ლამის უცვლელი უკანა ხაზით

   კვირას თუ ყველაფერი კარგად აეწყო, ბუქარესტში მიმდინარე ირბ-ის "ერთა თასზე" მესამე ადგილზე დავაფინიშებთ, "ქართული შვიდკაცა" კი 4-ეტაპა "ევრო გრან პრიში" რომ ებმება, მაგის გამო უმაღლესი ლიგის მორიგი რაუნდი დაქუცმაცდა, ხოლო თასის ბოლო ორი სტადია ერთი თვის შემდეგღა თუ მოეწყობა.

"არკულზე" კვირას ალბათ შემდეგი სცენარით განვითარება მოვლენები: ჯერ აფრიკა ძლევს პორტუგალიას; მერე ჩვენ ვაჯობებთ ნამიბიას და მეორე ადგილზე ავალთ, ბოლოს კი რუმინეთი მოუგებს მაჩანჩალა არგენტინას, გადაგვისწრებს და მსოფლიო თასზე შებმის წინ, თავისი აზრით, ფრიად ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიიღებს.

ბოლო რაუნდის წინ პაუზა ერთი დღით დამოკლდა, ჩვენმა ბანაკმა კი დედლაინს მთელი დღით დაასწრო და დანომრილი რაზმი გაავრცელა. რაღაი წინა ორ მატჩში სამივე (!) ლელო ბეკებმა (ჩხიკვაძე ხამაშურიძე გუგავა) დადეს, გურუ დიქსონს 9-დან 14-მდე არავინ შეუცვლია, ფულბეკად კი აღადგინა მახო ურჯუკაშვილი, ვისაც 14 ქულა ჭირდება, რომ ყველაზე შედეგიანი ბორჯღალოსანი გახდეს.

კვლავ ცოცხლად

შერკინების რვეულში ხუთი ცვლილებაა. მათგან ყველაზე საგულისხმოა ევროპის "ერთა თასზე" ნაწრთობი ჯაბა ბრეგვაძის კვაჭად გამოჩენა. ნამიბიასთან გვირაგბია სამჯერ. ოთხი წლის წინ "ბილტონხ ბურე" ჩვენს ტოლ-სწორ მეტოქედ არც მიგვაჩნდა, მაგრამ შარშან არკულზევე რომ მოგვიგო, მაგას გურუ ლეინი შეეწირა.

იმ, ძლეული გუნდიდან საკვირაო 22-ეულში ექვსი (მ.ურჯუკაშვილი თოდუა გიგაური ჩხიკვაძე ხმალაძე სამხარაძე) ბეკი და სამიც (კაკოვინი ბრეგვაძე კოლელიშვილი) ფორვარდია. მათ რევანშზე ფიქრი სხვებზე მეტადაც მართებთ, ფანობას კი გასახარი ისა აქვს, რომ "ევრო სპორტ 2" საქართველოს თამაშს კვლავ ცოცხლად გადმოცემს, ხოლო სხვა მატჩებისთვის არა სცხელა.

 

ირბ-ის "ერთა თასი"

ბუქარესტი (რუმ) არკულ დე ტრიუმფი

ბოლო, III რაუნდი @ კვი 19/06 (საქ დროით)

18.00   პორტუგალია - კინგზი (აფრ)
20.00   საქართველო - ნამიბია
22.00   რუმინეთი - ხაგუარონი (არგ)

2 რაუნდი

სხვ

გატ:გაშ

მ-წ

პრ($)

აფრიკა

8

+18

58:40

5/3

2-0

0

ნამიბია

5

+4

40:36

3/3

1-1

1

პორტუგალია

5

-2

48:50

4/5

1-1

1

რუმინეთი

5

-2

36:38

2/3

1-1

1

საქართველო

4

-13

31:44

3/4

1-1

0

არგენტინა

2

-5

34:39

4/3

0-2

2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ქულათა ტოლობისას: უკეთესი სხვაობა, ლელოთა უკეთესი სხვაობა, მეტი გატანილი ქულა, მეტი ლელო, ყომარი

>>   ბორჯღალოსნები

* დავიმატეთ, ^ დავაწინაურეთ, # დავამარქაფეთ

ბეკ) 15 მალხაზ ურჯუკაშვილი^ 14 ლექსო გუგავა, 13 სანდრო თოდუა, 12 რეზო გიგაური, 11 ირაკლი ჩხიკვაძე; 10 ლაშა ხმალაძე,
9 გიორგი ბეგაძე /

ფორ) 1 გოდერძი შველიძე^ 2 ჯაბა ბრეგვაძე* 3 დუდუ ქუბრიაშვილი; 4 ილია ზედგინიძე!კაპ 5 ვახტანგ მაისურაძე^
6 გივი ბერიშვილი^ 7 ვიქტორ კოლელიშვილი, 8 ზვიად მაისურაძე*

მრქ) 22 ბექა ურჯუკაშვილი# 21 ირაკლი გიორგაძე, 20 ბიძინა სამხარაძე / 16 შალვა მამუკაშვილი# 17 ვასილ კაკოვინი# 18 გიორგი ნემსაძე# 19 დიმიტრი ბასილაია#

უქმ) ბესიკ ხამაშურიძე, გიორგი ჯიმშელაძე / აქვსენტ გიორგაძე, კახა ასეიშვილი, სიმონ მაისურაძე

