შინაური, ჭაბუკები, ისტორია

22-12

პირველად, ტექნიკუმში

  ასე ხშირად მომსვლია - ერთი რამ მიძებნია და სულ სხვას გადავწყდომივარ. აგერ, ზაფხულში, 1935 წლის საკავშირო პირველობაზე ტფილელ ფეხ-ბურთელთა თავ-გადასავალს რომ ვიკვლევდი, საჯარო ბიბლიოთეკის კინძულებში პირველ ქართულ სარაგბო სტატიას, პირველი თბილისური მატჩის თარიღსა და ვინძლო უძველეს ფოტოსაც მივაგენი

08-12

ძალოვანთა პირველი ტრიპლი

  "არმიის" ტრიუმფით დასრულდა რაგბის საშინაო სეზონი - წელს შექმნილმა კლუბმა მესამე მთავარი შეჯიბრიც, "ეროვნული შვიდკაცა" მოიგო და შეიქნა პირველი ქართული კლუბი, ვინც ტრიპლი გაახერხა

27-11

არმიის ავჭალური აღლუმი

  უმრწემესმა ქართულმა კლუბმა, "არმიამ" ნოემბერში დუბლი შეასრულა - "ბზის თასის" აღების კვალად ავჭალაში "ლიბერთის თასიც" შემართა და ისევ დაძაბულ, საამოდ საცქერ ფინალში

17-11

სამი ფალავანი

  საქმეს ეგეთი პირი უჩანს, რომ ქართულ რაგბში ოთხ-წლიანი, მინი ეპოქა სრულდება და გაისად 10-გუნდა უმაღლეს ლიგას ვიხილავთ

06-11

ქართული რაგბის დღე-სასწაული

შინაური კვარცხლბეკი შაბათს, ბუქარესტში, 19 წლამდელმა "ბორჯღალოსნებმა" შარშანდლის დარად მოიგეს ევროპის ალაფა, კვირას კი უმაღლესი ლიგის ახალბედამ, "არმიამ" ავჭალაში "ბზის თასი" შემართა

04-11

ერთბაშად სამი ფინალი

  შემოდგომის პიკს ვუწიეთ: პარასკევს ბუქარესტში 17 წლამდელმა "ბორჯღალოსნებმა" დაიკავეს პირველი ადგილი; შაბათს მანდვე ფინალი ელით 19 წლამდელებს, ავჭალაში კი ჩემპიონობაზე შეიბმებიან კაცები - "აია" და "არმია"

02-11

ამჯერადაც დავიბრიყვეთ

  19 წლამდელმა "ბორჯღალოსნებმა" ტოლი არ დაუდეს ორი წლით უმცროსებს და ბუქარესტში მიმდინარე ევრო-ალაფის ფინალში გასვლით საგაისო, 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფის საგზური მოიპოვეს

01-11

ელიტაში, ვადამდე!

  ბუქარესტში მორაგბე ნორჩმა "ბორჯღალოსნებმა" მოლებით დაალელოვეს ბელგია და საგაისოდ ევრო-ელიტაში შეიჭრნენ

30-10

ვიდეო ნაკადებით

  საქართველოს პირველობის ფინალში "არმიას" ქუთაისის "აია" შეერკინება; "ილიაუნი ჯიქი" უმაღლეს ლიგაში ამოვიდა; ბუქარესტის "არკულზე" მოასპარეზე ჭაბუკ "ბორჯღალოსანთა" ორივე ნაკრებმა კი ვიქენდზე უსიტყო გამარჯვება მოიპოვა

28-10

ორივეზე პირველ ნომრად

  სამშაბათს რუმინეთს გაფრინდა ჭაბუკ მორაგბეთა მთელი ლაშქარი - ერთბაშად ორი ასაკობრივი ნაკრები, რათა ბევრად უფრო ხიბლიან ადგილებში საგაისო ვოიაჟები დაიბევონ

24-10

ხელის გულზე

  არმია შეიქნა "ბზის თასის" პირველი ფინალისტი

20-10

ვინ დარჩება უმედლოდ?

