განრიგთა მოზღვავება

   "ერთა თასის" მესამე რაუნდის წინ ბორჯღალოსნებმა გალეთში წაიმუშაკეს; რუსეთმა მწურთნელი შეცვალა; არა-სრულ ორ კვირაში კი, ერთი მეორის მიყოლებით, სამი შეჯიბრის განრიგი გამოქვეყნდა.
დიდი რაგბი უკუღმართადაა მოწყობილი. საქართველო ესპანეთს ვაკეში რომ სრავდა, ხოლო საფრანგეთი ირლანდიას დუბლინში აშთობდა, მაგავე ვიქენდზე, გალეთისვე ტოპ 14-ში, ერთურთს ეჭიდებოდნენ ქართველ ბურჯთა წყვილები:

დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) - გიორგი ჟღენტი (მონპელიე; შეცვალეს 61 წუთზე) და დავით ქუბრიაშვილი (ტულონი) - დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი; ორივე ერთშაბად, 56 წუთზე დაასვენეს)

შემდეგ, არა-სანაკრებო ვიქენდზე, ბრივმა ესპანეთთან ნაომარი ვასილ კაკოვინი ხინჩაგიშვილის ნაცვლად საათის თავზე შეიყვანა; აჟენმა და ტულონმა ბოლო მეოთხედის წინ ჩააბეს ბრძოლაში ბექა შეყლაშვილი და ქუბრიაშვილი; კლერმონმა ისევ 80 წუთით დატვირთა ზირაქა; მონპელიემ დასკვნით ხუთ წუთშიღა შეასვენა ჟღენტი, ხოლო 7 ნომერი მამუკა გორგოძე თავიდან ბოლომდე აბურთავა.

 

>>>    საფრანგეთის "ტოპ 14"

$ პრემია (მეტოქეზე სამი ლელოთი მეტის გატანა)
ან კომპენსაცია (რვა ქულაზე ნაკლებით წაგება)

<<   XVIII რაუნდი  @  11-12/02

ლაროშელი$ 19:22 ტულუზი
ტულონი 22:16 ბრივი$
ბეიონი 24:7 ბურგუენი
მონპელიე$ 29:9 კლერმონი
პერპინიანი$ 31:18 აჟენი
რასინგი 20:13 კასტრი$
სტადი 31:18 ბიარიცი

<<   XIX რაუნდი  @  18-19/02

ბრივი 26:10 სტადი
ბურგუენი 15:32 პერპინიანი
კასტრი 43:29 მონპელიე
კლერმონი 24:19 ბეიონი$
ლაროშელი 24:32 რასინგი
ტულუზი 23:19 ბიარიცი$
აჟენი 23:13 ტულონი

19/26 რაუნდი

  მ-წ*ფ

გატ:გაშ

პრ

ტულუზი 64 13-5*1 525:350 10
რასინგი (პარ) 57 12-5*2 449:374 5
კლერმონი 53 11-8 444:334 9
მონპელიე 52 11-7*1 425:353 6
კასტრი 51 10-8*1 462:378 9
ბეიონი 49 11-8 389:360 5

ტულონი

49

11-8

391:357

5

ბიარიცი 49 10-8*1 439:398 7
პერპინიანი 45   9-7*3 389:386 3
სტადი (პარ) 44   9-9*1 450:405 6
აჟენი 32   7-11*1 346:517 2
ბრივი 31   5-12*2 326:411 7

ლაროშელი

28

  5-13*1

355:472

6

ბურგუენი (-5) 5   2-17 270:565 2

შემდეგი რაუნდი 4-5/03, ბოლო 7/05, ფინალი 4/06

"მოამბეს" ემთხვევა

შაბათს, საღამოს შვიდზე, მდევარ პორტუგალიას ლისაბონში ვეთამაშებით. მსაჯობს გამოუცდელი იტალიელი პასაკანტანდო. "პირველ არხზე" ლაივია, მაგრამ მეორე ტაიმი "მოამბეს" ემთხვევა.

დაგვემტვრა დერეფნის კარუზო, "ფედერალში" მოღვაწე ვეტერანი გია ლაბაძე. სამაგიეროდ, დაგვემატებიან მოკეთებული გორგოძე, ოთხი პირველ-ხაზელი (ხინჩაგიშვილი, ზირაქაშვილი, აქვსენტ გიორგაძე, გოდერძი შველიძე) და ბეკი ირაკლი ჩხიკვაძეც.

