ბორჯღალოსნები

27-12

"ოლიმპური" შეჯამება

  წლის მთავარი შეჯიბრი, მსოფლიოს თასი შორეულ ახალ ზელანდიაში მოეწყო

13-12

კივს ვისარდლებთ

  "ბორჯღალოსნების" ახალ გურუდ ზელანდიელი მილთონ ჰეიგი შეიგულა კავშირმა, ფრანგი ბერნარ ლაპასე კი მსოფლიოში რაგბის განმგებელ ორგანოს, ირბ-ს მეორე ოთხ-წლიანი ვადითაც უთავკაცებს

18-11

ჭირი იქა, ლხინი აქა

  წმინდა გიორგის წითელი ჯვრით შემკული, თეთრი დროშის მქონე ორ ქვეყანაში, რაგბის ნაკრების თავ-კაცის პოსტი ერთურთის მიყოლებით გახდა ვაკანტური: ოთხშაბათს გადადგა ინგლისის მენეჯერი მარტინ ჯონსონი, ერთი დღით ადრე კი ჩვენმა კავშირმა გამოაცხადა, რომ ჭარმაგ რიჩი დიქსონს შემდეგ ციკლში ახალგაზრდა გურუ შეცვლის

04-10

ავტორიტეტული შეფასებანი

  "ბორჯღალოსნებმა" ზელანდიაში რიგიანად იასპარეზეს: თავი არ დაუზოგავთ; რუმინეთი ძლიეს და დანარჩენ სამ გრანდსაც გულიანად ეომნენ, რითაც სრულიად რაგბეთს კიდევ დაუმტკიცეს, რომ იზრდებიან და ამდენად, უკეთესი სათამაშო გარემო ეკუთვნით

02-10

მოგებული ტაიმი

  "ბორჯღალოსნებმა" ბოლო ზელანდიური თამაში მეორე ტაიმშიღა წააგეს არგენტინასთან; მამაცი შოტლანდია ეომა ინგლისს, მაგრამ მაინც დამარცხდა; ტონგამ სენსაციურად გაასაღა ბობოლა საფრანგეთი, შოუს კი ერთბაშად რამდენიმე ვარსკვლავი გამოეთიშა

30-09

ღირსება რომ ფასობს

  კვირას, გამთენიისას, საქართველო არგენტინას გადახალისებული რაზმით ერაგბება; აფრიკასთან წაგებული სამოა მსაჯობით უკმაყოფილოა, იტალია კი პულური სტადიის ფინიშზე თუ ძლევს ირლანდიას, პლეი-ოფში პირველად გავა

28-09

ბრძოლით, ოღონდაც დამაჯერებლად

  საქართველომ ოთხწლედის მთავარ შეჯიბრზე, მსოფლიო თასზეც დაამტკიცა, რომ დღესდღეობით სჯობს რუმინეთს, რასაც მასთან ფინანსურ-უფლებრივი გათანაბრება უნდა მოყვეს, ანუ ლოგიკით გაისადვე უნდა გვერგოს მეტი გრანტი და უკეთესი მეტოქე

27-09

რაგბეთის თვალწინაც

  ოთხშაბათს რუმინეთთან მოგება გვმართებს. მეტოქეც აცხადებს, რომ მისთვის ჩვენთან რკენა მსოფლიო თასის ფინალია, სხვაფრივ კი ზელანდიაში ორი თვალ-სასეირო მატჩიც ჩატარდა და ორმა გუნდმა პროგრამა ამოწურა

26-09

მარქაფიდან დააწინაურეს

  რუმინეთთან ოთხშაბათს სარკენად ინგლისთან ნათამაშარ 15-ეულში სამი დაშავებული შევცვალეთ, მსოფლიო თასის უსუსტესი მონაწილე, ნამიბია კი ზელანდიიდან ოთხგზის წაგებული გაემგზავრება

21-09

ჩოხები ძაან უხდებათ

  სამხრეთიდან ჩრდილოეთ კუნძულზე გადაბარგებული "ბორჯღალოსნები" იქაურებს გაუშინაურდნენ; იაპონიამ მსოფლიო თასზე მესამე მარცხიც იგემა, ავსტრალია კი ბარაქიანი გუნდით ებურთავება შტატებს, ვისაც მოედანზე დუბლი გაყავს

18-09

შესამჩნევად გავზრდილვართ

  "ბორჯღალოსნები" კვირას გულიანად ებურთავნენ რაგბის სამშობლოს და ფანობა მოხიბლეს, შაბათს კი მსოფლიო თასის პირველი სენსაცია მოხდა - ირლანდიამ რომ მოაშთო "სამი ერის" ყოჩი ავსტრალია, პლეი-ოფის ბადე მუღამიანად არია

