ახალი თვის დადგომის გამო
დაცალეთ სარდაფი [Clear History] და დაჰკარით [F5]

შემდეგი

მსოფლიო თასი
წინა

სამ
30-11
23:
05

რაგბეთმა ისიამოვნა

   ზეპური ჩრდილოური ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე ზელანდიამ უელსი მაინც დააშამათა და ბრიტანული სლემი გაასრულა; ავსტრალია საფრანგეთმა შერკინებაში აბუჩად კი აიგდო, მაგრამ "ლე ბლე" ბურთაობაში გაპამპულავდა და 43 ქულით მოისრა, ხოლო აფრიკამ მეთოდურად გამოუყვანა წირვა ტრავმებ-მიძალებულ ინგლისს  >>>

შემდეგი

მსოფლიო თასი
წინა

ორ
29-11
22:45

შევერკინოთ პამერსთონში!

   საქართველო შტატების ჯობნით ირბ-ის რეიტინგში ერთი საფეხურით, მე-15 ადგილამდე აღზევდა, რუმინეთმა კი შინ ურუგვაი რომ დაჯაბნა, მსოფლიო თასის ბოლო საგზური მიიღო და პულში ჩაგვიჯდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
28-11
20:10

ღონითა და მეკოს ოინებით

   სასწაულად გაიმარჯვეს "ბორჯღალოსნებმა" - წამატებულ დროში, უკანასკნელ შერკინებაში დაადედლეს "არწივები" და ბურთი წაართვეს, მატჩის გმირმა მეკო კვირიკაშვილმა კი ჯერ შორი, კადნიერი პასი მიაწვდინა ლექსო გუგავას, მერე კი მარჯვნიდან თავად გარდასახა ლელო და სტადიონი გადარია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
26-11
23:10

ოლიმპიურთა წინააღმდეგ

   ჩვენი რაგბის თემი სეზონს ფრიად ორიგინალურად ხურავს - "ბორჯღალოსნები" შაბათს, დღის ორზე, ეროვნულზე ეტესტებიან "ამერიკელ არწივებს, რომლებიც, ლიანგს გაუკვირდება და, ოლიმპიური ჩემპიონები არიან  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
25-11
23:30

გახდება სამგზისა?

   ზეპური ჩრდილოური ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე, 2008 წლის თარგის მიხედვით, ჯერ ინგლისი ხვდება აფრიკას, მერე უელსი ზელანდიას, ბოლოს საფრანგეთი ავსტრალიას, "წლის მორაგბე" კი ოთხშაბათსღა, 1 დეკემბერს აირჩევა ექვსი ნომინანტიდან  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
24-11
20:35

გახარებულთა გამოხმაურება

   ტელევიზიებს, გაზეთებსა და საითებს ნუ ეწყინებათ, მაგრამ "ბორჯღალოსანთა" ავან-ჩავანი ყველაზე მსუყედ "თბილისის ფორუმის" რაგბის განყოფილებაში ირჩევა. აქ თავს იყრის თამაშზე გადაგებული ხალხი და ისე მცოდნედა და კეთილ-განწყობილად პოსტავს, როგორც რომ ოვალურ-ბურთა სპორტის ვაჟკაცურ ბუნებას შეეფერება  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
22-11
23:25

ავდარში სქოთური ჯიგრით

   ზეპური ჩრდილოური ტესტების შუა ვიქენდზე შოტლანდიამ ჯიგრით ძლია უფანტაზიო აფრიკა; ირლანდია ებურთავა ზელანდიას, მაგრამ ვერაფერი დააკლო; ავსტრალიის შერკინება იტალიაშიც შერცხვა, უელსი კი ფიჯთან ფრეს გამორჩა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
21-11
19:35

გამარჯვებიანი დასაწყისი

   გულღია სქოთის, რიჩი დიქსონის ზეობაც გამარჯვებით გახსნეს ბორჯღალოსნებმა - ნაცად ყაიდაზე, ფორვარდული ჭიდილით ძლიეს კანადა, ვინც აქამდე ჩამოსულთაგან განსხვავებულად ირაგბა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

პარ
19-11
[
23:
50]

"ქართუს" მადლობა!

   ხუთშაბათს დაწყებული ქართული რაგბის ზეიმი შაბათს უნდა გაგრძელდეს: "შევარდენის" გახსნით გახარებულმა "ბორჯღალოსნებმა" კანადას უნდა დაუმტკიცონ, რომ შარშან, "ჩერჩილზე" იმადღა წააგეს, რომ კოლორადოში საუკეთესო რაზმით ვერ ჩავიდნენ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
18-11
24:
00

ათის ნახევრიდან

   ზეპური ჩრდილოური ტესტების შუა, მეორე ვიქენდზე შეგვიძლია "ეროვნულზე" გემოზე ვუყუროთ საქართველო - კანადის ნანატრ ტესტს, სათანადო მოლხენის შემდეგ კი დინჯად გავწიოთ შინისკენ, სადაც საღამოს ექვსიდან ორი ისე-რა სეირი გველის, ხოლო პროგრამის თვალი, ირლანდია - ზელანდია, ათის ნახევარზეა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
17-11
23:35

13-კაცაშიც თავდაყირა

   ტასმანის ზღვით გამიჯნულმა მეზობლებმა ერთურთს როლები გაუცვალეს: თუ ირბ-ულ რაგბში ავსტრალიამ "აზიურ ბლედისლოუზე" ბოლო შეტევით ძლია ზელანდია, კივებმა 13-კაცა ლიგურში ასევე იმარჯვეს "ოთხი ერის" ფინალში  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
16-11
23:50

