ჯიუტად აღებული მეორე

   უტეხმა "ბორჯღალოსნებმა" წაგებული მატჩი რომ შემოუბრუნეს ნამიბიას, ბუქარესტში, ირბ-ის "ერთა თასზე" მეორე ადგილი დაიკავეს; "ქართული შვიდკაცა" ლიონში, "ევრო გრან პრის" პირველ ეტაპზე მეშვიდე ადგილზე დარჩა, შინ კი "აკადემიამ" "ლელოც" ძლია და კიბის მესამე საფეხურზე ავიდა.

სტარტზე რომ მოგვიგო აფრიკის "კინგზმა, ცხრილის ფსკერზე მარტონი დავიძირეთ, მაგრამ მერე მათ სხვა ევროპელებიც ძლიეს, ხოლო ჩვენ ორივე შორებელს ვაჯობეთ და მასპინძელთა გულის გასახეთქად, "არკულზე" ეს უკვე მესამედ დავაფინიშეთ მათზე წინ.

ტურნირზე ლელოს ბითუმად გატანა ჭირდა. ბოლო რაუნდამდე მეოთხის დადებისთვის დაწესებული პრემია ვერავის აეღო, ამჯერად კი ხელი ჯერ კინგზმა გამოიღო და მერე "ხაგუარონმაც, ვისმა ფულბეკმა ხოაკინ ტუკულეტმაც გააპამპულავა "სტეჟარი" და ლამის იყო, ბოლო ადგილზე ჩააბრძანა.

არა-მკითხე მსაჯი?

თამაშის ხარისხი და გაცუდებული შანსები მიმოხილვებში რჩება და ფანობასაც ამახსოვრდება, ისტორიაში კი შედეგიღა იწერება. ამ თვალ-საზრისით მოვიგეთ მორიგი ტესტი და რეიტინგიც შევინარჩუნეთ, მწურთნელებმა კი მსოფლიო თასზე წასვლის მსურველნი კიდევ გასინჯეს და თამაშის ის ასპექტებიც მოინიშნეს, რომლებზეც უნდა იმუშაონ.

თვალში ისევ გვეცა უდისციპლინობა და კიკოფის მიღების ვერ-ცოდნა. მართალია, ბრიტ ტელე-კომენტატორთა დარად, ინგლისელი რეფიც შემოგვიჩნდა და ბლომად გვაჯარიმა (15-6 ნამიბიის სასარგებლოდ) მაგრამ ეგეც ჩანდა, რომ ბიჭები ალაგ-ალაგ ისე იქცეოდნენ, თითქოს მსაჯი არა-მკითხე ვინმე ყოფილიყოს.

ბედად, "ბილტონხ ბურე" ორივე კიკერმა დააღალატა: ბოთამ და იანჩისმა ერთად გარდასახვა და ხუთიც ჯარიმა ააცილეს, რითაც კაპიტანს მთლად აუბნიეს თავ-გზა, მაშინ როცა ჩვენმა ვეტერანმა, მახო ურჯუკაშვილმა ერთადერთხელ, ცენტრის გაღმიდან ვერ უწია მიზანს და ხუთი გოლით 13 ქულა რომ მოკრიფა, სამარადჟამო სიაში პალიკო ჯიმშელაძეს გაუტოლდა.

ხეირზე გაუტია

კარპატეთში საღამოს შვიდზეც ცხელოდა. რეფმა ტულონელი დუდუ ქუბრიაშვილი პირველსავე შერკინებაში დაგვიჯარიმა. მერე იმათ ჩვენი შეგდება მოგვიგეს, დელაჰარპმა ერთ განავარდებაზე ორჯერ გადაიკიდა და ვინკლერმა მარცხნივ დაგვიმიწა. მალე უდაბნოელებმა კიდევ შემოგვიტიეს ხაზით და იანჩისმა ბოკს ჩვენგან მარჯვნივ მიაწოდა ფეხით, რის შემდეგაც 3:15 ჩამოვრჩით.

ნამიბიამ ეტყობა იფიქრა, კავკასიელ ბეკებს ფეხოსნობით დავაშამათებო, და კიდევ ორჯერ, უფრო კადნიერადაც გადმოგვიკიდა, მაგრამ ჩვენ შერკინებით დავუწყეთ მორევა. ჰოდა, დერეფნიდან ფრონტის შუაში რომ დაკრეს ლაშა ხმალაძემ და ვიტო კოლელიშვილმა, ბიძინა სამხარაძემ ხეირზე, რაქის გვერდით, განდაგან გაუტია და მბოჭავები მოაღორა.

