ახალი თვის დადგომის გამო
დაცალეთ სარდაფი [Clear History] და დაჰკარით [F5]

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
31-10
[19:40]

ნაბიჯი ელიტისაკენ

   ჭაბუკმა "ბორჯღალოსნებმა" ბელგიაში ევროპის ალაფა მოიგეს და საგაისოდ მსოფლიოსაზე ირაგბებენ; ეროვნული პირველობის პლეი-ოფი ოთხშაბათს, ვაკეში გაჩაღდება; საფრანგეთის ტოპ 14-ში კი შვიდმა ჩვენებურმა უსინბინოდ იბურთავა და ერთი ლელოც შეიტანა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
28-10
23:05

მუშტარი შემოლევიათ

   შვიდი კვირა რომ გავიდა სამხრეთის "სამი ერის" დასრულებიდან, ორი მაქაური, უძღები ბუმბერაზი ჩრდილოურ ლაშქრობასაც მეზობლური, "ბლედისლოუს თასის" ჯახით ხსნის, რომელიც აზიაში თურმე ბოლოჯერ ეწყობა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
27-10
23:50

მსოფლიოზე გასასვლელად

   ჭაბუკ "ბორჯღალოსნებს" ევროპის ალაფიდან მსოფლიოსაზე გასასვლელად შაბათს რუსეთის ძლევაღა ჭირდებათ; მაშინვე აფრიკაში 50-ედ გაიმართება "ქარრის თასის" ფინალი, ზელანდიის პირველობის პლეი-ოფში კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ოთხი ბობოლა დაწყვილდა  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

სამ
26-10
20:50

ფას-დაუდებელი კადრები

   ქართული რაგბის ნახევარ-საუკუნოვანი იუბილისადმი მიძღვნილ ფილმში 1947 წლის, თბილისის ტურნირის ამსახველი, უნიკალური კადრებიც მოხვდა, მაქედან ორი წლის თავზე კი მსგავსი შეჯიბრი კიევშიც, უჩვენოდ მოეწყო და ოვალური ბურთი, იდუმალ მიზეზთა გამო, ბარემ ათი წლით გაუჩინარდა საბჭოთა სტადიონებიდან  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
25-10
20:50

საუკუნე გასულა

   ლიგური რაგბის "ოთხი ერის" სტარტზე ზელანდიამ ბენჯი მარშალის დირიჟორობით გააბურთავა ინგლისი, ავსტრალიამ კი იმაზე ნაკლებით მოუგო პაპუასეთს, ვიდრე ტოტალიზატორები ვარაუდობდნენ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
24-10
[21:25]

შტატების საგზურისათვის

   ჭაბუკმა "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ალაფის სტარტზე პორტუგალია დალახვრეს; "ყოჩებმა" "ვისოლზე" მეორე, შვიდკაცის ჩემპიონობაც მოიპოვეს; საფრანგეთის ტოპ 14-ში კი ნაკრების ორი ლიდერი გაგვისინბინეს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
21-10
22:30

ლიგა - რაგბი - ლიგა

   ვისაც "გლობალზე" რაგბი-ლიგა მოენატრა, გაეხარდება "ოთხი ერის" დაწყება: სანაკრებო სეზონის დასრულებიდან სამი კვირის შემდეგ, ზედიზედ სამ ვიქენდზე ორ-ორ პულურ ბურთაობას ვიხილავთ, 13 ნოემბერს კი შოუს ფინალი დაამშვენებს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
20-10
23:25

რა ლომუ, რის ყივჩაღი!

   ზელანდიამ ჩრდილოურ ტურნეზე წასაყვანი რაზმი რომ დაასახელა, ერთადერთი ახალბედა ნალიგარი სონი-ბილ ვილიამსი აღმოჩნდა; შინ ჩემპიონმა ქენთებრიმ შეინარჩუნა "რანფერლის ფარი" და პლეი-ოფშიც გავიდა, აფრიკას კი ფალავანი ახალი ეყოლება, რაკი "ბულზმა" წააგო "შარქსთან" მატჩი, რომლის დაწყებაც ფუტკრების გამო დაგვიანდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
19-10
23:35

ვინ უნდა გააშველოს?

