დაჯილდოებაზე შევიტყობთ

   დასაბამიდან მეასე ტურნირით დასრულდა შვიდკაცის XII მსოფლიო სერია. შოტლანდიის ეტაპის ფინალში აფრიკამ ბოლო შეტევაში დაალელოვა ავსტრალია და ერთი ქულით გადაუსწრო, ჩემპიონი კი ვადამდე და თანაც მეცხრედ, ზელანდია გახდა.

აფრიკამ წინა ეტაპზე, ინგლისშიც აიღო თასი, მაგრამ მაინც გვარიანად ჩამორჩა კივებს, რომლებმაც ოთხგან იპირველეს. ოთხი პულილან სამში ყველაფერი დადგენილი სცენარით წარიმართა, ბოლოში კი სამმა გუნდმა ერთურთი რომ ძლია, ადგილები გატანილ- გაშვებულის სხვაობით განაწილდა. ჰოდა, მასპინძლებს ზედა რვეულში შესაღწევად ერთი გარდასახვა დააკლდათ.

ფალავანი ზელანდია ავსტრალიამ ნახევარფინალში გააგდო. ოზები ფინალსაც ბლომად, 35:14 იგებდნენ, მაგრამ მერე აფრიკამ ხუთი ლელო გაიტანა. "ბლიც ბოკეს" წევრი სესილ აფრიკა 40 ლელოთი და 385 ქულით სერიის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

ირბ-მა ყველა ეტაპის მონაწილე 12 ბობოლის მწურთნელები რომ გამოკითხა, გაირკვა, რომ ზანგი ჯეელი ზელანდიელებთან - ძირით ფიჯელ ტომასი თამასა და თიმ მიქელსონთან ერთად უკეთეს სამეულში მოხვედრილა. ჰოდა, თუ ვინაა 2011 წლის მოშვიდკაცე, მაგას დიდი რაგბის მსოფლიო თასის ფინალის ხვალ, 24 ოქტომბერს, ოქლენდში, ტრადიციულ დაჯილდოებაზე შევიტყობთ.

 

ირბ-ის შვიდკაცის XII სეზონი

ბოლო, VIII ეტაპი  @  ედინბურგი (შოტლანდია)

<<   პულები (# ხიზანი)

(ა) ზელანდია 3-0, საფრანგეთი 2-1 / არგენტინა 1-2, რუსეთი# 0-3
(ბ) უელსი 3-0, ინგლისი 2-1 / ესპანეთი# 1-2, პორტუგალია# 0-3
(გ) აფრიკა 3-0, ავსტრალია 2-1 / კენია 1-2, კანადა# 0-3
(დ) ფიჯი სამოა 2-1 / შოტლანდია 2-1, შტატები 0-3

<<   ბობოლათა რაუნდი

(ა) ზელანდია 38:7 არგენტინა
(ბ) უელსი 19:12 ინგლისი
(გ) აფრიკა 19:5 ავსტრალია
(დ) ფიჯი 21:7 სამოა

<<   მოულოდნელობანი

(ბ) პორტუგალია 5:7 ესპანეთი
(დ) ფიჯი 12:14 შოტლანდია

<<   თასის მეოთხედფინალი

ზელანდია (ა1) 26:12 ინგლისი (ბ2)
ავსტრალია (გ2) 24:14 ფიჯი (დ1)
აფრიკა (გ1) 28:5 სამოა (დ2)
უელსი (ბ1) 13:10 საფრანგეთი (ა2)

<<   ნახევარფინალი

სინი

ფიჯი 34:19 ინგლისი (6ქ)
სამოა 17:10 საფრანგეთი (6ქ)

თასი

ავსტრალია 19:12 ზელანდია (16ქ)
აფრიკა 22:19 უელსი (16ქ)

<<   ფინალი

ფარი (XIII) კანადა 17:12 რუსეთი
ფიალა (IX) კენია (4ქ) 21:14 შოტლანდია
სინი (V) ფიჯი (12ქ) 26:14 სამოა (8ქ)
თასი (I) აფრიკა (24ქ) 36:35 ავსტრალია (20ქ)

აფრიკა: 1 კრის დრეი, 2 იოჰანეს პრინსლუ, 3 ფრანკი ჰორნი,
8 ბერნადო ბოთა, 9 პოლ დელპორტი, 10 სესილ აფრიკა, 11 სთივენ ჰანთი * 4 სიბუსისო სითოლე, 5 ნილ პაუელი, 6 ქაილ ბრაუნი,
7 ბრანკო დიუპრე, 12 ვილიამ სმოლ-სმითი * მწ) პოლ ტრუ

კიბე 2011

ჯამი

დუბ

ჯრჯ

ველ

ლას

ჰნკ

ადლ

ლონ

ედნ

ზელანდია 166 16 24 24 16 30 24 16 16
აფრიკა 140 12 12 8 24 16 20 24 24
ინგლისი 127 24 20 20 16 25 16 0 6
ფიჯი 122 16 16 12 20 20 6 20 12
სამოა 120 20 16 16 12 20 16 12 8
ავსტრალია 80 8 6 16 6 10 6 8 20
უელსი 62 6 6 6 0 0 12 16 16
არგენტინა 38 4 8 6 6 0 8 6 0
კენია 16 0 0 4 8 0 0 0 4
საფრანგეთი 12 0 0 0 0 0 0 6 6
შოტლანდია 12 0 4 0 4 0 0 4 0
შტატები 10 6 0 0 0 0 4 0 0
პორტუგალია 8 0 0 0 0 8 0 0 0
რუსეთი 8 0 0 0 0 8 0 0 0
კანადა 5 0 0 0 0 5 0 0 0

ეტაპები: დუბაი არბ, ჯორჯი აფრ, ველინგთონი ზელ, ლას-ვეგასი აშშ, ჰონკონგი ჩინ, ადელაიდა ავს, ლონდონი ინგ, ედინბურგი შტლ

<<   სერიის ჩემპიონი

ზელანდია 9   2000 2001 2002 2003 2004 2005 2007 2008 2011
ფიჯი   1   2006
აფრიკა   1   2009
სამოა   1   2010

<<   თასის მფლობელი

1999-2011 (100 ეტაპი: 41 ზელანდია - 16 ფიჯი, 14 აფრიკა,
13 ინგლისი - 8 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<   წლის მოშვიდკაცე

2004 საიმონ ამორი (ინგ, 2005 ორენე აი (ზელ, 2006 უალე მაი (სამ, 2007 აფელეკე პელენისე (ზელ, 2008 დიჯეი ფორბსი (ზელ,
2009 ოლი ფილიპსი (ინგ, 2010 მიკაელე პესამინო (სამ)

 

www.000webhost.com