ირბ და მსოფლიო თასი

27-12

"ოლიმპური" შეჯამება

  წლის მთავარი შეჯიბრი, მსოფლიოს თასი შორეულ ახალ ზელანდიაში მოეწყო

13-12

კივს ვისარდლებთ

  "ბორჯღალოსნების" ახალ გურუდ ზელანდიელი მილთონ ჰეიგი შეიგულა კავშირმა, ფრანგი ბერნარ ლაპასე კი მსოფლიოში რაგბის განმგებელ ორგანოს, ირბ-ს მეორე ოთხ-წლიანი ვადითაც უთავკაცებს

03-11

თედი მორჭმული წავიდა

  მსოფლიო თასის შინ მომგები "ოლ ბლექსის" ჭარმაგი გურუ, გრემ ჰენრი პოსტიდან მორჭმული გადადგა; ფინალში "ჰაკაზე" წინ-სვლისთვის ფრანგები დააჯარიმეს; ზელანდიამ კი საგაისო ზე რაგბის რაზმებიც დაამტკიცა

25-10

ზელანდია კენწეროში!

  მოიგო რა მსოფლიო თასი მეორედ, ახალი ზელანდია გაუტოლდა სამხრეთელ პარტნიორებს - ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკას, ხოლო საქართველომ ჯამურ ცხრილში ორი საფეხურით მაღლა აინაცვლა

24-10

კივ ფალავანთა აღლუმი

  მსოფლიო თასის ახალმა მფლობელმა, ახალმა ზელანდიამ ოქლენდში აღლუმი გამართა; ირბ-მა წლის მორაგბედ საფრანგეთის კაპიტანი, ტიერი დიუზოტუარი სცნო; შინ კი არმია შეიქნა "ბზის თასის" პირველი ფინალისტი

23-10

უძნელესად, ერთი ქულითღა

  VII მსოფლიო თასის ფინალში მასპინძელმა ზელანდიამ უმძიმეს ბრძოლაში ერთი, კინკილა ქულითღა მოუგო სრულიად რაგბეთის მიერ ათვალწუნებულ საფრანგეთს და "ვებ ელის ტროფი" 24 წლის შემდეგ დაიბრუნა

21-10

მესამენი პირველად

  კვირას, ჩვენებურად შუა დღეს, რაგბის VII მსოფლიო თასის ფინალში ფავორიტი და მასპინძელი, ზელანდია ამოუცნობ მეტოქეს, საფრანგეთს შეერკინება, პარასკევს კი ტრავმებ-მიძალებულმა ავსტრალიამ მაინც, და თანაც პირველად, დაიკავა მესამე ადგილი

20-10

რა დროს არჩევნებიაო

  შორეულ ზელანდიაში პარასკევსა და კვირას მსოფლიო თასის ფინალებია, ჩვენში კი შაბათს "ბზის თასის" პლეი-ოფი იწყება

19-10

შარპი და კივი გურუნი

  პარასკევს, ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზე, მსაჯისგან ნახევარ-ფინალში დაჩაგრული უელსი ბრინჯაოს მედალზე ეთამაშება მეტოქის მიერ დაჯაბნილ ავსტრალიას

17-10

რაგბეთის ჯინაზე?

  მსოფლიო თასის ფინალს აფრიკელი ქრეგ იუბერი განსჯის; ირბ-ის მაგინებელ სამოელს, ელიოტა ფუიმაონო-საპოლუს პირობითი სასჯელი შეეფარდა, რაგბეთი კი კიდევ კარგა ხანს ვერ მოინელებს უელსის კაპიტნის, სემ ვორბერთონის სათუო გაძევებას

16-10

შერკინებით დათრგუნეს

  მსოფლიო თასის ჩრდილოურ ნახევარ-ფინალში საფრანგეთმა მსაჯის სათუო განჩინების წყალობით ძლია უელსი, ვინც ქიქერებმაც დააღალატეს, სამხრეთულში კი შეჯიბრის მასპინძელმა ზელანდიამ ყოველ-მხრივ დაჯაბნა მეზობელი ავსტრალია

14-10

ათწლეულის მთავარი

  მსოფლიო თასის სამხრეთული, კვირის ნახევარ-ფინალი მეზობლური ჯახია, რომლის წაგებასაც ზელანდიას ერი და ბერი ვერ აპატიებს, ავსტრალიას კი, ფულადი პრემიის მეტი, დასაკარგი არც არაფერი აქვს

13-10

მოთელვაზე გაირკვევა

  შაბათს, ჩვენებურად დღის თორმეტზე დანიშნულ პირველ ნახევარ-ფინალს ორი ევროპული გუნდი, საფრანგეთი და უელსი ახალი ქიქერით ხვდება

12-10

ყოჩს არაფერი უჭიროსო

  უქმეებზე ზელანდიაში მსოფლიო თასის ნახევარ-ფინალებია, საქართველოში კი უმაღლეს და პირველ ლიგათა ბოლო რაუნდი

10-10

თანასწორობა მერვე თასზე?

