ექვსი ერი, ჰაინეკენი, ტოპ 14

26-12

პათერსონმაც დაანება

  საშობაოდ დიდ რაგბს თავი მიანება შოტლანდიელმა ქრის პათერსონმაც; ზელანდიამ "ოლ ბლექსის" ახალ გურუს თანაშემწეები მიუჩინა, "პლანეტ რაგბმა" კი წლის ორი რჩეული
15-ეული დაასახელა

20-12

საქმის გასაგრძელებლად

  მსოფლიო თასის მფლობელმა ზელანდიამ ნაკრების ახალ მწურთნელად ძველის თანა-შემწე, სთივ ჰანსენი დანიშნა, კივეთში შერცხვენილ ინგლისს კი "ექვს ერზე" მეორე ნაკრებში დაოსტატებული სთიუართ ლანქასთერი უსარდლებს

19-12

ექვსის რევანში

  ევროპული რაგბის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მეოთხე, შექცეულ რაუნდში, კვირის წინ წაგებისთვის რევანში თორმეტიდან ექვსმა გუნდმა აიღო, ორმა კი ეს სტუმრადაც შეძლო

15-12

პულთა შუა გზაზე

  ევროპულ რაგბში ლელოს გატანა ისე ჭირს, რომ ელიტარული "ჰაინეკენის თასის" სამი რაუნდის შემდეგ პულის ვერცერთ ლიდერს 12 ქულაზე მეტი ვერ მოუგროვებია

14-12

"ვილქო" ნაკრებიდან წავიდა

  რომ მობერდა, დიდ რაგბში ყველაფერს მიაღწია და კავშირმაც კიდევ დაიქადნა, ნაკრებში ლეგიონერს აღარ გავაჭაჭანებთო - ინგლისის ლეგენდარულმა ათმა ნომერმა, ჯონი ვილქინსონმა ტესტ-კარიერა დაასრულა

05-12

ეშხიანი ბოლო

  შეინ ვილიამსმა წამატებულ დროში ეშხიანი ლელო კი დადო, მაგრამ უელსმა სინბინის დროს ავსტრალიისგან 21 ქულა მიიღო და სამხრეთელ ბუმბერაზთან ისევ დამარცხდა

02-12

ჯადოქრის გასაცილებლად

  შაბათს "მილენიუმზე" წლის ბოლო, "გეგმის გადაჭარბებით" ჩაფიქრებული ტესტია, რომელსაც მონაწილეთა შემტევი სტილის გარდა, შეინ ვილიამსის გაცილებაც მატებს ეშხს

01-12

თადარიგიანად დააპიარეს

  ბრიტანეთის "ლომები" 2013 წელს ავსტრალიაში რომ ჩავლენ, სამივე დიდ რაგბულ ქალაქში თითო ტესტს გამართავენ

28-11

როგორ, ეს იყო "ბარბაროსები?

  რაგბეთის ოდინდელ მშვენებას, წვეულ კლუბ "ბარბაროსებს" თავი მოეჭრა - ათი ქვეყნის მოთამაშეთაგან შეკოწიწებულმა ანსამბლმა ავსტრალიასთან რვა ლელო გაუშვა და სარეკორდოდ მოისრა

25-11

გაუკუღმართებული ტრადიცია

  სარფი უზენაესიაო და ავსტრალიამ თამაშებით გადატვირთულ, მსოფლიო თასის წელსაც დაგეგმა ევროპული, თუმცკი მინი ტურნე, რომლის პირველ მატჩშიც შაბათს "ბარბაროსებს" ებურთავება

21-11

მარიფილდური თრილერი

  ევროპული რაგბის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მეორე რაუნდში ბებერმა რონან ოგარამ მანსთერს ბოლოსკენ კვლავ არეკნით გაამარჯვებინა; ედინბურგმა მარიფილდზე თრილერი მოუგო პარიზის "რასინგს, "ოსპრიზმა" კი ტრევიზოს თამაში ცენტრიდან გაუფრევა

