 14-ში დაწინაურდა; ლიდერი შეიცვალა ინგლისის "ავივას პირველობაზეც, უელსელი გევინ ჰენსონი კი ასპარეზს "ბარბაროსთა" წყალობით უბრუნდება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
26-09
22:40

გუნება ერთად წაუხდათ

   "ოზი რულზის" დიდი ფინალი 18-კაცა ბურთაობისთვის უიშვიათესი შედეგით, ფრედ რომ დასრულდა, ჩემპიონის გამოვლენა ერთი კვირით გადაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მრავალ-ფეროვნების მოყვარული ფანობა დამდეგ ვიქენდზე "გლობალის" ოვალურ მენიუში მყოფი ერთბაშად სამი (!) სეირის გადამწყვეტ ჯახს დაიგემოვნებს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
24-09
[22:50]

ავივას დოზა გაგვიზარდეს

   სამხრეთის "სამი ერი" კი დასრულდა, მაგრამ "გლობალის" აბონენტებს მაინც არ მოაკლდებათ ზეპური რაგბის მადლი, რაღაი დუბაურმა "შოუ თაიმმა" ფეხბურთის მენიუს შოტლანდიურამდე დაყვანის ხარჯზე ინგლისის "ავივას პირველობის" დოზა გაგვიზარდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
23-09
23:15

შემოღამება დიდ დიღომში

   შემოდგომაზე ეროვნული პირველობა ტრადიციულად რომ აჩქარდა და უმაღლესი ლიგა კვირიანის ნაცვლად 5-დღიან ციკლზე გადავიდა, რაგბის თემის წევრები ბლომად მივიდნენ დიდ დიღომში, სადაც "ვისოლის" ახალ სტადიონზე ხუთშაბათს წყვილი მატჩი გაიმართა  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
22-09
21:15

ტფილისში სკოლა მოეწყობაო

   ჩვენს დროში აგრეა: საგულისხმო რამეები ჯერ ფორუმებზე ირჩევა და მერეღა იწერება გაზეთებში. ჰოდა, თბილისისაზე რომ დაიპოსტა, მინიმუმ სამი თამაში 1940 წლის 1-5 დეკემბერს გაიმართა ქალაქშიო, რაგბის თემმა შეიცხადა, აბა, რისი ნახევარ-საუკუნოვანი იუბილე ვიზეიმეთ შარშან, შემოდგომაზეო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
21-09
21:45

13 გოლი შესვენებამდე

   18-კაცა "ოზი რულზის" სეზონი ერთი კვირით რომ უსწრებს 13-კაცა რაგბის ორივე ბობოლა ლიგისას, აფლ-ში ამ შაბათს, ჩვენებურად დილის ცხრის ნახევარზე "დიდი ფინალია, ავსტრალიის ნრლ-სა და ბრიტანეთის სლ-ში კი ვიქენდზე წყვილ-წყვილადაა დანიშნული "წინასწარი ფინალები"  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
20-09
22:10

ნიმუში საგაისოდ

   სამხრეთის "სამი ერი" ისე გემრიელი გამოვიდა, რომ მხცოვანმა სიდნეელმა მესვეტემ, სპირო ზავოსმა ირბ-ს ურჩია, ყურად იღეთ - რაგბი აი, ასე უნდა ითამაშებოდეს, მეტადრე კი გაისადაც, მსოფლიო თასის წელსო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
19-09
22:55

დაღვინების დასტური

   ეროვნული პირველობა დაფუძნებიდან ოცი წლის შემდეგ რომ დაღვინდა, მაგის დასტური შაბათის რაუნდია: უმაღლესი ლიგის ოთხი მატჩიდან სამის ბედი ბოლო წუთზე, შორიდან გატანილმა ჯარიმამ გადაწყვიტა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
სრული განრიგი
წინა

ხუთ
1
6-09
21:05

"პუმებთან" ღამის ტეხვითა

   ჩხირი კედელსო და "ღონისძიების მფლობელთან" შეთანხმებითა და "ცალკეულ მატჩებზე ბილეთების გაყიდვის დაწყებასთან" დაკავშირებით, რაგბის საგაისო, VII მსოფლიო თასის ორგ-კომიტეტმა გამოაქვეყნა არსებითი რამ - თამაშთა დაწყების დროები, რის შედეგადაც ელდა გვეცა, რაკი არგენტინას ღამის ოთხზე ვხვდებით  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
15-09
21:45

არეკნი აქაც ჭრის

   13-კაცას ოზური ნრლ-ისა და ბრიტული სლ-ის პლეი-ოფთა საწყის რაუნდში, ლელოებზე რომ არაფერი ვთქვათ, თითო დიდებული არეკნიც გავიდა, 18-კაცა ოზი რულზის წინასწარ ფინალებს კი იმ ოთხმა გუნდმა უწია, რომელმაც შარშანაც იყოჩაღა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
საგაისო განრიგი
წინა

სამ
14-09
22:15

უბრალოდ ზე-რაგბი!

