ახლდება, დაიწყო, სრულდება

   საქართველოში შინაური პირველობა ზაფხულის არდადეგების შემდეგ ახლდება; საფრანგეთში წინა უქმეებზე დაიწყო, ზელანდიაში კი, მსოფლიო თასის გამო, დამდეგ ვიქენდზე დასრულდება.

ჩვენებმა ორი თვე შეისვენეს. განხორციელდა ტრანსფერები. ლიდერმა, "აიამ" უცხოეთიდან დაიბრუნა ბეკები, ზურაბ ზვიადაძე და გია ცნობილაძე; "ლოკომოტივმა" - კვაჭი ოთარ ტურაშვილი; "ლელომ" - მსოფლიო თასზე მიმავალი მარბიელი გიორგი ჩხაიძე, "ყოჩებმა" კი - ამისი კოლეგა ჯაბა მალაღურაძე.

ლელოშივე მივიდნენ ფორვარდი გაგა ჯორჯაძე და ბეკი რატი ხუციშვილი, აიას დადევნებულმა "არმიამ" კი ერთბაშად 13 კაცი მიიღო:

ბეკები - გიორგი შკინინი, ალეკო ტუჩაშვილი, ვანო გაბროშვილი, გიგა გაგოშვილი და ფრიდონ უდესიანი; და ფორვარდები - ტარიელ დონაძე, ბექა მეკოკიშვილი, ზურაბ ერისთავი; ბესო უდესიანი, ლაშა თავართქილაძე, ვეფხია ტუჩაშვილი, გიორგი თხილაიშვილი და ხვიჩა ბუჯიაშვილი.

ზაფხული დაასრულა შინაური შვიდკაცის მეორე ეტაპმა. წვიმის გამო შეჯიბრი ვისოლიდან ავჭალის ხელოვნურზე გადაიტანეს. აიამ და აკადემიამ შეჯიბრს რომ უგანეს, ორი შესარჩევის ჯამში 10-გუნდა ფინალში ვეღარ მოხვდნენ, შეკრებაზევე მყოფმა ლოკომოტივმა კი იხერხა, შინ დარჩენილები მაინც ათამაშა და საჭირო ქულები აიღო.

შაბათ-კვირას უმაღლესსა და პირველ ლიგებში რვა მატჩია. ყველა ერთ დროს, 17 საათზე დაიწყება, აღსანიშნავი კი ისაა, რომ თამაშები რვა (!) სხვადასხვა, სარაგბო სტადიონზე მოეწყობა.

 

უმაღლესი ლიგა

<<   გამოტოვებული

ხარები   20:13   ყოჩები  @  25/08

პირველი წრე

მ-წ*

გატ:გაშ

აია (ქუთ) 14 7-0 184:  87
არმია 9 4-2*1 153:134
აკადემია ^^ 8 3-2*2 143:135
ლელო ^ 8 4-3 178:142

ლოკომოტივი

8

4-3

147:125

არმაზი 5 2-4*1 136:167
ხარები (რსთ) 4 2-5   76:135

სტუ ყოჩები

0

0-7

  98:190

^ პირისპირ ბალანსით

<<   8.რაუნდი  @  შაბ 3/09 (ყველგან 17.00)

არმია - ლოკომოტივი (ავჭალა, არმაზი - ლელო (შევარდენი, აკადემია - ყოჩები (ვისოლი, ხარები - აია (ტექნიკუმი)

შინაური შვიდკაცა

<<   მეორე შესარჩევი

27-28/08   ავჭალა, ხელოვნური  * 10 გუნდი

პულები

ა) ფოთი თიბისი 1-0*1 / ლოკომოტივი 0-2
ბ) ბათუმი 2-0, რუსთავი 1-1 / ოზურგეთი 0-2
გ) ლელო 1-0, ხულიგანა 0-1 /
დ) ყოჩები 1-0, ბაგრატი 0-1 /

არ მონაწილეობდნენ: არმაზი ჯიქები (გაზაფხულიდანვე;
აია აკადემია არმია დევები

მეოთხედ-ფინალი

ლელო 31:0 ბაგრატი
ყოჩები 28:7 ხულიგანა
ფოთი 12:7 რუსთავი
ბათუმი 21:7 თიბისი

ნახევარ-ფინალი

ყოჩები 31:0 ფოთი
ლელო 19:15 ბათუმი

ფინალი

ფიალა) ლოკომოტივი 15:14 ოზურგეთი
სინი) რუსთავი 36:7 თიბისი
თასი) ყოჩები 26:21 ლელო

კიბე: 1 ყოჩები, 2 ლელო, 3 ფოთი ბათუმი; 5 რუსთავი, 6 თიბისი,
7 ხულიგანა ბაგრატი; 9 ლოკომოტივი, 10 ოზურგეთი

ორი შესარჩევის ჯამი: 30 ბათუმი; 24 ყოჩები (+129, ლელო (+63, ლოკომოტივი (-21; 22 რუსთავი (+99, თიბისი (-60, ხულიგანა (-78;
20 არმია (+131, ფოთი (-62, ბაგრატი (-134) / 18 აია, 16 აკადემია,
6 ოზურგეთი, 2 დევები *
მოწინავე ათეული ფინალში გავიდა

