ექვსი ერი, ჰაინეკენი, ტოპ 14

30-12

ნორმათა და ამბიციათა შესაბამისად
  "ოლ ბლექსის" კაპიტანი რიჩი მაკქოუ ზელანდიის საუკეთესო მორაგბედ მეოთხედ სცნეს; ლიგაში მიბრუნებულმა სონი-ბილ ვილიამსმა ქვეიდ ქუპერი კრივში აიყოლია; "ლომების" გურუმ, ვორენ გეთლენდმა თანაშემწეები აირჩია, შოტლანდიამ კი დროებით მწურთნელად სქოთ ჯონსონი დაინიშნა

19-12

ირლანდიელთა შავი დღე

ჰ4 ევროპული, ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მეოთხე რაუნდში დამარცხდა ოთხივე ირლანდიური გუნდი, ფრანგულთაგან კი, უბობოლესი ტულუზის გარდა, ყველამ იმარჯვა

12-12

უნარიანად უყოჩა

3 ევროპული, ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მესამე რაუნდში დამარცხდა სამგზის ჩემპიონი ლენსთერი, მონპელიეს კი კარდიფში უნარიანად უყოჩა ბორჯღალოსანმა მამუკა გორგოძემ

03-12

ათ წუთში სამჯერ, ბექებით!
  შემოდგომის ტესტების ფინიშზე მზარდმა ინგლისმა ეშხიანად გააბურთავა მსოფლიოს ჩემპიონი ზელანდია, ავსტრალიამ კი ბოლო შეტევაშიღა დაალელოვა უელსი და 3 დეკემბერს დანიშნული, 2015 წლის მსოფლიო თასის წილისყრის მესამე ფიალამდე დააქვეითა

28-11

პირველი ფიალა დადგინდა
  შემოდგომის ტესტების ბოლო, მესამე ვიქენდზე ირბ-ის რეიტინგის ოთხივე მოწინავემ რომ იმარჯვა, 3 დეკემბერს დანიშნული, 2015 წლის მსოფლიო თასის წილისყრის პირველი ფიალა დადგინდა, ტონგასთან წაგებული შოტლანდიის გურუ, ენდი რობინსონი კი გადადგა

23-11

უაზროდ ნუ გადავუკიდებთ!
  რაგბის ქართველი გურმანები შაბათს, დღის სამიდან, ვაკეში ფიჯს თვალდათვალ რომ უცქერენ, მერე ვებ-სთრიმებით, შვიდის ნახევარზე ინგლის - აფრიკას დააჭაშნიკებენ, ხოლო ათის მეოთხედზე, უელს - ზელანდიასაც

21-11

ასრულებული ქადილი

  შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდზე სამოამ კარდიფში მესამედაც ძლია უელსი; ავსტრალიამ ინგლისს თვიქნემში აართვა "ქუქის თასი, საფრანგეთი კი არგენტინის გასაღებით რეიტინგში მეოთხე ადგილზე გამაგრდა

16-11

შფოთავს რაგბეთი

  შემოდგომის ტესტების მეორე ვიქენდზე ინგლისი ავსტრალიის ხელყოფისგან "ქუქის თასის" დაცვას ეცდება, საფრანგეთი კი უხერხულ მეტოქეს, არგენტინას მასპინძლობს

13-11

ტოტალურად რომ აბურთავდნენ

  შემოდგომის ტესტების პირველ ვიქენდზე ზელანდიამ გააბურთავა მიამიტი შოტლანდია; აფრიკა მეორე ტაიმში მაინც მოერია ირლანდიას; არგენტინამ უელსი საათის თავზე დააშამათა, საფრანგეთმა კი ღონით, დაცვითა და ფეხოსნობით მოსრა არეული ავსტრალია

09-11

ახალი წესებით

ახალი წესები შემოდგომის ტესტების პირველ ვიქენდზე ზელანდია სქოთებთან ავტორიტეტებს ასვენებს, ირლანდია - აფრიკის რკენაში კი ერთურთს კვაჭებად ბიძაშვილები, სტრაუსები შეერკინებიან