16-09

ორი ახალი მორკინალიღა

  მსოფლიო თასის მასპინძელმა ზელანდიამ პარასკევის ეულ მატჩში 13-ჯერ დაალელოვა მიამიტი იაპონია, ინგლისმა კი არგენტინა ძლივს რომ ძლია, "ბორჯღალოსნებთან" საკვირაოდ ცხრა კაცი შეცვალა

14-09

თამაში ბერწი, შედეგი საპატიო

  ქართული რაგბის თემის მიერ გადამწყვეტად შერაცხულ სასტარტო რკენაში "ბორჯღალოსნებმა" თავ-დადებისა და ძველ-მოდური ტაქტიკის მეტი ვერაფერი დაუპირისპირეს შოტლანდიას და ავდარში სამი გოლით, ანუ ცხრა ქულით დამარცხდნენ

13-09

მორიგი საეტაპო ჯახი

  14 სექტემბერი ვინძლო გამორჩეული დღე გახდეს ქართული რაგბისთვის: თუ "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასის სტარტზე ძლიეს ნაბობოლარი შოტლანდია, ირბ-ის იერარქიულ ხუხულას ერთი აგური ნაღდად გამოეცლება და მერე სხვებიც უფრო გულიანად იბრძოლებენ ოვალური ბურთის სამყაროში თანა-სწორობის დასამკვიდრებლად

12-09

ორი 15-ეული გვყავსო

  მსოფლიო თასზე ოთხშაბათის ჯახის წინ "ბორჯღალოსნებმა" სამი კაცი შეცვალეს, სქოთებმა კი ერთბაშად 11; პირველი რაუნდის შემდეგ რეიტინგში ერთადერთი ძვრა აღინუსხა; ირბ-მა ტელი-რეფის არ-მომკითხველი ინგლისელი მსაჯი დაიცვა, ავსტრალიას კი დროებით გამოაკლდა უმძლავრესი გარემარბი დიგბი იოანე

05-09

კარანგა და პოფირი

  ბევრი იფრინეს თუ ცოტა, ქვეყნის დასალიერ ახალ ზელანდიაში ორშაბათს ჩავიდნენ ჩვენი "ბორჯღალოსნები, სადაც მსოფლიო თასის პირველი ჯახი იქეთა ოთხშაბათსღა, შოტლანდიასთან ელით
17-07 სასტუმროცა და პრემიაც
  უქმეებზე "ბორჯღალოსნებმა" თბილისური შეკრება დაასრულეს და ორშაბათ დილით საფრანგეთში მიფრინავენ
11-07 დიადი მიზნისკენ
  პარასკევს "ბორჯღალოსნებმა" შევარდენზე საჯარო ვარჯიშობა გამართეს
01-07 საწრთობი ოცდა თორმეტი
  ვიდრე "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასისთვის წურთნას შეუდგებიან, უფროსობამ რაზმში 32 მოთამაშეღა დაიტოვა
30-06 ხუთი წლის შემდეგ
  "ერთა თასის" ჩემპიონებს, საქართველოს "ბორჯღალოსნებს" რუსეთის "დათვები" 5-წლიანი პაუზის შემდეგ, 2012 წლის 17 მარტს ჩამოაკითხავენ, მსოფლიო თასზე ჩვენი პულელი მეტოქე, რუმინეთი კი წლევანდელ ვალს 20 აგვისტოს, ლვოვში გაისტუმრებს
20-06 გამოცდილ გუნდს მივავლენთ
  "ბორჯღალოსნების" უფროსობამ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე წასაყვანი 46 კანდიდატის სია რომ გამოაქვეყნა, გაირკვა, რომ 11 ჩვენებურს გლობალურ ფორუმზე მესამედ რაგბობის შანსი ეძლევა, კიდევ ათს კი - მეორედ

19-06

ჯიუტად აღებული მეორე
 

უტეხმა "ბორჯღალოსნებმა" წაგებული მატჩი რომ შემოუბრუნეს ნამიბიას, ბუქარესტში,
ირბ-ის "ერთა თასზე" მეორე ადგილი დაიკავეს

17-06

ლამის უცვლელი უკანა ხაზით
 

კვირას თუ ყველაფერი კარგად აეწყო, ბუქარესტში მიმდინარე ირბ-ის "ერთა თასზე" მესამე ადგილზე დავაფინიშებთ

