თადარიგიანად დააპიარეს

   ბრიტანეთის "ლომები" 2013 წელს ავსტრალიაში რომ ჩავლენ, სამივე დიდ რაგბულ ქალაქში თითო ტესტს გამართავენ.
"ლომები" ბრიტანეთის ოთხი ქვეყნის (ინგლისი უელსი ირლანდია შოტლანდია) ნაკრებია და ზეპურ სპორტში ანალოგი ძნელად მოეძებნება. რაც ირბ-მა მსოფლიო თასი დააწესა, ლომთა სამხრეთული ვოიაჟებიც 4-წლიან ციკლზე გადაიყვანა. ჰოდა, ეკვატორს ქვემოთ სამი ბუმბერაზი რომაა, ბრიტანეთი 12 წელში ერთხელ, მონაცვლეობით ჩადის ავსტრალიაში, ზელანდიასა და აფრიკაში.

1989 წლიდან ლომური ქორონიკონის ორი ამგვარი მოქცევა გასრულდა, 2013 წელს კი მესამე იწყება და მასპინძლობის ჯერი ისევ ავსტრალიისაა. "ვოლაბები" ამჟამად ბრიტანეთში მართავენ მინი ტურნეს - შაბათს, ჩვენებურად შვიდის ნახევარზე (18.35) "მილენიუმზე" ეტესტებიან უელსს. ჰოდა, მხარეებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ორშაბათს, მელბურნსა და კარდიფში, თადარიგიანად, წლინახევრით ადრე გამოაქვეყნეს 2013 წლის ტურნეს განრიგი.

 

"ლომები" მსოფლიო თასის დაწესების შემდეგ

წელი სად

ტურნე

სამტესტა  სერია

1989

ავს

12: 11-1

2-1

12:30

სიდ

19:12

ბრი

19:18

სიდ
1993

ზელ

13:   7-6

1-2

18:20

ქრს

20:7

ველ

13:30

ოქლ
1997

აფრ

13: 11-2

2-1

25:16

კეპ

18:15

დურ

16:35

იოჰ
2001

ავს

10:   7-3

1-2

29:13

ბრი

14:35

მლბ

23:29

სიდ
2005

ზელ

11:   7-4

0-3

  3:21

ქრს

18:48

ველ

19:38

ოქლ
2009

აფრ

10:   7-2*1

1-2

21:26

დურ

25:28

პრე

28:9

იოჰ

ავს: ბრი ბრისბენ, მლბ მელბურნ, სიდ სიდნეი
აფრ: დურ დურბან, იოჰ იოჰანესბერგ, კეპ კეიპთაუნ, პრე პრეტორია ზელ: ველ ველინგთონ, ოქლ ოქლენდ, ქრს ქრაისთჩერჩ

ჰონკონგში მოითელებიან

მგზავრობა რომ გაიოლდა, ხოლო სეზონი შეჯიბრებებით გაჯერდა, ტურნე დამოკლდა. 1977 წლის მაის - აგვისტოში ბრიტებმა ზელანდიაში 25-ჯერ ირაგბეს და ფიჯზეც შეიარეს. საუკუნის ბოლოს 13-თამაშა სამხრეთული ტურნე ნორმად იქცა, მერე კი სტუმარ- მასპინძელს ესეც ეგრძელათ. ჰოდა, 2013 წელს ლომები ოზეთში 9 მატჩსღა გამართავენ, გზად კი ჰონკონგში მოითელებიან.

ბრიტები ექვს ავსტრალიურ ქალაქსღა მოიხილავენ. პროგრამაშია თითო მატჩი ზე რაგბის (ზე 15) ხუთივე ადგილობრივ კლუბთან, ერთი ღლაბუცი ახალი სამხრეთი უელსისა და ქვინზლენდის არა-ქალაქელებთან (ქომბაინდ ქანთრი) და სამიც ტესტი - ბრისბენის "ლენგ პარკზე" (სანკორპ, მელბურნის "ქოლონიალის" (ეთიჰად) ჭერქვეშ და სიდნეის "ოლიმპიურზე" (ეიენზედ)

 

ბრიტანეთის "ლომები" ავსტრალიაში 2013 წელს

0 შაბ

  1/06

ბარბერიანს ჰონკონგ
1 ოთხ

  5/06

ფორს პერთ
2 შაბ

  8/06

რედს ბრისბენ
3 ოთხ

12/06

ქომბაინდ ქანთრი ნიუქასლ
4 შაბ

15/06

ვორათაზ სიდნეი
5 სამ

18/06

ბრამბიზ კანბერა
6 შაბ

22/06

ავსტრალია (1ტ) ბრისბენ
7 სამ

25/06

რებელზ მელბურნ
8 შაბ

29/06

ავსტრალია (2ტ) მელბურნ
9 შაბ

  6/07

ავსტრალია (3ტ) სიდნეი
მთლიანად გადაერთვება

ბრიტებს ავსტრალიაში შოტლანდიელი ენდი ერვინი უმენეჯერებთ. მწურთნელი 2012 წლის "ექვსი ერის" შემდეგ დაინიშნება. თუ რჩეული რაგინდარა გუნდთან მუშაობს, ბარემ 15 თვით ხელი უნდა მაგ პოსტზე და მთლიანად გადაერთოს ლომებზე. ასე რომ, რეალურ კანდიდატებს - უელსის კივ გურუს, ვორენ გეთლენდს და სქოთ ლეგენდას, 7-გზის (!) ლომს, "ბასის" მოძღვარ იენ მაკგიქანს ხვედრის არჩევა მოუწევთ.

საკლუბო თამაშებმა ტურნეს ხელი რომ აღარ შეუშალონ, ბრიტანეთში 2013 წლის სეზონი 25 მაისს დასრულდება, სამხრეთული ზე რაგბის მგეგმავებს კი გვარიანი ფხის გამოჩენა მოუწევთ, რათა ავსტრალიის გადამკიდე ზელანდიასა და აფრიკას საქმე არ გაუფუჭდეთ.

არადა, დრო იყო, ოზებს ბრიტები არად აგდებნენ: რიგრიგობით ჩადიოდნენ ოდენ აფრიკასა და ზელანდიაში. ლომებმა 1930-1966 წლებში ავსტრალია კივეთის "დავესკადღა" მოიხილეს, საკუთრივ ოზეთში კი პირველად 23 წლის შემდეგღა, იმად გაემგზავრნენ, რომ "ვოლაბები" უკვე ძალას წარმოადგენდნენ - 1984 წელს, ბრიტანულ ტურნეზე, მათ სლემი გაახერხეს - ოთხივე მასპინძელი ძლიეს!

www.000webhost.com