"გულივერათი" დაუწყიათ

   ევროპული რაგბის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" სტარტზე ფრანგული ექვსეულის ოთხი წევრი დამარცხდა; ფანობა და მედიაც ერთობ მოხიბლა მონპელიელმა მამუკა გორგოძემ, ბებერმა რონან ოგარამ კი მანსთერს სირენის შემდეგ, არეკნით მოაგებინა.

ტოპ 14-ის კლუბებიდან იმარჯვა მხოლოდ ჩემპიონმა "ტულუზმა" და ისიც ბოლოსკენ, კლემონ პუატრანოს მიერ "გლოსთერისთვის" გატანილი ლელოთი.

ბასკეთის "ბიარიცს" სვონზში რვა გოლი შეუგდო "ოსპრი" დენ ბიგარმა; "კლერმონთან" ალსთერს ყველა ქულა იენ ჰამპრიზმა მოუნაგრა, პარიზის "რასინგი" შინ ეგრეც ვერ დაეწია კარდიფს.

ჰაინეკენის ახალბედა "მონპელიეს" ნომრები ოქროს-ფრად ეწერა და ბოლომდეც უგებდა თასის მფლობელს, დუბლინის "ლენსთერს, რემი მარტენი რომ დაჯარიმდა და ჯონათან სექსთონმა თამაში გააფრევა.

ქართული რეკორდი

გორგოძე თავიდან 7 ნომრად იდგა. "სქრამის" სტატისტიკით, მამუკამ ბურთით 11-ჯერ შეუტია და 38 მეტრი იარა; გააბითურა სამი მბოჭავი და ორი ოფლოუდი გაახერხა; ოვალი დაკარგა სამჯერ, დაჯარიმდა ერთხელ, მოიგო ერთი დერეფანი, 12 ბოჭვიდან კი ერთიღა გაუცუდდა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ "პლანეტმა" რაუნდის რჩეულის შედგენა ჩვენი "გულივერათი" დაიწყო.

12 მატჩში ითამაშა კიდევ ოთხმა ქართველმა, რაც უთუოდ რეკორდია. ინგლისის პრემიერ-შიპის ლიდერს, "ჰარლიქვინზს" ბოლომდე ეომა მეორე ახალბედა, ირლანდიის მიყრუებული პროვინცია ქონოთი, მაგრამ მაინც უქულოდ დაშვრა, გლახაკ იტალიელებთან მობურთალ ინგლისელთაგან კი მეოთხე ლელოს გატანისთვის დაწესებული პრემია მხოლოდ "სარასენსმა" აიღო.

უნიკალური გოლი

აფრიკელი პატრონის მყოლ ლონდონის ამ კლუბში ერთი იაპი, სხალკ ბრიცი მეორემ, "ბოკეს" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ჯონ სმიტმა შეცვალა კვაჭად. მსოფლიო თასის ფინალის გმირმა, სთივენ დონალდმა კინაღამ მოაგებინა "ბასს, მაგრამ გლაზგოელმა რიჩი გრეიმ ბოლოს მაინც იხელთა კარიდან ასხლეტილი არეკნი, მანსთერმა კი ერთობ უცნაურად ძლია ნორსჰემპთონი.

ირლანდიელებმა მატჩის ბოლო შერკინება რომ მოიგეს, სათამაშო სრული ორი წუთი იყო. ფაზები ერთურთს გადაება. შემტევი ხან წინ მიდიოდა და ხანაც უკან იხევდა, სავალალოდ ცნობილი უელსელი რეფი კი ბოჭვის არეში აღარაფერზე სტვენდა. ცოდვილობა ასე გაგრძელდა ხუთ-ნახევარ წუთს, მე-40 (!!) ფაზაში კი ოგარამ შორიდან გაიტანა გოლი, რომლის მსგავსიც სხვა თანამედროვე სპორტში ვერაფრით გავა.

