ზე 15 და სამი ერი

20-12

საქმის გასაგრძელებლად

  მსოფლიო თასის მფლობელმა ზელანდიამ ნაკრების ახალ მწურთნელად ძველის თანა-შემწე, სთივ ჰანსენი დანიშნა, კივეთში შერცხვენილ ინგლისს კი "ექვს ერზე" მეორე ნაკრებში დაოსტატებული სთიუართ ლანქასთერი უსარდლებს

05-12

ეშხიანი ბოლო

  შეინ ვილიამსმა წამატებულ დროში ეშხიანი ლელო კი დადო, მაგრამ უელსმა სინბინის დროს ავსტრალიისგან 21 ქულა მიიღო და სამხრეთელ ბუმბერაზთან ისევ დამარცხდა

02-12

ჯადოქრის გასაცილებლად

  შაბათს "მილენიუმზე" წლის ბოლო, "გეგმის გადაჭარბებით" ჩაფიქრებული ტესტია, რომელსაც მონაწილეთა შემტევი სტილის გარდა, შეინ ვილიამსის გაცილებაც მატებს ეშხს

01-12

თადარიგიანად დააპიარეს

  ბრიტანეთის "ლომები" 2013 წელს ავსტრალიაში რომ ჩავლენ, სამივე დიდ რაგბულ ქალაქში თითო ტესტს გამართავენ

28-11

როგორ, ეს იყო "ბარბაროსები?

  რაგბეთის ოდინდელ მშვენებას, წვეულ კლუბ "ბარბაროსებს" თავი მოეჭრა - ათი ქვეყნის მოთამაშეთაგან შეკოწიწებულმა ანსამბლმა ავსტრალიასთან რვა ლელო გაუშვა და სარეკორდოდ მოისრა

25-11

გაუკუღმართებული ტრადიცია

  სარფი უზენაესიაო და ავსტრალიამ თამაშებით გადატვირთულ, მსოფლიო თასის წელსაც დაგეგმა ევროპული, თუმცკი მინი ტურნე, რომლის პირველ მატჩშიც შაბათს "ბარბაროსებს" ებურთავება

08-11

სამხრეთული "ფალავნობა"

  გამოქვეყნდა ახლებურად მონათლული, საგაისო "ოთხი ერის" განრიგი; მიწის-ძვრით იავარ-ქმნილ ქრაისთჩერჩში სანაცვლო სტადიონის კეთილ-მოწყობა დაიგეგმა; დაითქვა მსოფლიო თასზე დაშავებულ ვარსკვლავთა მოკეთების ვადა, აფრიკის "ქარრის თასი" კი ზე რაგბის მაჩანჩალამ, "ლაიონზმა" შემართა

03-11

თედი მორჭმული წავიდა

  მსოფლიო თასის შინ მომგები "ოლ ბლექსის" ჭარმაგი გურუ, გრემ ჰენრი პოსტიდან მორჭმული გადადგა; ფინალში "ჰაკაზე" წინ-სვლისთვის ფრანგები დააჯარიმეს; ზელანდიამ კი საგაისო ზე რაგბის რაზმებიც დაამტკიცა

04-09

სამი კვირით შეწყდება

  ქენთებრი ზედიზედ მეოთხედ გახდა ზელანდიის პრემიერი, ზე-რაგბის საგაისო სეზონი კი ბოლო სამი რაუნდის წინ სამი კვირით შეწყდება, რათა სამხრეთი ჩრდილოეთს ეტესტოს

31-08

ვინც არ დაზოგა, მოიგო!

  სამხრეთის ბოლო "სამი ერი" მოიგო ავსტრალიამ, ვინც ოთხივე მატჩი საუკეთესო რაზმით ჩაატარა, კონკურენტებმა კი ბიჭები მოახლოებული მსოფლიო თასის გამო დაზოგეს
30-08 რანფერლი თარანაქისაა
  მსოფლიო თასის გამო ზელანდიის პირველობა დამდეგ ვიქენდზე დასრულდება

28-08

წინადან 10 წლის თავზე
  მოუგო რა თრილერი ფალავან ზელანდიას, ავსტრალიამ 10 წლის შემდეგ ისევ იმარჯვა სამხრეთის "სამ ერზე" და იქეთა პარასკევს, ზელანდიაშივე დასაწყები მსოფლიო თასის წინ იმედით განიმსჭვალა, ხოლო მასპინძელს გუნება წაუხდინა

