შვიდკაცა

12-12

გაგორებული აიღეს

  შვიდკაცის მსოფლიო სერიის მესამე, აფრიკულ ეტაპზე 9-გზის ჩემპიონმა ზელანდიამ ბოლო წუთზე რომ დაალელოვა მასპინძელი, შარშან მანდვე მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა, წელს პირველად შემართა თასი და ქულებით ფიჯსაც გაუტოლდა

08-12

ძალოვანთა პირველი ტრიპლი

  "არმიის" ტრიუმფით დასრულდა რაგბის საშინაო სეზონი - წელს შექმნილმა კლუბმა მესამე მთავარი შეჯიბრიც, "ეროვნული შვიდკაცა" მოიგო და შეიქნა პირველი ქართული კლუბი, ვინც ტრიპლი გაახერხა
06-12 დუბაელთა გასახარად
  შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეორე, არაბეთის ეტაპზე სამჯერ რომ დამარცხდა 9-გზის ჩემპიონი ზელანდია, მეშვიდე ადგილიღა გაიყო, შარშან მოპოვებული თასი კი შეინარჩუნა ინგლისმა, ვისაც საამიროთა წარსულის გამო, დუბაის "ზი სევენსზე" გულ-მხურვალედ ქომაგობენ
29-11 თაკაუმ გაინავარდა
  შვიდკაცის მსოფლიო სერიის სტარტზე მედიაცა და ფანობაც შეიტყობდნენ, რომ ქულა ამიერიდან ყველა მონაწილეს ერიცხება და რიოს 2016 წლის ოლიმპიადის ხათრით, მესამე ადგილიც თამაშდება
24-11 ცხრამდე დაგრძელდა
  პარასკევს მეცამეტედ იწყება შვიდკაცის მსოფლიო სერია, რომელსაც მაის-ივლისში ევროპის "გრან პრი" მოყვება
30-08 ახლდება, დაიწყო, სრულდება
  საქართველოს პირველობა ზაფხულის არდადეგების შემდეგ ახლდება

17-07

მერვედაც პორტუგალია
  "შვიდკაცამ" რუმინეთში "ევრო გრან პრის" ბოლო ეტაპზე მეექვსე ადგილი დაიკავა და ჯამშიც მეექვსე საფეხურზე დააფინიშა

11-07

ორი გავარდება
  შაბათ-კვირას "შვიდკაცამ" ბარსელონაში შვიდიდან ხუთი თამაში წააგო, მეათე ადგილზე დააფინიშა და ჯამურ ცხრილში მეშვიდე საფეხურამდე დაეშვა

26-06

პირენეელები გვჯობიან
  შვიდკაცამ მოსკოვში, "ევრო გრან პრის" ეტაპზე მეოთხე ადგილი დაიჭირა და სერიის კიბეზე ორი საფეხურით აღზევდა

19-06

შუა ოთხეულში
  "ქართული შვიდკაცა" ლიონში, "ევრო გრან პრის" პირველ ეტაპზე მეშვიდე ადგილზე დარჩა

17-06

ლეგიონერები ავიმატეთ
  "ქართული შვიდკაცა"  4-ეტაპა "ევრო გრან პრიში" რომ ებმება, მაგის გამო უმაღლესი ლიგის მორიგი რაუნდი დაქუცმაცდა, ხოლო თასის ბოლო ორი სტადია ერთი თვის შემდეგღა მოეწყობა

02-06

დაჯილდოებაზე შევიტყობთ
  დასაბამიდან მეასე ტურნირით დასრულდა შვიდკაცის XII მსოფლიო სერია. შოტლანდიის ეტაპის ფინალში აფრიკამ ბოლო შეტევაში დაალელოვა ავსტრალია და ერთი ქულით გადაუსწრო, ჩემპიონი კი ვადამდე და თანაც მეცხრედ, ზელანდია გახდა

26-05

ვადამდე გამოვლინდა
  ზელანდიამ შვიდკაცის მსოფლიო სერიაზე მეცხრედ ვადამდე იჩემპიონა, რაკი მდევარი და ბოლოს წინა ეტაპის მასპინძელი, ინგლისი ფიალაზეღა მოხვდა და ფარს დაჯერდა

04-04

შვიდკაცაშიც არეკნებით
  კივმა გურუმ, გორდონ თიჩენსმა მორიგი ახალი გუნდი რომ ჩამოქნა, ზელანდიამ შვიდკაცის მსოფლიო სერიაზე სეზონში მეოთხე, ზედიზედ კი მეორე ეტაპი მოიგო და ინგლისი 13 ქულით ჩამოიტოვა

27-03

ჭირი იქა, ლხინი აქა
  შინაური შვიდკაცის პირველი და მსოფლიო სერიის მეხუთე ეტაპები ერთმანეთს დაემთხვა. "შევარდენზე" შეჯიბრი მოიგო უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა გუნდმა, შორეულ ჰონკონგში კი ზელანდიამ აჯობა ინგლისს და ჯამურ ჩათვლაში ჩამოიტოვა

21-02

ყველანი ყველაზე
  საქართველო 12-გუნდა ევროპულ ელიტაში მოხვდა. ამ სერიას "გრან პრი" ჰქვია და ოთხი ეტაპისგან შედგება. წინა წლებისგან განსხვავებით, ყველა გუნდი ყველა ეტაპზე თამაშობს

15-02

"ბლიც ბოკემ" იჩაუქა
  შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეოთხე ეტაპზე თამაშთა განრიგი ისე შედგა, რომ ყოველი ბლოკი მასპინძელი იანკების ბურთაობით დასრულებულიყო, მაგრამ მგეგმავებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ხოლო თასი აფრიკამ შემართა

08-02

ოთხი ლელო დაუდო
  შვიდკაცის მსოფლიო სერიის მესამე, საშინაო ეტაპზე ზელანდიამ ორ-წლიანი ნავსი გატეხა და სეზონის მეორე გამარჯვებით ქულებით გაუტოლდა ინგლისს

<<<     2010    2009    2008    2007    2006    >>>