 

XVII "ჰაინეკენის თასი"

პირველი რაუნდი

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია

<<   პირველი პული

ჰლანეჰლი (უელ) 31:23 კასტრ (სფრ)

3ლ: შ.ლამონთ მორგან ჯ.დევის; 2გ: სთ.ჯოუნზ; 4ჯ: სთ.ჯოუნზ 3, პრისთლენდ - 2ლ: ანდრო მასოი; 2გ 3ჯ: ტოლე სბ ტეკორი

რეფ გარნერ (ინგ) @ პარკ ი სქარლეთს
0:3(3) 3:3(7) 6:3(12) 6:6(32) სბ(34კ) 9:6(36) /
16:6(44) 16:9(47) 23:9(52) 23:16(62) 28:16(74) 28:23(80) 31:23(80+)
ანტონ ფეიქრიშვილი (კსტ) 57 წუთზე შეცვალეს

მანსთერ (ირლ) 23:21 ნორსჰემპთონ$(ინგ)

2ლ: ვორლი ჰაულით; 2გ 2ჯ ა: ოგარა -
2ლ:
ეშთონ დაუნი; გ 3ჯ: ლემბ

რეფ ოუენს (უელ) @ ლიმრიქ, თომონდ პარკ
7:0(4) 7:7(19) 7:10(13) 7:13(21) 10:13(39) 17:13(40+) /
20:13(41) 20:16(45) 20:21(57) 23:21(80+4)

ქულა: 4 ჰლნ მნს; 1 ნორ; 0 კსტ

<<   მეორე პული

რასინგ$(სფრ) 20:26 კარდიფ (უელ)

ლ: იმოფ; 4ჯ: ჟერმენ; ა: ერნანდეს -
2ლ: ფილისე ქასბერთ; 2გ 4ჯ: პარქს

რეფ ქლენზი (ირლ) @ ივ დიუ მანუარ
3:0(5) 6:0(8ა) 6:7(14) 9:7(16) 9:10(18) 14:10(31) 14:17(38) /
14:20(54) 17:20(56) 17:23(59) 17:26(69) 20:26(70)

ლნდ.აირიშ$(ინგ) 19:20 ედინბურგ (შტლ)

ლ: სემსონ; გ 4ჯ: ჰოუმერ სბ ჰაპე -
2ლ: ლ.ჯოუნზ მაკინალი; 2გ: ლენარდ ლეიდლოუ; 2ჯ: ლენარდ ლეიდლოუ

რეფ პუატ (სფრ) @ რედინგ, მედეჯსქი

3:0(7) 6:0(9) 6:7(17) 9:7(24) 16:7(31) 16:10(38) /
19:10(46) 19:17(61) 19:20(69სბ)

ქულა: 4 კდფ ედნ; 1 ლრშ რას

<<   მესამე პული

მონპელიე (სფრ) 16:16 ლენსთერ (ირლ)

ლ: უდრაოგო; გ: პაიოგ; 3ჯ: პაიოგ 2, ტრენ-დიუკ -
ლ: ქრონინ; გ 3ჯ: სექსთონ

რეფ პირსონ (ინგ) @ მოსონ
3:0(4) 3:3(6) 3:6(17) 10:6(24) 13:6(27) /
16:6(56) 16:13(67) 16:16(80+)

მამუკა გორგოძემ (მნპ) თავიდან ბოლომდე ითამაშა;
გიორგი ჟღენტი შევიდა 62, მიხეილ ნარიაშვილი კი 78 წუთზე

გლაზგო (შტლ) 26:21 ბას$(ინგ)

2ლ: ჰოგ გრეი; 2გ 4ჯ: ვიარ - 7ჯ: ჰისქოთ 6, დონალდ

რეფ ბერდოზ (სფრ) @ ფერჰილ
0:3(2) 3:3(4) 3:6(17) 6:6(35) 9:6(39) / 9:9(45) 9:12(57) 16:12(61) 16:15(63) 16:18(69) 19:18(74) 19:21(79) 26:21(80+2)

ქულა: 4 გლზ; 2 ლნს მნპ; 1 ბას

<<   მეოთხე პული

აირონი (იტა) 12:28 ლესთერ (ინგ)

4ჯ: ორკერა სბ ტომანგა -
3ლ: ქროფთ ალ.ტუილანგი მორის; 2გ 3ჯ: ფლად

რეფ პათერსონ (შტლ) @ ვიადანა, ლუიჯი ძაფანელა
0:3(3) 0:6(5) სბ(9ა) 0:13(14) 0:20(23) 3:20(25) 6:20(32) /
6:23(47) 9:23(49) 12:23(71) 12:28(80+)

