ცხრამდე დაგრძელდა

   პარასკევს მეცამეტედ იწყება შვიდკაცის მსოფლიო სერია, რომელსაც მაის-ივლისში ევროპის "გრან პრი" მოყვება.

მსოფლიო სერიას ირბ მართავს, ევროპისას ფირა აერ. იმის გამო, რომ წელს რეგიონში მეექვსე ადგილიღა დავიჭირეთ, ვერ დავბრუნდით მსოფლიო არენაზე, სადაც ბოლოჯერ 2009 წლის მაისში, შოტლანდიაში ვიჩაუქეთ.

ირბ-ის შვიდკაცაში სიახლეა - პროგრამაში აღდგა იაპონიის ეტაპი, რითაც სერია ცხრა ტურნირამდე დაგრძელდა. ორმა ეტაპმა ბინა გამოიცვალა:

აფრიკაში ბალაგანს კურორტ ჯორჯის ნაცვლად "ზანგური რაგბის" მექა, პორტ ელიზაბეთი უმასპინძლებს, ავსტრალიამ კი შეჯიბრი მყუდრო ადელაიდიდან სარფიან ადგილას, "ოქროს ნაპირზე" (გოულდ ქოუსთ) გადაიტანა და თანაც სამხრეთულ ზაფხულში!

ოლიმპიური უცნაურობააო

სერია ოზეთში იხსნება. წინა 12 სეზონში ზელანდიამ ცხრაჯერ იპირველა. აფრიკამ გაზაფხულზე ბოლო ორი ეტაპი მოიგო, ირბ-ის მარად-გაბუქული მონაცემებით კი სერიაზე ნახევარი მილიონი ბილეთი გაიყიდა, ხოლო ტელე-რეპორტაჟს 147 ქვეყანაში 16 ენაზე უცქირა 332 მილიონმა აბონენტმა.

ევროპულ ასპარეზზე წლევანდელივით ოთხი ეტაპია, ოღონდაც რუმინეთი 12-გუნდა ელიტიდან რომ გავარდა, მისი წილი გადაეცა დანიას, ვინც ჯერაც შემდეგ დონეზეა. "გრან პრის" ახალბედაა შვიდკაცის მომგონი შოტლანდია, კრიჟანგ ირლანდიას კი "რაღაც ოლიმპიური უცნაურობისთვის" ფული ვერ ემეტება.

 

ირბ-ის შვიდკაცის XIII სეზონი

1

25-26/11

გოულდ ქოუსთ (ავს)
2

  2-3/12

დუბაი (არბ)
3

  9-10/12

პორტ ელიზაბეთ (აფრ)
4

  3-4/02

ველინგთონ (ზელ)
5

10-12/02

ლას ვეგას (აშშ)
6

23-25/03

ჰონკონგ (ჩინ)
7

31/03-1/04

ტოკიო (იაპ)
8

  5-6/05

მარიფილდ (შტლ)
9

12-13/05

თვიქნემ (ინგ)

<<   გოულდ ქოუსთის პულები

ზელანდია ფიჯი კენია ნიუე
აფრიკა ავსტრალია შტატები იაპონია
სამოა არგენტინა საფრანგეთი პაპუასეთი
ინგლისი უელსი შოტლანდია ტონგა

12 სეზონის ჯამი

<<   სერიის ჩემპიონი

ზელანდია 9 (2000-05  2007-08  2011)
ფიჯი 1 (2006)
აფრიკა 1 (2009)
სამოა 1 (2010)

<<   თასის მფლობელი

1999-2011 (100 ეტაპი: 41 ზელანდია - 16 ფიჯი, 14 აფრიკა,
13 ინგლისი - 8 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

წლის მოშვიდკაცე

2004 საიმონ ამორ (ინგ; 2005 ორენე აი (ზელ; 2006 უალე მაი (სამ; 2007 აფელეკე პელენისე (ზელ; 2008 დიჯეი ფორბს (ზელ; 2009 ოლი ფილიპს (ინგ; 2010 მიკაელე პესამინო (სამ; 2011 სესილ აფრიკა (აფრ)

შვიდკაცის "ევრო გრან პრი" 2012

1

26-27/05

ლიონ (სფრ)
2

2-3/06

ბარსელონა (ესპ)
3

30/06-1/07

მოსკვა (რუს)
4

7-8/07

ოდენსე (დანია)

<<   ლიონის პულები

პორტუგალია რუსეთი საფრანგეთი იტალია უელსი გერმანია
ინგლისი ესპანეთი
საქართველო შოტლანდია უკრაინა ჰოლანდია

ყველა ჩემპიონი

პორტუგალია 8 (2002-06  2008  2010-11)
რუსეთი 2 (2007  2009)

საქართველო ევროპაზე

2002 II, 2003 III, 2004 VI, 2005 X, 2006 V,
2007 VII, 2008 III, 2009 V, 2010 V, 2011 VI
www.000webhost.com