მჯობნის მჯობნი ...

   არ დაილევაო და ზე რაგბის დასი 15 გუნდამდე რომ გამრავლდა, სამ ეროვნულ კონფერენციად დაიყო და 21 ვიქენდად იბურთავა, ჩემპიონი გახდა არა 7-გზის ჯილა, ზელანდიის "კრუსეიდერზი" და არც ზე 14-ის სამჯერ მომგები აფრიკის "ბულზი, არამედ ჯეელი გუნდი - ავსტრალიის "რედსი, ვინც ყველა სიკეთესთან ერთად, ლაღად, შნოიანად და საინტერესოდ თამაშობს.

"რედსს" ანუ ქვინზლენდს, რაგბშიცა და ლიგაშიც უმდიდრესი ტრადიცია აქვს, მაგრამ ორგანიზაციული ქაოსის გამო ამ საუკუნეში დაუკნინდა 15-კაცა ნაკრები. მერე იყო და მწურთნელად დადგა მოშუღარი "ვორათაზიდან" დათხოვნილი და პარიზის "სტადში" ნამუშევარი იუენ მაკქენზი, ვინც შარშანვე დაატყო გუნდს ხელი, წლეულს კი ერთობ დამაჯერებლად აჩემპიონა.

რედსი პირველად მერვე რაუნდში გალიდერდა, დასკვნით ექვს კვირაში კი უცვლელად ეჭირა ცხრილის პირველი სტრიქონი. ამის წყალობით ოზეთის ჯილამ მეოთხედ-ფინალში იუქმა, ნახევარსა და დიდ ფინალებში კი შინ, "სანკორპზე" მიიღო კივი კონკურენტები და ისევე ძლია, როგორც წრიულ სტადიაზე, ანუ მომავალ ჩემპიონს კალენდარიც ერთობ ხელ-საყრელი ჰქონდა და შანსი გამოიყენა.

ჭადრაკულაცა და ჰოკეურაც   >>>    აქ დაჰკარით!

შეჯიბრების ფორმულის ახსნას ზე რაგბზე მწერალმა მედიამ მრავალ ენაზე დიდი ადგილი დაუთმო, მაგრამ არათუ ფანობას, ვებ-ოსტატებსაც კი უჭირდათ დეტალებში წვდომა, რადგან ერთობ იშვიათია სპეციალისტი, სამხრეთ ნახევარ-სფეროულ რაგბსა და ჩრდილო ამერიკულ ყვანჯობას პარალელურად რომ აშუქებდეს.

ბედად, "ოლიმპში" ეს ორი მისია შეთავსებულია. რაკი ზე 15-ის პირველი სეზონი ნჰლ-ის ცალი კონფერენციის მომჭირნე გადმომღერებაღა იყო, კიბერ-სივრცეში ისედაც ერთობ დეფიციტურ ჭადრაკულას საგაზეთოდ ჩვენებური ჰოკეურა ვამჯობინეთ. ჰოდა, მკითხველის დასაკვალიანებლად იმასღა გავიმეორებთ, რომ

ყოველი გუნდი 18-დან ორ რაუნდში უქმობდა და 8 მუქთ ქულას იღებდა; კლუბი 16 მატჩიდან რვას თვისტომთა წინააღმდეგ მართავდა და რვასაც უცხოელთან;

ქვეყნის (ანუ კონფერენციის) შიგნით ეწყობოდა ორი წრე, უცხოური ხუთეულიდან კი ორს თითოჯერ შინ ხვდებოდი, ორს - გარეთ და მეხუთეს - სულ არა, რითაც ეგრე გამოდიოდა, რომ მონაწილე 16-დან 12 მატჩს სამშობლოში თამაშობდა.

პლეი-ოფში გადიოდა სამივე ქვეყნის თითო ჯილა და სამიც სადაურობის მიუხედავად უკეთესი. 

მიყრუებულ დაბებში

გუნდის ამატებით შექმნილი ავსტრალიის ხუთეული ზელანდიურსა და აფრიკულზე სუსტი გამოდგა, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ რედსს მაგით არ უხეირია, რაკი შინა-ომებში 7 ქულით ჩამორჩა ვორათაზს, სამაგიეროდ კი ოთხივე აფრიკელი მეტოქე დაამარცხა და ოთხი კივიდანაც სამს აჯობა.

