დიდი რაგბი - მასებს!

   სეირი მთელმა ქვეყანამ დააჭაშნიკოსო და არგენტინა წლევანდელ "ფალავნობაზე" სამივე ბობოლას პერიფერიაში უხვდება; "ოლ ბლექსის" გურუ-ყოფილი ამიერიდან "სერ გრემად" უნდა მოვიხსენიოთ, კოლორიტი სონი-ბილ ვილიამსი კი უარყოფს, რომ გამზრდელ ლიგაში დაბრუნებაზე უკვე მოაწერა ხელი.
სამხრეთულმა ალიანსმა "ოთხ ერად" განვრცობილი წლიური ტურნირის განრიგი ნოემბრის დამდეგს გამოაქვეყნა და ახალი შეჯიბრი ერთობ პრეტენზიულადაც, "რაგბის ფალავნობად" (ზი რაგბი ჩემპიონშიპ) მონათლა, საშობაოდ კი ახალბედა არგენტინამაც დაადგა საქმეს თავი და საშინაო არენები ბოლომ დაასახელა.

პარტნიორებს ლათინთათვის თავიდანვე ეთქვათ, სამიდან ორი თამაში 13-მილიონიან დედაქალაქში, ბუენოს აირესში დანიშნეთო, მაგრამ პუმეთმა სხვაგვარად განსაჯა, ხელისუფლების მითითება მოიტანა საბუთად და ბრძანა, რომ აფრიკას მენდოსაში მიიღებს, ზელანდიას -
ლა პლატაში, ხოლო ავსტრალიას - როსარიოში.

სამართლიანი მოთხოვნა

არგენტინის მოსახლეობა 41 მილიონია. ხალხის 92% ქალაქად (!) ცხოვრობს. ბუენოს აირესი რაგბის დამოუკიდებელ პირველობას
1899 წლიდან მართავს. დედაქალაქში ოთხ ლიგად განაწილებული
82 კლუბია, პროვინცია კი ცენტრის ოდენ დანამატია. მენდოსა მთაში, ჩილეს საზღვართანაა; როსარიომდე 300 კილომეტრია, და მხოლოდ ლა პლატაზე შეიძლება ითქვას, რომ ყურის ძირშია და ბომონდი იქ იოლად ჩავა.

ამ ქალაქის სტადიონი ახალია, მენდოსასა და როსარიოში კი რაგბი მოეწყობა ფეხბურთის იმ მოედნებზე, 1978 წლის "მუნდიალს" რომ უმასპინძლეს. რაკი ივნისის ტესტებიც პროვინციაში გაიტანა კავშირმა, 67 ათასა "რივერ პლეიტი" და 50 ათასა "ველეს სარსფილდი" მთლად ურაგბოდ დარჩებიან, სამაგიეროდ კი ქვეყანა დაამტკიცებს, რომ
2023 წლის მსოფლიო თასის გამართვა მარტოსაც შეუძლია.

აი, ესაა თურმე მიზანთა მიზანი. მოთხოვნაც სამართლიანია, რაღაი მაგ დრომდე 9-ჯერ რომ გათამაშდება თასი, მისთვის ევროპას ოთხგზის ექნება ნამასპინძლები, ზღვისრეთს სამჯერ, აფრიკასა და აზიას თითოჯერ, სრულიად ამერიკას კი - ვერც ერთხელ!

 

ჩრდილოელთა სტუმრობა

5/06

ავსტრალია

-

შოტლანდია

ნიუქასლ

9/06

ზელანდია

-

ირლანდია

ოქლენდ

 

ავსტრალია

-

უელსი ბრისბენ

 

აფრიკა

-

ინგლისი დურბან

 

არგენტინა

-

იტალია ? კორდოვა

16/06

ზელანდია

-

ირლანდია

ქრაისთჩერჩ (ლიგ)

 

ავსტრალია

-

უელსი მელბურნ (ეთიჰად)

 

აფრიკა

-

ინგლისი იოჰანესბერგ

 

არგენტინა

-

საფრანგეთი ? სალტა

23/06

ზელანდია

-

ირლანდია

ჰემილთონ

 

ავსტრალია

-

უელსი სიდნი (ესეფეს)

 

აფრიკა

-

ინგლისი პორთ ელიზაბეთ

 

არგენტინა

-

საფრანგეთი ? რესისტენსია

ფალავნობა (ოთხი ერი)

18/08

ავსტრალია

-

ზელანდია

სიდნი (ეიენზედ)

 

აფრიკა

-

არგენტინა ქეიპთაუნ

25/08

ზელანდია

-

ავსტრალია ოქლენდ

 

