ზე 15 და ოთხი ერი

30-12

ნორმათა და ამბიციათა შესაბამისად
  "ოლ ბლექსის" კაპიტანი რიჩი მაკქოუ ზელანდიის საუკეთესო მორაგბედ მეოთხედ სცნეს; ლიგაში მიბრუნებულმა სონი-ბილ ვილიამსმა ქვეიდ ქუპერი კრივში აიყოლია; "ლომების" გურუმ, ვორენ გეთლენდმა თანაშემწეები აირჩია, შოტლანდიამ კი დროებით მწურთნელად სქოთ ჯონსონი დაინიშნა

03-12

ათ წუთში სამჯერ, ბექებით!
  შემოდგომის ტესტების ფინიშზე მზარდმა ინგლისმა ეშხიანად გააბურთავა მსოფლიოს ჩემპიონი ზელანდია, ავსტრალიამ კი ბოლო შეტევაშიღა დაალელოვა უელსი და 3 დეკემბერს დანიშნული, 2015 წლის მსოფლიო თასის წილისყრის მესამე ფიალამდე დააქვეითა

28-11

პირველი ფიალა დადგინდა
  შემოდგომის ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე ირბ-ის რეიტინგის ოთხივე მოწინავემ რომ იმარჯვა, 3 დეკემბერს დანიშნული, 2015 წლის მსოფლიო თასის წილისყრის პირველი ფიალა დადგინდა, ტონგასთან წაგებული შოტლანდიის გურუ, ენდი რობინსონი კი გადადგა

23-11

უაზროდ ნუ გადავუკიდებთ!
  რაგბის ქართველი გურმანები შაბათს, დღის სამიდან, ვაკეში ფიჯს თვალდათვალ რომ უცქერენ, მერე ვებ-სთრიმებით, შვიდის ნახევარზე ინგლის - აფრიკას დააჭაშნიკებენ, ხოლო ათის მეოთხედზე, უელს - ზელანდიასაც

21-11

ასრულებული ქადილი

  შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდზე სამოამ კარდიფში მესამედაც ძლია უელსი; ავსტრალიამ ინგლისს თვიქნემში აართვა "ქუქის თასი, საფრანგეთი კი არგენტინის გასაღებით რეიტინგში მეოთხე ადგილზე გამაგრდა

16-11

შფოთავს რაგბეთი

  შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდზე ინგლისი ავსტრალიის ხელყოფისგან "ქუქის თასის" დაცვას ეცდება, საფრანგეთი კი უხერხულ მეტოქეს, არგენტინას მასპინძლობს

13-11

ტოტალურად რომ აბურთავდნენ

  შემოდგომის ტესტების პირველ ვიქენდზე ზელანდიამ გააბურთავა მიამიტი შოტლანდია; აფრიკა მეორე ტაიმში მაინც მოერია ირლანდიას; არგენტინამ უელსი საათის თავზე დააშამათა, საფრანგეთმა კი ღონით, დაცვითა და ფეხოსნობით მოსრა არეული ავსტრალია

09-11

ახალი წესებით

ახალი წესები შემოდგომის ტესტების პირველ ვიქენდზე ზელანდია სქოთებთან ავტორიტეტებს ასვენებს, ირლანდია - აფრიკის რკენაში კი ერთურთს კვაჭებად ბიძაშვილები, სტრაუსები შეერკინებიან

31-10

ზე-ორიგინალურად

  ნაკრებთა ევროპული ტურნეების წინ ქენთებრი ზედიზედ მეხუთედაც გახდა ზელანდიის პრემიერი, აფრიკაში კი დასავლეთმა კონცხმა 11-წლიანი ნავსი გატეხა

24-10

წყება ფრით დასრულდა

  "ბლედისლოუს თასის" მესამე, აღარაფრის მომცემ რკენაში უტეხმა ავსტრალიამ ფრეს რომ დააჯერა ყველაფრის ჩემპიონი ზელანდია, "ოლ ბლექსს" ზედიზედ გამარჯვებათა წყება 16-ზე დაუსრულდა