მალე მაგარი მოლი ავაგორეთ, მაგრამ რეფმა "საბარგო და მისაბმელი" გამოგვიჩხრიკა. აფრიკელებს ამან ცოტა ხნით უშველათ, რაკი მეორე ტაიმის დასაწყისშივე ფაზური შტურმით წავლეკეთ. ვახო მაისურაძემ ზედახორაში, კარის უკან დაამიწა ბურთი, მაგრამ რეფმა ბრძანა, ვერ დადეთო, 5-მეტრა შერკინებიდან კი ხმალაძემ ახლოდან დაგეზა რეზო გიგაური.

შტურმი მოვიგერიეთ

აქედან მოყოლებული, თავი ვერაფრით დავაღწიეთ მოჯადოებულ წრეს - რეფი ყოველი კიკოფის მერე გვაჯარიმებდა. ნამიბია წინ ერთხელაც გავიდა, მაგრამ 54.წუთიდან სამიზნე მოეშალა. მერე და მერე ბებერ გოდერძი შველიძეს ჯეელი ვასილ კაკოვინის გამწევი ძალა შეემატა და მახომ ფორა ხუთამდე რომ აიყვანა, ასპარეზი ძმის შვილს, ბექას დაუთმო.

კიკერთა უნარში შეეჭვებულმა ნამიბიამ ხან მოლები აგორა და ხანაც ისევ კარს უმიზნა. ამხტარი მეტოქის უდროოდ დაგდებისთვის კაც-ნაკლულნი დავრჩით, მაგრამ ეგ თამაშს საერთოდ არ შეტყობია, რაკი ზვიად მაისურაძემ გრძელი, ძალური რეიდებითა და სამხარაძემ დროული გადაკიდებებით ნამიბია მისსავე ნახევარზე დაამწყვდიეს.

გიგაურს დუბლამდე ხუთი მეტრი დააკლდა. ხმალაძემ 40-დან ოდნავ ააცილა არეკნი. რეფმა ბოლო წუთზე შეტევაში მაინც დაგვაჯარიმა გადახიდებისთვის. მერე ფანვეიკმა გაიჯეჯილა მარჯვნივ და რომ შეიცურა, ბექა განგებ დაეჯახა. ნამიბიამ 5-მეტრა დერეფნიდან ხან ფორვარდებით გვიტია და ხანაც ბეკებით, მაგრამ 100-წამიანი შტურმი მოვიგერიეთ და გავიმარჯვეთ.

 

ირბ-ის "ერთა თასი"

ბუქარესტი (რუმ) არკულ დე ტრიუმფი

ბოლო, III რაუნდი @ კვი 19/06 ($ პრემია)

>>   საქართველო 23:18 ნამიბია$

ბორჯღალოსნები

ბეკ) მ.ურჯუკაშვილი (ბ.ურჯუკაშვილი 64) გუგავა თოდუა გიგაური ჩხიკვაძე სბ 67 (ხამაშურიძე 78) <10-9> ხმალაძე სამხარაძე /

ფორ) შველიძე ბრეგვაძე ქუბრიაშვილი (კაკოვინი 55) ზედგინიძე^კაპ (ნემსაძე 60) ვ.მაისურაძე; ბერიშვილი (ბასილაია 5) კოლელიშვილი ზ.მაისურაძე

მრქ) ი.გიორგაძე / მამუკაშვილი -

2ლ: სამხარაძე გიგაური; 2გ 3ჯ: მ.ურჯუკაშვილი

ბასტურმები (ბილტონხ-ბურე)

ბეკ) კ.ბოთა ვინკლერი (მ.ფანვეიკი 63) დ.ფანვეიკი დ.დელაჰარპი (ფილანდერი 48) ბოკი <10-9> ი.იანჩისი რ.დელაჰარპი (ლოსპერი 58) /

ფორ) რედელინჰეისი ოკალაჰენი ი.დიუტოი (ვივიე 76) კოლი (ბლომი 74) ნ.ესტერჰეიზენი; თ.დიუპლესი (ფანლილი 63) კიცჰოფი ნიუვენჰეისი^კაპ

მრქ) შ.ესტერჰეიზენი -

2ლ: ვინკლერი ბოკი; გ 2ჯ: იანჩისი

რეფ სმოლი (ინგ)   ჯარ 6-15 (Iტ 3-6)

0:5(6) 0:8(10) 3:8(12) 3:15(15) 10:15(36) /
17:15(45) 17:18(47) 20:18(52) 23:18(60) სბ(67ს) ბოლო(80+2)

>>   პორტუგალია 12:39 კინგზი$(აფრ)

>>   რუმინეთი 13:37 ხაგუარონი$(არგ)