   უსიამო საზრუნავი მოუმრავლდა კავშირს: თითქო ხარები - არმაზის კაცთა მუშტი-კრივი არ კმაროდა და ახლა უფროს ჭაბუკთა ლიგის ფინალიც "დაამშვენა" ყოჩები - ჯიქების ჩხუბმა, რომელიც "ვისოლის" ტრიბუნებსაც მოედო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
18-10
21:35

კვირასღა გაილაღეს

   ზეპური საკლუბო ევროპული "ჰაინეკენის თასის" მეორე რაუნდში მოგებულები თავიდან უპრემიოდ რჩებოდნენ, მაგრამ კვირას თამაში გახურდა და მეოთხე ლელო ყველგან დაიდო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
14-10
22:45

ფარი ფრიად პატივშია

   აფრიკის "ქარრის თასზე" შაბათ საღამოს ბობოლათა წყვილი ნახევარ-ფინალია; ზელანდიაში "რანფერლის ფარი" სამხრეთ კუნძულზე დარჩა; ინდოეთში კი, "ბრიტანეთის თანა-მეგობრობის" თამაშებზე, შვიდკაცა ისევ კივებმა მოიგეს  >>>

შემდეგი

მატიანე
წინა

ოთხ
13-10
22:
00

შარის შიშმა აბურთავათ?

   გიგა დვალი 1937 წლის გაზაფხულზე დაესწრო სასწავლო შეკრებას, მაგრამ რეპრესიებმა რომ შეიწირა საკავშირო რჱგბის უფროსობა, შინ მობრუნებულ სტუდენტს აღარ შეუქმნია გუნდი, რომელსაც მოსკოვში საბურთაოდ ჩაიყვანდა. გამოხდა აქედან ორ-ნახევარი წელი და რჱგბი მაინც მოეწყო თბილისში, ოღონდაც, როგორც თავად დარწმუნდებით, ისევ შარის შიშით  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
12-10
22:25

თადარიგიანად შეიტყობენ

   სამშაბათს, ეროვნული პირველობის წრიული სტადიის ფინიშზე, მანამდელი ლიდერის, "აიას" სამივე მდევარმა რომ იმარჯვა, თითო ადგილით აღზევდა. ჰოდა, ნოემბერში, "ბზის თასის" პლეი-ოფის სტარტზე, ჩემპიონ "ლელოს" "ლოკომოტივი" შეერკინება დიდ ფინალში პირდაპირ გასასვლელად, ქუთაისს კი "ვისოლ ყოჩები" მიიღებს და ამ წყვილში წაგებული სეზონს უმედლოდ დაასრულებს  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
11-10
21:35

რომელი ლიგა ჯობს?

   ზეპური, ევროპული, საკლუბო "ჰაინეკენის თასის" სტარტზე ფრანგულმა ტოპ 14-მა ოთხიდან სამი შებმა მოუგო ინგლისურ "ავივას, მაგრამ სამიდან ორი წააგო კელტურ "მაგნერზთან"  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
7-10
23:35

ნაცნობ გარემოში

   ეროვნულ პირველობაზე ხუთშაბათს სამი მდევარი ერთბაშად გადაახტა ლიდერ ყოჩებს; ბათუმი უმაღლესიდან გავარდა; პირველ ლიგაში ფინიში მუღამიანი გველის; ჭაბუკთა პლეი-ოფი კი წვიმამ შეაფერხა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
6-10
21:50

პრივილეგიისთვის იბრძვიან

   აფრიკის "ქარრის თასზე" პლეი-ოფამდე ერთი რაუნდიღაა გასამართი, ზელანდიის "აი-თი-ემ ქაფზე" სამი, ევროპაში კი ზედიზედ ორ ვიქენდზე "ჰაინეკენი" და "ემლინ ჩელენჯი" რომაა, საფრანგეთის, ინგლისისა და კელტეთის ლიგებში უქმეებია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
4-10
23:15

პირველებმა იპირველეს

   ვიქენდზე ვარსკვლავთა განლაგება ფავორიტებს რომ წყალობდა, რაგბის მსგავსი ორი თამაშის სამ ზეპურ ლიგაში პირველმა ნომრებმა დამაჯერებლად მოიგეს "დიდი ფინალები" და თან ნავსებიც გატეხეს: ნრლ-ში "დრეგონზმა" 31, აფლ-ში "ქოლინგვუდმა" 20, ხოლო სლ-ში "ვიგანმა" 12-წლიანი  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
3-10
21:35

ფოთში გადაიპატიჟეს

   შაბათს საქართველოსა და საფრანგეთის პირველობებზე ლიდერები შეიცვალნენ; უმაღლესში მოწინავე ოთხეული გაირკვა და პირველიდან მანდვე ასვლა დაიბევა გორმა; ჭაბუკთა ლიგებში კი უფროსები ერთი რაუნდით უსწრებენ უმცროსებს  >>>