  შაბათს "ბზის თასის" პლეი-ოფი იწყება

12-10

ყოჩს არაფერი უჭიროსო

  უქმეებზე ზელანდიაში მსოფლიო თასის ნახევარ-ფინალებია, საქართველოში კი უმაღლეს და პირველ ლიგათა ბოლო რაუნდი

05-10

გავარდა, დაიბევეს, იბრძვიან

  უმაღლესი ლიგის მეორე წრის ბოლომდე ორი რაუნდიღაა გასამართი
04-09

უმთავრესი ჯახი

  საქართველოს პირველობაზე "არმიამ" 17 ქულით ძლია ჩემპიონი "ლოკომოტივი"
30-08 ახლდება, დაიწყო, სრულდება
  საქართველოს პირველობა ზაფხულის არდადეგების შემდეგ ახლდება
01-07 "აია" და სხვანი
  ქუთაისის "აიამ" უმაღლესი ლიგის პირველი წრე 7 მოგებით დახურა

29-06

მეოთხედაც, ოღონდ ბრძოლით
 

ზელანდიას წინა წლებთან შედარებით მეტი წინააღმდეგობა კი გაუწია ინგლისმა, მაგრამ "ბეიბი ბლექსმა" ოთხ გათამაშებაში მეოცე მატჩიც მოიგო და მეოთხედ იჩემპიონა ჭაბუკთა მსოფლიო პირველობაზე

26-06

საზომად ვეღარ გვადგება
 

უქმეებზე 17 წლის ბიჭებმა რუმინეთში მოიგეს "შავი ზღვის თასი"

19-06

"ტაისონას" 25 ქულა
 

"აკადემიამ" "ლელოც" ძლია და კიბის მესამე საფეხურზე ავიდა

12-06

ოჯახურ გარემოში
 

წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ალაფის შემდეგ ქართული რაგბის ხელმძღვანელები ფანობას ბარში შეხვდნენ, ავჭალაში დანიშნული სამ-მაგი სეირი კი ავდარმა მაინც დაა-ორ-მოედნა

06-06

რიგიანი მესამე
 

კვირას, ავჭალაში, წარმატებით დასრულდა ჭაბუკთა მსოფლიო ალაფა: "ბორჯღალოსნებმა" ურუგვაის ჯობნით მესამე ადგილი დაიჭირეს; სამოამ ფინალში თრილერი მოუგო იაპონიას და საგაისოდ 12-გუნდა ელიტაში დაბრუნდა; ჩვენი რაგბის უფროსობამ კი ირბ-ელ სტუმრებთან უკეთეს ტურნირთა აქ ჩატარება გაჩარხა

03-06

შვიდიღა შემოგვრჩება
 

ჭაბუკთა მსოფლიო ალაფაზე "ბორჯღალოსნები" კვირას, დღის ოთხის ნახევრის მიდამოში, ბრინჯაოზეღა შეერკინებიან ურუგვაის "ტეროსს"

01-06

მიზეზი ღრმადაა საძებარი
 

ჭაბუკთა მსოფლიო ალაფის გადამწყვეტ პულურ რაუნდში უფრო კლასიანმა იაპონიამ დიდი ბრძოლის შემდეგღა რომ მოგვიგო, ჩემპიონობისა და საგაისო 12-გუნდა მსოფლიო პირველობაზე მოხვედრის შანსი დავკარგეთ. ჰოდა, კვირას უკეთეს შემთხვევაში მესამე ადგილსღა დავიჭერთ

31-05

ღონითა და შემართებით
 

ჭაბუკთა მსოფლიო ალაფაზე ოთხშაბათს გადამწყვეტი, მესამე პულური რაუნდია. ჩვენი "ბორჯღალოსნები" ჩვეულ დროსა და ადგილას, საღამოს ექვსზე, ავჭალაში ებმიან იაპონიას და თუ ღონითა და შემართებით დაჯაბნიან, ოქროს ფინალში გავლენ

