საზომად ვეღარ გვადგება

   უქმეებზე ბორჯღალოსნებმა ორგან გვასახელეს: 17 წლის ბიჭებმა რუმინეთში მოიგეს "შავი ზღვის თასი, შვიდკაცამ კი მოსკოვში, "ევრო გრან პრის" ეტაპზე მეოთხე ადგილი დაიჭირა და სერიის კიბეზე ორი საფეხურით აღზევდა.

ჭაბუკთა "შავი ზღვის თასი" პირველად სამი წლის წინ, ფოთში, ომის წინ გათამაშდა. მაშინ ტოტალურად ვირაგბეთ და რუმინეთი ფინალში 35:8 გავაბურთავეთ, მაგრამ მერე იმ გუნდის ზრდა სხვა მიმართულებით რომ წარიმართა, მივიღეთ ის, რაც ახლახან გამართულ მსოფლიოზე ალაფაზე ვიხილეთ. ასე რომ, დროა "სტეჟარი" უკუვაგდოთ ჩვენი დონის საზომად და მინიმუმ სამოა-იაპონიას ვუსწორდეთ.

როგორც ამ საუკუნეში ხდება, 24-ბიჭა ნაკრები ბლომად - ათი (!) კერიდან შედგა. თასზე ექვსი აღსაზრდელი მიავლინა ქუთაისმა, ოთხი აკადემიამ, სამი ჯიქმა, ორ-ორი თიბისიმ, რუსთავმა, ყოჩებმა და არმაზმა, და თითოც - პატარძეულმა, ლელომ და ხულიგანამ. ნახევარ-ფინალში 10-ჯერ დავალელოვეთ ხახოლები, ფინალში კი ხაზმა ოთხი ლელო რომ დაუდო მასპინლებს, ამათ მარცხი ისე იწყინეს, რომ საითზე ნიუზი და ოქმი შემდეგ დილითღა ატვირთეს.

 

17-წლამდელთა "შავი ზღვის თასი"

ბუქარესტი (რუმინეთი) არკული

ფინალი

>>   საქართველო 27:8 რუმინეთი

ბორჯღალოსნები

ბეკ) 15 გიორგი აფციაური (თბს, 14 მურაზ გიორგაძე (პტძ, 13 ლაშა ლაშხია (ლელ, 12 გიორგი ნათელაშვილი (რსთ, 11 გიორგი ფრუიძე (ქუთ; 10 რევაზ ჯინჭველაშვილი (ქუთ (21 იოსებ ტუკვაძე (ყოჩ 58)
9 რევაზ ბროძელი (არზ (20 თემურ თუთბერიძე (ქუთ 51) /

ფორ) 1 რამაზ მაზმიშვილი (აკდ, 2 ბექა ფირიაშვილი (ყოჩ, 3 ლექსო ცისკარიშვილი (თბს; 4 მიხეილ მასხარაშვილი (ჯიქ (24 ზურაბ ცუცქირიძე (არზ 52) 5 შალვა შაშიაშვილი (ქუთ; 6 საბა შუბითიძე (აკდ სბ 44, 7 გიორგი გოგლიძე (აკდ, 8 შოთა თევზაძე (ჯიქ)

მრქ) 23 დევი დევსურაშვილი (ხულ, 22 ილია მელაძე (აკდ) /
16 მიხეილ ბოდოკია (ქუთ, 17 ბექა კარაგეზოვი (რსთ; 18 ჟორჟ სალდაძე (ქუთ, 19 ონისე მოგელაშვილი (ჯიქ)

მწ) დავით ჩავლეიშვილი (ლოკ, მამუკა ტყეშელაშვილი (ხულ; მნჯ) გიორგი მაისურაძე (ლოკ) -

4ლ: გიორგაძე (1 4) ნათელაშვილი ფრუიძე; 2გ ჯ: აფციაური

მუხები - ლ: ბუკური; ჯ: გიური

რეფ ჩეკალი (ჩეხ) 25/06 * 7:0(5) 12:0(16) 15:0(23) 15:5(26) /
15:8(42) სბ(44ს) 22:8(50) 27:8(66) * ჭაბუკთა მატჩი 70-წუთაა!