25-08

ფინალის რეპეტიცია?
  დე-ფაქტო ფინალით სრულდება სამხრეთული "სამი ერი" - მსოფლიო თასის გახსნამდე 13 დღით ადრე, ბრისბენში შეიყრებიან ჩემპიონი ზელანდია და მოცილე ავსტრალია. ჰოდა, ვინც მოიგებს რაგინდარა სხვაობით, სამეულის ბოლო ჩემპიონი გახდება

21-08

მარქაფამ კიდევ წააგო
  სამხრეთის "სამი ერის" მეხუთე რაუნდში მონდომებულმა აფრიკამ სამ-წაგებიანი ნავსი გატეხა და ძლია ზელანდიის დუბლი, რისი წყალობითაც ჩემპიონი ფინიშზეღა, ოზურ-კივურ ჯახში გამოვლინდება

18-08

დუბლი უცნაურად ამზადეს
  ცუდი მაგალითი გადამდებიაო და ზელანდიამ სამხრეთის "სამი ერის" მეხუთე რაუნდზე, აფრიკაში დუბლიღა მიავლინა, ხოლო ავსტრალიამ მსოფლიო თასამდე სამი კვირით ადრე კაპიტანი შეცვალა

14-08

მდარე და წუნ-ჭარბი
  სამხრეთის "სამი ერის" მეოთხე რაუნდში ნაუქმარმა აფრიკამ თავიდან კი უტია ავსტრალიას, მაგრამ იმდენით ვერ დაწინაურდა, რომ მეორე ტაიმში გამკლავებოდა უფრო კლასიან მეტოქეს

11-08

იწამლეს და მიეძალებიან
  სამხრეთის "სამ ერში" აფრიკა მეორე წრიდანღა აბამს ძირითად შემადგენლობას, რომელმაც ზე 15-ის შემდეგ დაისვენა, იწამლა და ახლა ზელანდიის მიერ ძლეულ ავსტრალიას მიეძალება

07-08

სადა, ჯიქური, მარდი
  სამხრეთის "სამი ერის" მესამე რაუნდში მსოფლიო თასის მასპინძელმა ზელანდიამ შინ, ფინალის არენაზე, ნაცნობ ყაიდაზე დაჯაბნა მოქიშპე ავსტრალია და მთელ რაგბეთს დაანახა, რომ ორ-თვე ნახევარში "ვებ ელის ტროფის" სხვისთვის გატანებას არ აპირებს

04-08

ახლაღა, ბლედისლოუთი
  სამხრეთის "სამი ერი" ახლაღა, მესამე რაუნდიდან გახურდება: აფრიკის დუბლის გამბურთავებლები, ზელანდია და ავსტრალია შეიბმებიან ოქლენდის "იდენ პარკზე, სადაც
23 ოქტომბერს მსოფლიო თასის ფინალია დანიშნული

31-07

თეთრი საყელო აღიდგინეს
  სამხრეთის "სამი ერის" მეორე რაუნდში ჩემპიონმა ზელანდიამ აშკარად დაჯაბნა აფრიკის დუბლი და უკეთესი სხვაობით ავსტრალიასაც გადაუსწრო

28-07

კვართის ნახვა სწადიათ
  სამხრეთის "სამი ერის" მეორე რაუნდიც ისეთივე ბითურობა გამოვა, როგორც პირველი, რაკი სტუმარ აფრიკას ხალხი კიდევ დაემტვრა, ზელანდია კი თითო-ოროლა გადაღლილსღა ზოგავს

26-07

ფარი გადაიბარეს
  ზელანდიაში რაგბი მთავარი სპორტული სეირი რომაა, ხოლო მსოფლიო თასი სეზონის თვე-ნახევარს იწირავს, მაგეების გამო კივები შინაურ პირველობას უმაგალითოდ შემჭიდროებული გრაფიკით, რვა კვირად მართავენ

24-07

ნავარდით გააბუთავეს
  სამხრეთის "სამი ერის" სტარტზე ავსტრალიამ კლასითა და ნავარდით გააბუთავა აფრიკა, ვინც ბირთვს მსოფლიო თასისთვის ინახავს, მაგრამ ოვალი მეტოქეზე მეტ ხანს მაინც ეპყრა