19-10

კივურ-ოზური რკენანი

  მეორე შაბათია, კივებმა და ოზებმა ქვინზლენდში ნაკრებებით უნდა ირაგბონ: წინაზე 13-კაცა ლიგა ავსტრალიამ მოიგო, ამაზე კი ზელანდიაა ფავორიტი 15-კაცა, ბლედისლოუს თასის თამაშში

12-10

მთელ განს იყენებენო

) მსოფლიო თასის აქეთ ახალი ზელანდიის "ოლ ბლექსმა" არათუ მოუკლო, კიდევაც  მოუმატა და უიოლესად მოიგო "ოთხ ერად" (ანუ ფალავნობად) განვრცობილი სამხრეთის შეჯიბრი

08-10

უცებ დააშამათეს

6 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ფინიშზე ჩემპიონობა დაბევებულმა ზელანდიამ აფრიკა საზანგეთში მეორე ტაიმში უცებ დააშამათა, ავსტრალიამ კი არგენტინას უღიმღამო რკენაში აჯობა და მეორე ადგილზე გავიდა

05-10

ჩინებული შანსი

6( "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ბოლო, მეექვსე რაუნდში ჩემპიონობა-დაბევებული ზელანდია აფრიკას საზანგეთში ეწვევა, არგენტინას კი ჩინებული შანსი აქვს, რათა დალეწილ ავსტრალიასთან ამქარში მიღების აქეთ პირველი მოგება მიითვალოს

02-10

ჩემპიონური გაკვეთილი

5 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ბოლოსწინა, მეხუთე რაუნდში ზელანდიამ არგენტინაში ბურთაობის გაკვეთილი რომ ჩაატარა,  ჩემპიონი ვადამდე გახდა, ავსტრალია კი აფრიკაში თან დაილეწა და თანაც მოისრა

28-09

მგეზავებს იცვლიან

5( "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) ბოლოსწინა, მეხუთე რაუნდში ლიდერ ზელანდიას არგენტინაში ორი საცხრილო ქულაც ეყოფა პირველობის დასაბევებლად, კივთა ჩამორჩენილი მდევრები, აფრიკა და ავსტრალია კი მანამდე ზეგანზე შეიბმებიან

17-09

ჯანი ვერ ეყოთ

4 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეოთხე რაუნდში ზელანდიამ დასკვნით მეოთხედშიღა გაუსწრო აფრიკას და პირველობა თითქმის დაიბევა, არგენტინას კი ბოლოსკენ ჯანი ვეღარ ეყო, არეული ავსტრალია რომ აელაგმა და ისტორიული გამარჯვება მოეპოვებინა

14-09

შუღლიანი რკენები

4( "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეოთხე რაუნდში შუღლიანი რკენებია: ლიდერი ზელანდია ძველის ძველ მეტოქეს, აფრიკას დანიდინის დარბაზში მასპინძლობს, ამპარტავანი ავსტრალია კი 9-წლიანი ცხვირის აბზუების შემდეგღა ეტესტება არგენტინას

10-09

სინი ტრავმების ფასად

3 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მესამე რაუნდში ზელანდიამ ავდარში ბოლოსღა გატეხა ახალბედა არგენტინა, ავსტრალიამ კი, ტრავმების ფასად, მეორე ტაიმში თავდადებით აჯობა აფრიკას

07-09

გურუ - მეტოქის ბანაკში

3( "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მესამე რაუნდში "ოლ ბლექსის" ყოფილი გურუ, გრემ ჰენრი ზელანდიის წინააღმდეგ, არგენტინის ბანაკში იქნება, ავსტრალიამ და აფრიკამ კი, პერთში შებმის წინ, მწვადი ერთად მიირთვეს და დაძმობილდნენ

05-09

ლომებს ზელანდიელი უსარდლებს

  2013 წელს ბრიტანეთის "ლომებს" ავსტრალიაში ზელანდიელი გურუ ვორენ გეთლენდი ჩაიყვანს, აფრიკა კი იოჰანესბერგის "ლაიონზის" ნაცვლად პორტ-ელიზაბეთის "ქინგზს" ჩააბამს ზე რაგბში (ზე 15)

