ბორჯღალოსნები

04-12

შევერკინოთ "ოლ ბლექსს" !

  თუ 2013 და 2014 წლების "ერთა თასთა" ჯამში ევროპულ შესარჩევში პირველ ადგილზე გავალთ, 2015 წლის მსოფლიო თასზე პულში თვით ახალ ზელანდიას დავუჯდებით

26-11

თვალ-საწიერს ვიფართოვებთ ...
  ვაკეში გამართულ მეორე ტესტშიც თავ-დაუზოგავად იბრძოლეს და უწინდელზე უკეთ იბურთავეს ბორჯღალოსნებმა, მაგრამ თამაშის ბოლოსკენ ისევ რომ გაუშვეს ხელიდან მოგება, გაცხადდა, რომ ევროპის "ერთა თასი" წყნარი ოკეანისაზე დაბალი დონისა ყოფილა

23-11

უაზროდ ნუ გადავუკიდებთ!
  რაგბის ქართველი გურმანები შაბათს, დღის სამიდან, ვაკეში ფიჯს თვალდათვალ რომ უცქერენ, მერე ვებ-სთრიმებით, შვიდის ნახევარზე ინგლის - აფრიკას დააჭაშნიკებენ, ხოლო ათის მეოთხედზე, უელს - ზელანდიასაც

19-11

მწარე სიმართლე
  შერკინებაში მიწოლის იმედადღა მყოფმა "ბორჯღალოსნებმა" ტაიმთა ბოლოს ვერაფერი მოუხერხეს ხელდახელ ბურთაობის ჩინებულად მცოდნე იაპონიას და წკიპზე წაგებით გული ატკინეს ქომაგებს

17-11

შნო ნაღდად შეგვწევს
  შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდის შაბათის პროგრამა ვაკეში, დღის სამზე იხსნება "ბორჯღალოსნების" რკენით აზიის "ხუთი ერის" უცვლელ ფალავანთან, იაპონიის "მოყვავილე ალუბლებთან" 

07-11

განსხვავებული კოლორიტები
  მალე ვაკეში ერთბაშად ორი შორებელი, ოღონდაც განსხვავებული კოლორიტი - მოწესრიგებული იაპონია და თავ-ქარიანი ფიჯი გვეწვევა

15-07

კანონიკურად, სარკმელში
  ევროპულმა "ფირა აერმა" კანონიკური თარგი რომ აკანონა და ყველა თამაშიც "ექვსი ერის" სატესტო სარკმელში დანიშნა, საგაისო "ერთა თასზე" რუსეთსა და რუმინეთს ვეწვევით, იბერიელ ლათინებს კი 9 თებერვალსა და მარტს ვუმასპინძლებთ

25-06

პასის კულტურის ხვეწითა

  "ბორჯღალოსნებს" კანადაში ბურთი დიდ ხანს ეპყრათ, მაგრამ ხეირი ცოტა ნახეს

20-06

მეტად გვაზარალა
  შტატებში წაგებამ ირბ-ის რეიტინგში სხვებზე მეტად გვაზარალა

18-06

მბოჭავები გვიბითურეს

  რაგბი ლოგიკური თამაში რომაა, გამოხშირულმა "ბორჯღალოსნებმა" ვერაფერი მოუხერხეს საუკეთესო რაზმის მყოლ "არწივებს" და სამი წლის წინდელისა არ იყოს, კოლორადოში ახლაც მწარედ დამარცხდნენ

11-06

რუმინეთი ჩამოვიტოვეთ

  იოლად ძლიეს რა ელიტიდან გასავარდნად განწირული უკრაინა, "ბორჯღალოსნებმა" მეხუთედ შემართეს "ერთა თასის" ფარი და მოძმე რუმინეთს ამ მაჩვენებლითაც გაუსწრეს

09-06

ყველანი ავჭალაში!

  9 ივნისს, ავჭალაში, მეხუთედაც უნდა ვეკურთხოთ "ერთა თასის" ჩემპიონებად, კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე კი, "ფირას ფარის" შემართვის გარდა, მე-80 ბორჯღალსაც მიითვლის და დასაჩუქრდება

20-05

ორი ქულაღა გვჭირდება

  ესპანეთმა რუსეთში ბოლომდე რომ იბრძოლა, ორი საცხრილო ქულა აიღო, რის გამოც 9 ივნისს, ავჭალაში, საჩემპიონოდ მაგდენივე უნდა მოვიმკათ უკრაინასთან, ნოემბერში კი იაპონია და ფიჯიც გვეწვევიან

01-04

კურთხევა გადაგვედო

  რუმინეთმა რომ მოსრა უკრაინა, "ერთა თასის" ჩემპიონად "ბორჯღალოსანთა" კურთხევა ივნისამდე გადაიდო; მაშინვე, ჩრდილო ამერიკულ ტურნეზე, ცნობილი რეფები განგვსჯიან, 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევები კი 24 მარტს დაიწყო