ჰოკეურაში იმასაც შენიშნავს დაკვირვებული თვალი, რომ სტუმრად საუკეთესოდ (7-1) აფრიკის "სთორმერზმა" იასპარეზა, აწ უკვე გაკოტრებულ "ლაიონზს" კი შინ კატასტროფა შეემთხვა; გარეთ უკეთ რაგბობდა დასავლეთი ავსტრალიის "ფორსიც, მიწისძვრის გამო უბინაოდ დარჩენილი "კრუსეიდერზი" კი, ლონდონში ერთხელ განავარდების გარდა, საკუთარი რეგიონის მიყრუებულ დაბებში პატიჟებდა მეტოქეებს და როგორც წესი, უმოწყალოდ სრავდა.

 

ზე რაგბის 2011 წლის საბოლოო კიბე

1 რედსი (ბრისბენი) ავს
2 კრუსეიდერზი (ქრაისთჩერჩი) ზელ

3

სთორმერზი

(კეიპთაუნი)

აფრ

4 ბლუზი (ოქლენდი) ზელ

5

ვორათაზი

(სიდნეი)

ავს

6 შარქსი (დურბანი) აფრ

7

ბულზი

(პრეტორია)

აფრ

8 ჰაილენდერზი (დანიდინი) ზელ
9 ჰარიქენზი (ველინგთონი) ზელ
10 ჩიფსი (ჰემილთონი) ზელ
11 ჩიტაზი (ბლუმფონტეინი) აფრ
12 ფორსი (პერთი) ავს
13 ბრამბიზი (კანბერა) ავს
14 ლაიონზი (იოჰანესბერგი) აფრ
15 რებელზი (მელბურნი) ავს

<<   სეზონის მელელოვე

მთელი სტატისტიკა - აფრიკული "სუპერ სპორტის" მიხედვით

9    შონ მეითლენდი (კრს, ბიორნ ბასონი (ბულ, სარელ პრეტორიუსი (ჩტზ)

8   რენე რეინჯერი (ბლუ)
7   იზრაელ დეგი (კრს, ჯარედ პეინი (ბლუ)

6   ლუკ მორაჰენი (რედ, სქოთ ჰიგინბოთამი (რედ, რობი ფრუენი (კრს, ჟაკ ფური (სთო, ელბი მეთიუსონი (ბლუ, თომ კარტერი (ვრთ, დრუ მიჩელი (ვრთ, ლუაზი მვოვო (შრქ, ჯეი-პი პიტერსენი (შრქ, ვეინანდ ულიფიე (ბულ, ადამ თომსონი (ჰლნ, ჰოსეა გიარი (ჰრქ, იაკო ტაუტე (ლნზ)

<<   დამრტყმელი

გუნდი

ქვეიდ კუპერი რედ 228 5 31 43 4
მორნეი სტეინი ბულ 216 0 33 46 4
დენ კარტერი კრს 194 3 25 42 1
პატრიკ ლემბი შრქ 193 4 28 39 0
სიას ებერზონი ჩტზ 179 2 32 33 2
მეთ გიტო ბრმ 171 4 20 36 1
ჯეიმზ ოქონორი ფორ 170 3 7 47 0
ქერთლი ბილი ვრთ 169 4 28 31 0
პიტერ გრანტი სთო 142 0 14 38 0
ლუკ მაკალისთერი ბლუ 137 1 21 29 1
სთივენ დონალდი ჩიფ 119 1 18 26 0
არონ ქრუდენი ჰრქ 112 3 11 25 0
დენ სიპრიანი რბლ 108 1 14 25 0
ელტონ იანჩისი ლნზ 102 0 12 25 1

<<   "პლანეტ რაგბის" რჩეულნი

15 ქერთლი ბილი (ვრთ, 14 ქეიდ პოკი (ჰლნ, 13 რობი ფრუენი (კრს, 12 სონი-ბილ ვილიამსი (კრს, 11 დიგბი იოანე (რედ; 10 დენ კარტერი (კრს, 9 ვილ გენია (რედ) /

