დიადი მიზნისკენ

   პარასკევს "ბორჯღალოსნებმა" შევარდენზე საჯარო ვარჯიშობა გამართეს, შაბათ-კვირას კი "შვიდკაცამ" ბარსელონაში შვიდიდან ხუთი თამაში წააგო, მეათე ადგილზე დააფინიშა და ჯამურ ცხრილში მეშვიდე საფეხურამდე დაეშვა.

>>>     მსოფლიო

ზელანდიაში წასასვლელად მომეცადინე 32 ბორჯღალოსანი თავს არა ზოგავს. ბიჭებმა მულღაზანზრელი ოზის, გარეს ადამსონის "დრილებს" ერთი კვირა გაუძლეს და კიდევ ორი ელით. გურუს ნაკრების ბაზაზე ყველა-ნაირი სამარჯვი (ტრენაჟორი) დახვდა, მაგრამ ამასაც არ დაჯერდა და "კრაზის საბურავები" მოატანინა.

ბორჯღალოსნები "ქორთ-იარდ მერიოთში" სახლობენ და დირსიჭალაში დღეში სამჯერ უწევთ მიბრძანება. ბევრს სხეულის სხვადასხვა ნაწილი უკვე დაეჭიმა, მაგრამ მიზანი რომ დიადია, მორაგბეები თავს არ ზოგავენ და ძალთა აღსადგენად დატკბილულსა და ჩაციებულ, ფერად-ფერად სითხეებს ყლურწავენ.

მოქმედი სპორცმენი

შევარდენის ტრიბუნაზე ბარემ 50 მოსეირე შეიკრიბა. მათგან უმეტესობა მედიაში არ მუშაობს, მაგრამ "თბილისის ფორუმზე" კი აქტიურად პოსტავს.

დამსწრეებმა ნაკრების წევრებთან და გარემოცვასთან პირადად დაკონტაქტებით ბევრი რამ შეიტყვეს საინტერესო და კულუარული, ყველაზე მძიმე ვარჯიშად კი ის ეჩვენათ, ციგაზე შტანგის დისკები რომ ეწყო და ლამის მიწას გართხმული ათლეტები მიწოლით ათრევდნენ.

ღონისძიებაზე სამინისტროს უფროსობაც მოვიდა. ხელისუფლებას ახლახანს დაუწესებია "ქართული სპორტის რაინდის" წოდება. იგი ბითუმად მინიჭებიათ 30 წლის წინ ევრო-თასის ამღებ ფეხბურთელებს, მორაგბეთაგან კი პირველი ლაურეატი გახდა მოქმედი სპორცმენი, ბორჯღალოსანთა შერკინების ლიდერი, ჯერაც მხოლოდ 27 წლის მამუკა გორგოძე, ვინც საფრანგეთის ტოპ 14-ის საუკეთესო უცხოელად ცნეს.

 

<<   "ბორჯღალოსანთა" რკენები (საქ დროითა და მსაჯიანად)

ოთხ 14/09 11.30 ინვერქარგილი შოტლანდია ქლენზი (ირლ)
კვი 18/09 10.00 დანიდინი ინგლისი კაპლანი (აფრ)

ოთხ

28/09

10.30

პამერსთონი

რუმინეთი

პირსონი (ინგ)

კვი   2/10 04.00 პამერსთონი არგენტინა როლანი (ირლ)
ორი გავარდება

როგორი უცნაური თამაშიცაა რაგბის ოლიმპიური სახეობა - შვიდკაცა, ეგრევე ამოუცნობია ჩვენი ნაკრები და არა მარტო იგი. რაზმში კიდევ მოხდა ცვლილებები, შედეგი კი სავალალო მივიღეთ - თუ ორი კვირით ადრე, მოსკოვში, ზედა ოთხეულში შევედით, ამჯერად შუაც სანატრელი გაგვიხდა და ქვედაშიღა მოვხვდით.

პლეი-ოფის დაწყებამდე 12-დან ერთადერთი მონაწილე ვიყავით, თამაში ჯერ რომ ვერ მოეგო, სამაგიეროდ კი სამი სინბინი მოგვეგროვებინა. პროგრამა წინა ეტაპებზე გვიან იწყებოდა და ჩვენებურად ღამით სრულდებოდა, ფირა-ს საითზე კი მთლად დაუჯერებელი ანგარიშები (მაგ. 61:19, 50:12) ქვეყნდებოდა ხოლმე
და მერე სწორდებოდა.