22-07

ფიჯი სამოა ვერაა
  ზელანდიამ, მეზობელი ავსტრალიისგან განსხვავებით, იოლად დაძლია მულღაზანზრული წინაღობა - ფიჯი რვაჯერ დაალელოვა, შაბათს კი "სამი ერის" სტარტს რომ დააწვიმს, ფეხოსნობა გაჩაღდება

20-07

გაბითურებულები vs გაცხრილულები
  ბოლო სამხრეთული "სამი ერის" სტარტზე სამოასგან სენსაციურად ძლეული ავსტრალია მასპინძლობს 21 ოსტატის ვერ-მყოლ აფრიკას, ვის თვითმფრინავსაც ძრავმა რომ უმტყუნა, გუნდს ადგილზე ჩასვლა 31 საათით დაუგვიანდა

18-07

ბობოლას ჭკუა ასწავლეს
  მსოფლიო თასის წელს, პირველსავე სამხრეთულ ტესტში სენსაცია მოხდა: სამოამ ავსტრალია მისსავე მოედანზე ოთხჯერ დაალელოვა და შეიქნა კუნძულეთის პირველი გუნდი, ვინც პროფ-ხანაში "სამი ერის" წევრი ბობოლა ძლია

15-07

რაზმები გამოამზეურეს
  სამხრეთის "სამი ერის" წინ ავსტრალიამ ნაკრებში ზე რაგბის ახალი ჩემპიონის, "რედსის" ერთბაშად 15 წევრი აიყვანა; ზელანდიამ კვლავ იხმო აქილევს-მორჩენილი ალი ვილიამსი, აფრიკამ კი მოიმიზეზა, ხალხი ბითუმად დამემტვრაო, და ინდოეთის ოკეანის გადაღმა მივლინების ნაცვლად, 21 ლიდერი შინ დაიტოვა

12-07

მჯობნის მჯობნი ...
  არ დაილევაო და ზე რაგბის დასი 15 გუნდამდე რომ გამრავლდა, სამ ეროვნულ კონფერენციად დაიყო და 21 ვიქენდად იბურთავა, ჩემპიონი გახდა არა 7-გზის ჯილა, ზელანდიის "კრუსეიდერზი" და არც ზე 14-ის სამჯერ მომგები აფრიკის "ბულზი, არამედ ჯეელი გუნდი - ავსტრალიის "რედსი, ვინც ყველა სიკეთესთან ერთად, ლაღად, შნოიანად და საინტერესოდ თამაშობს

10-07

დაცვითა და სოლოებით
  სამხრეთული ზე რაგბის ფინალში ავსტრალიის "რედსმა" არად ჩააგდო მეფსონეთა გათვლები, ძლევა-მოსილი 7-გზის ჩემპიონი, ზელანდიის "კრუსეიდერზი" ზე-მტკიცე დაცვითა და კადნიერი სოლოებით დააშამათა და მე-16 პროფ-სეზონში პირველად იჩემპიონა

07-07

შაბათს დიდი ფინალია!
  შაბათს, ჩვენებურად დღის ორის ნახევარზე, სამხრეთული ზე რაგბის უგემრიელესი ფინალია - სეზონის აღმოჩენა და "მაინორ პრემიერი, ავსტრალიის "რედსი" იღებს 7-გზის ჩემპიონს, ზელანდიის "კრუსეიდერზს, ვისაც წელს შინ ერთხელაც არ უთამაშია

04-07

ფინალში წითლები გავიდნენ
  სამხრეთული ზე რაგბის ორივე ნახევარ-ფინალში წითლებმა დამაჯერებლად ძლიეს ლურჯები: ავსტრალიის "რედსმა" როდ დევისის ჰეთ-თრიქით გააბურთავა ზელანდიის "ბლუზი, 7-გზის ჩემპიონმა, კივეთისვე "კრუსეიდერზმა" კი გასვლაზე, აფრიკაში მოაშთო ტრავმებით მოშლილი "სთორმერზი"

27-06

კივებმა გაისეირნეს
  სამხრეთული ზე რაგბის მეოთხედ-ფინალებში ზელანდიურმა წყვილმა შინ იოლად ძლია უცხოელები და გავიდა ნახევარ-ფინალში, სადაც ურთულესი გასვლები ელის

21-06

სამივედან ორ-ორი
  სამხრეთული ზე რაგბის ბოლო, მე-18 რაუნდში ბითუმად იმარჯვა მოწინავე ოთხეულმა და პოზიციები შეინარჩუნა, აფრიკის "შარქსმა" კი რომ გააგდო ბოლო ორი წლის ჩემპიონი, თვისტომი "ბულზი, ექვსეულში ავსტრალიის "ვორათაზი" შეიჭრა. ჰოდა, სამივე ქვეყანას ტიტულის ორ-ორი მაძიებელი შემორჩა