18-11

ჭირი იქა, ლხინი აქა

  წმინდა გიორგის წითელი ჯვრით შემკული, თეთრი დროშის მქონე ორ ქვეყანაში, რაგბის ნაკრების თავ-კაცის პოსტი ერთურთის მიყოლებით გახდა ვაკანტური: ოთხშაბათს გადადგა ინგლისის მენეჯერი მარტინ ჯონსონი, ერთი დღით ადრე კი ჩვენმა კავშირმა გამოაცხადა, რომ ჭარმაგ რიჩი დიქსონს შემდეგ ციკლში ახალგაზრდა გურუ შეცვლის
14-11 "გულივერათი" დაუწყიათ
  ევროპული რაგბის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" სტარტზე ფრანგული ექვსეულის ოთხი წევრი დამარცხდა; ფანობა და მედიაც ერთობ მოხიბლა მონპელიელმა მამუკა გორგოძემ, ბებერმა რონან ოგარამ კი მანსთერს სირენის შემდეგ, არეკნით მოაგებინა
10-11 "ექვსი ერი" უბრაიანოდ
  მსოფლიო თასზე შერცხვენილი მსაჯები ირბ-მა საგაისო "ექვს ერზეც" დანიშნა; ახალი, ფრანგი მწურთნელი ეყოლება იტალიას; ირლანდია ლეგენდარულ კაპიტანს მოისაკლისებს, ამ ვიქენდზე კი მეჩვიდმეტე "ჰაინეკენის თასის" სტარტია
30-08 ოთხი ჩვენებურიღა
  საფრანგეთში შინაური პირველობა წინა უქმეებზე დაიწყო

29-08

ინგლისელი არა-თეთრები

 

ინგლისმა დუბლინური ნავსი გატეხა და ზაფხულის სპარინგებში მეოთხე მარცხიც აგემა ირლანდიას, ზელანდიაში კი, მსოფლიო თასზე, ორშაბათს, პირველი ფიჯი ჩავიდა

22-08

დედლაინის წინ

 

მსოფლიო თასამდე ორად-ორი ტესტი რჩება გასამართი, 30-კაცა რაზმის დასახელების დედლაინამდე კი მეორე სპარინგებიც მოიგეს საფრანგეთმა, შოტლანდიამ და უელსმა

19-08

ვინ მეტს შეცვლიდა

 

საფრანგეთში მოვარჯიშე "ბორჯღალოსნებმა" პარასკევს მეორე და ბოლო სპარინგიც მოიგეს, ნეტარი "ექვსი ერისა" კი შაბათს კვლავაც ხუთი გუნდი ტესტობს და რაზმები ძირეულად შეუცვლია

15-08

ავტორიტეტები დავასვენეთ

 

საფრანგეთში შეკრებაზე მყოფმა "ბორჯღალოსნებმა" შაბათს მეორე ჯგუფის, "პრო დ2"-ის კლუბი, "ორიაკი" ძლიეს, მსოფლიო თასის-წინა ტესტების მეორე ვიქენდზე კი, "სამი ერის" წევრთა გარდა, კიდევ ხუთმა წყვილმა ისპარინგა, რის შედეგადაც საფრანგეთმა რეიტინგში ინგლისს გადაუსწრო, ხოლო ფიჯი და კანადა ორ-ორი საფეხურით აღზევდნენ

12-08

პირველები გამოყავთ

 

მოსალოდნელი იყო და მსოფლიო თასის-წინა სპარინგთა მეორე ვიქენდზე ნეტარი "ექვსი ერის" მონაწილეებმა რაზმები ისე გადაიხალისეს, რომ 15-ეულები ოპტიმალურს დამგვანებოდა

08-08

მოთელვა, სარფი, ტრავმები

 

ოთხი ბრიტანული გუნდის მსოფლიო თასის-წინა წყვილ სპარინგში დაიდო ექვსი ლელო და რამდენიმე მოთამაშეც დაშავდა

05-08

თითქო ზამთარიაო

 

შაბათს, ჩვენებურად დილით (11.35) "სამ ერზე" "ბლედისლოუს თასის" ჯახი ხომაა და საღამოსაც ოთხი ბრიტანული გუნდი მსოფლიო თასის-წინა, წყვილ სპარინგს გამართავს

26-07

სამხრეთმაც დააჭაშნიკოსო

 

მსოფლიოს გამო ზეპური, საკლუბო, ევროპული თასებიც გვიან, ნოემბერშიღა დაიწყება

06-06

ვაკიდან სან-დენში

 