არგენტინა

-

აფრიკა მენდოსა

8/09

ზელანდია

-

არგენტინა

ველინგთონ

 

ავსტრალია

-

აფრიკა პერთ

15/09

ზელანდია

-

აფრიკა დანიდინ

 

ავსტრალია

-

არგენტინა გოულდ ქოუსთ

29/09

აფრიკა

-

ავსტრალია

პრეტორია

 

არგენტინა

-

ზელანდია ლა პლატა

6/10

აფრიკა

-

ზელანდია სოუეტო

 

არგენტინა

-

ავსტრალია როსარიო

მესამე ბლედისლოუ

20/10

ავსტრალია

-

ზელანდია

ბრისბენ

მაკქოუმ შორს დაიჭირა

65 წლის გრემ ჰენრი "ოლ ბლექსის" მწურთნელობიდან მსოფლიო თასის შემდეგ ვალ-მოხდილი გადადგა. მისი თავკაცობით ზელანდიამ 24 წლის შემდეგ დაიბრუნა "ვებ ელის ტროფი, 103 ტესტიდან მოიგო 88, ხუთჯერ იჩემპიონა "სამ ერზე, სამჯერ შეასრულა ბრიტანული სლემი და "ლომებიც" ნულზე მოსრა.

ვიდრე რაგბი გაპროფესიულდებოდა, ჰენრი სკოლაში მასწავლებლობდა. გრემს უწურთნია ზე 12-ის "ბლუზი, უელსი და "ლომებიც. პენსიაზე გასული გურუ ქვეყნის ხელისუფლებამ რაინდად შერაცხა - ტიტულად "სერ" მიანიჭა. იგივე პატივი შესთავაზეს კაპიტან რიჩი მაკქოუს, მაგრამ ამან შორს დაიჭირა - ვიდრე ვთამაშობ, არ მერგება, მერე კი ვნახოთო.

გაორმაგებული არჩივი

სონი-ბილი კოლორიტია: სასწაული ტატუ ამკობს, ოფლოუდი ეხერხება, მუსლიმია და თან პროფესიულად კრივობს. ნრლ-ელი ჯეელი "ბულდოგზის" ვარსკვლავი იყო, კლუბს რომ აზრუმანი უყო და უფრო დიდ ფულად ტოპ 14-ის "ტულონში" ეახლა მურად ბუჯელალს.

ალღოიანმა მობურთალმა მსოფლიო თასის წინა წელს შინისკენ გამოსწია, ნაკრებში მოხვდა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, წელს კი "ქრუსეიდერზის" ნაცვლად უფრო ლაღ "ჩიფსში" ი-ზე-რაგბებს.

ამასობაში ყავლი გაუვა "ბულდოგზთან" გაუნაღდებელ კონტრაქტს. ჰოდა, სონი-ბილი თურმე ხუთი სეზონით, გაორმაგებული არჩივით, წელიწადში 800 ათასად (!) შეეკვრება ნრლ-ისვე "რუსთერზს"

იორდანიაში არც გაუგიათ

ვილიამსის რაგბობა ჯეელებს ერთობ მოსწონთ, ისთებლიშმენთი კი შფოთავს, ლიგური ოფლოუდებით წაგვიმურდლა კანონიკური ტექნიკაო. მსოფლიოზე თვით "სერ გრემიც" ფრთხილობდა და ნალიგარს იშვიათად ათამაშებდა, ხოლო ნრლ-ში ვარსკვლავს სრულად დატვირთავენ.

"ჩიფსი" ერთი პროვინციული კლუბია, "რუსთერზი" კი ლამის მეათედია სიდნეის მეგა-პოლისისა, რომლის მოსახლეობაც მთელი ზელანდიისაზე მეტია. უდაო ზრდის მიუხედავად, ავსტრალიაში ზე რაგბი გაქანებთი ჯერაც ვერ მივა ლიგასთან, ანუ ოსტატს გული უფრო დიდი ბაზრისკენ მიუწევს.

ვილიამსი ზე რაგბის სეზონის დაწყებამდე ზელანდიის მძიმე წონის ჩემპიონობაზე იკრივებს, ისლამს კი ოთხი წლის წინ, სიდნეის მეჩეთში ეზიარა. ამოტოლა სახელის მიუხედავად, მორაგბე იორდანიულ წელიწდეულს მაინც არ შეუყვანია "500 ცნობილი მუსლიმის" სიაში, რაღაი არაბები ოვალურ ბურთთან ერთობ მწყრალად არიან.

www.000webhost.com