"ბლიც ბოკემ" იჩაუქა

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეოთხე ეტაპზე თამაშთა განრიგი ისე შედგა, რომ ყოველი ბლოკი მასპინძელი იანკების ბურთაობით დასრულებულიყო, მაგრამ მგეგმავებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ხოლო თასი აფრიკამ შემართა.

შტატებში შვიდკაცას ლას ვეგასი მასპინძლობს. იანკებს მარტო თავიანთი თავი რომ უყვართ და უკეთესი უცხოელების ხილვა სულაც არ აინტერესებთ, ირბ-მა კოჭი გაუგორათ:

თასის მეოთხედფინალები პირველი დღის პულურ პროგრამას დაემატა და მანდ გასულ გუნდებს ოთხ-ოთხჯერ ჩაუქობამ უწიათ, მეორე დღეს კი ჯერ ძლიერებმა ითამაშეს, მერე სუსტებმა და შეჯიბრი დასრულდა სინის ფინალით ... რომელშიც შტატები ვერ გავიდა.

იანკები უქულოდ

წინა, ზელანდიურ ეტაპზე ნათამაშები ხიზნებიდან ამერიკაში მხოლოდ კანადამ იასპარეზა. პულებში ლამის ყველაფერი გეგმიურად დასრულდა. ეტაპისა და სერიის შარშანდელი ჩემპიონი, სამოა მეოთხედფინალში მეზობლის, ფიჯის ლუკმა შეიქნა, მერე კი მულღაზანზარმა ზელანდიაც გააბითურა.

აფრიკას თასი 2009 წლის აპრილის შემდეგ ვერაფრით მოეგო. "ბლიც ბოკემ" ამჯერად ნავსი გატეხა - ჯერ ინგლისი ძლია, ფინალში კი ფიჯს ლელოებით 4/2 აჯობა. იანკთათვის გადადებული სინი სამოას ერგო, "არწივებმა" კი ნუგეშად ითრიეს ფარი, რაიც სერიის ცხრილში ერთ ქულასაც ვერ იძლევა.

 

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XII სეზონი

IV ეტაპი. 12-13/02 ლას ვეგასი (აშშ)

<<   პულები (# ხიზანი)

(ა) ინგლისი 3-0, არგენტინა 2-1 / საფრანგეთი 1-2, გაიანა# 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, კენია 2-1 / უელსი 1-2, ურუგვაი# 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია 1-2, კანადა# 0-3
(დ) აფრიკა სამოა 2-0*1 / შტატები 1-2, იაპონია# 0-3

<<   ბობოლათა რაუნდი

(ა) ინგლისი 17:14 არგენტინა
(ბ) ზელანდია 26:5 უელსი
(გ) ფიჯი 35:10 ავსტრალია
(დ) აფრიკა 7:7 სამოა

<<   მოულოდნელობა

(ბ) უელსი 12:19 კენია

<<   თასის მეოთხედფინალი

ინგლისი (ა1) 28:14 კენია (ბ2)
აფრიკა (დ1) 19:14 ავსტრალია (გ2)
ფიჯი (გ1) 17:12 სამოა (დ2)
ზელანდია (ბ1) 47:7 არგენტინა (ა2)

<<   ნახევარფინალი

სინი

კენია 24:21 ავსტრალია (6ქ)
სამოა 26:14 არგენტინა (6ქ)

თასი

აფრიკა 17:10 ინგლისი (16ქ)
ფიჯი 26:7 ზელანდია (16ქ)

<<   ფინალი

ფარი (XIII) შტატები 19:12 იაპონია
ფიალა (IX) შოტლანდია (4ქ) 19:14 კანადა
სინი (V) სამოა (12ქ) 26:15 კენია (8ქ)
თასი (I) აფრიკა (24ქ) 24:14 ფიჯი (20ქ)

აფრიკა: 1 კრის დრეი, 3 ფრანკი ჰორნი, 6 ქაილ ბრაუნი^კაპ, 8 ბერნადო ბოთა, 9 სესილ აფრიკა, 10 ბრანკო დიუპრე, 12 პოლ იორდანი * 2 ნილ პაუელი, 4 პეტრუს ენხელბრეხტი, 5 ლუბაბალო მტემბუ, 7 რენფრედ დეიზელი, 11 სთივენ ჰანთი * მწ პოლ ტრუ

<<   ქულა

80 ზელანდია (2თ: ჯორჯი ველინგთონი, ინგლისი (თ: დუბაი;
64 ფიჯი, სამოა; 56 აფრიკა (თ: ლას ვეგასი; 36 ავსტრალია;
24 არგენტინა; 18 უელსი; 12 კენია; 8 შოტლანდია; 6 შტატები

<<   გასამართია

25-27/03 ჰონკონგი (ჩინ;   2-3/04 ადელაიდა (ავს)
21-22/05 ლონდონი (ინგ;  28-29/05 ედინბურგი (შტლ)

<<   თასის მფლობელი

1999-2011 (96 ეტაპი: 39 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი,
12 აფრიკა
- 8 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

 

www.000webhost.com