ლელოები შედარდა

   ევროპული რაგბის ელიტარულ-კლუბურ "ჰაინეკენის თასზე" ორმა ფრანგულმა კლუბმა კი იპირველა პულში, მაგრამ გალთა უარესი მონაგარის გადამკიდე, სამი მეოთხედ-ფინალი კელტეთში გაიმართება და ერთიც ინგლისში.

ბოლო რაუნდის წინ პლეი-ოფში თამაში დაებევებინა ორ ირლანდიელ ბობოლას - მანსთერსა და ლენსთერს, და ინგლისის ჩემპიონს, ლონდონის "სარასენსს"

ფინიშზე პულებმა მიყოლებით ამოწურეს პროგრამა, ოღონდაც კონკურენტები ერთდროულად რაგბობდნენ. პარასკევს ვითარება გაირკვა მეექვსე; შაბათს - მესამე, მეოთხე და პირველ, ხოლო კვირას - მეხუთე და მეორე პულებში.

პარასკევს ორმაგი სენსაცია მოხდა: გლოსთერის ფულ-ბექმა ჯონი მეიმ ბოლოს მეოთხედაც რომ დაალელოვა ტულუზი, ევროპის ერთადერთი ოთხგზის ჩემპიონი ორ უკეთეს მეორე-ადგილოსანშიც ვეღარ ხვდებოდა და ვარდებოდა, მაგრამ ლონდონის "ჰარლიქვინზმა" მიუსავლეთში, ირლანდიის უკაცურ მხარე ქონოთში, ჯოჯოხეთურ ავდარში ერთი ქულით წააგო და უმცროს "ემლინ ჩელენჯზე" დაეშვა.

ედინბურგიც გავიდა

შაბათს ჯერ ლენსთერმა გაინაღდა მეოთხედ-ფინალის დუბლინში თამაში; ბოლოს შინ რაგბობა დაიბევა სამხრეთი ირლანდიის მანსთერმაც, შუა ტელე-სლოთში კი "კლერმონმა" გაჭირვებით ძლია ირლანდიის მესამე გუნდი, ალსთერი და მას ქულებით გაუტოლდა.

პირველობა მეორე თაი-ბრეიქით გადაწყდა, რადგან პირველით - პირისპირ რკენებში აღებული საცხრილო ქულებითაც ფრე, 5-5 იყო. მაშინ შედარდა ამავე თამაშებში გატანილი ლელოები. ჰოდა, ფრანგებმა 2/1 აჯობეს კონკურენტს და მერვე ნომრამდე დაძირეს.

კვირას გვასახელა "ბორჯღალოსანთა" ყოფილმა მწურთნელმა, ირლანდიელმა მაიქლ ბრედლიმ, ვინც შოტლანდიის ედინბურგი 8-წლიანი ჩავარდნის შემდეგ გაიყვანა პლეი-ოფში. ერთი კია, სქოთებმა იმითღა ჩამოიტოვეს კარდიფი, რომ თავად მეოთხე ლელო დაუდეს ლონდონის "აირიშს, "ბლუზმა" კი იგივე ვერ უქნა პარიზის "რასინგს"

 

XVII "ჰაინეკენის თასი"

ბოლო, მეექვსე რაუნდი   >>    1   2   3   4   5

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება
ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო (!) პრემია

<<   პირველი პული

კასტრ$(სფრ) 13:16 ჰლანეჰლი (უელ)

ლ: ფორესტიე; გ: ტოლე; 2ჯ: ქოქოთ -
2ლ: გილბერთ შინგლერ; 2ჯ: პრისთლენდ სთ.ჯოუნზ

რეფ დოილ (ინგ) @ პიერ ანტუენ (6 500)
0:3(10) 0:8(12) 3:8(34) 6:8(40) /
6:13(59) 13:13(72) 13:16(78)

ნორსჰემპთონ (ინგ) 36:51 მანსთერ$(ირლ)

