13 კაცა [რაგბი ლიგა] და ოზი რულზი

22-11

გაარტყა და დაახტა

  ლიგის ლეგენდა, ოზი დარენ ლოქიარი პენსიაზე "ოთხი ერის" ჩემპიონად გავიდა; "ბარბაროსებმა" ინგლისის ფულბექი სემ თომქინსი ავსტრალიის "ვოლაბებთან" სარაგბოდ აიმატეს; 2013 წლის მსოფლიო თასის საგზურები კი შტატებსა და იტალიას ერგოთ

15-11

ჩემპიონი მოისრა

  რაგბი-ლიგის "ოთხი ერის" ფინალი უჩემპიონოდ ჩატარდება - მსოფლიო თასის მფლობელი ზელანდია რომ გააბურთავა ინგლისმა, შაბათს, ლიდსში, ავსტრალიას დაეჭიდება

07-11

მალე გამოდიოდა

  რაგბი-ლიგის "ოთხი ერის" შუა რაუნდში ბობოლებმა ლელოში დამიწებისა და ბურთის წაღლეტვის სასწაული ტექნიკა გვიჩვენეს

01-11

იოგები დაუზიანა

  ლიგის "ოთხი ერი" უფერული სტარტის შემდეგ შაბათს, უემბლის "დაბლ ჰედერით" გახურდება
27-10 რისკი და მეტი ლელო
  რაგბის ესთეტებს მოსვენება არა აქვთ, რადგან ირბ-ული მსოფლიო თასის დასრულების კვალად იწყება ლიგური "ოთხი ერი, რაც იმას მოასწავებს, რომ უფრო ჩქარსა და ხისტ ბურთაობაში ლელო იმაზე მეტი დაიდება, ვიდრე კარში დაირტყმება ჯარიმა
06-07 ზედიზედ მეექვსედაც!
  ზეპური რაგბი-ლიგის (ნრლ) სეზონის პირველი კულმინაცია, "სთეით ოვ ორიჯინი" მიყოლებით მეექვსედაც მოიგო ქვინზლენდმა, ვისი შინდის ფერი კვართიც ბოლოჯერ ეცვა დიდ დარენ ლოქიარს
22-06 მესამე ჯახის წინ
  ჩვენს ტელე-სივრცეში დუბაურ "შოუ სპორტთა" აკრძალვის გამო რაგბის აქაურმა თემმა ბარემ 600 ლაივი რომ მოისაკლისა, მაგისი ნახევარი ლიგისა იყო. ჰოდა, რაღაი 13-კაცა თამაშს აქ მაინც არ მოკლებია თაყვანის-მცემელი, "ორიჯინ სამის" წინ "ანზაკის ტესტისა" და საწყისი ორი შებმის ამბავს მოკლედ მოვყვებით
00-04 გულივერა გლადიატორთან
  "ბორჯღალოსანთა" დიდება შორეულ ავსტრალაზიასაც რომ მიწვდა, "ძლიერთა ამა რაგბისათა" ყური ცქვიტეს, რასაც ის მოყვა, რომ 2012 წლიდან მამუკა გორგოძე რასელ ქროუს კლუბში, "საუს სიდნი რებითოზში" ილიგავებს და რეიდებითა და ოფლოუდებით წლის 52 ვიქენდიდან 28-ზე დაგვატკბობს
03-03 სთრიმს პლუს ტრეკერი
  აქაურ ტელე-ბაზარზე წესრიგის დასამყარებლად წამოწყებული კამპანიის შედეგად, თბილისის მინიმუმ ორასი ოჯახი კი დარჩა ზეპური რაგბის ფართე სპექტრის გარეშე, მაგრამ საკომპუტერო საქმეებში გაწაფული გურმანები ეგზეკუციამ ვერ გატეხა: შიმშილის მოსაკლავად ისინი ლაივს სთრიმებით ჭვრეტენ, ხოლო ვიდეო-არქივს ტრეკერით ივსებენ

<<<     2010    2009    2008    2007    2006    2005    >>>