27-08

დიდი უპირატესობის მიუხედავად

2 "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეორე რაუნდში ზელანდიამ ნულზე დატოვა ავსტრალია და "ბლედისლოუს თასი" მეათე წლითაც შეინარჩუნა, ხოლო არგენტინას ცოტა დააკლდა აფრიკის ძლევამდე

24-08

ურთულესი მისია

2( "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) მეორე რაუნდში იგივე წყვილები ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ძნელად, რომ სტარტზე წაგებულებმა რევანში აიღონ

20-08

ჩახლართული კომბინაციებით

1 პირველი "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) სტარტზე ზელანდიამ სტუმრად დამაჯერებლად ძლია ავსტრალია, აფრიკამ კი გაკვეთილი ჩაუტარა ახალბედა არგენტინას

17-08

სამეზობლო ჯახი და გამოცდა

1(

პირველი "სამხრეთის ფალავნობის" (ოთხი ერი) სტარტზე ავსტრალია და ზელანდია ერთურთს კბილს მეზობლურად, "ბლედისლოუს თასზეც" მოუსინჯავენ, ახალბედა არგენტინა კი აფრიკაში გამოიცდება

15-08

მრავალ-ფეროვნება მოგვიხდებაო

განრიგი ფანურ ჟარგონზე "ოთხ ერად" ცნობილი "სამხრეთის ფალავნობის" პირველსავე გათამაშებას სრულადა და პირდაპირ, 3-კაცა ქართული კომენტარით გადმოსცემს "ჯი ემ ჯის" არხი "სპორტ 1"

09-08

მაჩანჩალობიდან ფალავნობამდე

ცხრილები მეორე სეზონია, სამხრეთულ ზე რაგბში (ზე 15) ის გუნდი ფალავნობს, ვინც ყველაზე ეშხიანად თამაშობს, რაც შეუძლებელია, არ ახარებდეს ოვალური ბურთაობის გარეშე, მიუკერძოებელ დამფასებლებს

06-08

უსიტყვოდ, ოთხი ლელოთი

21 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) ფინალში შინ დაბუდებულმა "ჩიფსმა" იოლად გააბითურა ფრენით გათანგული "შარქსი, და "ბლუზისა" და "ქრუსეიდერზის" კვალად, მე-17 სეზონში მესამე კივი ჩემპიონი შეიქნა

02-08

თედის ბოლო თქმა

  ზელანდიის "ოლ ბლექსის" ყოფილმა მოძღვარმა, გრემ ჰენრიმ ავტობიოგრაფიაში გული მოიოხა; იაპონიის გავლით ლიგაში მიმავალმა სონი-ბილ ვილიამსმა "ოთხი ერის" ორ საწყის მატჩში შეიძლება მაინც ირაგბოს, აფრიკაში კი მსოფლიო თასის შესარჩევი ფარსად იქცა

31-07

უტიტულოთა ფინალი

20 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) ნახევარ-ფინალებში ზელანდიის ჯილა "ჩიფსმა" სამაგიერო რომ გადაუხადა 7-გზის ფალავან "ქრუსეიდერზს, ხოლო აფრიკაში "შარქსმა" წრიული სტადიის გამარჯვებული, "სთორმერზი" სტუმრად ძლია, ფინალში ორი უტიტულო გუნდი გავიდა

24-07

დარბი ნახევარ-ფინალები

19 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მესამედ-ფინალებში 7-გზის ფალავანმა "ქრუსეიდერზმა" უსიტყვოდ გააბითურა 3-გზის ჯილა "ბულზი, ძაან კლასიანმა "შარქსმა" კი სტუმრადაც ძლია უიღბლო "რედსი" და ჩემპიონის ტახტიდან ჩამოსვა