29-05

მორკინალებით წავლეკეთ
 

ჭაბუკთა "მსოფლიო ალაფის" მეორე რაუნდში ზიმბაბვის ძლევა ვერ გვეადვილა იმის მიუხედავად, რომ ტურნირში უმეტესი, შვიდი ლელო დავდეთ და 31 ქულითაც გავიმარჯვეთ, სხვაფრივ კი ავჭალაში შეკრებილმა საზოგადოებამ წყვილი შოუთი იხალისა

27-05

ვისთანაც რაგბმა დაგვაახლოვა
 

შაბათს, ექვსზე, პულში მოლიდერე ჯეელი "ბორჯღალოსნები" მსოფლიო ალაფის შუა, მეორე რაუნდში, ავჭალაში ზიმბაბვეს ებურთავებიან, კვირას კი ინგლისის დუბლი თვიქნემში ექვსის ნახევარზე რომ ებმის "ბარბაროსებს, ამათ მარჯვენა ბურჯად დავით ქუბრიაშვილი შეუგულებიათ

24-05

პრემია, მაგრამ ტრავმებიც
 

ჭაბუკთა "მსოფლიო ალაფის" სტარტზე "ბორჯღალოსნებმა" მორკინალებით ოთხჯერ რომ დაალელოვეს კანადა, კაპიტანი და ორივე მგეზავი დაგვემტვრა, პუბლიკა კი მოხიბლა მობურთალმა სამოამ

23-05

ნახეთ რაგბეთის რჩეულნი
 

აშენდა სტადიონები, დასრულდა სამზადისი, მოეწყო თათბირები, ჩატარდა წარდგენა, კაპიტნებმა მეტეხთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს და თამაშის ჯერიც დადგა. ჰოდა, სამშაბათს, "მსოფლიო ალაფის" სტარტზე, რაგბის თემი ავჭალისკენ გაუტევს, რათა დღის ორიდან გახურდეს, ექვსზე კი კანადასთან ჯეელ "ბორჯღალოსანთა" რკენით დატკბეს

20-05

წარმატების იმედით
  ჭაბუკთა "მსოფლიო ალაფაზე, რომელიც სამშაბათს, დღის ორზე, აქეთ შევარდენზე და იქეთ ავჭალაში ერთბაშად იწყება, 40 ჩვენებური დასაქმდება; I არხზე მოეწყობა რვა თამაშის ლაივი, ბორჯღალოსნების 26-კაცა რაზმში კი, შარშანდელთან შედარებით, ოდენ ოთხი ცვლილებაა

19-05

ირბ-ის "ალაფური" კრიალოსანი
  სამშაბათს, 24 მაისს, თბილისის ორ ახალ სარაგბო სტადიონზე ჭაბუკთა "მსოფლიო ალაფა" რომ გაჩაღდება, ხომ გაიხარებს ფანობა და ჯეელი "ბორჯღალოსნების" ქომაგობის გარდა, ახლობელი და შორებელი სტუმრების ხილვითაც გაიფართოვებს თვალ-საწიერს

10-05

12 თამაში 30 ლარად!
  მოახლოებული "ჭაბუკთა მსოფლიო ალაფის" გამო ეროვნულ პირველობაზე არდადეგები დაიწყო. უმაღლესს ხუთი მოგებით ქუთაისის "აია" ლიდერობს. სამი ქულით ნაკლები მოაგროვა მეორე ადგილზე მყოფმა ჯარმა, ალაფის აბონემენტი კი კავშირში 30 ლარად იყიდება

05-05

13 გოლი 16 ჯარიმიდან
  შინაური პირველობის მეოთხე რაუნდში, რომელიც "ქართუს" მიერ დედაქალაქის ორ ბოლოში აგებულ კერათა ხელოვნურ-საფარიან მოედნებზე გაიმართა, შინ კვლავაც მიუსაფარმა ქუთაისის "აიამ" ჩემპიონი "ლოკომოტივი" ერთი გოლით ძლია

01-05

პოტენციალი და აღიარება
  შინაური პირველობის მესამე რაუნდში ახალბედა "ჯარმა" გამოცდილი "ლელო" რომ დაამარცხა, რაგბის თემს პოტენციალი დაანახა, "ერთა თასის" 1ბ ჯგუფის ბოლო მატჩს კი უჩა ნარიმანიძე გაუძღვა, რაც ქართული სამსაჯო სკოლის ევროპული აღიარებაა