1 ვაიეთ ქროქეთი (კრს, 2 ბისმარკ დიუპლესი (შრქ, 3 ჯონ აფოა (ბლუ; 4 ნეითან შარფი (ფორ, 5 ვიკტორ მეტფილდი (ბულ; 6 სქოთ ჰიგინბოთამი (რედ, 7 ეშლი ჯონსონი (ჩტზ, 8 ქიარან რიდი (კრს)

<<   კონფერენციათა-შორისი ჯახი

 

 

*

  $

 

 

*

  $

ზელანდია 57 12   9 აფრიკა 45 8 13
ზელანდია 57 10*1 15 ავსტრალია 44 9*1   6
აფრიკა 63 13 11 ავსტრალია 36 7   8

ზე-რაგბის 16-ვე სეზონი

<<   ზე 12/14/15-ის ჩემპიონები

კრუსეიდერ (ქრაისთჩერჩ) ზელ

7

1998 1999 2000 2002 2005 2006 2008
ბლუზი (ოქლენდი) ზელ

3

1996 1997 2003
ბულზი (პრეტორია) აფრ

3

2007 2009 2010
ბრამბიზი (კანბერა) ავს

2

2001 2004
რედსი (ბრისბენი) ავს

1

2011

<<   კეპი (ბოლო კლუბი) * აგრძელებს ზე-კარიერას

147 ნეითან შარფი* (ფორ; 138 სთერლინგ მორთლოქი* (რბლ;
136 ჯორჯ გრეგანი (ბრმ, ქეილებ რალფი (რედ; 135 კევენ მეალამუ
* (ბლუ; 132 ფილ ვო (ვრთ; 131 გრეგ სამერვილი (რბლ; 129 რუბენ სორნი (კრს; 128 ჯორჯ სმითი (ბრმ, ტანა უმანგა (ჩიფ; 127 ენთონ ოლივერი (ჰლნ, ლიონ მაკდონალდი (კრს; 125 ეიჯეი ფენტერი (სთო, ჯონ სმიტი* (შრქ)

<<   ლელო

59 დაგ ჰაულითი (ბლუ; 58 ქეილებ რალფი (კრს; 57 ჯო როფი (ბრმ; 56 კრისტიან ქალენი (ჰრქ; 55 სთერლინგ მორთლოქი* (რბლ; 48 ტანა უმანგა (ჩიფ, ბრაიან ჰაბანა* (სთო; 43 ჯოელი ვინდირი (ბლუ, მა ნონუ* (ჰრქ; 42 ლიონ მაკდონალდი (კრს, სიტივენი სივივატუ (ჩიფ; 41 კრის ლეითემი (რედ, სქოთ სთენიფორსი (ფორ; 40 რიკო გიარი (კრს, ჯო როკოთოკო (ბლუ)

<<   ქულა

1272 დენ კარტერი* (კრს; 1031 სთერლინგ მორთლოქი* (რბლ;
990 ენდი მერთენსი (კრს; 959 მეთ ბერქი (ვრთ; 973 მორნეი სტეინი
* (ბულ; 942 თონი ბრაუნი (ჰლნ; 857 სთივენ დონალდი (ჩიფ; 751 მეთ გიტო (ბრმ; 700 დევიდ ჰოლველი (ჰრქ; 675 პიტერ გრანტი* (სთო; 661 ანდრე პრეტორიუსი (ლნზ; 629 ელთონ ფლეთლი (რედ;
625 კარლოს სპენსერი (ლნზ; 619 ედრიან ქეშმორი (ბლუ)

<<   რეფი

98 სთუ დიქინსონი* (ავს; 87 ჯონათან კაპლანი* (აფრ; 69 სთივ ვოლში* (ავს; 65 მარკ ლორენსი* (აფრ; 53 ანდრე ვოთსონი (აფრ;
51 პედი ობრაიენი (ზელ; 50 ტაპე ჰენინხი (აფრ, ბრაის ლორენსი
* (ზელ)