ევროპული რაგბის კანონიკური სეზონის ფინიშზე უბობოლესი "ტულუზი" მეთვრამეტედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, "ბარბაროსებმა" კი, ინგლისის დუბლის კვალად, უელსიც ბოლოს დაალელოვეს

30-05

ჩვენებურები ფინალში

 

მამუკა გორგოძისა და გიორგი ჟღენტის ფრანგული კლუბი, "მონპელიე" ისტორიაში პირველად გავიდა ტოპ 14-ის ფინალში; ინგლისში ლონდონის "სარასენსმა" ზედიზედ მესამედ პირველობა აღარ დაანება "ლესთერს, ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი კი პირველი ქართველი "ბარბაროსი" შეიქნა

22-05

დუბლინური სასწაული

 

ზეპური, საკლუბო, ევროპული რაგბის ჯილდოთა ჯილდო, "ჰაინეკენის თასი" ირლანდიის "ლენსთერმა" სასწაულად რომ შემართა, ზურმუხტოვანი კუნძულის მეოთხე, უპროვინციულესი გუნდი, "ქონოთი" საგაისოდ დაემატა ელიტას

16-05

ბორჯღალოსნები ოთხეულში!

 

საფრანგეთის ტოპ 14-ის ნახევარ-ფინალს "ბორჯღალოსანთა" მყოლმა ორმა კლუბმა უწია, ინგლისსა და კელტეთში კი ფინალისტები გამოვლინდნენ

09-05

რვიდან ოთხი

 

ჩვენს ფანობას უცხოური საკლუბო რაგბი მასში "ბორჯღალოსანთა" მონაწილეობის ჭრილშიღა რომ აინტერესებს, შევნიშნავთ, რომ საფრანგეთის ტოპ 14-ის პლეი-ოფში რვა ქართველიდან ოთხი გავიდა

02-05

ბრიტები შეიბმებიან

 

ზეპური, საკლუბო, ევროპული "ჰაინეკენის თასის" ნახევარ-ფინალებში ბრიტებმა შინ რომ ძლიეს გალები, ინგლისის "ნორსჰემპთონი" და ირლანდიის "ლენსთერი" სამ კვირაში, კარდიფის "მილენიუმზე" შეიბმებიან

13-04

საზღვარგარეთ, ესპანეთში

 

ზეპური, საკლუბო, ევროპული "ჰაინეკენის თასის" ოთხი მეოთხედ-ფინალიდან ორი მოეწყო ესპანეთში - სან სებასტიანსა და ბარსელონაში, სადაც ფრანგივე მეტოქენი ბასკეთისა და კატალანის გუნდებმა, ბიარიცმა და პერპინიანმა, საზღვარგარეთ გადაიპატიჟეს

03-04

"ითს რაგბის" თანახმად

 

საფრანგეთის ტოპ 14-ის მორიგ რაუნდში შვიდი ქართველის ანგარიშზე
თითო ლელო და სინბინია

28-03

დე-კუბერტენის თასზე

 

"ერთა თასის" მეოთხედ ამღები და სამგზის სლემოსანი "ბორჯღალოსნები"
ფრანგულ კლუბებს დაუბრუნდნენ

21-03

ჩემპიონობა, ოღონდ უსლემოდ

 

ნეტარი "ექვსი ერის" ფინიშზე ირლანდიამ უსიტყვოდ ძლია ინგლისი და სლემი ჩაუფლავა, მაგრამ რაგბის სამშობლო მაინც გახდა ჩემპიონი, ხოლო შოტლანდიამ იტალია ბოლო ადგილამდე დაძირა

17-03

დუბლინში, სლემისთვის

 

ევროპული რაგბის "ექვსი ერის" ბოლო, მეხუთე, ზე შაბათად დაპიარებულ რაუნდში ლიდერის, ინგლისის გადასწრების შანსი რჩება მხოლოდ უელსს, ოღონდაც ამისთვის თავად ისე ბევრით უნდა მოიგოს საფრანგეთში და ფავორიტმაც იმდენით წააგოს ირლანდიაში, რომ ჯამში 42-ქულიანი ფორა გაბათილდეს, ეს კი წარმოუდგენელია

14-03

უეცარი, ოღონდ უნაღდესი

 

ნეტარი "ექვსი ერის" მეოთხე რაუნდში იტალიამ უეცრად დააშამათა მასზე ღონიერი საფრანგეთი; უელსმა ირლანდია თემიდის სიბრმავით ძლია; ინგლისი კი ბოლოსღა მოერია სქოთებს