   სანაკრებო "სამი ერის" მოლევის კვალად სამხრეთული ალიანსის ახალ, მუდმივ ბინაზე, სიდნეიში მოეწყო წარდგენა საგაისო, გაფართოებული და ფორმატ-შეცვლილი საკლუბო ტურნირისა, რომელსაც ზე-რიცხვის ნაცვლად ამიერიდან უბრალოდ ზე-რაგბი ერქმევა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
13-09
21:55

ავტორიტეტის ოინით

   სამხრეთის "სამი ერის" ფინიშზე ჩემპიონი ზელანდია სტუმრად 13 ქულით ჩამორჩა ავსტრალიას, მაგრამ დასკვნით მეოთხედში ჩვეულ სტილში იძალა, ბოლო სამ წელში ზედიზედ მეათედაც ძლია მეზობელი და გამარჯვებათა წყება 15 ტესტამდე აიყვანა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
12-09
[22:05]

დიდი გეგმები

   "შავი ზღვის თასის" გათამაშების კვალად განახლდა რაგბის უმაღლესი ლიგა, მაგრამ მეორე წრის პირველსავე რაუნდს დააწვიმა, საფრანგეთში კი ორ კვირაში "ტოპ 14-ის ოთხი (!) რაუნდი მოეწყო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
9-09
22:00

უნაღდესიც, მოყირჭებულიც

   სამხრეთის "სამი ერის" ბოლო, მეცხრე შაბათს ჩემპიონი ზელანდია თითო-ოროლა მზარდ ვარსკვლავს ცდის და ზედიზედ მე-15 მოგებასაც უმიზნებს, აფრიკაში გამარჯვებით გახალისებული ავსტრალია კი 9-წაგებიანი კივური ნავსის გატეხვას გეგმავს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
8-09
23:10

ფარი და 100 ათასი

   13-კაცა რაგბის ორ უბობოლეს ამქარში, ავსტრალიის ნრლ-სა და ბრიტანეთის "სუპერ ლიგაში" პარასკევს ერთბაშად იწყება 8-გუნდა პლეი-ოფები, 18-კაცა ოზი რულზის შარშანდელი "დიდი ფინალის" რე-მატჩში კი "სენტ ქილდამ" ჩემპიონ "ჯილონგს" სამაგიერო გადაუხადა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
7-09
23:30

"შავი გვიმრები" მძლავრობენ

   ქალთა მეოთხე მსოფლიო თასის ფინალში ზედიზედ მესამედ რომ შეიყარნენ ზელანდია და ინგლისი, კივებს დიდი ჯაფა დაადგათ, მაგრამ "ბლექ ფერნზმა" კოხტა ბურთაობით მაინც იმარჯვა თვიქნემის მომცრო სტადიონზე და თასი მეოთხედვე შემართა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
6-09
23:20

მორიგი ზეგნური თრილერი

   კოკა ერთხელაც წყაროზე გატყდებაო და სამხრეთის "სამი ერის" ბოლოსწინა, მერვე შაბათს აფრიკა მთაში ისევ რომ ჩამორჩა ავსტრალიას, მაგრამ მერე მაინც გაუსწრო, ისე გაითანგა, რომ ბოლოს წააგო. გამარჯვების გოლი აბორიგენმა ქერთლი ბილმა სირენის შემდეგ, 55 მეტრიდან შეაგდო. ჰოდა, "ვოლაბებმა" შინ გაიყოლეს იაპთაგან გამოხსნილი "მანდელას სინი"  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა
კვი
5-09
24:15

"კიკნას" გოლით

   "შავი ზღვის თასის" პირველი გათამაშება, რომელიც ვაკეში "დედაქალაქის მერიის პატრონაჟით" მოეწყო, კვირის ფინალმა დააგვირგვინა: ბათუმის კლუბმა, რომელშიც ლევან მგელაძემ აჭარლებს ქუთაისის "აიას" ბირთვი, ყოჩები, არმაზის წყვილი და ხულიგანას ერთი წევრიც შეუამხანაგა, მატჩის ბოლო დარტყმით ძლია საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "ლელო"  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
2-09
20:15

მანდელას სინისთვის

   სამხრეთის "სამი ერის" ბოლოსწინა, მერვე შაბათს მთიანეთში კიდევ რომ შეიბმებიან აფრიკა და ავსტრალია, მოგებული "მანდელას სინს" ჩაიბარებს და ზელანდიის კვალადაც დააფინიშებს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა
ხუთ
2-09
01:35

ფინალში *ამერ - იმერი*

   ოთხშაბათ საღამოს, პირველი *შავი ზღვის თასის* დასკვნით პულურ რაუნდში, ლიდერებმა - *ბათუმმა* და *ლელომ* დამაჯერებლად, პრემიით რომ ძლიეს ბოლო ადგილებზე მყოფი მეტოქენი, გავიდნენ კვირის ფინალში, რომელიც ვაკეში 18 საათზე დაიწყება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
1-09
15:50

8-გვარი გლობალ-სეირი

   უქმეებზე ისე დახუნძლულია "გლობალის" ოვალური მენიუ, რომ თუ დროულად და სათანადოდ არ დავაკვალიანეთ რაგბის ქალაქელი ქომაგები, უთუოდ რამე გამორჩებათ და გული დაწყდებათ  >>>