სასტუმროცა და პრემიაც

   უქმეებზე "ბორჯღალოსნებმა" თბილისური შეკრება დაასრულეს და ორშაბათ დილით საფრანგეთში მიფრინავენ, "შვიდკაცამ" კი რუმინეთში "ევრო გრან პრის" ბოლო ეტაპზე მეექვსე ადგილი დაიკავა და ჯამშიც მეექვსე საფეხურზე დააფინიშა.

>>>     მსოფლიო

სექტემბერ-ოქტომბერში, ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის ბიჭები თავ-გამოდებით ემზადებიან. წრთობის პირველი ეტაპი დირსიჭალაში, "შევარდენზე" მოეწყო. ბორჯღალოსნებს დღეში სამჯერ უწევდათ ვარჯიში, მაგრამ "საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვისაც" იცლიდნენ.

გუნდმა ორშაბათს მოიხილა წმინდა სამების ტაძარი. პარასკევს ორი ღონისძიება მოეწყო: ჯერ იყო და გაიხსნა "ქართუს" მიერ შევარდენზევე აშენებული, 5-სართულა და 48-ადგილა სასტუმრო, მერე კი რაგბზე
2009 წლიდან მზრუნველმა "ნატახტარმა" კავშირს ის 50 ათასი დოლარი მიუთვალა, ნაკრების მსოფლიოზე გასვლისთვის პრემიად რომ შეპირებოდა.

ბორჯღალოსნები მზადებას კანში გააგრძელებენ. დატვირთვები გაიზრდება, მერე კი ვარჯიშებში ბურთიც შევა. 13 და 19 აგვისტოს დაგეგმილია სპარინგები, საბოლოო, 30-კაცა, ორ მოთამაშე მოკლებული სია კი ირბ-ული დედლაინის წინა დღესღა, 21 აგვისტოს გამოქვეყნდება.

 

<<   "ბორჯღალოსანთა" რკენები (საქ დროითა და მსაჯიანად)

ოთხ 14/09 11.30 ინვერქარგილი შოტლანდია ქლენზი (ირლ)
კვი 18/09 10.00 დანიდინი ინგლისი კაპლანი (აფრ)

ოთხ

28/09

10.30

პამერსთონი

რუმინეთი

პირსონი (ინგ)

კვი   2/10 04.00 პამერსთონი არგენტინა როლანი (ირლ)
მერვედაც პორტუგალია

ევრო-შვიდკაცას ფორმულა შეეცვალა, ჩემპიონი კი მეათე სეზონში მერვედაც გახდა პორტუგალია. "ლობუში" ბოლო ტურნირის წინ ინგლისს 5 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ბრიტები პულში რომ ძლიეს რუსეთმა (21:15) და ესპანეთმაც (24:0, სინზე გაისტუმრეს, ხოლო თასის იბერიულ ფინალში ლუზიტანმა გორსელუ ფორუმ სირენის შემდეგღა გაიტანა გადამწყვეტი ლელო.

ჩვენებმა პულში თავიდან ზედიზედ მოიგეს სამი, მაგრამ მაინც შუა ოთხეულში, სინზე მოხვდნენ. მასპინძელი რუმინეთი როგორმე უნდა დაწეოდა 5 ქულითვე წინ მყოფ ჰოლანდიას და საამისოდ პულში პორტუგალიასაც კი მოუგო (21:19, მაგრამ კვირა დილით იტალიასთან დამარცხდა (0:7) და კონკურენტთან ერთად ფიალაზე დაიძირა.

ჯამში მეექვსე ადგილზე რომ გავედით, ძნელად, რომ ირბ-მა მაგით მსოფლიო სერიაზე დაგვაბრუნოს. სხვაფრივ, ელიტიდან გავარდნენ რუმინეთი და მოლდოვა; შემოვიდნენ მომდევნო დონის ჩემპიონი გერმანია და შვიდკაცობის იშტაზე მოსული შოტლანდია; 2013 წლის მოსკოვის მსოფლიო თასისა და 2016 წლის რიოს ოლიმპიადის დასთა შერჩევის წესები კი ჯერაც არ დადგენილა.

 

შვიდკაცის "ევრო გრან პრი"

ბოლო, IV ეტაპი @ 16-17/07 ბუქარესტი (რუმ)

საქართველო - შაბ) იტალია 19:0, უკრაინა 12:7, რუმინეთი 21:12, საფრანგეთი 14:21 * კვი) პორტუგალია 0:21 / სინი) უელსი 26:5, ინგლისი 7:29 ! დავიკავეთ VI ადგილი

ჩვენი პული: პორტუგალია საფრანგეთი 4-1 / საქართველო 3-2, იტალია 2-3 / რუმინეთი 2-3, უკრაინა 0-5

იქეთა პული: ესპანეთი 5-0, რუსეთი 3-2 / ინგლისი 3-2,
უელსი 2-2*1 / ჰოლანდია 1-3*1, მოლდოვა 0-5

კიბე: 1*თასი პორტუგალია (14:10, 2 ესპანეთი, 3 საფრანგეთი (7:0,
4 რუსეთი; 5*სინი ინგლისი,
6 საქართველო, 7 იტალია (14:5,
8 უელსი; 9*ფიალა უკრაინა (17:14, 10 რუმინეთი, 11 ჰოლანდია (28:5, 12 მოლდოვა

გრან პრი 2011

სულ

ლინ

მსკ

ბრს

ბქრ

1 პორტუგალია 63 14 16 15 18
2 ინგლისი 62 18 18 14 12
3 ესპანეთი 59 16 15 12 16
4 რუსეთი 52 12 8 18 14
5 საფრანგეთი 50 15 12 8 15
6 საქართველო 35 8 14 3 10
7 იტალია 34 4 6 16 8
8 უელსი 30 10 10 4 6
9 უკრაინა 20 3 3 10 4
10 ჰოლანდია 15 6 1 6 2

11

რუმინეთი

11

2

4

2

3

12 მოლდოვა 5 1 2 1 1

ლინ ლიონი (სფრ,  მსკ მოსკოვი (რუს,  ბრს ბარსელონა (ესპ)

<<   ყველა ჩემპიონი

პორტუგალია 8 (2002 2003 2004 2005 2006 2008 2010 2011)
რუსეთი 2 (2007 2009)

<<   საქართველო ევროპაზე

2002 II,  2003 III,  2004 VI,  2005 X,  2006 V,
2007 VII,  
2008 III,  2009 V,  2010 V,  2011 VI

<<   ჩვენი წლევანდელი ბალანსი

VII, IV, X და VI ადგილები

რუმინეთი 3-1
ჰოლანდია 2-0*1
უელსი 2-1
უკრაინა 2-1
მოლდოვა 1-0
იტალია 1-1
საფრანგეთი 1-2
რუსეთი 0-1
ინგლისი 0-2
ესპანეთი 0-3
პორტუგალია 0-3
სულ           28: 12-15*1

 

www.000webhost.com