ჩვენს პულში უცნაურობა ცოტა მოხდა, იქეთაში კი მოლდოვამ 21:19 ძლია უელსი. პორტუგალიამ უკრაინასთან 0:10 წააგო, ესპანეთმა კი იგივე უელსი 35:0 მოსრა. მასპინძლები თასზე მაინც ვერ გავიდნენ. პირველი ადგილი დაიჭირა რუსეთმა, ვინც ნახევარ-ფინალში 17:14 დაამარცხა ინგლისი.

ბუმბერაზ საფრანგეთს მეშვიდე ადგილიღა ერგო, მომდევნო დონეზე კი იმარჯვა გერმანიამ და გაისად შოტლანლიასთან ერთად შემოვა "გრან პრიზე, საიდანაც ორი მაჩანჩალა გავარდება.

 

შვიდკაცის "ევრო გრან პრი"

III ეტაპი  @  9-10/07 ბარსელონა (ესპანეთი)

საქართველო - შაბ) იტალია 5:12, ინგლისი 7:33, საფრანგეთი 0:12, ჰოლანდია 14:14 / კვი) რუმინეთი 7:12 * ფიალა) მოლდოვა 24:5, უელსი 19:33 ! დავიკავეთ X ადგილი

რაზმი: დავით ჩიტიძე (ლოკ, ირაკლი გეგენავა (ყოჩ, ირაკლი ღვინჯილია (ლოკ, გიორგი კალმახელიძე (ჯარ, გიორგი კობერიძე (ლოკ, შავლეგ მახარაშვილი (ყოჩ, ალექსანდრე ტუჩაშვილი (ჯარ) / მოსკოვის აქეთ დაემატნენ: გიორგი შკინინი (ხულ, ალექსანდრე ნიჟარაძე (ყოჩ, რატი ნუცუბიძე (ჯარ, ვახტანგ კავთიძე (ლოკ, გიორგი ჯიმშელაძე (სფრ)

ჩვენი პული: ინგლისი 5-0, იტალია 4-1 / საფრანგეთი 3-2, ჰოლანდია 1-3*1 / რუმინეთი 1-4, საქართველო 0-4*1

იქეთა პული: პორტუგალია რუსეთი 4-1 / ესპანეთი 3-2, უკრაინა 2-3 / მოლდოვა უელსი 1-4

კიბე: 1*თასი რუსეთი (7:5, 2 იტალია, 3 პორტუგალია (22:19,
4 ინგლისი; 5*სინი ესპანეთი (24:0, 6 უკრაინა, 7 საფრანგეთი (28:21,
8 ჰოლანდია; 9*ფიალა უელსი,
10 საქართველო, 11 რუმინეთი (17:12, 12 მოლდოვა

ქულა: ინგლისი 50, პორტუგალია 45, ესპანეთი 43, რუსეთი 38, საფრანგეთი 35, იტალია 26, საქართველო 25, უელსი 24, უკრაინა 16, ჰოლანდია 13, რუმინეთი 8, მოლდოვა 4

გასამართია: 16-17/07 ბუქარესტი (რუმ) * ჩვენი პული: იტალია პორტუგალია უკრაინა საფრანგეთი რუმინეთი

<<   "" ჯგუფი

ორი ტურნირი: გდანსკი (პოლ, ჰაიდელბერგი (გერ)

ფინალები) ბელგია 17:5 შვედეთი, გერმანია 29:24*დდ პოლონეთი

ქულა: გერმანია 33 / ბელგია 32, შვედეთი 31, პოლონეთი 28,
ლიტვა 24, ისრაელი 18, დანია 14, კვიპროსი 13, ჩეხეთი 10, ანდორა 7 / ხორვატია 5, შვეიცარია 3

<<   "" ჯგუფი

ერთი ტურნირი: რიგა (ლატ)

1 სერბეთი, 2 ლატვია / 3 უნგრეთი, 4 საბერძნეთი, 5 მალტა,
6 ბულგარეთი, 7 მონაკო, 8 ლუქსემბურგი, 9 ბოსნია, 10 ნორვეგია,
11 სლოვაკეთი, 12 ესტონეთი

 

www.000webhost.com