15-06

სამეულის შანსი
 

ბუქარესტის "არკულზე" მიმდინარე ირბ-ის "ერთა თასის" შუა, მეორე რაუნდში, საცდელი 15-ეულით მოთამაშე "ბორჯღალოსნებმა" წკიპზე დაამარცხეს არგენტინის "პუმათა" დუბლი, "იაგუარები" და არათუ ცხრილის ფსკერს დააღწიეს თავი, არამედ საპრიზო სამეულში დაფინიშების შანსიც გაიჩინეს

14-06

სასპარინგო იერი
 

ოთხშაბათს, ჩვენებურად საღამოს ექვსზე, ბუქარესტის "არკულზე" არგენტინის დუბლს, "ხაგუარონს" ისე ვერაგბებით, რომ წინა მატჩის აქეთ 15-ეულში 11 კაცი შეგვიცვლია; მამუკა გორგოძე საფრანგეთის ტოპ 14-ის საუკეთესო უცხოელ მობურთალად ცნეს, შვიდკაცის "ევრო გრან პრის" გადამკიდე კი უმაღლესი ლიგის განრიგი ხომ აირია და ალბათ თასზეც გადაიდება თამაშები

10-06

უუფლებობითა და უამბობით
 

სავალალო დღეშია ჩვენი რაგბის ქომაგიცა და ოვალურ ბურთზე მწერალიც. "ბორჯღალოსანთა" გასვლითი მატჩის ჩვენება აგერ უკვე ზედიზედ მეორედ რომ ვერ მოხერხდა, უუფლებობითა და უამბობით ხომ დაიტანჯა თემი და გულიც მოუკვდა, როცა შეიტყო, რომ "ერთა თასის" ჩემპიონმა "ქარრის თასის" მეორე ჯგუფის კლუბთან წააგო

09-06

რაზმის დასაზუსტებლად
 

პარასკევს, ჩვენებურად საღამოს რვაზე, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასისთვის იწყებენ სამზადისს - კარგად ნაცნობ ადგილას, ბუქარესტის "არკულზე, ბარაქიანი შემადგენლობით ერაგბებიან გუნდ-გამოცანას, სამხრეთი აფრიკის "კინგზს"

03-06

მესამეზე წასასვლელად
 

კაცთა ნაკრების უფროსობას რუმინეთში, "ირბ ერთა თასზე" გასასინჯად, რვა "გუნდში ხელახლა ხმობილი" და ოთხიც უკეპო მიჰყავს

07-04 სვლა-გეზი შეგვიცვალეს
რუკა ქრაისთჩერჩის მიწისძვრის შედეგად გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებულმა ორგანიზატორებმა მსოფლიო თასის 48 მატჩიდან რვას მოუნაცვლეს ასპარეზი, რის გამოც "ბორჯღალოსნები" სამხრეთ კუნძულს სხვა მარშრუტით მოივლიან

24-03

ჩვენი პირველობა აღიარეს

  "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასის წელი დიდებულად დაიწყეს: "ერთა თასზე" მეოთხედ და თანაც ვადამდე ისე იჩემპიონეს, რომ ფირა აერ-ის ხის ფარზე სიმბოლური სლემი და ოქრო-ცურვილი "ანთიმოზ ივერიელის თასიც" დაავანეს

20-03

მესამე სლემიც!

  ისტორიულ ჯიქეთში მივლინებულმა "ბორჯღალოსნებმა" ავდარში, ჭიდილით ძლიეს გულიანად მებრძოლი რუსეთი და "ერთა თასის" ფარ-დაბევებულებმა, მესამე "დიდი სლემიც" გაასრულეს

18-03

ინტრიგათა თანხლებით
  ვაგლახ, რომ "ერთა თასი" შარით სრულდება. საქმეში არა-სარაგბო ძალთა ჩარევის გამო "ბორჯღალოსანთა" რუსეთში სტუმრობას სკანდალურ-პოლიტიკური ელფერი მიეცა, რამაც მოვლენის სპორტული მხარე ჩრდილში მოაქცია. არადა, ჩემპიონობა-დაბევებულ საქართველოს მესამე სლემამდე ერთი ძალუმი ნაბიჯიღა უკლია

13-03

წყვილი ჯილდო
  უცხო გურუთა მარგი რჩევების გარეშე ანაზდად დარჩენილმა "ბორჯღალოსნებმა" საწყისი ბლიცისა და უზომო თავ-დადების წყალობით მაინც ძლიეს მარადი მეტოქე, რუმინეთის "მუხები" და "ანთიმოზ ივერიელის თასი" ჩამოართვეს, მერე კი პორტუგალია ესპანეთში რომ დამარცხდა, ჩემპიონებადაც ვადამდე ეკურთხნენ

