"ზე რაგბი" დავუძახოთ?

   დაწესებიდან 15 წლის შემდეგ მარაქაში ერთი გუნდიც რომ გაირია, გაწონასწორდა, სახელი და ლოგო გამოიცვალა და უბრალოდ "ზე რაგბად" რომ იქცა, აი, ეგ საბურთაო სეირი იწყება პარასკევს, ჩვენებურად დილის თერთმეტის ნახევარზე, და 9 ივლისამდე გასტანს.

თავიდან იყო ზე 6, მერე 10, მერე კიდევ 12, ბოლოს კი სულაც 14. პატრონმა ამის შემდეგღა იაზრა და რიცხვი ამოიღო სახელ-დებიდან. ჰოდა, თუმც ავსტრალია - აფრიკა - ზელანდიის ხუთ-ხუთი გუნდით ზე 15 მივიღეთ, ამიერიდან ოფიციოზს ყური უნდა ვუგდოთ და შეჯიბრს "ზე რაგბი" დავუძახოთ.

დასი სამ, ეროვნულ კონფერენციად დაიყო. ყოველი გუნდი 18 რეგულარულ ვიქენდზე 16 მატჩს გამართავს: რვას შინ და რვასაც გარეთ. კლუბი ოთხივე თანა-ქვეყნელს ორ-ორჯერ ეთამაშება, ოთხ უცხოს - თითოჯერ შინ, ოთხსაც - გარეთ, ორს კი სულ არ ხვდება.

განრიგი ძველებურად გაწელილია ვიქენდზე, ანუ შემდეგი მატჩი წინას დასრულების შემდეგღა იწყება. 120-თამაშა წრიულ ეტაპს 6-გუნდა, სამ-რაუნდიანი, 5-მატჩა პლეი-ოფი მოყვება.

მასში გავა სამივე კონფერენციის ჩემპიონი (ამათ ნჰლ-ურად ზედა სამი ადგილი ერგებათ) და სამიც ვაილდ-ქარდი, ანუ ის გუნდები, რომლებიც ერთიან, 15-გუნდა ცხრილში მეოთხე-მეექვსე ადგილებზე დააფინიშებენ.

გამეორდება სასწაული?

შარშანს აქეთ სიახლე ცოტაცაა და ბევრიც, თამაშის წესები კი იგივეა და უკვე მთელ მსოფლიოში მოწონებული. ზელანდიას ოთხი კარგი გუნდი ჰყავს, აფრიკასა და ავსტრალიას სამ-სამი, ყველაზე ცხოველ ინტერესს კი ამქრის ახალი წევრი, მელბურნის "რებელზი" (მეამბოხეები) იწვევს.

აწ უკვე ლეგენდარულმა როდ მაკქვინმა 15 წლის წინ, პროფესიული რაგბის გარიჟრაჟზე, დაწუნებულთაგან შექმნა "ბრამბიზი" და უმალ ძალად აქცია, ამჯერად კი უნდა გაუჭირდეს სასწაულის გამეორება. რებელზს სთერლინგ მორთლოქი კაპიტნობს; ბურჯად "ოლ ბლექი" გრეგ სამერვილი დგას; შუამარბად - ლიგელი კუპერ ვუნა; ინგლისელი ვუნდერკინდი დენი სიპრიანი კი მარქაფაშია.

ბრამბიზს ერთი თვე ვერ ეყოლება ავსტრალიის კაპიტანი როქი ელსომი, სკიპერი კი იქნება მეთ გიტო, ვინც მსოფლიო თასის შემდეგ ტულონში (საფრანგეთი) გადავა. "ვორათაზს" ისევ აკლია დაშავებული ვაიკლიფ პალუ; "რედსს" გაუძღვება მუხლ-აღდგენილი ჯეიმზ ჰორვილი, "ფორსს" კი თუმც ჯეელი ვარსკვლავები ჰყავს, გუნდად ვერ ვარგა.

ლითონი ჩაუხრახნეს

ზელანდიაში კიდევ გაიძარცვა "ჰაილენდერზი, სხვა ოთხი გუნდი კი გაძლიერდა. 7-გზის ჩემპიონ "კრუსეიდერზს" ტულონიდან შეემატა 25 წლის ლიგელი, ოფლოუდის კარუზო სონი-ბილ ვილიამსი, ვინც როცა არ ბურთაობს, პროფესიულ რინგზე ადის და სერიოზულად კრივობს.