რუსეთს ფინიშზეღა, 19 მარტს, სოჭში ვეწვევით. "დათვებს" იქვე რომ მოუგო პორტუგალიამ, კავშირის ინგლისელმა თანა-შეფმა, ჰოვარდ თომასმა ბარემ მესამედ მოხსნა მონინოელი ნიკოლაი ნერუში და შინ, სეილში, შარშანვე მიბრუნებული სთივ დაიამონდის ნაცვლად მწურთნელად იხმო 41 წლის უელსელი ქინგსლი ჯოუნზი.

ამისი მამა, ფილ ქინგსლი-ჯოუნზი ჯონა ლომუს მარად მრჩევლად და არა-ფორმალურ მენეჯერად ითვლება, ვაჟი კი სეილიდანვე აფრიკის "ბულზში" გადავიდა და რუსეთს გინდ შეეწყოს და გინდაც ვერა, მიზნად "ტულონში" წელსვე მოწყობას ისახავს.

 

>>>    ევროპის "ერთა თასი"

მესამე რაუნდი

26/02 რუმინეთი 18.00 რუსეთი
  ესპანეთი 19.00 უკრაინა
  პორტუგალია 19.00 საქართველო

2. რაუნდი

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

პრ

საქართველო

10 +119 2-0 122:  3 19/0 2

პორტუგალია

8 +9 2-0   45:36 5/4 0

რუსეთი

5 +2 1-1   47:45 5/5 1

რუმინეთი

1 -7 0-1   17:24 2/3 1

ესპანეთი

1 -64 0-2   24:88 3/12 1

უკრაინა

0 -59 0-1     3:62 0/10 0

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია ($)

მეზობელმა გაგვიბაზრა

ირბ-მა წლევანდელი, 20-წლამდელთა "მსოფლიო ალაფის" გამართვა შარშან, 15 დეკემბერს დაგვაკისრა. პრომოციის კანონია და საბჭო გახსნამდე ზუსტად 100 დღით ადრე, თბილისშივე აპირებდა პულებისა და განრიგის გამოქვეყნებას, მაგრამ რუსეთის რაგბის კავშირის საითმა ჩვეულ ყაიდაზე იმეტიჩრა და 7 თებერვლამდე ყველასთვის დაყადაღებული ინფორმაცია 25 იანვარს ატვირთა.

ამით წარდგენას ინტრიგა მოაკლდა. პულში მეტოქეებად გვერგნენ კანადა, ზიმბაბვე და იაპონია, დასის იქეთა ნახევარში კი ფავორიტია "პირველობიდან" გამოვარდნილი სამოა. თუ რომელი მატჩი სად (შევარდენი ავჭალა) გაიმართება და რომელ საათზე დაიწყება, მაგას მოგვიანებით, ოღონდაც ძაან თადარიგიანად შეიტყობს ფანობა, ჯეელ ბორჯღალოსანთა ამოცანა კი ცხადია:

8-გუნდა ალაფაზე (ტროფი) პირველობით 2012 წლისთვის 12-გუნდა პირველობაზე (ჩემპიონშიფ) ასვლა!

 

>>>    20-წლამდელთა "მსოფლიო ალაფა"

24/05-5/06  თბილისი

<<   პულები (x# განთესვა)

1#სამოა  4#რუსეთი  5#ურუგვაი  8#შტატები
2#იაპონია  
3#საქართველო  6#კანადა  7#ზიმბაბვე

<<   ბორჯღალოსანთა განრიგი

სამ 24/05 კანადა
შაბ 28/05 ზიმბაბვე
ოთხ   1/06 იაპონია
კვი   5/06 ფინალი

ჩემპიონი ადის 2012 წლის (12-გუნდა) მსოფლიო პირველობაზე

ქაღალდზეღა არსებობს

მიზეზთა გამო ირბ-ს "100 დღის წესი" არ დაუცავს სხვა, თავისივე "ერთა თასის" დასისა და საათობრივი განრიგის გამოცხადებისას. სტარტამდე 16 კვირით (112 დღით) ადრე, კეიპთაუნში სტუმრად მყოფმა პრეზიდენტმა, ფრანგმა ბერნან ლაპასემ ბრძანა, სამხრეთ აფრიკას 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის კარგი შანსი აქვსო, და ბუქარესტის შეჯიბრიც დააანონსა.

