ვადამდე გამოვლინდა

   ზელანდიამ შვიდკაცის მსოფლიო სერიაზე მეცხრედ ვადამდე იჩემპიონა, რაკი მდევარი და ბოლოს წინა ეტაპის მასპინძელი, ინგლისი ფიალაზეღა მოხვდა და ფარს დაჯერდა.

ოთხი ეტაპის მომგები კივები პომებს 13 ქულით უსწრებდნენ. ახლა სხვაობამ 29 ქულას უწია, გუნდს კი 16-გუნდა ტურნირში მაქსიმუმ 24 ქულის აღება შეუძლია.

გორდონ თიჩენსის შეგირდებმა პირველობა თასის მეოთხედ- ფინალში არგენტინის ჯობნით დაიბევეს, პულში საფრანგეთთან დამარცხებული და "პუმების" ვერ-მჯობნი ინგლისი კი ისეც წახდა, რომ კენიასთან 17:19 წააგო ფიალის მეოთხედ-ფინალი.

მიმზიდველობა ემატებაო

კივებმა მისია, ეტყობა, გასრულებულად ჩათვალეს, ნახევარ-ფინალში ექვსი ფიჯელისგან გაუშვეს თითო ლელო და 23 ქულით მოისრნენ. ფინალში მულღაზანზარს პულში ჯობნისთვის სამაგიერო გადაუხადა აფრიკამ, ვისი ბეკი სესილ აფრიკაც (გვარია!) 56 ქულითა და 7 ლელოთი ლიდერობს შედეგიანთა დოღებს.

სერია დამდეგ ვიქენდზე დასრულდება შვიდკაცის სამშობლოში, შოტლანდიაში, თვიქნემზე კი სერიის რეკორდი დამყარდა - პულურ სტადიას 54 357 მოსეირე დაესწრო, რაც ირბ-ის პროპაგანდამ უმალ აიტაცა, ესაო და რაგბის ოლიმპიურ ნაირ-სახეობას მიმზიდველობა ემატებაო.

 

>>>    ირბ-ის შვიდკაცის XII სეზონი

VII ეტაპი.  21-22/05  ლონდონი (ინგლისი)

<<   პულები (# ხიზანი)

(ა) ზელანდია 3-0, უელსი 2-1 / ესპანეთი# 1-2, კენია 0-3
(ბ) საფრანგეთი 2-1, არგენტინა 1-1*1 / ინგლისი 1-1*1, შტატები 1-2
(გ) ავსტრალია 3-0, სამოა 2-1 / კანადა# 1-2, შოტლანდია 0-3
(დ) ფიჯი 3-0, აფრიკა 2-1 / პორტუგალია# რუსეთი# 0-2*1

<<   ბობოლათა რაუნდი

(ა) ზელანდია 31:12 უელსი
(ბ) ინგლისი 12:12 არგენტინა
(გ) ავსტრალია 21:20 სამოა
(დ) ფიჯი 12:7 აფრიკა

<<   მოულოდნელობანი

(ა) კენია 7:17 ესპანეთი
(ბ) ინგლისი 14:21 საფრანგეთი
(გ) შოტლანდია 12:25 კანადა

<<   თასის მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 31:14 არგენტინა (ბ2)
ფიჯი (დ1) 26:14 სამოა (გ2)
აფრიკა (დ2) 17:0 ავსტრალია (გ1)
უელსი (ა2) 19:12 საფრანგეთი (ბ1)

<<   ნახევარფინალი

სინი

სამოა 38:0 არგენტინა (6ქ)
ავსტრალია 19:0 საფრანგეთი (6ქ)

თასი

ფიჯი 42:19 ზელანდია (16ქ)
აფრიკა 21:19 უელსი (16ქ)

<<   ფინალი

ფარი (XIII) ინგლისი 22:7 პორტუგალია
ფიალა (IX) შოტლანდია (4ქ) 21:19 კენია
სინი (V) სამოა (12ქ) 22:12 ავსტრალია (8ქ)
თასი (I) აფრიკა (24ქ) 24:14 ფიჯი (20ქ)

აფრიკა: 2 იოჰანეს პრინსლუ, 3 ფრანკი ჰორნი, 6 ქაილ ბრაუნი^კაპ, 7 ბრანკო დიუპრე, 8 ბერნადო ბოთა, 10 სესილ აფრიკა, 11 სთივენ ჰანთი * 1 კრის დრეი, 4 სიბუსისო სითოლე, 5 ნილ პაუელი, 9 პოლ დელპორტი, 12 ვილიამ სმოლ-სმითი * მწ) პოლ ტრუ

<<   ქულა

150 ზელანდია ჩემპიონი! (4თ: ჯორჯი ველინგთონი ჰონკონგი ადელაიდა; 121 ინგლისი (თ: დუბაი; 116 აფრიკა (2თ: ლას-ვეგასი ლონდონი; 112 სამოა; 110 ფიჯი; 60 ავსტრალია; 46 უელსი; 38 არგენტინა; 12 კენია, შოტლანდია; 10 შტატები; 8 პორტუგალია, რუსეთი; 6 საფრანგეთი; 5 კანადა

<<   გასამართია

28-29/05 ედინბურგი (შტლ)

<<   თასის მფლობელი

1999-2011 (99 ეტაპი: 41 ზელანდია - 16 ფიჯი, 13 ინგლისი აფრიკა -
8 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

 

www.000webhost.com