დუბაელთა გასახარად

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეორე, არაბეთის ეტაპზე სამჯერ რომ დამარცხდა 9-გზის ჩემპიონი ზელანდია, მეშვიდე ადგილიღა გაიყო, შარშან მოპოვებული თასი კი შეინარჩუნა ინგლისმა, ვისაც საამიროთა წარსულის გამო, დუბაის "ზი სევენსზე" გულ-მხურვალედ ქომაგობენ.

კივები პულში დაამარცხა აფრიკამ, თასის მეოთხედ-ფინალში ინგლისმა და სინის ნახევარ-ფინალში ავსტრალიამ. ბრიტებმა თასის ნახევარ-ფინალში იმადღა ძლიეს ფიჯი, რომ დენ ნორთონმა სირენის შემდეგ შებოჭა ლელოსკენ გაჭრილი ოსეა კოლინისაუ, საფრანგეთმა კი ექვსი წლის შემდეგღა უწია თასის ფინალს.

ინგლისელმა მეთ თერნერმა ბოლო მატჩში ორი ლელო გაიტანა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, "ა" პულში კი არგენტინამ იმად გაუსწრო სამოას, რომ არაბეთი 73:7 მოსრა და გატანილ-გაშვებულის სხვაობაში შვიდით აჯობა კონკურენტს.

 

ირბ-ის შვიდკაცის XIII სეზონი

II ეტაპი. 2-3/12 დუბაი (არბ)

<<   პულები (& ხიზანი)

(ა) ფიჯი 3-0, არგენტინა 1-1*1 / სამოა 1-1*1, არაბეთი& 0-3
(ბ) აფრიკა 3-0, ზელანდია 2-1 / პორტუგალია& 1-2, შტატები 0-3
(გ) ინგლისი 3-0, საფრანგეთი 2-1 / ზიმბაბვე& 1-2, კენია 0-3
(დ) უელსი 3-0, ავსტრალია 2-1 / შოტლანდია 1-2, კანადა& 0-3

<<   ბობოლათა რაუნდი

(ა) ფიჯი 31:14 სამოა
(ბ) ზელანდია 5:21 აფრიკა
(გ) ინგლისი 29:12 საფრანგეთი
(დ) უელსი 33:14 ავსტრალია

<<   მოულოდნელობა

(ა) სამოა 28:28 არგენტინა

<<   მეოთხედ-ფინალი

ფიჯი (ა1) 34:7 ავსტრალია (დ2)
აფრიკა (ბ1) 5:19 საფრანგეთი (გ2)
ინგლისი (გ1) 10:7 ზელანდია (ბ2)
უელსი (დ1) 5:7 არგენტინა (ა2)

<<   ნახევარ-ფინალი

ინგლისი 19:12 ფიჯი
საფრანგეთი 24:5 არგენტინა

<<   ფინალი

ფარი (XIII) სამოა 31:17 კენია
ფიალა (IX) შოტლანდია 26:0 შტატები
სინი (V) ავსტრალია 17:14 აფრიკა
ბრინჯაო (III) ფიჯი 26:21*დდ არგენტინა
თასი (I) ინგლისი 29:12 საფრანგეთი

ინგლისი: 1 ისოა ნდამუ, 2 გრეგ ბარდენ, 4 დენ ნორთონ, 5 ჯეიმზ როდველ, 10 მარქუს ვოთსონ, 11 მეთ თერნერ, 12 ქრის ქრექნელ *
3 რობ ვიქერმან, 6 ნიქ როილ, 7 საიმონ ჰანთ, 8 თომ პაუელ,
9 ქრისჩან ლუის-პრათ * მწ) ბენ რაიან

<<   ქულა

39 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ; 32 ინგლისი (თ: დუბაი;
29 აფრიკა, ზელანდია, საფრანგეთი; 28 ავსტრალია; 23 არგენტინა, უელსი; 15 სამოა, შოტლანდია; 12 შტატები; 5 კანადა, პორტუგალია, ტონგა; 3 კენია, პაპუასეთი; 2 იაპონია; 1 არაბეთი, ზიმბაბვე, ნიუე

<<   გასამართია

9-10/12 პორტ ელიზაბეთ (აფრ)
გაისად: 3-4/02 ველინგთონ (ზელ, 10-12/02 ლას ვეგას (აშშ;
23-25/03 ჰონკონგ (ჩინ, 31/03-1/04 ტოკიო (იაპ;
5-6/05 მარიფილდ (შტლ, 12-13/05 თვიქნემ (ინგ)

<<   თასის მფლობელი

1999-2011 (102 ეტაპი: 41 ზელანდია - 17 ფიჯი; 14 აფრიკა, ინგლისი - 8 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<   პორტ-ელიზაბეთის პულები

(ა) ინგლისი არგენტინა შტატები სამოა
(ბ) საფრანგეთი ზელანდია შოტლანდია მაროკო&
(გ) აფრიკა ავსტრალია კანადა& კენია
(დ) ფიჯი უელსი პორტუგალია& ზიმბაბვე&
www.000webhost.com