ალსთერ (ირლ) 16:11 კლერმონ$(სფრ)

გ 3ჯ: ი.ჰამპრიზ - ლ: ნაკაიტათი; 2ჯ: სკრელა

რეფ ბარნს (ინგ) @ ბელფასთ, რეივენჰილ
0:5(7) 3:5(13) 3:8(18) 3:11(39) 6:11(40+) / 9:11(51) 16:11(71)
დავით ზირაქაშვილი (კლრ) 51 წუთზე შეცვალეს

ქულა: 4 ლსთ ალს; 1 კლრ; 0 არნ

<<   მეხუთე პული

ოსპრიზ (უელ) 28:21 ბიარიც$(სფრ)

ლ: ბოუ; გ 7ჯ: ბიგარ - 2ლ: ბოლშოუ; გ 2ჯ: ვოსხ; ა: ტრაი

რეფ სმოლ (ინგ) @ სვონზი, ლიბერთი
0:3(5) 3:3(20) 6:3(27) / 9:3(43) 12:3(46) 12:6(48) 15:6(51) 15:9(54) 18:9(58) 18:14(60) 25:14(64) 28:14(68) 28:21(70)

სარასენს$(ინგ) 42:17 ტრევიზო (იტა)

5ლ: ო.ფარელ სთრეთლ ვაილზ ე.იუბერ ჯ.სმიტ; 4გ 3ჯ: ფარელ
სბ ბრიც -
2ლ: სპარალინი პადრო; 2გ ჯ: დევალ სბ ვიდალ

რეფ ლეისი (ირლ) @ ვოთფორდ, ვიქრიჯ როუდ
3:0(4) 6:0(20) 13:0(23) 13:3(27სბ) სბ(35ტ) 16:3(40+) /
23:3(48) 28:3(61) 35:3(65პ) 35:10(75) 42:10(78) 42:17(80)

ქულა: 5 სარ; 4 ოსპ; 1 ბრც; 0 ტრვ

<<   მეექვსე პული

ჰარლიქვინზ (ინგ) 25:17 ქონოთ (ირლ)

ლ: დიქსონ; გ 6ჯ: ევანს -
2ლ: ოჰალორან დაფი; 2გ: ნიკორა ოქონორ; ჯ: ნიკორა

რეფ გარსეზ (სფრ) @ თვიქნემ, სთუპ
3:0(6) 3:3(8) 6:3(10) 6:10(15) 9:10(20) 16:10(32) 19:10(38) /
19:17(59) 22:17(76) 25:17(79)

ტულუზ (სფრ) 21:17 გლოსთერ$(ინგ)

2ლ: მატანავუ პუატრანო; გ: ბოგზის; 3ჯ: მაკალისთერ 2, ბოგზის -
2ლ: შარპლზ თრინდერ; 2გ ჯ: ბერნს სბ სთროქოშ

რეფ ფითსგიბონ (ირლ) @ ერნესტ ვალონ
0:3(12) 0:10(33) 3:10(35) 8:10(38) /
11:10(51სბ) 14:10(66) 14:17(70) 21:17(74)

ქულა: 4 ტლზ ჰრლ; 1 გლო; 0 ქნთ

<<   "პლანეტის" რჩეული

15 კლემონ პუატრანო (ტლზ, 14 დაგ ჰაულით (მნს, 13 ოუენ ფარელ (სარ, 12 ჯეიმზ დაუნი (ნორ, 11 იენ ბოლშოუ (ბრც; 10 რონან ოგარა (მნს, 9 კაენ ფოტუალიკი (ოსპ) /

1 სოანე ტონგაუიჰა (ნორ, 2 აგუსტინ კრევი (მნპ, 3 ტაუფაკაო ფილისე (კდფ; 4 ქორთნი ლოზ (ნორ, 5 პოლ ტიტო (კდფ; 6 პიტერ ომაჰონი (მნს, 7 მამუკა გორგოძე (მნპ, 8 ერნსტ იუბერ (სარ)

<<   განრიგი

რაუნდები:  18-20/11; 9-11, 15-18/12 * გაისად 13-15, 20-22/01

პლეი-ოფი:  6-8/04 მეოთხედ-ფინალი,
27-29/04 ნახევარ-ფინალი,
19/05 ფინალი  @  თვიქნემ

www.000webhost.com