10-03

ქორწილი დაინიშნა

 

ნეტარი  "ექვსი ერის" მეოთხე რაუნდის კულმინაცია კვირასაა: უძლეველი ინგლისი თვიქნემში იღებს შოტლანდიას, ვინც იქ პირველად საუკუნის წინ ჩასულა, მაგრამ სულ ოთხჯერ მოუგია

28-02

ნაბიჯი დიდი სლემისკენ

 

ნეტარი "ექვსი ერის" მესამე რაუნდში ინგლისმა საფრანგეთი ჩინებულად ძლია და სლემისკენ გააგრძელა სვლა; იტალია უელსთან კიკერებმა დააღალატეს, შოტლანდია კი სამი ლელოს დამდებ ირლანდიას გოლებით წამოეწია, მაგრამ ფრე იუკადრისა და წააგო

24-02

არავის გვიყვარსო

 

კელტებსა და მათ კავკასიელ ქომაგებს ნუ ეწყინებათ, თუ ვიტყვით, რომ ორი გოლიათის - ინგლისისა და საფრანგეთის ჯახი, რომელსაც ორი ენის ფანურ ნაზავზე "ლე კრანჩ" ჰქვია, ნეტარი "ექვს ერს" განასახიერებს და სხვა რკენებზე მუღამიანია

21-02

უკუღმართადაა მოწყობილი

 

"ერთა თასის" მესამე რაუნდის წინ ბორჯღალოსნებმა გალეთში წაიმუშაკეს

14-02

გოლებით მაინც მოიგეს

 

ნეტარი "ექვსი ერის" მეორე რაუნდში საფრანგეთმა პრაგმატულად ძლია ალალად მობურთალი ირლანდია; ინგლისმა ბეკებით გააპამპულავა იტალია, უელსმა კი უნიჭო შოტლანდია მოაშთო

10-02

ჩემპიონობის შანსი

 

ნეტარი "ექვსი ერის" მეორე რაუნდში ყოველი შემდგომი მატჩი წინაზე მუღამიანი რომაა, შოუს კულმინაცია დუბლინის "ავივაზე, ირლანდია - საფრანგეთის შებმაზე მოვა

07-02

ფრთა შეაფრინა

 

ნეტარი "ექვსი ერის" სტარტზე ინგლისმა სტუმრად ძლია უელსი; ირლანდიას იტალიაში გვიანმა არეკნმა გაამარჯვებინა; საფრანგეთმა კი შინ გააბურთავა შოტლანდია

03-02

მესამედ და ბოლოჯერ

 

ნეტარი "ექვსი ერი" პარასკევ ღამით იწყება, შემდეგ ორ სეზონში კი შეჯიბრი შაბათ - კვირის გრაფიკს დაუბრუნდება

31-01

რაუნდი ნინოობაზე

 

საფრანგეთის ტოპ 14-ში შვიდმა ჩვენებურმა გასწია ბურჯის მძიმე ჭაპანი

24-01

ფრანგთა ვაება

 

ზეპური საკლუბო ევროპული "ჰაინეკენის თასის" ბოლო პულურ რაუნდში რომ იდედლეს ფრანგულმა კლუბებმა, ტულუზმა და ტულონმა, მეოთხედფინალებს სტუმრად გამართავენ, წილისყრის შედეგად კი ორივე ნახევარფინალი ბრიტანეთში დაინიშნა

17-01

ოთხი და ბარემ ორიც

 

ზეპური საკლუბო ევროპული "ჰაინეკენის თასის" ბოლოს წინა, მეხუთე რაუნდის შემდეგ მეოთხედფინალის საგზური დაიბევეს ინგლისისა და ირლანდიის თითო და საფრანგეთის ორმა გუნდმა

10-01

ქართველ დავითთა ჭიდილში

 

ჩვენებურ საახალწლო უქმეებზე ფრანგული რაგბის ელიტაში (ტოპ 14) სამი რაუნდი მოეწყო. ქართველმა ბურჯებმა ტრადიციულად გასწიეს ჭაპანი, მამუკა გორგოძის აქტივში კი ერთი ლელოცაა

<<<     2010    2009    2008    2007    2006    >>>