18-03

გასარჩევი აღარაფერია

  "ბორჯღალოსნებმა" ქარიან ვაკეში უმაგალითოდ იოლად, სარეკორდო სხვაობით ძლიეს რუსი "დათვები" და რაღაი ჩვენს კონკურენტთა რკენაში მოგებული უპრემიოდ დაშვრა, "ერთა თასის" ასაღებად ივნისში, უკრაინაშიღა უნდა ვიმარჯვოთ პრემიით

16-03

ტრადიციის გასაგრძელებლად

  ცხონებული "ბურძგლა" იტყოდა, რაგბი თამაში კი არა, ომიაო, მაგრამ სხვა კუთხით რაგბი ომს ყოველ-მხრივ რომ სჯობს, საზოგადოება მიესალმება რუსეთის საბურთაოდ ჩამოსვლას და თანაც იმედოვნებს, რომ "ბორჯღალოსნები" პრემიით მოიგებენ და "ერთა თასზე" პირველობას დაიბევებენ

11-03

უკიდეგანო თავ-დადებით

  "ბორჯღალოსნებმა" ურჯუკ რუმინეთს მისსავე მოედანზე შნოიანად შემოუბრუნეს თამაში, ბოლოსკენ უკიდეგანო თავ-დადებით დაიცვეს ლელო, შეინარჩუნეს "ანთიმოზ ივერიელის თასი" და "ერთა თასზე" მეხუთედ პირველობის ჩინებული შანსიც გაიჩინეს

09-03

იმათთვის ფინალი ყოფილა

  ესპანეთი რუმინეთს თუმც მასპინძლობს, ეჭვი ცოტა ვინმეს თუ ეპარება, რომ "ერთა თასის" ჩემპიონი "სტეჟარისა" და საქართველოს "ბორჯღალოსანთა" შაბათის რკენაში გამოვლინდება

26-02

საბურთაოდ რომ აგულიანებენ

  გარემოებათა გამო ავჭალას მისულმა "ბორჯღალოსნებმა" ცივ ქარშიც კივურად გააბურთავეს უტეხი პორტუგალია და "ერთა თასის" კიბეზე ორი საფეხურით ზემოთ აინაცვლეს

24-02

ახალი ყოჩით
  კაცი "ბორჯღალოსნები" 140-ე ტესტში პირველად რომ ირაგბებენ ავჭალაში,
მოედანზე 22-ე კაპიტანი, 27 წლის დავით კაჭარავა გაუძღვებათ

20-02

არავის გახსენებია
  სამყაროში ჰარმონია რომ ძნელად მისაღწევია, ერის სიამაყე და ქართველ მობურთალებში უდაოდ საუკეთესო გუნდი - "ბორჯღალოსნები" პორტუგალიას ავჭალაშიღა მიიღებს, მონატრებულ რუსეთს კი ვაკეში

12-02

სათანადოდ ვერ გავხურდით?
  მეცამეტე "ერთა თასი" მარცხიანად გავხსენით: გადახალისებული "ბორჯღალოსნები" მადრიდში გაგვიბურთავა ესპანეთმა, ვინც უცხო-ტომელებით აივსო გუნდი და გაძლიერდა

10-02

უმალვე გავლიდერდებით?
  "ერთა თასზე" "ბორჯღალოსანთა" დაგვიანებულ სტარტს თან ორმაგი ინტრიგა ახლავს: რაგბის თემს კივთა მიერ გაწურთნილი, გადახალისებული გუნდის ხილვა ხომ აინტერესებს და მაგაზე კიდევ უფრო მეტად - "სამოსელი პირველის" მიერ შექმნილი ფორმისა

05-02

ყინვაში, მუხის ფოთლის ფრად
  "ერთა თასის" სტარტზე რუმინეთმა მოყინულ მოედანზე ბოლო მეოთხედშიღა დაქანცა პორტუგალია და უქულოდ დატოვა

02-02

დინჯად ვემზადებით
  შაბათს ავდრის გამო "ერთა თასი" უჩვენოდ იწყება, "ბორჯღალოსნები" კი "შევარდენზე" დინჯად ემზადებიან ისეთ "ლეონესთან" სარკენად, რომელსაც ესპანური აღარაფერი სცხია

29-01

მეცამეტედ, მარად მეტოქეებთან
  სამჯერ რომ ვიასპარეზეთ მსოფლიოზე და 12 სეზონში 6-ჯერ ვიპირველეთ არა-ფორმალურ "უმცროს 6 ერზე, რაგინდარა მაჩვენებლით ევროპის მეშვიდე გუნდი ვართ, მაგრამ რაგბეთი ისე უკუღმართადაა მოწყობილი, რომ ამ ზამთარსაც ხელახლა უნდა ვერკინოთ მარად მეტოქეებს და ჩვენი უკეთესობა ვუმტკიცოთ

24-01

საარჩევნო ყრილობაზე
  ქართული რაგბი განვითარების ახალ, 4-წლიან ოვალს კავშირის აქამდელი პრეზიდენტითა და ახალი, ზელანდიელი მწურთნელით შეუყვა

<<<     2011    2010    2009    2008    2007    2006    >>>