  ირბ-ის თანახმად, მსოფლიო თასის მეოთხედ-ფინალებში უწინდელზე ცოტა ქულა მოგროვილა, ბობოლა გუნდების უფროსობას კი მახვშთათვის ურჩევია, ფინალში 20 გუნდი დავიტოვოთ და 2015 წელს განრიგიც ისე ჩამოვქნათ, რომ ყველამ თანაბრად დავისვენოთო

09-10

ააფრინე ალალიო

  მსოფლიო თასის მფლობელი, სამხრეთი აფრიკა ახალ ზელანდიაში მიმდინარე შეჯიბრს მეოთხედ-ფინალში გამოთიშა ავსტრალიამ, ვინც ბარემ 50-წუთიან მიძალებას გაუძლო, ვითომც შინა-აშლილმა საფრანგეთმა კი მოუქნელი ინგლისი კოხტად გააბითურა

07-10

ვინ ვის: მობურთალი თუ მოჭიდავე?

  მსოფლიო თასზე სამხრეთული, კვირის მეოთხედ-ფინალები მობურთალთა და მოჭიდავეთა შეჯიბრი იქნება, რაღაი ავსტრალია და ზელანდია აფრიკა - არგენტინას ემბიან

06-10

მინი "ექვსი ერი"

  შაბათს მსოფლიო თასზე ევროპული მეოთხედ-ფინალებია, რაც იმას მოასწავებს, რომ გაჩაღდება ჯგუფური ჭიდილი, ტაქტიკური ფეხოსნობა და მეტოქის შეცდომის დალოდება

05-10

სამოელი ირბ-ს აუჯანყდა

  უქმეებზე მსოფლიო თასის მეოთხედ-ფინალებია: შაბათს ორი ევროპული წყვილი შეიბმება, კვირას კი - სამხრეთში გაისად დასაწყები "ოთხი ერისა. სხვაფრივ, ირბ-მა პულური სტადიის შემდეგ სასჯელები ჩამოარიგა და მაგინებელი სამოელი მოთამაშეც საქმის გასარჩევად დაიბარა, მაგრამ ეს ტრიბუნალზე არ გამოცხადდა

04-10

ავტორიტეტული შეფასებანი

  "ბორჯღალოსნებმა" ზელანდიაში რიგიანად იასპარეზეს: თავი არ დაუზოგავთ; რუმინეთი ძლიეს და დანარჩენ სამ გრანდსაც გულიანად ეომნენ, რითაც სრულიად რაგბეთს კიდევ დაუმტკიცეს, რომ იზრდებიან და ამდენად, უკეთესი სათამაშო გარემო ეკუთვნით

03-10

თითო ლელო სამ მატჩში

  "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასზე პულში მეოთხე, 20 გუნდში კი XV ადგილი დაიჭირეს, ხოლო ოთხიდან სამ მეოთხედ-ფინალს სამხრეთელი რეფი გაუძღვება

02-10

მოგებული ტაიმი

  "ბორჯღალოსნებმა" ბოლო ზელანდიური თამაში მეორე ტაიმშიღა წააგეს არგენტინასთან; მამაცი შოტლანდია ეომა ინგლისს, მაგრამ მაინც დამარცხდა; ტონგამ სენსაციურად გაასაღა ბობოლა საფრანგეთი, შოუს კი ერთბაშად რამდენიმე ვარსკვლავი გამოეთიშა

30-09

ღირსება რომ ფასობს

  კვირას, გამთენიისას, საქართველო არგენტინას გადახალისებული რაზმით ერაგბება; აფრიკასთან წაგებული სამოა მსაჯობით უკმაყოფილოა, იტალია კი პულური სტადიის ფინიშზე თუ ძლევს ირლანდიას, პლეი-ოფში პირველად გავა