3ლ: საჯ (1 2) არმსთრონგ; 3გ: ლემბ 2, მაილერ; 4ჯ ა: ლემბ
სბ
დიქსონ -
5ლ: ბჯ.ბოთა მერფი ზებო (3 4 5) 4გ: ოგარა 3, ქითლი; 6ჯ: ოგარა სბ მარი

რეფ პუატ (სფრ) @ მილთონ ქინს (22 220)
3:0(6) 6:0(12) 6:3(14) 13:3(17) 13:6(20) 13:9(29) 16:9(30ა) 16:16(32) 16:19(38) 19:19(40) / 19:26(44) 19:31(49) 26:31(58 სბ-სბ) 26:34(65) 29:34(67) 29:37(69) 29:44(73პ) 29:51(78) 36:51(80+)

ქულა: 25 მნს - 15 ჰლნ; 12 ნორ; 7 კსტ

<<   მეორე პული

კარდიფ (უელ) 36:30 რასინგ$(სფრ)

3ლ: ჰლ.ვილიამს ქასბერთ (2 3) 3გ 5ჯ: ჰაფ-პენი -
2ლ: მატავესი მბომბო; გ: დესკონ; 6ჯ: ვისნიევსკი (1 2) დესკონ (3 5) ფ.სტეინ (4 6)

რეფ სმოლ (ინგ) @ სითი (8 091)
0:3(6) 7:3(8) 7:6(9) 10:6(12) 10:11(22) 10:14(25) 13:14(28) 20:14(32) 20:21(35) 23:21(39) 23:24(40+) /
30:24(42) 30:27(50) 33:27(52) 33:30(61) 36:30(74)

ედინბურგ$(შტლ) 34:11 ლნდ.აირიშ (ინგ)

4ლ: ფისერ თომპსონ ტალეი ლ.ჯოუნზ; 4გ 2ჯ: ლეიდლოუ -
ლ: ჯოზეფ; 2ჯ: ჯარვის

რეფ ფითსგიბონ (ირლ) @ მარიფილდ (10 892)
0:3(10) 7:3(12) 10:3(21) 10:6(24) 13:6(32) 20:6(37) /
20:11(67) 27:11(73) 34:11(79პ)

ქულა: 22 ედნ; 21 კდფ - 9 ლრშ რას

<<   მესამე პული

ბას (ინგ) 23:18 გლაზგო$(შტლ)

2ლ: ბიგს სქირვინგ; 2გ 3ჯ: ბარქლი სბ ქუქ -
2ლ: სიმორ ჰარლი; გ: ვაით; 2ჯ: ვიარ

რეფ ბერდოზ (სფრ) @ რექ (11 015)
0:3(4) 7:3(12) 7:6(14) 10:6(16) /
17:6(45) 17:13(55) სბ(60ბ) 17:18(63) 20:18(69) 23:18(76)

ლენსთერ (ირლ) 25:3 მონპელიე (სფრ)

3ლ: ობრაიენ რ.ქარნი ჰილი; 2გ 2ჯ: მაკფადენ სბ ბრაუნ -
ჯ: ვუსტოს-მოიანო

რეფ პათერსონ (შტლ) @ დაბლინ, არ-დი-ეს (18 500)
7:0(10) 10:0(13) 17:0(17) სბ(28ლ) 20:0(40) / 25:0(42) 25:3(67)

მამუკა გორგოძემ (მნპ) თავიდან ბოლომდე ითამაშა;
გიორგი ჟღენტი 56 წუთზე შეცვალეს

ქულა: 24 ლნს - 12 გლზ; 11 ბას; 10 მნპ

<<   მეოთხე პული

კლერმონ (სფრ) 19:15 ალსთერ$(ირლ)

ლ: პაულო; გ 4ჯ: პარა - 5ჯ: პინარ სბ თუი

რეფ პირსონ (ინგ) @ მიშელენ (17 633)
სბ(13ა) 3:0(15) 3:3(18) 6:3(22) 6:6(33) /
6:9(46) 9:9(49) 9:12(57) 16:12(65) 16:15(71) 19:15(74)

