ჭირი იქა, ლხინი აქა

   შინაური შვიდკაცის პირველი და მსოფლიო სერიის მეხუთე ეტაპები ერთმანეთს დაემთხვა. "შევარდენზე" შეჯიბრი მოიგო უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა და გაძლიერებულმა გუნდმა, შორეულ ჰონკონგში კი ზელანდიამ აჯობა ინგლისს და ჯამურ ჩათვლაში ჩამოიტოვა.

შინ ტრადიციულად გველის ორი შესარჩევი და ფინალი. კავშირმა განრიგი უმაღლესი და პირველი ლიგების 16 გუნდზე გათვალა, მაგრამ ორ პულში თითო მონაწილე მოისაკლისა. სუსტად გამოვიდნენ წინა ორი წლის ჩემპიონი "ყოჩები" და დიდი რაგბის ავტორიტეტი "ლელო, ექსპერტები კი მოხიბლეს "აკადემიამ, "ბაგრატმა" და რუსთავმა.

გამარჯვებულ გუნდს შარშანწინ "უნივერსიტეტი" ერქვა, შარშან გორის (!) თსუ "ლომები, წელს კი "არმიის" სახელით გამოდის. რაზმს დაუბრუნდნენ ბათუმში დროებით გადასულები, რუმინეთიდან შინ მობრუნებულები, პერსპექტიული მოთამაშეები და "ბორჯღალოსანთა" ორივე (!) კვაჭიც.

ჰოდა, როგორც თვით-მხილველებმა დირსიჭალიდან გვაცნობეს, ჯარს "აიასთან" დამატებით-დროიან ფინალში გაამარჯვებინეს ბიძინა სამხარაძემ, გიორგი კალმახელიძემ და რატი ნუცუბიძემ, მეორე შესარჩევი კი ზაფხულ-შემოდგომის შესაყარზეა დაგეგმილი.

 

>>>    შინაური შვიდკაცა

პირველი შესარჩევი  >>   ყველა შედეგი და ცხრილი

26-27/03  შევარდენი, ხელოვნური * 14 გუნდი

<<   პულები

(ა) ლოკომოტივი 2-0, ბაგრატი 1-1 / ყოჩები 0-2, ჯიქები x
(ბ) აია 3-0, ხულიგანა 2-1 / ლელო 1-2, დევები 0-3
(გ) ბათუმი 2-0, თიბისი 1-1 / ფოთი 0-2, არმაზი
x
(დ) ჯარი 3-0, აკადემია 2-1 / რუსთავი 1-2, ოზურგეთი 0-3

<<   მეოთხედფინალი

აკადემია 14:10 ბათუმი
ჯარი 40:0 თიბისი
ლოკომოტივი 24:5 ხულიგანა
აია 26:5 ბაგრატი

ფოთი 27:5 ოზურგეთი
ყოჩები 47:0 დევები

<<   ნახევარფინალი

ჯარი 14:0 ლოკომოტივი
აია 17:5 აკადემია

ხულიგანა 17:12 თიბისი
ბათუმი 26:22 ბაგრატი

რუსთავი 15:12 ყოჩები
ლელო 26:5 ფოთი

<<   ფინალი

ფარი (XIII) დევები 10:0 ოზურგეთი
ფიალა (IX) რუსთავი 12:5 ლელო
სინი (V) ბათუმი 26:7 ხულიგანა
თასი (I) ჯარი
19:14*დდ აია

კიბე: 1 ჯარი, 2 აია, 3 ლოკომოტივი აკადემია;
5 ბათუმი, 6 ხულიგანა, 7 თიბისი ბაგრატი;
9 რუსთავი, 10 ლელო, 11 ყოჩები ფოთი; 13 დევები, 14 ოზურგეთი

გასამართია:  27-28/08 მეორე შესარჩევი, 12-13/11 ფინალი

სპრინტი და თრობა

ჰონკონგშიც ჩვეულებრივად იყო ყველაფერი: მოედანზე სპრინტერული სოლოები, ხოლო ტრიბუნებზე ლუდით თრობა და ავ-ხორცობის ზეიმი. შეჯიბრმა სამ დღეს გასტანა. შაბათს, ბოლო ორ პულურ რაუნდში ღირს-შესანიშნავი არაფერი მომხდარა, პარასკევს კი მინი-სენსაციები გამოაცხვეს პორტუგალიამ, რუსეთმა და კანადამ.