"ჩიფსში" ტულონიდანვე მივიდა 37 წლის ტანა უმანგა, ვინც ჯერ კიდევ პირველ ზე 12-ში მონაწილეობდა, "ბლუზს" კი რაზმში უწერია აყლაბუდა ალი ვილიამსი, ვისაც წინა ორი სეზონი აქილევსის გადამკიდე გაუცდა.

ბლუზის 10 ნომერი ლუკ მაკალისთერი სპარინგებზე გაითიშა, "ოლ ბლექსის" კაპიტან რიჩი მაკქოუს კი ტერფში ლითონი რომ ჩაუხრახნეს, თვე-ნახევარს იუქმებს. "ჰარიქენზმა" აიმატა ჭაბუკთა მსოფლიო პირველობის საუკეთესო მელელოვე ჯულიან სავეა, ზე 14-ის სამგზის ჩემპიონს (2007 2009 2010, აფრიკის "ბულზს" კი დაუბრუნდა "ბოკეს" 9 ნომერი, ბეჭ-მორჩენილი ფური დიუპრე.

 

>>>    ზე-რაგბი 

<<   პირველი რაუნდი  *  სრული განრიგი

პარ 18/02

ჰრკ(ზელ 10.35 ჰლნ)ზელ
რბლ(ავს 12.40 ვრთ)ავს

შაბ 19/02

ბლუ(ზელ 10.35 კრს)ზელ
ბრმ(ავს 12.40 ჩიფ)ზელ
შრქ(აფრ 19.05 ჩტზ)აფრ
ლნზ(აფრ 21.10 ბულ)აფრ

კვი 20/02

რედ(ავს 10.40 ფორ)ავს

<<   წლევანდელი დასის ვარსკვლავები

ავსტრალია

ბრამბიზი: მეთ გიტო, ბენ ელიგზანდერი, როქი ელსომი, ადამ ეშლი-კუპერი, კრისტიან ლეალიფანო, სთივენ მური, მარკ ჩიზომი, სთივენ ჰოილსი^კაპ * მწ ენდი ფრენდი

ვორათაზი: ბერიქ ბარნსი, ქერთლი ბილი, ლუკ ბერჯესი, ფილ ვო^კაპ, ლოქი თერნერი, დინ მამი, დრუ მიჩელი, ვაიკლიფ პალუ, ტატაფუ პოლოტა-ნაუ, ბენ რობინსონი, რაიან ქროსი * მწ კრის ჰიქი

რებელზი: როდნი ბლეიქი, კუპერ ვუნა, სთერლინგ მორთლოქი^კაპ, ლუკ რუნი, გრეგ სამერვილი, დენი სიპრიანი, ადამ ფრაიერი, სემ ქორდინგლი, მარკ ჯერარდი, ჯულიან ჰაქსლი * მწ როდ მაკქვინი

რედსი: დიგბი აიონი, ვილ გენია, ქვეიდ კუპერი, ენთონი ფაინგა, პიტერ ჰაინსი, ჯეიმზ ჰორვილი^კაპ * მწ იუენ მაკქენზი

ფორსი: ჯეიმზ ოქონორი, დევიდ ფოქოქი, ნეითან შარფი^კაპ, კამერონ შეპარლი, მეთ ჰოჯსონი * მწ რიჩარდ გრემი

აფრიკა

ბულზი: ბაკის ბოთა, ფური დიუპრე, ზეინ კერშნერი, ვიკტორ მეტფილდი^კაპ, დანი როსუ, პიერ სპისი, მორნეი სტეინი, გათრო სტენკამპი, ვეინანდ ულიფიე, ფრანსუა ჰუხარდი * მწ ფრანს ლიუდეკე

ლაიონზი: მორის დელპორტი, ერნსტ იუბერი, იანეს ლაბუსხახნი, ანდრე პრეტორიუსი, ერლ როუზი, კარლოს სპენსერი, ფრანკო ფანდერმერვე^კაპ, ვიკუს ფანჰირდენი, რორი ქოქოთი, ბუჩ ჯეიმზი * მწ ჯონ მიჩელი

სთორმერზი: ხიო აპლონი, ანდრის ბეკერი, სხალკ ბერგერი^კაპ, პიტერ გრანტი, ჟოან დეიონხი, ჟან დეფილიერსი, რიკო იანარი, ფრანსუა ლოუ, ჟაკ ფური, ბრაიან ჰაბანა * მწ ალისთერ კუცია