26-10

პრემიები ბოლოსკენ

2 ევროპული, ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" მეორე რაუნდში იმარჯვა ირლანდიის სამივე ბობოლა პროვინციამ, ქულათა მაქსიმუმი - ათი კი მხოლოდ საფრანგეთის "კლერმონსა" აქვს

18-10

ჭიდილი და ბურთაობა

ჰ1 ევროპული რაგბის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" სტარტზე იმარჯვეს წინა სეზონის ირლანდიელმა ფინალისტებმა და სამ-სამმა ბობოლა ფრანგულმა და ინგლისურმა გუნდმაც

05-09

ლომებს ზელანდიელი უსარდლებს

  2013 წელს ბრიტანეთის "ლომებს" ავსტრალიაში ზელანდიელი გურუ ვორენ გეთლენდი ჩაიყვანს, აფრიკა კი იოჰანესბერგის "ლაიონზის" ნაცვლად პორტ-ელიზაბეთის "ქინგზს" ჩააბამს ზე რაგბში (ზე 15)

26-06

სამაგალითოდ გააბურთავეს
  სამხრეთული ტესტების ბოლო, მესამე შებმებში ზელანდიამ ნულზე მოსრა ირლანდია; ავსტრალიამ უელსს ისევ გვიანი გოლით აჯობა, აფრიკა კი ინგლისთან ფრესღა გამორჩა

22-06

შფოთის-თავებს უხმეს
  სამხრეთელმა ბობოლებმა სამ-ტესტა სერიათა საწყისი წყვილი რკენა ვახტანგურად რომ მოუგეს ბრიტანელ სტუმრებს, ბოლო თამაშები შოუს კულმინაციის ნაცვლად საპრესტიჟო ღონისძიებაღა იქნება

20-06

ოქტავიანი და პომპილიე
  ირბ-ის ძირით რუმინელი არქივარიუსის, ქრის თაუს შემწეობით, კარპატელი პიონერები "დიდების დარბაზის" 52-ე წევრად შერაცხეს

19-06

ბოლო დარტყმებითღა

  სამხრეთული ტესტების მეორე შებმებში მასპინძელ ბობოლათა სამეულს თავს ფრიადი ბრძოლა გადახდა, მაგრამ ბოლოს მაინც ძლია ბრიტი სტუმარი და სერიაში გამარჯვებაც დაიბევა

15-06

გურუ ბრუნდება

  სამხრეთული ტესტების მეორე ვიქენდზე უელსს მელბურნში ჩააკითხა დაშავებულმა გურუმ, ვორენ გეთლენდმა, ინგლისმა კი აფრიკასთან ზეგანზე საომრად მგეზავად თობი ფლადი აღიდგინა

13-06

დამძიმებული საპალნე

  საფრანგეთის ჩემპიონის სარგო "ბრენიუსის ფარი" (ბუკლიე) "ტულუზმა" შეინარჩუნა, ინგლისის კლუბები კი ევრო-რაგბში 2014 წლისთვის ჩაფიქრებულ რეფორმას ეწინააღმდეგებიან

12-06

პაპუასური სასწაული

  სამხრეთული ტესტების პირველ ვიქენდზე მსოფლიოს ჩემპიონმა ზელანდიამ კლასით გააბურთავა ირლანდია; "სამი ერის" ფალავანმა ავსტრალიამ თრილერი მოუგო "ექვსი ერის" ჯილა უელსს, აფრიკა კი ინგლისს მეორე ტაიმშიღა მოერია

08-06

თამაშს კითხულობსო

  ირბ-მა კარგად მივიწყებული ძველი რომ გაიხსენა, ამ შაბათიდან მოყოლებული, თვის ბოლომდე, ზელანდია სამჯერ უმასპინძლებს ირლანდიას, ავსტრალია - უელსს, აფრიკა კი - ინგლისს

06-06

სენსაცია ჯოჯოხეთურ ავდარში

  ბობოლა ავსტრალია ისევ არა-სერიოზულად რომ მოეკიდა სეზონის პირველ ტესტს, ჯოჯოხეთურ ავდარში, სირენის შემდეგ, შინ დამარცხდა "ექვსი ერის" მაჩანჩალა შოტლანდიასთან