საქართველოს "შვიდკაცის მექაში" ორჯერ, 2004-05 წლებში უჩაუქია, წლეულს კი მექსიკა შეიქნა 49-ე ქვეყანა, ვინც მანდვე წარსდგა. კვირისთვის ექვსი 4-გუნდა პული სამ 8-გუნდა დონედ გადანაწილდა. ჰოდა, ზელანდიამ და ინგლისმა ერთნაირი ანგარიშით რომ ძლიეს მულღაზანზრელები, გავიდნენ ფინალში, სადაც კივებმა ბრიტანელ ქომაგთა ჯიბრზე ლელოებით 5/3 იმარჯვეს.

 

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XII სეზონი

V ეტაპი. 25-27/03 ჰონკონგი (ჩინეთი)

<<   პულები ($ ბობოლა)

(ა) ზელანდია$ 3-0, პორტუგალია 2-1 / საფრანგეთი$ 1-2 // კორეა 0-3
(ბ) ინგლისი$ 3-0 / შტატები$ 2-1, იაპონია 1-2 // ჩინეთი 0-3
(გ) სამოა$ 3-0 / შოტლანდია$ 2-1, ტონგა 1-2 // მექსიკა 0-3
(დ) ფიჯი$ 3-0, რუსეთი 2-1 // კენია$ 1-2, მალაიზია 0-3
(ე) აფრიკა$ 3-0 / უელსი$ 2-1 // ესპანეთი 1-2, ჰონკონგი 0-3
(ვ) ავსტრალია$ 3-0 / კანადა 2-1, არგენტინა$ 1-2 // ზიმბაბვე 0-3

<<   ბობოლათა რაუნდი

(ა) ზელანდია 19:7 საფრანგეთი
(ბ) ინგლისი 37:12 შტატები
(გ) სამოა 31:14 შოტლანდია
(დ) ფიჯი 40:0 კენია
(ე) აფრიკა 42:12 უელსი
(ვ) ავსტრალია 21:14 არგენტინა

<<   მოულოდნელობანი

(ა) საფრანგეთი 5:12 პორტუგალია
(დ) კენია 5:22 რუსეთი
(ვ) არგენტინა 21:22 კანადა

<<   თასის მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 33:5 პორტუგალია (ა2)
ფიჯი (დ1) 24:19 აფრიკა (ე1)
სამოა (გ1) 15:12 ავსტრალია (ვ1)
ინგლისი (ბ1) 10:7 რუსეთი (დ2)

<<   ნახევარფინალი

სინი

აფრიკა 28:5 პორტუგალია (8ქ)
ავსტრალია 35:12 რუსეთი (8ქ)

თასი

ზელანდია 19:14 ფიჯი (20ქ)
ინგლისი 19:14 სამოა (20ქ)

<<   ფინალი

ფარი (XVII) კენია 17:12 ესპანეთი
ფიალა (IX) კანადა (5ქ) 33:12 იაპონია
სინი (V) აფრიკა (16ქ) 26:19 ავსტრალია (10ქ)
თასი (I) ზელანდია (30ქ)
29:17 ინგლისი (25ქ)

ზელანდია: 2 თიმ მიქელსონი, 3 სოლომონ ქინგი,
5 ლოტე რაიკამბულა, 6 ტომასი თამა, 7 ბრაის ჰიმი, 9 ფრენკ ჰალაი, 10 თობი არნოლდი * 1 სქოთ ქარი, 4 დი-ჯეი ფორბსი^კაპ,
8 დექლან ოდონელი, 11 რორი გრაისი, 12 ბაქსთონ პოპოალიკი
*
მწ გორდონ თიჩენსი

<<   ქულა

110  ზელანდია (3თ: ჯორჯი ველინგთონი ჰონკონგი)
105  ინგლისი (თ: დუბაი)
  84  ფიჯი, სამოა;
  72  აფრიკა (თ: ლას ვეგასი)
  46  ავსტრალია; 24 არგენტინა; 18 უელსი; 12 კენია;
    8  შოტლანდია, რუსეთი, პორტუგალია; 6 შტატები; 5 კანადა

<<   გასამართია

2-3/04 ადელაიდა (ავს)
21-22/05 ლონდონი (ინგ; 28-29/05 ედინბურგი (შტლ)

<<   თასის მფლობელი

1999-2011 (97 ეტაპი: 40 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი, 12 აფრიკა - 8 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

 

www.000webhost.com