13-06

უქმობა და შინ თამაშიც
  სამხრეთული ზე რაგბის ბოლოს წინა, მე-17 რაუნდში ლიდერმა "რედსმა" ოზური დარბი "ფორსს" სულ ბოლოსღა რომ მოუგო, მეოთხედფინალში უქმობა და ნახევარფინალის შინ გამართვა დაიბევა, კივურ ხუთეულში კი 7-გზის ჩემპიონი, "კრუსეიდერზი" დაწინაურდა

08-06

ერთურთი არ დაზოგეს
  სამხრეთული ზე რაგბის მე-16 რაუნდში ზღვისრეთელმა ლიდერებმა, ოზეთის "რედსმა" და კივეთის "ბლუზმა" შინ, ვახტანგურად რომ წააგეს ექვსეულს მიღმა დარჩენილ თვისტომებთან, აფრიკის ჯილა "სთორმერზი" მათ შორის, მეორე ადგილზე მოკალათდა

31-05

რეკორდი გაუმჯობესდა
  სამხრეთული ზე რაგბის მე-15 რაუნდში ლიდერმა, ავსტრალიის "რედსმა" 7-გზის ჩემპიონი, ზელანდიის "კრუსეიდერზი" ბოლო წუთზე, თვისტომი მსაჯისგან ბოძებული ჯარიმითღა ძლია, პლეი-ოფში გამსვლელ ექვსეულში კი კივეთის "ჰაილენდერზი" აფრიკის "შარქსმა" შეცვალა

25-05

სხვაობა გაიზარდა
  სამხრეთული ზე რაგბის მე-14 რაუნდში რომ იუქმა ლიდერმა, ავსტრალიის "რედსმა, ხოლო ზელანდიელი მდევარი, "ბლუზი" შინ დამარცხდა აფრიკის ყოჩ  "სთორმერზთან, სხვაობა კიბის კენწეროში ერთი ქულიდან ოთხამდე გაიზარდა

17-05

ეშხიან ბურთაობაში
  სამხრეთული ზე რაგბის მე-13 რაუნდში ავსტრალიის "რედსმა" ეშხიან ბურთაობაში რომ აჯობა ზელანდიელ ლიდერ "ბლუზს, მის ნაცვლადვე დაწინაურდა, 7-გზის ჩემპიონი, კივეთის "კრუსეიდერზი" კი აფრიკაში დაამუხრუჭა მოყოჩაღებულმა "ჩიტაზმა"

10-05

"კრუსეიდერზი" მედგრობს
  სამხრეთული ზე რაგბის მე-12 რაუნდში კვლავ უღიმღამოდ იმარჯვა ზელანდიელმა ლიდერმა "ბლუზმა; ავსტრალიის "რედსმა" დარბში გააბურთავა მეტოქე, 7-გზის ჩემპიონმა "კრუსეიდერზმა" კი აფრიკაში სასწაულად ძლია "სთორმერზი"

03-05

უფერულადაც გალიდერდნენ
  სამხრეთული ზე რაგბის მე-11 რაუნდში ზელანდიის "ბლუზმა" უფერულად რომ ძლია თვისტომი "ჰაილენდერზი, კიდეც გალიდერდა, რაღაი ავსტრალიის "რედსმა" პირველსავე კივ მეტოქესთან, მაჩანჩალა "ჰარიქენზთან" წააგო

27-04

სანთლით თუ იპოვი
  სამხრეთული ზე რაგბის მეათე რაუნდში ზელანდიის ლიდერად "კრუსეიდერზი" "ბლუზმა" შეცვალა; აფრიკის ჯილამ, "სთორმერზმა" მეორედ იუქმა; ავსტრალიურ შინა-ომში კი კოჭი მოტყდა "ვორათაზისა" და ნაკრების გარემარბს, დრუ მიჩელს

20-04

არაფერი შეცვლილა
  სამხრეთული ზე რაგბის მეცხრე რაუნდში ავსტრალიის "რედსმა" რომ გააბურთავა ჩემპიონი, აფრიკის "ბულზი, ხოლო ზელანდიის "კრუსეიდერზმა" "ჩიფსს" დარბი გასვლაზე პრემიით მოუგო, მოწინავე ოთხეულში არაფერი შეცვლილა