17-07

თავიდან ბოლომდე აზრიანი

18 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) ბოლო, მე-18 რაუნდში, აფრიკის "სთორმერზმა" ჯამური პირველობა ჩამოართვა ზელანდიის "ჩიფსს, ავსტრალიაში კი შარშანდელმა ჩემპიონმა "რედსმა" გაუსწრო "ბრამბიზს, ვინაც პლეი-ოფს მიღმა ზედიზედ მერვედაც დარჩა

10-07

ლიგაში იაპონიის გავლით

17 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) ბოლოსწინა, მე-17 რაუნდში, ლიდერ "ჩიფსის" კოლორიტმა, სონი-ბილ ვილიამსმა გუნდი ხომ აზარალა და მერე ეგეც ბრძანა, რომ პირველ "სამხრეთულ ფალავნობაზე" (ოთხი ერი) აღარც "ოლ ბლექსში" ითამაშებს

03-07

საერთო ფალავნობისთვის

16 სამ-კვირიანი სანაკრებო არდადეგების შემდეგ განახლებული სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-16 რაუნდში ლიდერმა "ჩიფსმა" კივეთის ჯილობა დაიბევა, 7-გზის ჩემპიონ "ქრუსეიდერზს" კი მწარე მარცხი აგემა დადევნებულმა "ჰარიქენზმა"

26-06

სამაგალითოდ გააბურთავეს
  სამხრეთული ტესტების ბოლო, მესამე შებმებში ზელანდიამ ნულზე მოსრა ირლანდია; ავსტრალიამ უელსს ისევ გვიანი გოლით აჯობა, აფრიკა კი ინგლისთან ფრესღა გამორჩა

22-06

შფოთის-თავებს უხმეს
  სამხრეთელმა ბობოლებმა სამ-ტესტა სერიათა საწყისი წყვილი რკენა ვახტანგურად რომ მოუგეს ბრიტანელ სტუმრებს, ბოლო თამაშები შოუს კულმინაციის ნაცვლად საპრესტიჟო ღონისძიებაღა იქნება

20-06

"მანუს" ბედად
  "წყნარი ოკეანის თასის" ექვსიდან ხუთი მატჩი იაპონიაში ჩატარდა და ყველა დაძაბული გამოვიდა

19-06

ბოლო დარტყმებითღა

  სამხრეთული ტესტების მეორე შებმებში მასპინძელ ბობოლათა სამეულს თავს ფრიადი ბრძოლა გადახდა, მაგრამ ბოლოს მაინც ძლია ბრიტი სტუმარი და სერიაში გამარჯვებაც დაიბევა

15-06

გურუ ბრუნდება

  სამხრეთული ტესტების მეორე ვიქენდზე უელსს მელბურნში ჩააკითხა დაშავებულმა გურუმ, ვორენ გეთლენდმა, ინგლისმა კი აფრიკასთან ზეგანზე საომრად მგეზავად თობი ფლადი აღიდგინა

12-06

პაპუასური სასწაული

  სამხრეთული ტესტების პირველ ვიქენდზე მსოფლიოს ჩემპიონმა ზელანდიამ კლასით გააბურთავა ირლანდია; "სამი ერის" ფალავანმა ავსტრალიამ თრილერი მოუგო "ექვსი ერის" ჯილა უელსს, აფრიკა კი ინგლისს მეორე ტაიმშიღა მოერია

08-06

თამაშს კითხულობსო

  ირბ-მა კარგად მივიწყებული ძველი რომ გაიხსენა, ამ შაბათიდან მოყოლებული, თვის ბოლომდე, ზელანდია სამჯერ უმასპინძლებს ირლანდიას, ავსტრალია - უელსს, აფრიკა კი - ინგლისს

06-06

სენსაცია ჯოჯოხეთურ ავდარში

  ბობოლა ავსტრალია ისევ არა-სერიოზულად რომ მოეკიდა სეზონის პირველ ტესტს, ჯოჯოხეთურ ავდარში, სირენის შემდეგ, შინ დამარცხდა "ექვსი ერის" მაჩანჩალა შოტლანდიასთან