ქურციკეთში თასი 1995 წელს მოეწყო და იზოლაციიდან დაბრუნებულმა "ბოკემ" მოიგო. ოთხწლედის მთავარ ტურნირს წელს ზელანდია მასპინძლობს, 2015 წელს ინგლისი და 2019 წელს იაპონია.

"ერთა თასი" ბუქარესტის "არკულზე" ზედიზედ მეხუთედ იმართება. დასში სიახლე ისაა, რომ ირაგბებს ქაღალდზეღა არსებული "საზერნ კინგზი" - პორტ ელიზაბეთის გუნდი, ვისაც 2013 წელს ზე 16-ში ჩაბმა ეიმედება, საქართველო კი ბუქარესტში მეოთხედ მოითელება: საუკეთესო შედეგი - მეორე ადგილი სამი წლის წინ გავახერხეთ, შარშან კი ნამიბიასთან წავაგეთ ლა ბოლოს-წინაზე დავრჩით, რასაც ავსტრალიელი თიმ ლეინის დათხოვნა მოყვა.

 

>>>    ირბ-ის "ერთა თასი"

ბუქარესტი (რუმინეთი)  არკულ დე ტრიუმფი

<<   ბორჯღალოსანთა განრიგი (საქ დროით)

პარ

10/06

20.00

საზერნ კინგზი (აფრიკა)

ოთხ

15/06

18.00

იაგუარები (არგენტინა*ა)

კვი

19/06

20.00

ნამიბია

არ გვეთამაშებიან: რუმინეთი და პორტუგალია

<<   აქამდე მანდვე

წელი

ადგ

სხვ

მ-წ

გატ:გაშ

პრ$

2007

III

8

-7

2-1

55:62

7/6

0

ნამიბია 26:18,  აფრიკა*ა 7:24,  იტალია*ა 22:20

2008

II

8

+16

2-1

48:32

5/1

0

აფრიკა*ა 3:11, ურუგვაი 20:18, იტალია*ა 25:3

2010

V

5

-22

1-2

41:63

2/4

1

შოტლანდია*ა 22:21,  იტალია*ა 3:21,  ნამიბია 16:21

ყველანი ყველაზე

შვიდკაცის ოლიმპიური დებიუტი 2016 წელს, რიოში (ბრაზილია) შედგება. ფირა აერ-ი 2002 წლიდან მართავს ევროპის პირველობას. მეორე სეზონიდან მოყოლებული, შეჯიბრი სერიად ეწყობა, საიუბილეო, მეათე წელს კი დასი სამ დონედ დაიყო და ცალ-ცალკე იჩაუქებს.

საქართველო 12-გუნდა ელიტაში მოხვდა. ამ სერიას "გრან პრი" ჰქვია და ოთხი ეტაპისგან შედგება. წინა წლებისგან განსხვავებით, ყველა გუნდი ყველა ეტაპზე თამაშობს. ჩემპიონი იგია, ვინც ჯამში მეტ ქულას დააგროვებს, მაგრამ დარიცხვის ფორმულა ჯერ არ გამოქვეყნებულა.

სამაგიეროდ, ცნობილია ვადები და ეტაპთა მასპინძლებიც. სიაში სამწუხაროდ არაა "თბილისის ფარი, რომელიც 6-ჯერ (2003-08) მოეწყო.

"ქართული შვიდკაცაც" ბოლო შვიდ წელში ერთადერთხელ (2008) გავიდა საპრიზო (მესამე) ადგილზე, სხვაფრივ კი, წლეულს პულები წინა ეტაპის მიხედვით, ზიგზაგურად შედგება, ხოლო პირველ ეტაპზე - შარშანდელი შედეგებით (ორი ბრიტანელის ჩამატებით)

ასე რომ, ლიონში გვეჩაუქებიან: პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, უკრაინა და ჰოლანდია, ირლანდია კი 2013 წლამდე უქმობს.

 

>>>     შვიდკაცის "ევრო გრან პრი"

12 გუნდი:

პორტუგალია საფრანგეთი რუსეთი ესპანეთი
საქართველო * ინგლისი უელსი * რუმინეთი
უკრაინა იტალია * მოლდოვა ჰოლანდია

ოთხ ეტაპად:

18-19/06 ლიონი (სფრ)
25-26/06 მოსკოვი (რუს)
  9-10/07 ბარსელონა (ესპ)
16-17/07 ბუქარესტი (რუმ)

ვარდება ბოლო ორი;
2012 წელს შემოვლენ შოტლანდია და "ა" ჯგუფის ჩემპიონი

 

www.000webhost.com