შარქსი: ვილემ ალბერცი, ჟაკ ბოტესი, ბისმარკ დიუპლესი, იანი დიუპლესი, ადი იაკობსი, რაიან კანკოვსკი, ბისთ მთავარირა, ჯეიპი პიტერსენი, ჯონ სმიტი^კაპ, სტეფან ტერბლანშე * მწ ჯონ ფლამთრი

ჩიტაზი: ჰაინრიხ ბრიუსო, იონხი ნოკვე, ჟოან სმითი^კაპ, კამამბა ფლურსი * მწ ნაკა დროცკე

ზელანდია

ბლუზი: ჯონ აფოა, ენთონი ბორიჩი, სთივენ ბრეთი, დენიელ ბრეიდი, ალი ვილიამსი, თონი ვუდქოქი, ჯერომ კაინო, ლუკ მაკალისთერი, კევენ მეალამუ^კაპ, რენე რეინჯერი, ჯო როკოთოკო, ისაია ტოიავა * მწ პეთ ლემი

კრუსეიდერზი: ზეკ გილდფორდი, იზრაელ დეგი, სემ ვაითლოქი, სონი-ბილ ვილიამსი, დენ კარტერი, რიჩი მაკქოუ^კაპ, შონ მეითლენდი, ქიარან რიდი, ბრედ სორნი, ქორი ფლინი, ბენ ფრენკსი, ოუენ ფრენკსი, რობერტ ფრუენი, კრის ჯექი * მწ თოდ ბლექედერი

ჩიფსი: სთივენ დონალდი, რიჩარდ კაჰუი, ბრენდონ ლეონარდი, ლელია მასანგა, ლაიემ მესამი, მალილი მულიაინა^კაპ, აიზაკ როსი, სიტივენი სივივატუ, ტანა უმანგა * მწ იენ ფოსთერი

ჰაილენდერზი: თომ დონელი, ადამ თომფსონი, ჯემი მაკინთოში^კაპ, რობი რობინსონი, ქოლინ სლეიდი, ჯიმი ქოუანი * მწ ჯემი ჯოზეფი

ჰარიქენზი: ჰოსეა გიარი, პირი ვიპუ, ვიკტორ ვიტო, მა ნონუ, ჯულიან სავეა, კონრად სმითი, ნემია ტიალატა, არონ ქრუდენი, ქორი ჯეინი, ენდრიუ ჰორი^კაპ * მწ მარკ ჰემეთი

<<   ზე რაგბის 15 სეზონი

შარშან   კლუბი

ქალაქი         ქვეყანა

    მ-წ*ფ

პრ

ჩ-ფ*ნ

4

კრუსეიდერზი

ქრაისთჩერჩი

ზელ

571

115-54*6

99

604

7-2*3

7

ბლუზი

ოქლენდი

ზელ

525

104-68*3

103

613

3-1*1

6

ბრამბიზი

კანბერა

ავს

524

105-68*2

100

594

2-3*1

3

ვორათაზი

სიდნეი

ავს

486

  96-75*4

94

513

0-2*3

8

ჰარიქენზი

ველინგთონი

ზელ

464

  93-78*4

84

530

0-1*5

9

შარქსი

დურბანი

აფრ

443

  86-83*6

87

488

0-3*3

11

ჩიფსი

ჰემილთონი

ზელ

434

  82-89*4

98

513

0-1*1

12

ჰაილენდერზი

დანიდინი

ზელ

411

  80-93*2

87

459

0-1*3

1

ბულზი

პრეტორია

აფრ

402

  78-90*7

76

498

3-0*3

5

რედსი

ბრისბენი

ავს

401

  79-93*3

79

442

0-0*3

2

სთორმერზი

კეიპთაუნი

აფრ

389

  77-82*5

71

412

0-1*2

14

ლაიონზი

იოჰანესბერგი

აფრ

269

  46-125*4

77

413

0-0*2

13

ფორსი!

პერთი

ავს

132

  24-37*4

28

146

0-0*0

10

ჩიტაზი!

ბლუმფონტეინი

აფრ

125

  22-52*2

33

183

0-0*0

-

რებელზი%

მელბურნი

ავს

0

    0-0*0

0

0

0-0*0

! ზე14; % ზე15; პრ პრემია, ლ ლელო;
ჩ ჩემპიონი, ფ წააგო ფინალი, ნ წააგო ნახევარ-ფინალი