ძალოვანთა პირველი ტრიპლი

   "არმიის" ტრიუმფით დასრულდა რაგბის საშინაო სეზონი - წელს შექმნილმა კლუბმა მესამე მთავარი შეჯიბრიც, "ეროვნული შვიდკაცა" მოიგო და შეიქნა პირველი ქართული კლუბი, ვინც ტრიპლი გაახერხა.

შვიდკაცა საქართველოში 1988 წელს, ბოლო საბჭოურ "თბილისობაზე" დაინერგა და მრავალი წინაღობის მიუხედავად, ზედიზედ ათ სეზონში მაინც ჩატარდა თითო ტურნირი. მერე მოჩაუქე ბიჭებს "ხაზაინობამ" უცხოეთისკენ "შეუბრუნა ვექტორი, რის გამოც შინაური შვიდკაცა დავიწყებას მიეცა, ერთხელ კი, 2002 წელს, "მეურნეობაში" დანიშნული, მოედნის დატბორვის გამო ჩაიშალა.

ტრადიციის აღდგენის რამდენიმე მცდელობა მარცხით დასრულდა, მაგრამ აგერ უკვე მესამე წელია, მაინც ეწყობა საშინაო სერია - ორი შესარჩევი და ფინალი. სხვა საქმეა, რომ გუნდების უმეტესობა რაგბის ოლიმპიურ ფორმას ჯერაც ამრეზით უყურებს და კავშირის ახირებადღა აღიქვამს. ჰოდა, პირველ შესარჩევს ორი მონაწილე დააკლდა, მეორეს - ექვსი, ფინალში კი ათის ნაცვლად რვა კლუბი ძლივს მოგროვდა.

გადაწყვეტილი არაფერია

"არმიამ" მარტში, შევარდენზე გამარჯვებით გააცნო პუბლიკას თავი. აგვისტოში, ავჭალაში წინა ორი წლის ჩემპიონმა, "ყოჩებმა" ივაჟკაცა, ფინალი კი დეკემბერშიღა გაიმართა შევარდენზევე. ჯარმა პულში ჯამში 161:0 გაიჯეჯილა და თასის ფინალიც 43:0 მოიგო, საუკეთესო მოშვიდკაცედ კი ნაკრების ღვაწლ-მოსილი კაპიტანი, "ხულიგანადან" არმიაში გადასული გიორგი შკინინი სცნო კავშირმა.

ჯარმა "გოშას" გარდა ზაფხულში კიდევ აიმატა სამი ბეკი, ექვსი ფორვარდი და მათ სისტემატურად ათამაშებდა. ძლიერი გუნდები ამ ხერხით - მეტ ჯამაგირზე ოსტატთა და მზარდთა მიზიდვით - ჩვენში უწინაც შექმნილა (1992 რუსთავი, 1995 გუმარი, 1999 2002 დათვები, 2004 აკადემია, 2009 ბათუმი) ერთი სიტყვით, ძალოვან უწყებას ისეთი არაფერი უქნია, რაგბის თემის დანარჩენი ნაწილი რომ ემდუროდეს.

სხვაფრივ, კავშირის საშეჯიბრო განყოფილებამ (ნიაზ მამრიკიშვილი, მალხაზ კოროშინაძე) უკვე მოხაზა საგაისო სეზონის კონტური. უმაღლესი ლიგის განრიგი რვის ნაცვლად 10 გუნდზე გაიწერა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია - ელიტის გაფართოება დიდადაა დამოკიდებული სახელმწიფო დაფინანსების მომატებაზე.

 

შვიდკაცის პირველობის ფინალი

3-4/12  შევარდენი * 8 გუნდი

<<   პულები

(ა) არმია 3-0, ბათუმი 2-1 / თიბისი 1-2, დევები 0-3
(ბ) ყოჩები 3-0, ლოკომოტივი 2-1 / ხულიგანა 1-2, ფოთი 0-3

<<   ნახევარ-ფინალი

სინი) თიბისი 21:12 ფოთი, დევები 7:33 ხულიგანა
თასი) არმია 19:5 ლოკომოტივი, ბათუმი 17:14 ყოჩები

<<   ფინალი

ფოთი 27:12 დევები, თიბისი 12:14 ხულიგანა
ლოკომოტივი 15:7 ყოჩები,
თასი) არმია 43:0 ბათუმი

<<   კიბე

1 არმია, 2 ბათუმი, 3 ლოკომოტივი, 4 ყოჩები,
5 ხულიგანა, 6 თიბისი, 7 ფოთი, 8 დევები

<<   ვინ რამდენ ტურნირში იასპარეზა

3   ბათუმი თიბისი ლოკომოტივი ფოთი ყოჩები ხულიგანა
2   არმია ბაგრატი დევები ლელო ოზურგეთი რუსთავი
1   აია აკადემია
0   არმაზი ჯიქები

<<   ყველა ჩემპიონი

ელმავალი/ვესტა/თბილისი 1988  1989  1991  1995
აია 1990  1993
შევარდენი 1992
გუმარი 1994  1996
ყოჩები/ვისოლი 1997  2009  2010
ხულიგანა 2006
არმია 2011

2011 წლის ლაურეატები

ბზის თასი არმია
ლიბერთის თასი არმია
შვიდკაცა არმია

ესპუარები

რუსთავი

I ლიგა ბათუმი
II ლიგა დინამო

18 წლამდე

ქუთაისი

16 წლამდე ჯიქები

2012 წლის 10-გუნდა ზე-ჯგუფი

პროექტი) არმია აია ლოკომოტივი ლელო არმაზი
რუსთავი ბათუმი ჯიქები აკადემია ყოჩები

არმია

2011 წლის შემოდგომაზე, განაცხადის მიხედვით: 38 მოთამაშე

ბექ) 15 ბახვა კობახიძე; 14-11 არჩილ ქავთარაშვილი, გიორგი შკინინი, ალეკო ტუჩაშვილი, რატი ნუცუბიძე, რამაზ ხარაზიშვილი, ვანო გაბროშვილი; 13-12 გივი ნადარეიშვილი, გიგა გაგოშვილი, თამაზ მჭედლიძე; 10 გიორგი ელიზბარაშვილი, ლაშა ბაირამაშვილი, მამუკა ნინიძე; 9 ფრიდონ უდესიანი, ბიძინა სამხარაძე, ალეკო ზაბახიძე, რამაზ ჯინაშვილი

ფორ) 1-3 ნიკო ჭავჭავაძე, ირაკლი ქორიძე, გიორგი კაკოვინი, ტარიელ დონაძე, ჯაბა ბრეგვაძე, ბექა მეკოკიშვილი, ზურაბ ერისთავი, ზაზა ნავროზაშვილი, ბექა მამრიკიშვილი; 4-5 მამუკა ცხადაძე, ლევან დარასელია, გიორგი ჟღენტი; 6-8 კახა კობახიძე, ბესო უდესიანი, ლაშა თავართქილაძე, ვეფხია ტუჩაშვილი, გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე, ჯემალ მორჩაძე, გიორგი თხილაიშვილი, ხვიჩა ბუჯიაშვილი

უფრ) გიო ხუციშვილი (პრეზიდენტი, ბადრი ბოხუა (მენეჯერი; ნიკო ჭავჭავაძე (მთავარი მწურთნელი, ლევან ცაბაძე (მწურთნელი)

www.000webhost.com