04-06

ბურჯის კვალად მარბიელიც

  ზედიზედ მესამე წელია, ბორჯღალოსანი გვეყოლება საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალში: "ტულონის" ბურჯად ნაღდად იდგება დავით ქუბრიაშვილი, ვინც შარშან პირველი ქართველი "ბარბაროსი" შეიქნა, წელს კი მის კვალს "მონპელიეს" მარბიელი, მამუკა გორგოძეც გაყვა

28-05

შეინი გმირად წავიდა

  უქმეებზე ბრიტანეთში საშინაო სეზონი დასრულდა: ინგლისის ჩემპიონი პირველად გახდა ლონდონის "ჰარლიქვინზი, კელტეთში კი სვონზის "ოსპრეიზს" თვით შეინ ვილიამსმა გაამარჯვებინა

21-05

დინასტიას ვაყალიბებთო

  დუბლინის "ლენსთერმა" სავსე თვიქნემზე რომ გააბურთავა ბელფასთის "ალსთერი, შარშან მოპოვებული "ჰაინეკენის თასი" შეინარჩუნა და ევროპაში ბოლო ოთხ წელში მესამედაც იჩემპიონა

30-04

ირლანდიელები ლონდონში

  ხარობს "ანგარ ბარის" პატრონი, რებეკა ბებო - ევროპის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" ფინალში, რომელიც ინგლისური რაგბის ტაძარ თვიქნემშია დანიშნული, ორი ირლანდიური გუნდი - დუბლინის "ლენსთერი" და ბელფასთის "ალსთერი" გავიდა

11-04

თვიქნემში უინგლისელებოდ

  ევროპის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" ფინალი ინგლისური რაგბის ტაძარ თვიქნემშია დანიშნული, შეჯიბრს კი ორი ირლანდიური და თითოც ფრანგული და შოტლანდიური კლუბიღა შემორჩა

20-03

სლემი მიუძღვნეს

  მსოფლიო თასის უეშხიანესმა ევროპულმა გუნდმა, უელსმა "ექვსი ერის" ფინიშზე საფრანგეთიც ძლია და რვა წელში მესამე სლემი შეასრულა, ბოლო ადგილზე კი ბეჩავი შოტლანდია გავიდა

15-03

სამეულს - გასამების შანსი!

  "ექვსი ერის" ფინიშზე, სამ-მატჩა ზე-შაბათს, ლამის პირველობა დაბევებული უელსი ბოლო რვა წელში მესამე სლემსაც ეშურება, იტალია და შოტლანდია კი ბოლოს წინა ადგილისთვის იბრძვიან

12-03

თითქმის დაიბევეს

  "ექვსი ერის" ბოლოს წინა, მეოთხე რაუნდში ინგლისმა გასვლაზე კოხტად რომ დაამარცხა საფრანგეთი, ხოლო უელსმა უტეხი იტალია შინ გაასაღა, კელტებმა თითქმის დაიბევეს პირველობა, რაღაი რაგბის სამშობლოს 38 ქულით უსწრებენ

08-03

სულ სხვა ღერძით

  "ექვსი ერის" ბოლოს წინა, მეოთხე რაუნდის თვალი, საფრანგეთი - ინგლისი კვირას რომაა, გალებმა მისთვის ღერძი შეცვალეს, ბრიტები კი რაზმს დედლაინზე, პარასკევსღა გამოაქვეყნებენ

05-03

შანსი ორივემ დაკარგა

  "ექვსი ერის" გამოტოვებული მატჩი არა-რაგბულად, ფრედ რომ დასრულდა, საფრანგეთმა სლემის შანსი დაკარგა, ხოლო ირლანდიამ პირველობისა

01-03

თითქმის იგივენი

  "ექვსი ერის" ცხრილი კვირას გაწონასწორდება, როცა საფრანგეთი და ირლანდია
11 თებერვალს ჩაშლილ მატჩს გამართავენ