ლესთერ$(ინგ) 33:6 აირონი (იტა)

4ლ: ვოლდრომ ვუდს მერფი ფორდ; 2გ: თველვთრიზ ფორდ;
3ჯ: თველვთრიზ - 2ჯ: ნ.ულიფიე

რეფ გარსეზ (სფრ) @ ველფორდ როუდ (19 652)
0:3(14) 3:3(22) 3:6(27) 6:6(32) 9:6(40+2) /
14:6(43) 21:6(48) 26:6(56) 33:6(72პ)

ქულა: 20 კლრ, ალს - 17 ლსთ; 0 არნ

<<   მეხუთე პული

ტრევიზო$(იტა) 20:26 სარასენს (ინგ)

2ლ: ბარბიერი იანონე; 2გ ჯ ა: ბერთონ -
2ლ: მ.ბოთა სთრეთლ; 2გ 4ჯ: ო.ფარელ

რეფ როლან (ირლ) @ კომუნალე მონიგო (4 500)
0:3(11) 7:3(14) 7:10(17) 14:10(22) 17:10(26ა) 17:13(38) /
17:20(42) 20:20(47) 20:23(49) 20:26(63)

ბიარიც$(სფრ) 36:5 ოსპრეიზ (უელ)

5ლ: ნგვენია (1 2 5) ბაბი ბოლშოუ; 4გ ჯ: იაშვილი -
ლ: ჰიბარდ სბ ფოტუალიკი

რეფ ბარნს (ინგ) @ აგილერა (9 412)
7:0(6) 14:0(12) 17:0(26) /
სბ(45ო) 22:0(52) 29:0(60პ) 29:5(63) 36:5(64)

ქულა: 22 სარ - 18 ბრც; 13 ოსპ; 7 ტრვ

<<   მეექვსე პული

ქონოთ (ირლ) 9:8 ჰარლიქვინზ$(ინგ)

3ჯ: ნ.ოქონორ - ლ: სმით; ჯ: ევანს

რეფ ოუენს (უელ) @ გოლვეი, სპორთს გრაუნდ (5 420)
3:0(4) 3:5(8) 6:5(13) 9:5(15) / 9:8(60)

გლოსთერ$(ინგ) 34:24 ტულუზ (სფრ)

4ლ: მეი (1 4) ნქერა შარპლზ; 4გ 2ჯ: ბერნს სბ ვუდ -
2ლ: დიუზოტუარ მატანავოუ (2 3) 3გ ჯ: ბოგზის

რეფ ქლენზი (ირლ) @ ქინგსჰოლმ (13 077)
სბ(2გ) 7:0(5) 7:7(9) 7:10(15) 7:17(18) 14:17(29) /
21:17(48) 24:17(58) 24:24(66) 27:24(74) 34:24(76პ)

ქულა: 18 ტლზ - 17 ჰრლ; 15 გლო; 6 ქნთ

პლეი-ოფი

<<   მეოთხედფინალი  6-8/04

ქულა (ლელო)   $ უკეთესი მეორე-ადგილოსანი

1#მანსთერ (ირლ) 25(14) - 8#ალსთერ$ (ირლ) 20(16)
2#ლენსთერ (ირლ) 24(18) - 7#კარდიფ$ (უელ) 21(  9)
3#ედინბურგ (შტლ) 22(17) - 6#ტულუზ (სფრ) 18(16)
4#სარასენს (ინგ) 22(13) - 5#კლერმონ (სფრ) 18(26)

უმცროს "ემლინ ჩელენჯზე" ჩავიდნენ: ბიარიც (სფრ) 18(18,
ჰარლიქვინზ (ინგ) 17(11, ჰლანეჰლი (უელ) 15(12)

<<   ნახევარფინალი  @  27-29/04

სარ/კლრ - ლნს/კდფ, მნს/ალს - ედნ/ტლზ

<<   ფინალი

შაბ 19/05   თვიქნემ  20.00 საქ