სიმარდით იქეთ აჯობეს

   ზეპური ჩრდილოური ტესტების სამიდან პირველ ირბ-ულ ვიქენდზე ინგლისმა ეშხიანად დააშამათა ავსტრალია; აფრიკამ მესამე მეოთხედშიღა გაუსწრო უელსს და ბოლოს თავიც დაიცვა; ხოლო ზელანდიამ ბეკებით გააბურთავა უმწეო შოტლანდია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
15-11
22:55

მოედნის პირას იდება

   ვიდრე კავკასიამდე ჩამოაღწევენ, კანადამ იოლად, ხოლო შტატებმა გაჭირვებით იმარჯვა ევროპის დასავლეთ კიდეზე, მსოფლიო თასის ბოლო საგზურის მაძიებელ რუმინეთს კი ურუგვაი ბოლომდე ეომა და საპასუხო, ბუქარესტის რკენის წინ, ანგარიში გაუფრევა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

კვი
14-11
[20:40]

ბზა დაიბრუნეს

   თბილისური რაგბის კოლორიტმა, "ლოკომოტივმა" ვერ იგუა გაჭიანურებული უტიტულობა, დიდ ფინალში "ლელოს" ძლევით დაიბრუნა შარშან დაკარგული ჩემპიონობა და XXI საუკუნეში მეშვიდედ შემართა "ბზის თასი"  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
11-11
23:15

კივები შფოთავენ

   ჩრდილოური ტესტების სამიდან პირველ ვიქენდზე, როცა ნეტარი "ექვსი ერის" ყოველი წევრი სათითაოდ მასპინძლობს სამხრეთელს, "შოუ სპორტებზე" ოთხ მატჩს ცოცხლად ვიხილავთ, მთავარი სარაზმო სიახლეები კი კვაჭებს ეხებათ: ზელანდიას დაუსაჯეს კევენ მეალამუ; ავსტრალიას დაუბრუნდა სთივენ მური; ინგლისმა კი დააწინაურა დილან ჰართლი  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
10-11
23:00

ზელანდიური კონტრასტები

   მაყურებელს ვარსკვლავი რომ იზიდავს, გასულ ვიქენდზე ზელანდიაში დამტკიცდა: უ-ოლ-ბლექებოდ გამართული შინაური რაგბის ფინალი ლამის ცარიელ სტადიონზე ჩატარდა, მაშინ როცა რაგბისვე მსოფლიო თასის მთავარი არენა ლამის პირამდე შეივსო 13-კაცა ლიგის სანაკრებო მატჩზე, რომელიც სატურნირო ჭრილში უაზრო იყო  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
9-11
22:3
5

ეგეთი ჰითი აკრძალულიაო

   ზეპური ჩრდილოური ტესტების ნულოვან ვიქენდზე "სამმა ერმა" სამივეგან იმარჯვა: ზელანდიამ თავიდან გააბურთავა ინგლისი და მერე თავი მედგრად დაიცვა; უელსმა ავსტრალიას შერკინება გაუთახსირა, მაგრამ ოზებმა თამაშით გააპამპულავეს კელტები; აფრიკამ კი ავდარში ფორა რომ გაფლანგა, ირლანდია კინაღამ ფრეს გამორჩა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
8-11
22:40

იგივენი, ვინაც თასზე

   "ლოკომოტივმა" ორშაბათს რომ ძლია "ვისოლ ყოჩები, ეგრე გამოვიდა, რომ ეროვნული პირველობის ფინალი წლევანდელივე თასის ფინალის რე-მატჩი იქნება, ბორჯღალოსან ბურჯთა ასპარეზზე, საფრანგეთის ტოპ 14-ში კი ნოემბერის ტესტების გამო ერთ-თვიანი შესვენება გამოცხადდა  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ხუთ
4-11
22:45

მოიმარჯვეთ პულტები!

   შაბათს ზეპური, ჩრდილოური ტესტები გემრიელად იწყება: "ირბ-ული სარკმლის" გარეთ, ნულოვან ვიქენდზე, სამხრეთის "სამი ერი" ევროპის "ექვსი ერის" სამ უკეთეს ბრიტანულ გუნდს ებურთავება და "გლობალზე" ყველაფერს ცოცხლად ვუცქერთ  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ოთხ
3-11
[23:20]

რეიტინგის შესაბამისად

   ეროვნული პირველობის პლეი-ოფის საწყისი რაუნდის ორივე მატჩი რეიტინგის შესაბამისად დასრულდა: ჩემპიონმა ლელომ ძლია ლოკომოტივი და დიდ ფინალში პირდაპირ გავიდა, ვისოლ-ყოჩებმა კი ქუთაისის აია გამოთიშეს შეჯიბრს და ლელოსთან რკენის უფლებას ლოკოს შეეცილებიან  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

სამ
2-11
21:55

ქარრიდან სლემის გასაჩარხად

   აფრიკაში, ევროპული ტურნეს წინ, "შარქსმა" რომ შემართა "ქარრის თასი, მისი ნორჩი მგეზავი "ბოკეში" აიყვანეს; ზელანდიაში ნახევარ-ფინალები ლელო-უხვი გამოვიდა, ლიგის "ოთხ ერზე" კი, წრის ფინიშზე, ოქლენდში წყვილი ჯახია  >>>

შემდეგი

რაგბი
გლობალზე
წინა

ორ
1-11
22:
40

ვოლაბური სასწაული

   ავსტრალიის უსისხლო თაობა ბოლოს და ბოლოს რომ გახელდა, "აზიურ ბლედისლოუზე" სირენის შემდეგ დაალელოვა ზელანდია, გარდასახვაც გაუტანა, კივებთან 10-წაგებიანი ნავსი გატეხა და სარეკორდოდ მომართულ "ოლ ბლექსს" გამარჯვებათა წყება 15 ტესტზე დაუსრულა  >>>