ოთხი ჩვენებურიღა

მსოფლიო თასის კონტინგენტი საფრანგეთის ტოპ 14-ს IX რაუნდშიღა დაუბრუნდება. ამის გამოა, რომ შვიდი მატჩის ოქმში ოთხი ჩვენებური პირველ-ხაზელიღა ჩაიწერა. მათგან ბურჯი გიორგი ჟღენტი (მონპელიე) 68 წუთზე შეცვალეს, სხვები კი თამაშში მარქაფიდან ჩაებნენ:

გურამ კავთიძე (ლიონი) 51, ბექა შეყლაშვილი (აჟენი) 61, კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი) კი 68 წუთის შემდეგ. ბიჭებს ლელო არ დაუდიათ და არც სინბინში მსხდარან, ზედმეტი თითო ქულა კი სულ სამმა გუნდმა აიღო.

 

საფრანგეთის "ტოპ 14"

$ გალური პრემია (მეტოქეზე სამი ლელოთი მეტის გატანა)
ან კომპენსაცია (რვა ქულაზე ნაკლებით წაგება)

<<   I რაუნდი  @  26-27/08

ბეიონ 18:13 ტულუზ$
ბრივ$ 19:20 აჟენ
კლერმონ 22:13 ლიონ
პერპინიან 25:6 კასტრ
რასინგ 30:22 მონპელიე
სტად$ 41:20 ბორდო
ტულონ 30:5 ბიარიც

რანფერლი თარანაქისაა

ოვალურ ბურთზე გადაგებულმა კივებმა შეუძლებელი შეძლეს: ორ იერარქიულ დონედ - პრემიერ და ჩემპიონ-შიფებად - დაყოფილი პირველობის ათი რაუნდი შვიდ-ნახევარ კვირაში ჩაატიეს, რისთვისაც ორშაბათის გარდა ყოველ დღე, მცოცავი გრაფიკით უწევდათ რაგბობა.

პროვინციებს "ოლ ბლექსში" ხმობილნი რომ აკლდნენ, ყველა ყველას უგებდა. უვარსკვლავებო შეჯიბრი მაინც გადაიცემოდა ტელევიზიით, ვებ-მედიამ კი მასზე ისე აიყარა გული, რომ ცხრილი სწორად სამი ბობოლა საითიდან ვერცერთმა (!) ვეღარ შეადგინა - მათ თანახმად, ვაიქათომ უკან მოიტოვა ბოლო სამი წლის ჩემპიონი, ქენთებრი, ოღონდაც ისე, სიტყვაზე და არა სტატისტიკურად.

პრემიერ-შიფის ფინალი შაბათსაა, ჩემპიონ-შიფის გამარჯვებული კი ელიტაში საუსლენდს შეცვლის. ამან შარშან-წინდელის დარად, ივლისში სტუმრად ისევ ძლია ქენთებრი და 1904 წელს შემოღებული "რანფერლის ფარი" ჩამოართვა, მაგრამ მესამე დაცვაზე, ერთი კვირის წინ, თავადაც დამარცხდა თარანაქთან, ვინც ჯილდო ოთხი დღის თავზე, კვირას, გაისამდე შეინარჩუნა.

 

ზელანდიის "აი-თი-ემ ქაფ"

პრემიერ-შიფ

მ-წ

გატ:გაშ

$

ვაიქათო 33 7-3 236:219 5
ქენთებრი 33 6-4 293:230 9

თარანაქი

31

7-3

216:194

3

ბეი ოვ პლენთი 31 6-4 275:212 7
ოქლენდ 26 5-5 255:261 6
ველინგთონ 25 5-5 251:260 5

საუსლენდ

20

4-6

195:229

4

ჩემპიონ-შიფ

მ-წ

გატ:გაშ

$

მანავატუ 33 7-3 281:246 5

ჰოქს ბეი

29

6-4

298:213

5

ოთაგო 24 5-5 223:224 4
ქაუნთ.მანუკაუ 22 4-6 235:262 6
ნორსლენდ 19 4-6 227:279 3
ნორს ჰარბორ 14 2-8 245:319 6
ტასმან 13 2-8 198:280 5

<<   ფინალები (საქ დროით)

პრემ) შაბ 3/09   ვაიქათო - ქენთებრი   11.35
ჩემპ) კვი 4/09   მანავატუ - ჰოქს ბეი    09.35

რანფერლის ფარი (* ახალი მფლობელი)

  2/07 ქენთებრი 52:8 ჩრდ.ოთაგო (მოყვ)
23/07 ქენთებრი 19:22 საუსლენდ*
29/07 საუსლენდ 22:14 ქაუნთიზ მანუკაუ
13/08 საუსლენდ 25:23 ნორს ჰარბორ
24/08 საუსლენდ 12:15 თარანაქი*
28/08 თარანაქი 29:11 ჰოქს ბეი
www.000webhost.com