შვიდკაცაშიც არეკნებით

   კივმა გურუმ, გორდონ თიჩენსმა მორიგი ახალი გუნდი რომ ჩამოქნა, ზელანდიამ შვიდკაცის მსოფლიო სერიაზე სეზონში მეოთხე, ზედიზედ კი მეორე ეტაპი მოიგო და ინგლისი 13 ქულით ჩამოიტოვა.

ჰონკონგის 24-გუნდა შოუსთან სერიის განრიგში ავსტრალიის ეტაპია შეწყვილებული. მისი 16-გუნდა დასი ზელანდიურისგან იმითღა განირჩა, რომ არიფებში კანადა იაპონიამ შეცვალა, პულურმა სტადიამ კი ისე უმუღამოდ ჩაიარა, რომ სეზონში პირველად, მოულოდნელობა ერთიც არ აღნუსხულა.

მასპინძელი ჯერ ფიჯმა ძლია, მერე სამოამ, ბოლოს კი არგენტინამაც. მეოთხედფინალში დონ-პულელებმა დაამარცხეს გან-ელები. ფინალში ფიჯელებ-ნარევმა ზელანდიამ და ჭრელმა აფრიკამ ერთურთი ოთხ-ოთხჯერ დაალელოვეს, მაგრამ თუ ტომასი თამამ ყველა გარდასახვა შეაგდო, სესილ აფრიკამ ყველავე დაახაია.

ჰოდა, კივთა და იაპთა რაგბობაში ისევ ეგრე გამოვიდა, რომ შვიდკაცის ბედიც კარში არეკნით დარტყმამ გადაწყვიტა.:

 

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XII სეზონი

VI ეტაპი.  2-3/04  ადელაიდა (ავსტრალია)

<<   პულები (# ხიზანი)

(ა) ზელანდია 3-0, უელსი 2-1 / კენია 1-2, ქუქეთი# 0-3
(ბ) ინგლისი 3-0, არგენტინა 2-1 / შოტლანდია 1-2, პაპუასეთი# 0-3
(გ) ფიჯი 3-0, ავსტრალია 2-1 / შტატები 1-2, ტონგა# 0-3
(დ) სამოა 3-0, აფრიკა 2-1 / საფრანგეთი 1-2, იაპონია# 0-3

<<   ბობოლათა რაუნდი

(ა) ზელანდია 34:14 კენია
(ბ) ინგლისი 21:19 არგენტინა
(გ) ფიჯი 26:21 ავსტრალია
(დ) სამოა 26:17 აფრიკა

<<   თასის მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 47:7 არგენტინა (ბ2)
სამოა (დ1) 19:14 ავსტრალია (გ2)
აფრიკა (დ2) 24:12 ფიჯი (გ1)
ინგლისი (ბ1) 17:12 უელსი (ა2)

<<   ნახევარფინალი

სინი

არგენტინა 31:28 ავსტრალია (6ქ)
უელსი 22:21 ფიჯი (6ქ)

თასი

ზელანდია 33:17 სამოა (16ქ)
აფრიკა 19:0 ინგლისი (16ქ)

<<   ფინალი

ფარი (XIII) იაპონია 22:5 ტონგა
ფიალა (IX) შტატები (4ქ) 17:10 კენია
სინი (V) უელსი (12ქ) 14:7 არგენტინა (8ქ)
თასი (I) ზელანდია (24ქ) 28:20 აფრიკა (20ქ)

ზელანდია:  2 თიმ მიქელსონი, 3 სოლომონ ქინგი, 4 დი-ჯეი ფორბსი^კაპ, 5 ლოტე რაიკამბულა, 6 ტომასი თამა, 9 ფრენკ ჰალაი, 10 თობი არნოლდი * 1 სქოთ ქარი, 7 ბრაის ჰიმი, 8 დექლან ოდონელი, 11 ჯექსონ ორმონდი, 12 ბაქსთონ პოპოალიკი
*
მწ გორდონ თიჩენსი

<<   ქულა

134 ზელანდია (4თ: ჯორჯი ველინგთონი ჰონკონგი ადელაიდა;
121 ინგლისი (თ: დუბაი; 100 სამოა; 92 აფრიკა (თ: ლას ვეგასი;
90 ფიჯი; 52 ავსტრალია; 32 არგენტინა; 30 უელსი; 12 კენია;
10 შტატები; 8 შოტლანდია, რუსეთი, პორტუგალია; 5 კანადა

<<   გასამართია

21-22/05 ლონდონი (ინგ;  28-29/05 ედინბურგი (შტლ)

<<   თასის მფლობელი

1999-2011 (98 ეტაპი:  41 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი, 12 აფრიკა - 8 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

 

www.000webhost.com