29-09

ეგ თასი გვაზარალებსო

  მსოფლიო თასზე ბოლო, მეხუთე პულური რაუნდი პარასკევს იწყება. აფრიკა სამოასთან კაპიტანს ასვენებს; ავსტრალიამ რუსეთთან გარემარბად მორკინალი დაიყენა; ინგლისს შოტლანდიასთან ჯონი ვილქინსონი დაგეზავს, ზელანდია კი დემაგოგიურად წუწუნებს, ბობოლები თასზე მონაწილეობით ვზარალობთო

28-09

ბრძოლით, ოღონდაც დამაჯერებლად

  საქართველომ ოთხწლედის მთავარ შეჯიბრზე, მსოფლიო თასზეც დაამტკიცა, რომ დღესდღეობით სჯობს რუმინეთს, რასაც მასთან ფინანსურ-უფლებრივი გათანაბრება უნდა მოყვეს, ანუ ლოგიკით გაისადვე უნდა გვერგოს მეტი გრანტი და უკეთესი მეტოქე

27-09

რაგბეთის თვალწინაც

  ოთხშაბათს რუმინეთთან მოგება გვმართებს. მეტოქეც აცხადებს, რომ მისთვის ჩვენთან რკენა მსოფლიო თასის ფინალია, სხვაფრივ კი ზელანდიაში ორი თვალ-სასეირო მატჩიც ჩატარდა და ორმა გუნდმა პროგრამა ამოწურა

26-09

მარქაფიდან დააწინაურეს

  რუმინეთთან ოთხშაბათს სარკენად ინგლისთან ნათამაშარ 15-ეულში სამი დაშავებული შევცვალეთ, მსოფლიო თასის უსუსტესი მონაწილე, ნამიბია კი ზელანდიიდან ოთხგზის წაგებული გაემგზავრება

25-09

ზელანდიელი ცენტურიონი

  კვირას არგენტინამ ავდარში თრილერი მოუგო უიღბლო შოტლანდიას; ზელანდიამ წინა დღით დალახვრა უცნაურად შერჩეული რაზმით მოასპარეზე საფრანგეთი, რუმინეთთან მეომარ "ბორჯღალოსანთა" დანომრილი სია კი ორშაბათს, ჩვენებურად დილის თერთმეტის ნახევრამდე (10.30) გამოქვეყნდება

23-09

მოგება ძვირად დაუჯდათ

  ავსტრალიამ პარასკევს კი გააბურთავა შტატები, მაგრამ ხუთი მორაგბეც დაემტვრა, შოტლანდიამ კი არგენტინასთან კვირის გადამწყვეტი რკენისთვის კაპიტანი ალესთერ ქელოქი 22 კაცშიც აღარ ჩაწერა

22-09

ბირთვს საჩვენოდ ასვენებს

  ბრაიან ჰაბანამ ხუთშაბათს ეროვნული რეკორდი რომ დაამყარა, "ბოკემაც" ნულზე მოსრა ნაყმევი ნამიბია; რუმინეთი ბირთვს ჩვენთან საომრად ინახავს, ზელანდიას კი ფრანგებთან საბურთაოდ სამი ოსტატი ხომ დაუბრუნდა და კაპიტანი რიჩი მაკქოუც მეასე კეპს იხვეჭს

21-09

ჩოხები ძაან უხდებათ

  სამხრეთიდან ჩრდილოეთ კუნძულზე გადაბარგებული "ბორჯღალოსნები" იქაურებს გაუშინაურდნენ; იაპონიამ მსოფლიო თასზე მესამე მარცხიც იგემა, ავსტრალია კი ბარაქიანი გუნდით ებურთავება შტატებს, ვისაც მოედანზე დუბლი გაყავს

20-09

სიმართლე მიუღებელი ფორმით

  მსოფლიო თასის ახალბედა რუსეთი 36 ქულით დამარცხდა "ექვს ერში" დაოსტატებულ იტალიასთან; საფრანგეთმა საზელანდიო ღერძად ორი ჰავბეკი შეაწყვილა, სამოელმა ბეკმა კი "თვითერზე" გაჯორვისთვის ირბ-ს ბოდიში მოუხადა და დასჯას გადაურჩა

19-09

ვისაც კი წაუგია

  "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთთან შეყრამდე ცხრა დღე უნდა იუქმონ და ბინაც გამოიცვალონ; ავსტრალიის მჯობნი ირლანდია რეიტინგში ორი საფეხურით აღზევდა; ტრავმებმა ბევრ გუნდს გაუჩინეს საფიქრალი, სამოელმა ბეკმა კი ირბ უსამართლობაში ამხილა