ნახევარ-ფინალი

>>   საქართველო 68:0 უკრაინა

საქ: აფციაური გიორგაძე (დევსურაშვილი 36 სბ 61) ლაშხია ნათელაშვილი ფრუიძე <10-9> ჯინჭველაშვილი (მელაძე 53) ბროძელი (თუთბერიძე 36) / მაზმიშვილი ფირიაშვილი ცისკარიშვილი (კარაგეზოვი 58) მასხარაშვილი შაშიაშვილი; შუბითიძე (სალდაძე 50) გოგლიძე (მოგელაშვილი 50) თევზაძე (ცუცქირიძე 36) - 10ლ: ნათელაშვილი გიორგაძე (2 3) ლაშხია (4 10) თუთბერიძე (5 6) ცისკარიშვილი აფციაური ფრუიძე; 9გ: აფციაური

უკრ - სბ ბაზანოვი

რეფ ჩეკალი 22/06 * 5:0(18) 12(26) 19(28) სბ(31უ) 26:0(35) /
33(40) 40(44) 47(49) 54(57) სბ(61ს) 61(65) 68:0(68)

ნახფინ) რუმ 19:7 რუს, ბრინჯაო) რუს 52:3 უკრ

კიბე: 1 საქართველო, 2 რუმინეთი, 3 რუსეთი, 4 უკრაინა

პირენეელები გვჯობიან

შვიდკაცამ ერთ-მორწმუნე რუსეთის დედაქალაქი მეხუთედ მოიხილა და საუკეთესო შედეგიც გაახერხა. ევრო-სერიის სხვა მონაწილეთა დარად, წინა ეტაპის შემდეგ რაზმი ჩვენც განვაახლეთ. ფორმებიც სხვა ფერი - მორუხო და მოლურჯო გვემოსა, მასპინძლებმა კი ტელე-პატრონი აქამდე რომ ვერ გამონახეს, მომცრო ლუჟნიკიდან რეპორტაჟი ვერ მოეწყო. არადა, ორ წელში მანდვე მსოფლიო თასია!

ლიონისგან განსხვავებით, ამჯერად შვიდიდან ოთხი მოვიგეთ და სამი წავაგეთ. პარასკევის პირველ მატჩში ვძლიეთ საფრანგეთი, შაბათ დილით კი უელსი; უკან მოვიტოვეთ რუსეთი და იტალიაც, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ პირენეელებთან: ესპანეთმა წელს სამიდან სამი მოგვიგო, პორტუგალიამ კი ორიდან ორი, მაგრამ თასის ფინალებში ორივე თითოჯერ დააშამათა ინგლისმა და სერიას ლიდერობს.

 

შვიდკაცის "ევრო გრან პრი"

II ეტაპი @ 25-26/06 მოსკოვი (რუსეთი)

საქართველო - შაბ) საფრანგეთი 12:7, რუმინეთი 21:12, ესპანეთი 5:24, უკრაინა 14:12 / კვი) უელსი 14:0 * თასი) პორტუგალია 10:24, ესპანეთი 0:27 ! დავიკავეთ IV ადგილი

რაზმი (* დაემატა ლიონის შემდეგ: დავით ჩიტიძე (ლოკ, გიორგი კობერიძე (ლოკ, ირაკლი გეგენავა (ყოჩ, გიორგი თხილაიშვილი* (ბთმ, მერაბ შარიქაძე (აკდ, გიორგი კალმახელიძე (ჯარ, ირაკლი ღვინჯილია (ლოკ, ალექსანდრე ტუჩაშვილი (ლოკ, ლევან გოგოლაშვილი* (აკდ, ბექა ბიწაძე* (ჯარ, შავლეგ მახარაშვილი (ყოჩ, ზაქარია ზირაქაშვილი* (რსთ)

კიბე: 1*თასი ინგლისი (24:12, 2 პორტუგალია, 3 ესპანეთი,
4 საქართველო; 5*სინი საფრანგეთი (21:12, 6 უელსი, 7 რუსეთი (24:10, 8 იტალია; 9*ფიალა რუმინეთი (7:5, 10 უკრაინა, 11 მოლდოვა (19:12, 12 ჰოლანდია

უწინ, მოსკოვშივე: 2005 X, 2006 V, 2007 VII, 2010 V

ქულა: ინგლისი 36, ესპანეთი 31, პორტუგალია 30, საფრანგეთი 27, საქართველო 22; რუსეთი უელსი 20; იტალია 10; ჰოლანდია 7; უკრაინა რუმინეთი 6; მოლდოვა 3

გასამართია: 9-10/07 ბარსელონა (ესპ, 16-17/07 ბუქარესტი (რუმ)

 

www.000webhost.com