მწ) რიჩი დიქსონი (შტლ, მნჯ) ვასილ აბაშიძე

რეფ ენდრიუ სმოლი (ინგ)

<<   საქართველო - ნამიბია

   2-1  (72:39   ლ 7/4)

2007 05/06 ბუქარესტი ირბ 26:18 3/2
2007 26/09 ლანსი მთ 30:0 3/0
2010 20/06 ბუქარესტი ირბ 16:21 1/2

<<   23 წლის (1989-2011) მონაგარი

133 თამაში (48 შინ, 57 გარეთ, 28 ნეიტრ)
81 მოგება - 47 წაგება * 5 ფრე
ქულა 3073:2482 (+591)
ლელო 378/262 (+116)

სულ 209 ბორჯღალოსანი:
84 ბეკი, 118 ფორვარდი და 7 უნივერსალი
ბეკებმა გაიტანეს 183, ხოლო ფორვარდებმა 195 ლელო

კეპი: 72 აბუსერიძე, 66 მ.ურჯუკაშვილი, 65 ლაბაძე, 62 ზედგინიძე ა.გიორგაძე, 60 შველიძე ხამაშურიძე

კაპიტნობა: 36 ზედგინიძე, 26 აბუსერიძე

ლელო: 19 გორგოძე, 18 მ.ურჯუკაშვილი, 17 მაჩხანელი,
15 ზედგინიძე ზიბზიბაძე ხამაშურიძე

ქულა: 320 ჯიმშელაძე, 307 მ.ურჯუკაშვილი, 258 კვირიკაშვილი,
105 ნ.ძაგნიძე, 100 მალაღურაძე

ლეგიონერები ავიმატეთ

რაც შვიდკაცა გაოლიმპიურდა, ბევრგან მიაქციეს ყურადღება. ევრო-სერიაში ყველა ქვეყანა ორ-ორ ტურნირზე გამოდიოდა და მერე უკეთესი დუჟინი ფინალში ჩაუქობდა, წლეულს კი დასი სამ დონედ დაიყო, ელიტას "გრან პრი" ეწოდა, 12-ვე გუნდი ასპარეზობს ოთხივე ეტაპზე და ადგილები ქულაღა ჯამით ნაწილდება.

პირველი ეტაპი საფრანგეთში, ლიონშია. "ქართული შვიდკაცა" გრან პრიმდე ამსტერდამსა და რომში მოითელა, სალიონოდ კი აიმატა ლეგიონერებიც - მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ჩხაიძე. მწყობრშია "ხულიგანას" ერთგული გიორგი შკინინი. ევროპაში საპრიზო ადგილი ბოლოჯერ სამი წლის წინ ავიღეთ, იგივე "ევრო სპორტ 2" კი რეპორტაჟებს ორივე დღეს გეგმავს, ოღონდაც ერთობ მოკვეცილად.

 

შვიდკაცის "ევრო გრან პრი"

12 გუნდი: პორტუგალია საფრანგეთი რუსეთი ესპანეთი საქართველო ინგლისი უელსი რუმინეთი უკრაინა იტალია მოლდოვა ჰოლანდია

ოთხ ეტაპად: 18-19/06 ლიონი (სფრ, 25-26/06 მოსკოვი (რუს) *
9-10/07 ბარსელონა (ესპ, 16-17/07 ბუქარესტი (რუმ)

ლიონში (საქ დროით) საქართველო - შაბ 12.00 ჰოლანდია,
15.40 უკრაინა, 19.20 ესპანეთი, 20.20 პორტუგალია *
კვი 12.40 რუმინეთი, 14.40-16.20 ნახფინ, 16.50-18.40 ფინ

რაზმი: დავით ჩიტიძე, ირაკლი გეგენავა, ირაკლი ღვინჯილია, გიორგი კალმახელიძე, გიორგი კობერიძე, შავლეგ მახარაშვილი, ალექსანდრე ნიჟარაძე, მერაბ შარიქაძე, გიორგი შკინინი, ალექსანდრე ტუჩაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი ჩხაიძე
^ მწ) კახაბერ ალანია, პავლე ჯიმშელაძე; დირ) გიორგი ასათიანი, ფიზ) უჩა ნებიერიძე

ქულათა ნიხრი: 18 16 15 14 - 12 10 8 6 - 4 3 2 1

აქამდე ევროპაში:  2002 II, 2003 III, 2004 VI, 2005 X, 2006 V, 2007 VII, 2008 III, 2009 V, 2010 V

უმაღლესი ლიგა

7რაუნდი:  შაბ 18/06 აკადემია - ლელო @ 18.00 ვისოლი

29/06 არმაზი - ლოკომოტივი, 30/06 (ფოთი) აია - ჯარი

25/08 (დიახ, აგვისტოში!) ხარები - ყოჩები

თასის პირველი ნახევარ-ფინალები გაიმართება ევრო-შვიდკაცის მოლევის შემდეგღა, არა-უადრეს 20 ივლისისა

6/14  რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

აია  (ქუთ) 12 6-0 167:72
ჯარი  (არმია) 9 4-1*1 138:117
ლელო 8 4-2 159:112
აკადემია  ^ 6 2-2*2 113:116

ლოკომოტივი

6

3-3

128:110

არმაზი 5 2-3*1 121:148
ხარები  (რსთ) 2 1-5   56:122
სტუ  ყოჩები 0 0-6   85:170

^ პირისპირ ბალანსით

 

www.000webhost.com