18-09

შესამჩნევად გავზრდილვართ

  "ბორჯღალოსნები" კვირას გულიანად ებურთავნენ რაგბის სამშობლოს და ფანობა მოხიბლეს, შაბათს კი მსოფლიო თასის პირველი სენსაცია მოხდა - ირლანდიამ რომ მოაშთო "სამი ერის" ყოჩი ავსტრალია, პლეი-ოფის ბადე მუღამიანად არია

16-09

ორი ახალი მორკინალიღა

  მსოფლიო თასის მასპინძელმა ზელანდიამ პარასკევის ეულ მატჩში 13-ჯერ დაალელოვა მიამიტი იაპონია, ინგლისმა კი არგენტინა ძლივს რომ ძლია, "ბორჯღალოსნებთან" საკვირაოდ ცხრა კაცი შეცვალა

15-09

ვუნდერკინდი ბრუნდება

  "ბორჯღალოსნები" ინგლისთან მოთამაშე რაზმს პარასკევს გაამჟღავნებენ; ახალბედა რუსეთი მისებრ გოლიათმა, შტატებმა ძლია; ტრიბუნალმა პირველი ცდომილი დასაჯა; მსოფლიო თასს სამი დაშავებულიც გამოეთიშა, მეორე პულური რაუნდის მთავარი ჯახი კი შაბათს, ოქლენდშია

14-09

თამაში ბერწი, შედეგი საპატიო

  ქართული რაგბის თემის მიერ გადამწყვეტად შერაცხულ სასტარტო რკენაში "ბორჯღალოსნებმა" თავ-დადებისა და ძველ-მოდური ტაქტიკის მეტი ვერაფერი დაუპირისპირეს შოტლანდიას და ავდარში სამი გოლით, ანუ ცხრა ქულით დამარცხდნენ

13-09

მორიგი საეტაპო ჯახი

  14 სექტემბერი ვინძლო გამორჩეული დღე გახდეს ქართული რაგბისთვის: თუ "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასის სტარტზე ძლიეს ნაბობოლარი შოტლანდია, ირბ-ის იერარქიულ ხუხულას ერთი აგური ნაღდად გამოეცლება და მერე სხვებიც უფრო გულიანად იბრძოლებენ ოვალური ბურთის სამყაროში თანა-სწორობის დასამკვიდრებლად

12-09

ორი 15-ეული გვყავსო

  მსოფლიო თასზე ოთხშაბათის ჯახის წინ "ბორჯღალოსნებმა" სამი კაცი შეცვალეს, სქოთებმა კი ერთბაშად 11; პირველი რაუნდის შემდეგ რეიტინგში ერთადერთი ძვრა აღინუსხა; ირბ-მა ტელი-რეფის არ-მომკითხველი ინგლისელი მსაჯი დაიცვა, ავსტრალიას კი დროებით გამოაკლდა უმძლავრესი გარემარბი დიგბი იოანე

11-09

გარდამტეხი მარქაფა

  მსოფლიო თასის პირველ ვიქენდზე ჩემპიონმა აფრიკამ წაგებული თამაში შემოუბრუნა ყოჩაღ უელსს; შოტლანდიას გაუსწრო რუმინეთმა, მაგრამ მიამიტობამ დაღუპა; ინგლისმა მდარე შოუში წკიპზე ძლია არგენტინა, ავსტრალიამ კი მეორე ტაიმში ეშხიანად გააბურთავა ღონიერი იტალია და უქულოდ დატოვა

09-09

ბოგანო აღარ მოისრა

  VII მსოფლიო თასის გახსნაში კივებმა თვით ჯონა ლომუ ჩააბეს; პირველ მატჩში ტონგა მაგრად დაუდგა "ოლ ბლექსს" და 31 ქულითღა დამარცხდა, რაუნდი კი კვირას, აფრიკა - უელსის ჯახით სრულდება

08-09

ოქრო-ცურვილი თასისთვის

  პარასკევს, ჩვენებურად დღის თორმეტის ნახევარზე, ოდენ მეშვიდე მსოფლიო თასი იხსნება ახალ ზელანდიაში, რომელიც მართლაც რომ ახალი ქვეყანაა და რაგბში ერთობ ძლიერია