11-03

ჯერ მოგება, მერე პრემია
  შაბათს, დღის სამზე, ფანობა თვალ-და-თვალ წლეულს ბოლოჯერ იხილავს საქართველოს "ბორჯღალოსნებს, რომლებიც რუმინეთის ძლევით "ანთიმოზ ივერიელის თასს" დაიბრუნებენ, მეოთხე ლელოს დადებით "ერთა თასზე" ვადამდე იჩემპიონებენ, ირბ-ის რეიტინგში გადაასწრებენ კანადას და მსოფლიო თასს გულ-მიცემულნი შეხვდებიან

07-03

FM 102.4ზე მობილურით!
  "ბორჯღალოსნებმა" ვიქენდზე პირნათლად მოიხადეს ფრანგული საკლუბო ბეგარა და სამშობლოში უკლებლივ გამოცხადდნენ, რათა შაბათს რუმინეთი პრემიით ძლიონ და "ერთა თასი" დაიბევონ

27-02

მიღწეულს დააფასებენ

  "ბორჯღალოსნებმა" აგვაფორიაქეს: გვარიანი უპირატესობის მიუხედავად წესი რომ ვერაფრით აუგეს "ლობუშს" და წამატებულ დროშიც უეცრად აიჭრნენ, ჩვენდა ბედად, მეტოქის კიკერმაც იდედლა. ჰოდა, ერთი ქულით მაინც მოვიგეთ და თუ შინ რუმინეთს პრემიით ვძლევთ, "ერთა თასზე" ვადამდე ვიჩემპიონებთ

25-02

ჯახით, ზე-ძალისმიერად!
  შაბათს, ჩვენებურად შვიდზე, ევროპის იქეთა კიდეზე,  "ერთა თასის" გადამწყვეტი რკენაა: ქართველი "ბორჯღალოსნები" გამოცდილი რაზმით შეებმებიან სხარტ პორტუგალიას, ვინც ორი მართლ-მადიდებელი ქვეყანა უკვე ძლია და მოგებათა გასამებას ეცდება

21-02

"მოამბეს" ემთხვევა
  შაბათს, საღამოს შვიდზე, მდევარ პორტუგალიას ლისაბონში ვეთამაშებით. მსაჯობს გამოუცდელი იტალიელი პასაკანტანდო

13-02

ბითუმად გაუმჯობესდა
  "ერთა თასი" ეგზომ ძალუმად არასოდეს დაუწყიათ ჩვენს "ბორჯღალოსნებს:
სტარტზე უკრაინის დარბევა არ იკმარეს და 15 უცხოელის მყოლი ესპანეთიც ეგრევე სასტიკად მოსრეს

11-02

უფრო გულიანად
  "ერთა თასს" პირველი რაუნდის შემდეგ ერთ-პიროვნულად ვლიდერობთ, მაგრამ ესპანეთმა ბითუმად რომ აიმატა ფრანგები, უწინდელზე უფრო გულიანად დაგვეჭიდება. ჰოდა, ვაკეში შეკრებილსა და ტელევიზორებთან მიმსხდარ ფანობას მაგარი სეირი ელის

 6-02

ბეკებით გავილაღეთ
  "ბორჯღალოსნებმა" სეზონი 10-ლელოიანი გამარჯვებით გახსნეს და რაკი პირენეებზე მოგებულები უპრემიოდ დაშვრნენ, საქართველო "ერთა თასზე" ერთ-პიროვნულად დაწინაურდა

 4-02

მინიმუმ ოთხის გასატანად
  შაბათს "ერთა თასის" მე-12 სეზონი ვაკეში იხსნება: მსოფლიო თასზე მესამედ გასული საქართველო დღის სამზე (15.00) ხვდება ელიტაში მეორედ ამოსულსა და მეორედვე გავერანებულ უკრაინას
31-01 ფითსი მრჩევლად და დესპანად!
  უქმეებზე გვეწვია მსოფლიო რაგბის ლეგენდა, ზელანდიელი კვაჭი შონ ფითსპატრიქი და ბორჯღალოსნებს მრჩევლადა და დესპანად დაუდგა, საფრანგეთის ტოპ 14-ში კი შვიდმა ჩვენებურმა გასწია ბურჯის მძიმე ჭაპანი

<<<     2010    2009    2008    2007    2006    >>>