<<  საბოლოო კიბე

სხვ

გატ:გაშ

მ-წ

პრ$

აფრიკა 13 +45 97:52

10/5

3-0 1
საქართველო 8 -8 54:62

  5/6

2-1 0
არგენტინა 7 +19 71:52

  8/4

1-2 3
ნამიბია 6 -1 58:59

  5/5

1-2 2
რუმინეთი 5 -26 49:75

  3/7

1-2 1
პორტუგალია 5 -29 60:89

   6/10

1-2 1

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა -
თითო პრემია ($)

ქულათა ტოლობისას: უკეთესი სხვაობა, ლელოთა უკეთესი სხვაობა, მეტი გატანილი ქულა, მეტი ლელო, ყომარი

<<   23 წლის (1989-2011) მონაგარი

134 თამაში (48 შინ, 57 გარეთ, 29 ნეიტრალ)
82 მოგება - 47 წაგება * 5 ფრე
ქულა 3096:2500 (+596)
ლელო 380/264 (+116)

სულ 209 ბორჯღალოსანი:
84 ბეკი, 118 ფორვარდი და 7 უნივერსალი
ბეკებმა გაიტანეს 185, ხოლო ფორვარდებმა 195 ლელო

ნამიბიასთან (2007-11) 3-1 (95:57 ლ 9/6)

კეპი: 72 აბუსერიძე, 67 მ.ურჯუკაშვილი, 65 ლაბაძე, 63 ზედგინიძე, 62 ა.გიორგაძე, 61 შველიძე ხამაშურიძე

კაპიტნობა: 37 ზედგინიძე, 26 აბუსერიძე

ლელო: 19 გორგოძე, 18 მ.ურჯუკაშვილი, 17 მაჩხანელი,
15 ზედგინიძე ზიბზიბაძე ხამაშურიძე

ქულა: 320 ჯიმშელაძე მ.ურჯუკაშვილი, 258 კვირიკაშვილი,
105 ნ.ძაგნიძე, 100 მალაღურაძე

"ტაისონას" 25 ქულა

ქართულმა შვიდკაცამ პულში უკრაინასთანაც კი წააგო, მაგრამ რუმინეთი რომ დააყუმბარა და სამ გუნდს ერთნაირი, უარყოფითი (2-3) ბალანსი აღმოაჩნდა, მესამე ადგილზე გავიდა და შუა ოთხეულში, სინზე მოხვდა. აქ რუსეთმა დამატებით დროში, "ოქროს ლელოთიღა" მოგვიგო, VII ადგილის მატჩში კი ლიონში მეორედაც, ოღონდ ბევრად მეტით, ვძლიეთ ჰოლანდია.

დიდი ნაკრებისა და შვიდკაცის ვოიაჟთა გამო, უმაღლეს ლიგაში ოთხი მატჩიდან ერთიღა მოეწყო. ალალად სამოყვარულო კლუბმა, "აკადემიამ" წინა რაუნდში თვით ჩემპიონი "ლოკომოტივი" ძლია, ამჯერად კი "ლელოს" ლელოები დაუდეს გიორგი ქოპილაშვილმა და ბექა მეკოკიშვილმა (ორი). კვაჭმა "ტაისონამ" სამ-სამი გარდასახვა და ჯარიმაც შეაგდო, ანუ ჯამში 25 ქულა მოკრიფა.

 

შვიდკაცის "ევრო გრან პრი"

I ეტაპი @ 18-19/06 ლიონი (საფრანგეთი)

საქართველო - შაბ) ჰოლანდია 14:7, უკრაინა 14:17, ესპანეთი 10:26, პორტუგალია 14:21 / კვი) რუმინეთი 33:0 * სინი) რუსეთი 19:24^დდ, ჰოლანდია 41:7 ! გავედით VII ადგილზე

ქულა: ინგლისი 18, ესპანეთი 16, საფრანგეთი 15, პორტუგალია 14, რუსეთი 12, უელსი 10, საქართველო 8, ჰოლანდია 6, იტალია 4, უკრაინა 3, რუმინეთი 2, მოლდოვა 1

გასამართია: 25-26/06 მოსკოვი (რუს) *
9-10/07 ბარსელონა (ესპ, 16-17/07 ბუქარესტი (რუმ)

უმაღლესი ლიგა

7.რაუნდი    აკადემია 30:19 ლელო

7*/14 რაუნდი

მ-წ*ფ

გატ:გაშ

აია (ქუთ) 12 6-0 167:  72
ჯარი (არმია) 9 4-1*1 138:117
აკადემია ^ 8 3-2*2 143:135
ლელო 8 4-3 178:142

ლოკომოტივი

6

3-3

128:110

არმაზი 5 2-3*1 121:148
ხარები (რსთ) 2 1-5   56:122
სტუ ყოჩები 0 0-6   85:170

^ პირისპირ ბალანსით

 

www.000webhost.com