07-09

საუკუნოვანი სასტვენით

  მსოფლიო თასის გამხსნელი რეფი წინამორბედთა ნაქონ სასტვენსა და მონეტას გამოიყენებს; ირბ მსაჯთაგან სიმკაცრესა და თამაშის გაჩქარებას ითხოვს, "სამი ერის" ფინიშზე ხელ-მოცარულმა ზელანდიამ კი უკანა ხაზი საფუძვლიანად შეცვალა

06-09

გარემოთი ტკბებიან

  კავკასიამდეც მოაღწია მსოფლიო თასზე ჩასული "ბორჯღალოსანების" კივთაგან დახვედრის დეტალებმა; მასპინძლებსა და ირბ-საც ბილეთების გაუყიდაობა ადარდებთ, სამმა ბობოლამ კი უკვე გამოაქვეყნა პირველი მატჩის გადანომრილი რაზმი

05-09

კარანგა და პოფირი

  ბევრი იფრინეს თუ ცოტა, ქვეყნის დასალიერ ახალ ზელანდიაში ორშაბათს ჩავიდნენ ჩვენი "ბორჯღალოსნები, სადაც მსოფლიო თასის პირველი ჯახი იქეთა ოთხშაბათსღა, შოტლანდიასთან ელით

02-09

24 პულური, რვაც პლეი-ოფისა

  წლის მთავარ სპორტულ მოვლენას, რაგბის მსოფლიო თასს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ბარაქიანად გააშუქებს - I არხით ექვს-ნახევარ კვირაში 32 მატჩი ცოცხლად გადმოიცემა

01-09

სავარაუდო სცენარი

ახალი პოსტერი ფანობასა და მეტადრე მეფსონეებს მოეხსნებათ, რომ რაგბში სენსაცია (თითქმის) არ ხდება. ჰოდა, თუ ირბ-ის რეიტინგი სწორია, მაშინ მასპინძელმა ზელანდიამ მეზობელი ავსტრალია 23 ოქტომბერს, მსოფლიო თასის ფინალში, 5 ქულით უნდა ძლიოს

29-08

ინგლისელი არა-თეთრები

  ინგლისმა დუბლინური ნავსი გატეხა და ზაფხულის სპარინგებში მეოთხე მარცხიც აგემა ირლანდიას, ზელანდიაში კი, მსოფლიო თასზე, ორშაბათს, პირველი ფიჯი ჩავიდა

26-08

რა ბიჭების ბრალიაო

  მსოფლიო თასის 30-კაცა რაზმი ბოლომ ჩემპიონმა, აფრიკამ გამოაცხადა; საფრანგეთმა ახლავე დანიშნა შემდეგი მწურთნელი, სპარინგები კი ირლანდია - ინგლისის შებმით სრულდება

23-08

ბობოლა საითთა წყალობით

  მსოფლიო თასისთვის 30-კაცა რაზმების გამოცხადების დედლაინი ორშაბათი კი არა, სამშაბათი ყოფილა. განაცხადებს თავი ერთ ფაილად ბობოლა საითმა, "პლანეტმა" მოუყარა, ბითურმა ირბ-მა და მისმა შვილობილმა, შპს "მსოფლიო თასმა" კი ჩვეულად წაიზარმაცეს

10-08

53 ცარიელი უჯრა

  წინა კვირაში მსოფლიო თასის მონაწილენი ჯამური მაჩვენებლებით დავამწკრივეთ, ახლა კი მათი პირისპირ ჯახთა ბალანსების მოტანის ჯერი დაგვიდგა