26-04

კორსიკასაც მოიხილავენ
  აღდგომას კვარცხლბეკზე ავიდა საფრანგეთში ჩასული ორივე ასაკობრივი ნაკრები:
18 წლამდელებმა ევროპის პირველობის I ჯგუფში შარშანდელივით მესამე ადგილი დაიჭირეს, 15 წლამდელებმა კი მსოფლიო ფესტივალზე საჩემპიონო ფინალიღა წააგეს

19-04

ღირსნი ვერ ხართო
  18 წლამდელთა ევროპის პირველობის I ჯგუფის ნახევარ-ფინალში გათანგულმა "ნორჩმა ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი პირწმინდად წააგეს დასვენებულ "აძურთან, რის გამოც რაგბის მახვშები უთუოდ მოგვიგებენ, ელიტაში გარევის ღირსნი ჯერ ვერა ხართო

17-04

ნაცნობი სცენარით
  18 წლამდელთა ევროპის პირველობის სტარტზე "ნორჩმა ბორჯღალოსნებმა" ტრადიციულად დამაჯერებლად ძლიეს რუსეთი, შინაურ ასპარეზზე კი "ლელომ" "ლოკომოტივს" მოუგო მეორე რაუნდის გამორჩეული რკენა

15-04

ისთებლიშმენთს შევაგნებინოთ
  კარგა ხნის წინ დადგენილი ტრადიციით, ჩვენი ჭაბუკი მორაგბეები ბზობიდან აღდგომამდე დასავლეთ ევროპაში, კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობენ ხოლმე

10-04

რევანში ორივე ბოლოში
  შინაური პირველობის სტარტზე, ერთი კვირით ადრე, თასის მეოთხედ-ფინალში ძლეულმა ორმა გუნდმა რევანში აიღო

03-04

ირბ-ულ ხალიჩებზე
  უმაღლესში ამოსულმა "არმიამ" თასს მეოთხედფინალში გამოთიშა ჩემპიონი "ლოკომოტივი"

28-03

ოვალური ბურთი გყვარებიათო
  დამტკიცდა ჭაბუკთა "მსოფლიო ალაფის" განრიგი და რვა ტელე-რეპორტაჟიც დაიგეგმა

21-02

მეზობელმა გაგვიბაზრა
  ირბ-მა წლევანდელი, 20-წლამდელთა "მსოფლიო ალაფის" გამართვა შარშან, 15 დეკემბერს დაგვაკისრა. პრომოციის კანონია და საბჭო გახსნამდე ზუსტად 100 დღით ადრე, თბილისშივე აპირებდა პულებისა და განრიგის გამოქვეყნებას

20-01

კონტურები მოიხაზა
  ქართული რაგბის თემი მსოფლიო თასის წელს გარჯით შეუყვა. სეზონს პირველები კაცი "ბორჯღალოსნები" გახსნიან ორი კვირის თავზე. ზაფხულის დამდეგს თბილისი ჭაბუკთა მსოფლიო ალაფას უმასპინძლებს, საშინაო სეზონი კი მარტის ბოლოს, ტრადიციულად შვიდკაცით დაიწყება და გეგმით, შუა ნოემბრამდე გასტანს

13-01

უცხონი, გადახოტრილნი
  დეკემბერ-იანვარი ზედ-გამოჭრილია რაგბის ისტორიის საკვლევად: რომ უქმობენ ბორჯღალოსნები, აქეთ ექვსი და იქეთ სამი ერი, ზე 15, ნრლ და სუპერ-ლიგაც, ჩავუჯექით საჯარო ბიბლიოთეკის კინძულებს და დედა-ქალაქის პირველი ჩემპიონის, "დინამოს" ერთიანად სლავური შემადგენლობაც კი დავადგინეთ

<<<     2010    2009    2008    2007    2006    >>>

<<<     50 წლიანი მატიანე    >>>