თაკაუმ გაინავარდა

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის სტარტზე მედიაცა და ფანობაც შეიტყობდნენ, რომ ქულა ამიერიდან ყველა მონაწილეს ერიცხება და რიოს 2016 წლის ოლიმპიადის ხათრით, მესამე ადგილიც თამაშდება.

შვიდკაცა უნიკალური ბურთაობის - რაგბის სახალისო სახეობა რომაა, მაგად უცნაურობა მშობელზე მეტი ჭირს, მაგრამ რაღაი გაოლიმპიურდა, სხვათა გამოცდილებაც უნდა გაითვალისწინოს. ჰოდა, ფარის, ფიალის, სინისა და თასის ფინალებს დაემატა ბრინჯაოსი, რითაც 16-გუნდა ტურნირი 45 მატჩამდე დაგრძელდა.

ახალი სეზონის პირველ ეტაპზე პულებში სულ ორგან დაირღვა განთესვით დადგენილი იერარქია, ხიზნები კი ბოლო ადგილებზე დარჩნენ, რის გამოც პრეტენზია ვეღარ ექნებათ, დუბაის დასში რად არა ვწერივართო. გადასხვაფერდა პლეი-ოფის ბადეც, მეოთხედ-ფინალები კი ისე დასრულდა, რომ ორი უკეთესი ფინალი პულურთა რე-მატჩი გამოვიდა.

ჰოდა, ბრინჯაოს რკენაში აფრიკამ ისევ ძლია მასპინძელი ავსტრალია, თასის ფინალში კი პირველმა ფიჯის 33 წლის კაპიტანმა, სეტეფანო თაკაუმ გაინავარდა და მულღაზანზარმაც ლელოებით 4/2 გააბურთავა სერიის მოქმედი და თანაც 9-გზის ჩემპიონი, ზელანდია.

 

ირბ-ის შვიდკაცის XIII სეზონი

I ეტაპი. 25-26/11 გოულდ ქოუსთ (ავს)

<<   პულები (& ხიზანი)

(ა) ზელანდია 3-0, ფიჯი 2-1 / კენია 1-2, ნიუე& 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, ავსტრალია 2-1 / შტატები 1-2, იაპონია& 0-3
(გ) სამოა 3-0, საფრანგეთი 2-1 / არგენტინა 1-2, პაპუასეთი& 0-3
(დ) უელსი 3-0, ინგლისი 2-1 / შოტლანდია 1-2, ტონგა& 0-3

<<   ბობოლათა რაუნდი

(ა) ზელანდია 28:5 ფიჯი
(ბ) აფრიკა 21:7 ავსტრალია
(გ) სამოა 29:0 არგენტინა
(დ) ინგლისი 7:21 უელსი

<<   მოულოდნელობა

(გ) არგენტინა 14:31 საფრანგეთი

<<   მეოთხედ-ფინალი

ზელანდია (ა1) 24:14 ინგლისი (დ2)
აფრიკა (ბ1) 14:5 საფრანგეთი (გ2)
სამოა (გ1) 12:14 ავსტრალია (ბ2)
უელსი (დ1) 5:33 ფიჯი (ა2)

<<   ნახევარ-ფინალი

ზელანდია 26:7 ავსტრალია
ფიჯი 24:7 აფრიკა

<<   ფინალი

ფარი (XIII) პაპუასეთი 31:19 იაპონია
ფიალა (IX) არგენტინა 17:14 შოტლანდია
სინი (V) უელსი 26:15 სამოა
ბრინჯაო (III) აფრიკა 17:5 ავსტრალია
თასი (I) ფიჯი 26:12 ზელანდია

ფიჯი: 1 ჯიმილაი ნაიკანდავა, 2 სეტეფანო თაკაუ^კაპ,
4 ემოსი ვუთანგო, 6 ოსეა კოლინისაუ, 7 ჯოელი ლუტუმაილანგი,
8 ვატისონი ვოტუ, 9 ლივაი იკანიკონდა * 3 სენივალატი ვუნიმბოლა, 5 მიტიელი ნათანგილევუ, 10 სემი რანდრანდრა,
11 სიტივენი ვანქა, 12 ჯეიმზ ბრაუნ

<<   ქულა

22 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ; 19 ზელანდია; 17 აფრიკა;
15 ავსტრალია; 13 უელსი; 12 სამოა; 10 ინგლისი საფრანგეთი;
8 არგენტინა; 7 შოტლანდია; 5 ტონგა შტატები; 3 პაპუასეთი;
2 იაპონია; 1 კენია ნიუე

<<   გასამართია

2-3/12 დუბაი (არბ, 9-10/12 პორტ ელიზაბეთ (აფრ)
გაისად: 3-4/02 ველინგთონ (ზელ, 10-12/02 ლას ვეგას (აშშ;
23-25/03 ჰონკონგ (ჩინ, 31/03-1/04 ტოკიო (იაპ;
5-6/05 მარიფილდ (შტლ, 12-13/05 თვიქნემ (ინგ)

<<   თასის მფლობელი

1999-2011 (101 ეტაპი: 41 ზელანდია - 17 ფიჯი, 14 აფრიკა,
13 ინგლისი - 8 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<   დუბაის პულები

(ა) ფიჯი სამოა არგენტინა არაბეთი&
(ბ) ზელანდია აფრიკა შტატები პორტუგალია&
(გ) ინგლისი საფრანგეთი კენია ზიმბაბვე&
(დ) უელსი ავსტრალია შოტლანდია კანადა&

 

www.000webhost.com