05-06

სამჯერ მოგებული თრილერი

15 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-15 რაუნდში ლიდერმა "ჩიფსმა" ლელო-მრავალი თრილერი რომ მოუგო მაჩანჩალა "ბლუზს, ხოლო "სთორმერზმა" ჭიდილშიღა აჯობა "ბულზს, ზელანდიის ჯილამ აფრიკისას ოთხი ქულით გაუსწრო

04-06

ფორმაში ჯერაც ვერაა

  ირბ-ული რეტრო, სამ-ტესტა სერიები შაბათს იწყება, მაგრამ ავსტრალიას დღემუდამ რომ ეცოტავება სარფი, შოტლანდიას დამატებით, სამშაბათსვე ერკინება

29-05

თამამად და უცებ
14 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-14 რაუნდში "ჩიფსმა" ბოლოსკენ რომ დააშამათა "ბულზი, ხოლო ლიდერი "სთორმერზი" "შარქსმა" გაასაღა, ცხრილს კენწეროში კვლავ ვაიქათოს გუნდი მოექცა

22-05

მეტი მოგების გამო
13 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-13 რაუნდში "ჰაილენდერზმა" რომ დაამარცხა ლიდერი "ბულზი, წინ გაიჭრა აფრიკისვე "სთორმერზი, ვისაც ჯერაც ვერ აუღია მეოთხე ლელოსთვის დაწესებული პრემია

15-05

ახლოდან შეტანილებით
12 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-12 რაუნდში "ბულზმა" ბოლოსღა რომ გატეხა "ვორათაზი, ლიდერობა ჩამოართვა "ჩიფსს, ვინც შარშანდელმა ჩემპიონმა, "რედსმა" წალეკა, 7-გზის ჯილა "ქრუსეიდერზი" კი გუნდად ქცეულმა "რებელზმა" დაამუხრუჭა

08-05

სამაგიერო გადაუხადეს
11 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მე-11 რაუნდში აფრიკულ ხუთეულში "ბულზი" დაწინაურდა, 7-გზის ჩემპიონმა "ქრუსეიდერზმა" კი, შარშანდელ ფინალში წაგებისთვის, "რედსს" გადაუხადა  სამაგიერო

01-05

თამაშ-თამაშ აჯობეს
10 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეათე რაუნდში ლიდერმა "ჩიფსმა" ბურთაობით აჯობა "ჰარიქენზს; "ჰაილენდერზმა" სასწაული თამაში შემოუბრუნა "ჩიტაზს, 7-გზის ჩემპიონმა "ქრუსეიდერზმა" კი რობი ფრუენის წყალობით გააბითურა "ვორათაზი"

25-04

ტრიბუნაზე დარტყმის ნაცვლად
9 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეცხრე რაუნდში ლიდერმა "ჩიფსმა" წკიპზე ძლია უფანტაზიო "შარქსი; "ბულზმა" "ბრამბიზთან" პრემია რომ ვერ აიღო, "სთორმერზს" ვეღარ გადაუსწრო, 7-გზის ჩემპიონი "ქრუსეიდერზი" კი პლეი-ოფში გამსვლელ ექვსეულში შეიჭრა

18-04

ჩააჩოჩა თვით ქართერი
8 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მერვე რაუნდში ჯეელმა "ქრუსეიდერმა" თომ თეილორმა
31 ქულა რომ გაუტანა ლიდერ "სთორმერზს, დაწინაურდა "ჩიფსი, ვინც "ჩიტაზი" სონი-ბილის ლელოთი დააშამათა

10-04

ნულები უწერიათ
7 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეშვიდე, სააღდგომო რაუნდში ლიდერმა, აფრიკის "სთორმერზმა" ზღვისრეთული ტურნეს სტარტზე დაცვით რომ მოაშთო მდევარი, ზელანდიის "ჰაილენდერზი, კივეთში ისევ დაწინაურდა კოხტად მობურთალი "ჩიფსი"