12-04

მეტი მოგებაო!
  სამხრეთული ზე რაგბის მერვე რაუნდში ავსტრალიის "რედსმა" სტუმრად რომ მოაშთო აფრიკის "სთორმერზი, მეტი მოგებით თურმე გაუსწრო თვით 7-გზის ჩემპიონს, ზელანდიის "კრუსეიდერზს, ვინც ბოლო ორი წლის ჯილა, აფრიკის "ბულზი" გააბითურა

05-04

ვარსკვლავთა ასალაგმად
  სამხრეთული ზე რაგბის მეშვიდე რაუნდში ოთხი ლელო მხოლოდ ზელანდიის "ბლუზმა" დადო, აფრიკის "სთორმერზმა" კი "შარქსს" სტუმრად მოუგო შინა-ომი და დასს წაუგებლად ლიდერობს

29-03

ლონდონს თამაში ანახეს
  სამხრეთული ზე რაგბის მეექვსე რაუნდში 7-გზის ჩემპიონმა "კრუსეიდერზმა" თვიქნემის პუბლიკას ფრიადი კლასი უჩვენა; ახალბედა "რებელზმა" 17-ქულიანი ფორა გააბათილა და იმარჯვა; ოზურ დარბში "ვორათაზმა" მაინც ძლია "ბრამბიზი, ლიდერი "სთორმერზი" კი გახალისდა და ექვსი ლელო გაიტანა

22-03

სულ სხვა სამეული
  სამხრეთული ზე რაგბის მეხუთე რაუნდში რომ დამარცხდა სამივე კონფერენციის ლიდერი, მოწინავე სამეული ერთიანად შეიცვალა, მომდევნო რაუნდი კი კვირას, ლონდონში დაგვირგვინდება "კრუსეიდერზი" - "შარქსის" ბურთაობით

15-03

თვიქნემში გადაიპატიჟეს
  სამხრეთული ზე რაგბის მეოთხე რაუნდში 7-გზის ჩემპიონმა "კრუსეიდერზმა" ხომ გააბურთავა ძველი მეტოქე, ოზეთის "ბრამბიზი" და უსტადიონოდ დარჩენილმაც თვიქნემში გაჩარხა მატჩი აფრიკის "შარქსთან, ვინც შეჯიბრს ოთხი მოგებით ლიდერობს

08-03

ჭირი გაიზიარეს
  სამხრეთული ზე რაგბის მესამე რაუნდში იმარჯვა ოთხივე ზელანდიურმა გუნდმა; ავსტრალიური დარბი მოიგო იმან, ვინც მეტოქეზე სამი ლელოთი ნაკლები დადო; შეჯიბრს კი ლიდერობს აფრიკის "შარქსი, ვისაც ლელო ჯერ არ გაუშვია

01-03

ხალისი ვიღას ექნებოდა
  სამხრეთული ზე რაგბის მეორე რაუნდის ყველა მატჩის წინ პატივი მიაგეს მიწისძვრის გამო დაღუპულ ზელანდიელებს; ავსტრალიელმა ლიდერმა "ვორათაზმა" კვლავაც პრემიით იმარჯვა; მსაჯმა მოაგებინა ახალბედა "რებელზს, აფრიკაში კი გალაღებულმა "ლაიონზმა" ისევ ცოტათი წააგო

22-02

ზელანდიური მშვენება
  სამხრეთული ზე-რაგბის სტარტზე გაამართლა მხოლოდ კივ ბობოლათა ბურთაობამ; ამქრის ახალი წევრი შინ მწარედ მოისრა; ორმა მოგებულმა ბარაქიანი ფორა გაფლანგა, ექვსი ცნობილი საითიდან კი ცხრილი სწორად ერთადერთმა - ოზურმა ოფიციოზმა შეადგინა

17-02

"ზე რაგბი" დავუძახოთ
ზე*15 დაწესებიდან 15 წლის შემდეგ მარაქაში ერთი გუნდიც რომ გაირია, გაწონასწორდა, სახელი და ლოგო გამოიცვალა და უბრალოდ "ზე რაგბად" რომ იქცა, აი, ეგ საბურთაო სეირი იწყება პარასკევს, დილის თერთმეტის ნახევარზე, და 9 ივლისამდე გასტანს

<<<     2010    2009    2008    2007    2006    >>>