შვიდკაცა

13-12

ზედიზედ მეოთხედაც

  შვიდკაცის მსოფლიო სერიის მესამე, აფრიკის ეტაპი ზელანდიამ ზედიზედ მეოთხედაც რომ მოიგო, უახლოეს მდევარს, საფრანგეთს (!) 14 ქულით უსწრებს

06-12

ფიჯის ნაცვლად სამოა

  შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეორე, არაბეთის ეტაპის ფინალშიც დამარცხდა ზელანდია მულღაზანზართან, მაგრამ თასი ფიჯის ნაცვლად სამოამ რომ შემართა, კივები ქულებით დაწინაურდნენ

16-10

წყვილ შესარჩევზე?

  შვიდკაცის მსოფლიო სერიის სტარტზე, ავსტრალიის "ოქროს ნაპირზე, წაუგებელი ვერავინ დარჩა და თასი ფიჯს ერგო, ჩვენს გუნდს კი, საგაისოდ "15 ბობოლაში" მოსახვედრად, სავარაუდოდ ორ ეტაპზე - ჰონკონგსა და ლონდონში მოუწევს ჩაუქობა

23-07

გეგმის გადაჭარბებით

  საქართველოს "შვიდკაცამ" პორტუგალიაში, საგაისო მსოფლიო თასის შესარჩევში ზედიზედ რომ ძლია ოთხი მეტოქე, ლუჟნიკის საგზური შაბათს, ჩვენებურად საღამოს ცხრაზე დაიბევა

09-07

თურმე შვიდკაცაობაც შეგვძლებია

  ევროპის "გრან პრის" ფინიშზე, დანიაში, საქართველოს "შვიდკაცამ" ზედიზედ დაამარცხა შოტლანდია, სერიის ახალი ჩემპიონი ინგლისი და სინი აიღო, რამაც მსოფლიოს შესარჩევის წინ იმედი ჩაგვისახა

14-05

დიადი გურუს მეათე ტიტული

  შვიდკაცის მსოფლიო სერია მეცამეტე სეზონში მეათედაც რომ მოიგო ზელანდიამ, კივთა უცვლელი და ღვაწლ-მოსილი გურუ, გორდონ თიჩენსი ირბ-მა "დიდების დარბაზში" შეიყვანა

07-05

სეზონში მესამედაც

  შვიდკაცის მსოფლიო სერიის მერვე, შოტლანდიის ეტაპზე სეზონში მესამედაც რომ იმარჯვა ზელანდიამ, მდევარი ფიჯი ჯამში 11 ქულით ჩამოიტოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო, თვიქნემის ტურნირში სინის ფინალში გასვლაც ეყოფა მეათედ (!) პირველობისთვის

02-04

ძნელი გარდასახვა

  შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეშვიდე ეტაპი მოულოდნელად მოიგო ავსტრალიამ, ჯამში კი ზელანდია ფიჯს ექვსი ქულით უსწრებს

26-03

სხვა ცხრითაც

  შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეექვსე, გამორჩეული, ჰონკონგის ეტაპი ფიჯის გამარჯვებით დასრულდა, ბობოლა დუჟინს კი საგაისოდ კანადა, ესპანეთი და პორტუგალია დაემატნენ

14-02

18-პასიანი ექსპრომტი

  შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეხუთე ეტაპის ფინალში სამოამ ლას ვეგასში დრამატულად ძლია ზელანდია, ჰონკონგის ტურნირის დასი კი ორად გაიმიჯნა, რათა ხიზნებმა საგაისოდ სამი გასაბობოლებელი გამოავლინონ

07-02

კაპიტანი წამოეშველა

  შვიდკაცის მსოფლიო სერიის მეოთხე ეტაპი შინ შარშანდელივით მოიგო 9-გზის ჩემპიონმა ზელანდიამ და მდევარი ფიჯი სამი ქულით ჩამოიტოვა

<<<     2011    2010    2009    2008    2007    2006    >>>