04-04

რეფმა სტუმრები გაამტყუნა
6 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეექვსე რაუნდში ლიდერმა, აფრიკის "სთორმერზმა" საარაკო ომი მოუგო თვისტომ "ბულზს, ზელანდიაში კი დაწინაურდა "ჰაილენდერზი, ვინაც გააბურთავა დასის უმრწემესი წევრი, ავსტრალიის "რებელზი"

27-03

13 თვის თავზე
5 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეხუთე რაუნდში ლიდერი, ზელანდიის "ჰაილენდერზი" რომ ძლია ავსტრალიის "ბრამბიზმა, კივეთში მოუქმე "ჩიფსი" დაწინაურდა, კრებსით ცხრილში კი - დასის ერთადერთი დაუმარცხებელი წევრი, აფრიკის "სთორმერზი"

21-03

ჯამში ათითღა
4 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მეოთხე რაუნდში ისევ ცოტათი რომ იმარჯვა ზელანდიის "ჰაილენდერზმა, ლიდერობა ჩამოართვა ჩემპიონს, ავსტრალიის "რედსს, ვინც აფრიკაში "შარქსთან" დამარცხდა და გაიცხრილა

13-03

ძვირად დაუჯდათ
3 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) მესამე რაუნდში მანამდე ხელ-მოცარულმა "ბლუზმა" სტუმრად რომ ძლია ლიდერი "ბულზი, დაწინაურდა შარშანდელი ჩემპიონი "რედსი, "ჰაილენდერზმა" კი კვლავ წკიპზე მოიგო

06-03

დაბევებას გადაყვნენ
2 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) ორი რაუნდის შემდეგ წყვილი მოგება მოუგროვდა ერთბაშად ოთხ გუნდს, მათში კი აფრიკის "ბულზი" პრემიით ლიდერობს

28-02

ლელო რა ბედენაა?
1 სამხრეთული ზე რაგბის (ზე 15) პირველი რაუნდის შვიდ მატჩში მეოთხე ლელო ვერავინ დადო, ოთხი თამაში კი ულოგიკოდაც დასრულდა - წააგო იმ გუნდმა, ვინც მეტი ლელო გაიტანა

21-02

კვლავაც შეგვაქცევენ
განრიგი პარასკევ დილიდან ოვალური ბურთის აქაური ტრფიალნი სთრიმებსა და თორენთებს მიეძალებიან, რათა შეძლების და გვარად სრულად დაიგემოვნონ სამი სამხრეთელი გოლიათის ხუთ-ხუთი პროფ-გუნდის უგემრიელესი მარათონი, რომელსაც სახელად ზე რაგბი ჰქვია

16-02

ხუთეულის ულტიმატუმი
  ზე რაგბის მე-17 სეზონი, ანუ მეორე ზე 15, იქეთა პარასკევს, 24 თებერვალს იწყება და 4 აგვისტომდე გასტანს, აფრიკას კი სურს, რომ 2013 წლიდან მეექვსე გუნდიც გარიოს მარაქაში და შეჯიბრი ზე 16-ად აქციოს

27-01

"ბოკე" თეთრს ჩაბარდა
  საღმა აზრმა სამხრეთ აფრიკაში ოთხი წლის დაგვიანებით მაინც გაიმარჯვა - პარასკევს "ბოკეს" გურუდ დაინიშნა 44 წლის თეთრი ჰეინეკე მეიერი, ვინც სახელი თავის დროზე "ბულზში" გაითქვა

12-01

დიდი რაგბი - მასებს!
  სეირი მთელმა ქვეყანამ დააჭაშნიკოსო და არგენტინა წლევანდელ "ფალავნობაზე" სამივე ბობოლას პერიფერიაში უხვდება; "ოლ ბლექსის" გურუ-ყოფილი ამიერიდან "სერ გრემად" უნდა მოვიხსენიოთ, კოლორიტი სონი-ბილ ვილიამსი კი უარყოფს, რომ გამზრდელ ლიგაში დაბრუნებაზე უკვე მოაწერა ხელი

<<<     2011    2010    2009    2008    2007    2006    >>>