05-08

მესამედსღა უხარია

  შაბათს, ჩვენებურად დილით (11.35) "სამ ერზე" "ბლედისლოუს თასის" ჯახი ხომაა და საღამოსაც ოთხი ბრიტანული გუნდი მსოფლიო თასის-წინა, წყვილ სპარინგს გამართავს
01-08 უფრო სხარტად და ტევადად
  მსოფლიო თასამდე თვე და კვირაღა რჩება. ოთხი წლის წინ, მეექვსე გათამაშებამდე, წვრილად მოვყვეით აქამდე გამართულები და თითოეულისთვის სრული სტატისტიკაც მოვიტანეთ, მაგრამ მას აქეთ საგაზეთო და საინტერნეთო მოდაც რომ შეიცვალა, ახლებურ, უფრო სხარტსა და ტევად წარდგენას შემოგთავაზებთ
29-07 ფერთა აღრევას ჰგმობენ
  თუმც კავშირი თანახმაა, მაინც შფოთავს ზელანდიის ფანობა, ინგლისს მსოფლიო თასისთვის მეორე ფორმად შავი კვართი და შავივე შორტი რად აურჩევიაო
14-07 რუმინეთის გეგმები და დარდები
  მსოფლიო თასის პულში ჩვენი პრინციპული მეტოქე, რუმინეთი 6-კვირიან შეკრებას შინ მართავს და ბორჯღალოსნებივით "კუგას" კვართში გამოეწყობა, ამ უქმეებზე კი "შვიდკაცა" შეიქნება მესამე ქართული გუნდი, რომელიც ზაფხულში "არკულზე" ირაგბებს
13-07 რეიტინგშიც აღზევდებიან
  ფიჯზე დრამატულად დასრულდა "წყნარი ოკეანის თასი: ტონგას ტიტული თავისი ეგონა, ჯიუტმა იაპონიამ მერვე წამატებულ წუთზე მეოთხედაც რომ დაალელოვა სამ-კაც-ნაკლული მასპინძელი, პრემია აიღო, კონკურენტს პირადი მოგებით გადაუსწრო და პირველად იჩემპიონა
05-07 რომ აღარ იმარჩიელოთ
პოსტერი მოახლოებული მსოფლიო თასის წინ "ბორჯღალოსნებიცა" და უელსიც საჯარო ვარჯიშობებს გამართავენ; ტურნირისადმი მიძღვნილი ქართული, ფერადი პოსტერი "რაგბის სამყაროში" იყიდება; შოტლანდიამ კვართის დიზაინში ოქროს-ფერი გაურია, ინგლისმა კი 45-კაცა რაზმში უცხოეთში დაბადებული 13 მორაგბე ჩაწერა
24-06 თურმე განრიგშიც აბამენ
  ბუქარესტის ტურნირის ბადალი შეჯიბრი, "ჩერჩილის თასი" თურმე ბოლოჯერ მოეწყო და მეექვსედ მოიგო ინგლისის დუბლმა; აზიის "ხუთ ერზე" ტრადიციულად გაიჯეჯილა იაპონიამ, მაგრამ თავს სტიქია რომ დაატყდა, ირბ-მა "წყნარი ოკეანის თასი" ლამის მთლიანად ფიჯზე გადაიტანა
20-06 გამოცდილ გუნდს მივავლენთ
  "ბორჯღალოსნების" უფროსობამ ზელანდიაში, მსოფლიო თასზე წასაყვანი 46 კანდიდატის სია რომ გამოაქვეყნა, გაირკვა, რომ 11 ჩვენებურს გლობალურ ფორუმზე მესამედ რაგბობის შანსი ეძლევა, კიდევ ათს კი - მეორედ
12-05 ათი რეფის ამარა
  მსოფლიო თასის 48 მატჩს 21 მსაჯი გაუძღვება. საბურთაოდ "გილბერთის" ახალ ნაწარმს, "ვეჩუოს" გამოიყენებენ, ბილეთების გაყიდვა კი თუმც გრაფიკს ჩამორჩა, კივებს მაინც ეიმედებათ, რომ ნავარაუდევ დონეს მიაღწევენ
07-04 სვლა-გეზი შეგვიცვალეს
რუკა ქრაისთჩერჩის მიწისძვრის შედეგად გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებულმა ორგანიზატორებმა მსოფლიო თასის 48 მატჩიდან რვას მოუნაცვლეს ასპარეზი, რის გამოც "ბორჯღალოსნები" სამხრეთ კუნძულს სხვა მარშრუტით მოივლიან
28-03 ისტორიული ექსკურსი
pdf დამოუკიდებლობის ხანაში მეხუთედ დაიბეჭდა ინგლისურიდან
გადმოქართულებული წესები
21-02 ქაღალდზეღა არსებობს
  "ერთა თასი" ბუქარესტის "არკულზე" ზედიზედ მეხუთედ იმართება. დასში სიახლე ისაა, რომ ირაგბებს ქაღალდზეღა არსებული "საზერნ კინგზი" - პორტ ელიზაბეთის გუნდი, ვისაც 2013 წელს ზე 16-ში ჩაბმა ეიმედება

<<<     2010    2009    2008    2007    2006    >>>

წესები

<<<     2009    2008    2007    წიგნი    >>>

2011 წლის წიგნი  >>>   იშუზე   საჯაროში