27-02

სინით სლემისკენ

  "ექვსი ერის" მესამე რაუნდში უელსმა მესამე ბრიტი მეზობელიც - ინგლისი ძლია, "სამი გვირგვინის" სინი ჩაიბარა და პირველობის სლემით მოგების რეალური შანსიც გაიჩინა

23-02

ბალანსის მიუხედავად

  "ექვსი ერის" მესამე რაუნდის მუღამიანი თამაში შაბათს, თვიქნემში რომაა, მოედნისა და ბალანსის მიუხედავად, ფავორიტი მასპინძელი ინგლისი კი არა, ეშხიანად მორაგბე უელსია

17-02

სათადარიგო ვიქენდზე

  "ექვს ერზე" ყინვის გამო გადადებული მატჩი მარტის დამდეგს, სათადარიგო ვიქენდზე დაინიშნა, ოღონდაც შაბათის მაგივრად კვირას და ღამის ნაცვლადაც, დღისით

13-02

"ვარდების" სასარგებლოდ

  "ექვსი ერის" მეორე რაუნდის მთავარი თამაში ყინვის მომიზეზებით უეცრად რომ გადადო ინგლისელმა რეფმა, ეგ "ვარდების" გარდა ხელს არავის აძლევს

09-02

იაშვილი იუქმებს

  "ექვსი ერის" მეორე რაუნდის მთავარი თამაში პარიზის შემოგარენში ღამის ცხრაზე რომ იწყება, ყინვა ყველას ადარდებს

06-02

ჭურვებივით ეხლებოდნენ

  ტრადიციული "ექვსი ერის" სტარტზე უელსმა სტუმრად თრილერი მოუგო ირლანდიას; შოტლანდიამ განახლებულ ინგლისთან ისევ ძალად წააგო, საფრანგეთმა კი კლასის ამარა გაასაღა იტალია

03-02

რევანშების მოლოდინში

  ტრადიციული "ექვსი ერის" სტარტზე სამივე მასპინძელი რევანშს ეშურება - საფრანგეთი ამავე ტურნირში წაგებისთვის, შოტლანდია და ირლანდია კი მსოფლიო თასზე დამარცხებისათვის

31-01

ლატარიას შემოვიღებთო

  "აღმოსავლეთი ტერასა" ჩვენებურად "ჯუნგლებია, ანუ ტრიბუნათა ის მხარე, საითაც რიგითი, მაგრამ ბურთაობაში ძირის ძირამდე ჩახედული ფანობა ოდითგან იყრიდა თავს. იგივე სახელი ჰქვია ბობოლა ბრიტანული საითის, სქრამ.ქომის სახუმარო რუბრიკას, რომელიც რაგბის საჭირბოროტო საკითხებს დახვეწილად ეხმიანება

23-01

ლელოები შედარდა

  ევროპული რაგბის ელიტარულ-კლუბურ "ჰაინეკენის თასზე" ორმა ფრანგულმა კლუბმა კი იპირველა პულში, მაგრამ გალთა უარესი მონაგარის გადამკიდე, სამი მეოთხედ-ფინალი კელტეთში გაიმართება და ერთიც ინგლისში

19-01

დედის სქოთობამ ვერ გაჭრა

  "ექვს ერზე" ირლანდიას ახალი ყოჩი გაუძღვება; ინგლისმა დაითხოვა ვეტერანები და უწესო ჰავბექიც; იტალია ოლიმპიურ სტადიონს ითვისებს; საფრანგეთი ტულუზელებს მიენდო; შოტლანდიამ და უელსმა კი ჯეელი ბექი ვერ გაიყვეს

16-01

სამი ახლავე ცნობილია

  ევროპული რაგბის ელიტარულ-კლუბური "ჰაინეკენის თასის" ბოლოსწინა, მეხუთე რაუნდის შედეგად მეოთხედ-ფინალში გავიდნენ ირლანდიის ბობოლა მხარეები - მანსთერი და ლენსთერი, და ინგლისის ჩემპიონი, ლონდონის "სარასენსიც"

<<<     2011    2010    2009    2008    2007    2006    >>>