გაგორებული აიღეს

   შვიდკაცის მსოფლიო სერიის მესამე, აფრიკულ ეტაპზე 9-გზის ჩემპიონმა ზელანდიამ ბოლო წუთზე რომ დაალელოვა მასპინძელი, შარშან მანდვე მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა, წელს პირველად შემართა თასი და ქულებით ფიჯსაც გაუტოლდა.

სამხრეთმა აფრიკამ თავისი შვიდკაცა მყუდრო ჯორჯიდან გადაიტანა ზანგური რაგბის ცენტრ პორტ-ელიზაბეთში, სადაც ფეხბურთის 2010 წლის მსოფლიო თასისთვის 48-ათასიანი კოხტა სტადიონი, მეტსახელად "მზეს-უმზირა" აშენდა.

"ბლიც ბოკემ" პულში სამივე მეტოქე ნულზე (ჯამში 104:0) გაასაღა, სამოამ კი, ვინც წინა, დუბაის ეტაპზე პირველად დაეშვა ფარზე, ამჯერად ინგლისი ძლია და ნახევარ-ფინალშიღა დამარცხდა აფრიკასთან.

ფინალის ბოლო წუთის დადგომისას მასპინძლები ჯერაც ორი ქულით წინ იყვნენ, ზელანდიამ თავის მეოთხედში რომ გაათამაშა ჯარიმა, ბოჭვის შემდეგ ბურთს ფეხი მიკრა, თობი არნოლდმა დოღი იოლად მოიგო და ლელოში შესულმა ოვალი დაამიწებინა წამოსწრებულ ტომასი თამას, ვისაც საკარიერო მონაგარი 100 ლელო გაუხდა.

ვერ ვავსებთო

სერიის შემდეგი ეტაპი გაისად, თებერვალში, ზელანდიაშია. ახალი წესით პულები წინა ეტაპის შედეგთა მიხედვით დგება. შეიცვალა შოტლანდიის ეტაპიც ბინაც.

კავშირმა მართებულად დაასკვნა, ვეება მარიფილდს სანახევროდაც ვერ ავავსებთო და შვიდკაცა გადაიტანა გლაზგოში, 1915 წელს გახსნილ, ოღონდაც ბოლო ხანს 17-ნახევარ მილიონ გირვანქად გარემონტებულ "სქოთს თაუნზე, რომლის ტევადობაც სულ 5 ათასია!

 

ირბ-ის შვიდკაცის XIII სეზონი

III ეტაპი. 9-10/12 პორტ ელიზაბეთ (აფრ)

<<   პულები (& ხიზანი)

(ა) სამოა 3-0, ინგლისი 2-1 / შტატები 1-2, არგენტინა 0-3
(ბ) ზელანდია 3-0, საფრანგეთი 2-1 / შოტლანდია 1-2, მაროკო& 0-3
(გ) აფრიკა 3-0, ავსტრალია 2-1 / კანადა& 1-2, კენია 0-3
(დ) ფიჯი 3-0, უელსი 2-1 / პორტუგალია& 1-2, ზიმბაბვე& 0-3

<<   ბობოლათა რაუნდი

(ა) ინგლისი 19:0 არგენტინა
(ბ) ზელანდია 41:0 საფრანგეთი
(გ) აფრიკა 26:0 ავსტრალია
(დ) ფიჯი 29:14 უელსი

<<   მოულოდნელობანი

(ა) არგენტინა 5:17 სამოა
(ა) ინგლისი 14:24 სამოა
(ა) არგენტინა 14:21 შტატები

<<   მეოთხედ-ფინალი

სამოა (ა1) 21:12 უელსი (დ2)
ზელანდია (ბ1) 21:5 ავსტრალია (გ2)
აფრიკა (გ1) 26:12 საფრანგეთი (ბ2)
ფიჯი (დ1) 14:21 ინგლისი (ა2)

<<   ნახევარ-ფინალი

აფრიკა 12:7 სამოა
ზელანდია 19:14 ინგლისი

<<   ფინალი

ფარი (XIII) ზიმბაბვე 19:12 კენია
ფიალა (IX) შოტლანდია 22:19 კანადა
სინი (V) უელსი 48:0 ფიჯი
ბრინჯაო (III) სამოა 17:14 ინგლისი
თასი (I) აფრიკა 26:31 ზელანდია

ზელანდია: 2 თიმ მიქელსონ, 3 სოლომონ ქინგ, 4 დი-ჯეი ფორბს,
6 ტომასი თამა, 9 ფრენქ ჰალაი, 10 თობი არნოლდ, 12 ჩარლზ პიუთაუ * ჯორჯ თილსლი, 1 ბენ სუნეს, 7 ჯო ვებერ, 8 ქაილემ ოდონელ, 11 გლენ რობერთსონ * მწ) გორდონ თიჩენს

<<   ქულა

51 ფიჯი (თ: გოულდ ქოუსთ, ზელანდია (თ: პორტ ელიზაბეთ;
48 აფრიკა; 47 ინგლისი (თ: დუბაი; 39 საფრანგეთი; 38 ავსტრალია; 36 უელსი; 32 სამოა; 28 არგენტინა; 23 შოტლანდია; 17 შტატები;
12 კანადა; 6 პორტუგალია; 5 კენია, ტონგა; 4 ზიმბაბვე; 3 პაპუასეთი; 2 იაპონია; 1 არაბეთი, მაროკო, ნიუე

<<   გასამართია

გაისად: 3-4/02 ველინგთონ (ზელ, 10-12/02 ლას ვეგას (აშშ;
23-25/03 ჰონკონგ (ჩინ, 31/03-1/04 ტოკიო (იაპ;
5-6/05 გლაზგო (შტლ, 12-13/05 თვიქნემ (ინგ)

<<   თასის მფლობელი

1999-2011 (103 ეტაპი: 42 ზელანდია - 17 ფიჯი; 14 აფრიკა, ინგლისი - 8 სამოა, 5 ავსტრალია, 2 არგენტინა, 1 საფრანგეთი

<<   ველინგთონის პულები

(ა) ზელანდია სამოა შოტლანდია იაპონია&
(ბ) აფრიკა ინგლისი შტატები ქუქეთი&
(გ) ფიჯი უელსი არგენტინა ტონგა&
(დ) საფრანგეთი ავსტრალია კანადა& კენია
www.000webhost.com